• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .
      • 16.02.2005
      • №1/2/213,243
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქეები - ელისო ჯანაშია და გოჩა ღადუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 3.10.2003
      • N1/5/243
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 31 დეკემბრის №1/15/213 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №1/15/213
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე,
თარიღი 31 დეკემბერი 2002

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);

2. ავთანდილ აბაშიძე;

3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);

4. ნიკოლოზ შაშკინი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - უტა ლიპარტია, გიორგი ხმელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი: „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გიორგი ხმელიძის წარმომადგენლები ლევან ჩხეიძე და გიორგი ბერიშვილი.

საქართველოს მოქალაქეების უტა ლიპარტიასა და გიორგი ხმელიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 20 დეკემბერს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა.

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებს აშკარა დისკრიმინაციას მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მერებს ირჩევენ მათივე თანამოქალაქეები. თბილისის მოქალაქეებს კი არ აქვთ მერის არჩევის უფლება. სადავო ნორმის ძალით, თბილისის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვენ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და სადავო ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტების საფუძველზე გამოარკვია, რომ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტებია, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, რომელთა გამოც კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,

საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების –უტა ლიპარტიასა და გიორგი ხმელიძის 213-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით.

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით.

2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);

ა. აბაშიძე;

ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);

ნ. შაშკინი.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ