• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე იოსებ კარანაძე საქართველოს მთვარობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ
      • 28.10.2015
      • N2/12/593
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე იოსებ კარანაძე საქართველოს მთვარობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 593
ავტორ(ებ)ი იოსებ კარანაძე
თარიღი 22 მაისი 2014

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

მოსარჩელემ 1989-1993 წლებში მოსარჩელემ შემნახველ ბანკში შეიტანა 142823 საბჭოთა მანეთი. აღნიშნული თანხა 1994 წლის 13 მაისს შემნახველი ბანკის მოლარე კონტროლიორის მიერ მოსარჩელის ანაბრიდან პაიში იქნა გადატანილი 142823 საბჭოთა მანეთი. ამის მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკი გარდაიქმნა საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად, ხოლო მეანაბრეები მეპაიეებად. მეპაიედ შესვლის წესდების შესაბამისად (1994 წლის აპრილი), მოსარჩელეს უნდა მიეღო პაიში გადატანილი თანხის შესაბამისი დივიდენდი. ერთ პაიში გადატანილი იქნა მოსარჩელის სამანეთო ანაბარზე 1991 წელს დარიცხული კომპენსაცია, რამაც პაიში თანხის გადატანის მომენტისათვის შეადგინა 26245.

,,ვი-თი-ბი ბანკ ჯორჯიამ" უარი განუცხადა მოსარჩელეს კუთვნილი დივიდენდის მისაღებად. სადავო ნორმის საფუძველზე ეს თანხა გადატანილი იქნა კუპონებში, რომლის კურსი იყო 1:1-ზე რუსულ რუბლთან მიმართებაში. ამის გამო, განმცხადებელს უარი უთხრეს მისი კუთვნილი თანხის გაცემაზე.

ნორმატიული აქტის გამომცემი ორგანო - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დღეს აღარ არსებობს. ამის მიუხედავად, მის უფლებამონაცვლედ უნდა ჩაითვალოს საქართველოს მთავრობა. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს, მოპასუხეა ამ აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო." საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას." ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ,,მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი."

,,საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 7 სექტემბრის დადგენილების თანახმად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა შედგება: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი მოადგილეების, დარგობრივი სამინისტროებისა და კომიტეტებისაგან.

ამგვარად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.    

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

მიმაჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ნორმით განსაზღვრული ფულის ერთეულის კურსი 1:1-ზე არ შეესაბამება იმ პერიოდის კურსს, როდესაც ვალდებულება წარმოიშვა. მოსარჩელის შემთხვევაში ეს ვალდებულება წარმოიშვა 1989-93 წლებში. ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო იმ კურსით, რაც შესაბამის ვალუტას გააჩნდა ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის.  

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ