• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 23.05.2016
      • N2/3/591
      • გადაწყვეტილება
    • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 24.07.2014
      • N2/5/591
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 591
ავტორ(ებ)ი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები".
თარიღი 2 მაისი 2014

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

სარჩელი აკმაყოფილებს  ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ  მოთხოვნებს:

1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს  კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

2. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო ;

3. სარჩელში  მითითებული  სადავო საკითხი  საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;

4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს   საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება;

5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;

6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო  სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზ/ა  გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. 

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სადაო ნორმა არალეგიტიმურია და  არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, რადგან უფასო დროით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ  ზოგიერთ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს და არა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას (ნორმით ილახება კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია მისი ფორმულირება იმგვარად, რომ  გამოყოფილი დრო თანაბრად იქნას  განაწილებული განურჩევლად ყველა საარჩევნო სუბიექტზე.  აქვე უნდა ითქვას, რომ ნორმა ლახავს მაუწყებლებების საკუთრების უფლებასაც (ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-3 პუნქტის 1-ლ წინადადებასთან). ნორმა ლეგიტიმური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო პერიოდში საკუთრების უფლების შეზღუდვა  -  უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან  უზრუნველყოფილი იქნებოდა წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურების გზით. 

არსებული სადაო  ნორმის პირობებში, მსგავსი ვალდებულების დაწესება შეიძლება მოვითხოვოთ მაგალითისათვის კავშირგაბმულობის კომპანიებსა და ნავთობკომპანიებზე  და საარჩევნო პერიოდში მათ დავაკისროთ ვალდებულება, რომ გარკვეული თანხის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტებზე უსასყიდლოდ გასცენ საწვავის ტალონი ან/და ბარათები მობილური ტელეფონებისთვის.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ