საქართველოს მოქალაქე გივი ჯიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 599 |
ავტორ(ებ)ი | გივი ჯიაძე |
თარიღი | 11 ივნისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელი ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი საფუძვლიანია და მიღებული უნდა იქნას განსახილველად. სარჩელის შედგენისას დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების მოთხოვნები. ასევე ადგილი არ აქვს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს რაიმე დარღვევას სარჩელის შინაარსობრივი და სამართლებრივი მხრივ, ასევე სარჩელის დასაშვებობისა და განსახილველად წარმოებაში მიღების შესახებ.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საკონსტიტუციო სასამართლოს მოვახსენებ, რომ 1980 წლის 16 ოქტომბრიდან ვმსახურობდი საქართველოს შსს სისტემაში. შემდეგ სამსახურში განხორციელდა რეფორმა და 2000 წლის 01 ინვრიდან გადავედი სასჯელაღსრულების სისტემაში სადაც ვიმსახურე 2011 წლის 01 ნოემბრამდე. სამსახურიდან გავთავისუფლდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დ. ჭაკუას ბრძანებით. წელთა ნამსახურების სტაჟი მაქვს სრული მოცულობით 41 წელი და 6 თვე. საქართველოს კანონი ,,პატიმრობის შესახებ" რომელიც ძალადაკარგულია (2010 წლის 1 ოქტომბრიდან) საქართველოს 03/09/2010 N 2696 კანონით მოქმედებდა ნორმა კერძოდ კანონის მე–15 მუხლი განსაზღვრავდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების წესს სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებზე სადაც ჩაწერილიმ იყო ,,მუხლი 15. მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა (23.12.2005 N 2465) მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესითა და ოდენობით." 2010 წლის 9 მარტს ამოქმედა ახალი კანონი ,,საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი" რომეშიც ხსენებული ნორმა გათვალისწინებული არ იყო. ვინაიდან კანონმა არ გაითვალისწინა სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე თანამშრომელთათვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის დანიშვნის წესი აღმოვჩნდი მატერიალურად და მორალურად დაზარალებულ მდგომარეობაში. მიმეღო პენსია იმ დამატებების გათვალისწინებით რასაც ვიმსახურებდი კანონის შესაბამისად. ეს შეღავათები ვრცელდება სტაჟზე და დამსახურებაზე და შესაძლებელია მისი დანიშვნა საპენსიო ასაკის მიღწევამდეც. ამ უფლების შეზღუდვის გამო მომადგა უშუალო ინდივიდუალური მატერიალური ზიანი. მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონი მიღებული იქნა 2014 წლის 16 აპრილს. აღნიშნულ კანონში გათვალისწინებული იქნა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. მაგრამ კანონის მე–2 მუხლში მიეთითა, რომ ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. კანონის ნორმის ამოქმედების გადადება არათანაბარ მდგომარეობაში მაყენებს სხვა პირებთან მიმართებით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ყველა მოქალაქე სოციალურად უნდა იმყოფებოდეს ერთნაირ მდგომარეობაში და რაიმე განსხვავების დაწესება კანონის მიერ, განიხილება კანონით გარანტირებული, მინიჭებული უფლების შეზღუდვად. არაკონსტიტუციურად მიმაჩნია კანონის ამოქმედების გადავადება. მე უკვე ვარ პენსიის მიღების სუბიექტი, რომელსაც უნდა დამენიშნოს პენსია იმ მოცულობით რაც გათვალისწინებულია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით. ჩემი კონსტიტუციური უფლებები შელახულია კანონის აუმოქმედობლების გამო. თუ კანონი მოქალაქის სამსახურში არ არის ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია რაც ფაქტობრივად დადასტურებულია ჩემი მაგალითით. გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს კანონი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის სადავო ნორმა მე–2 მუხლი ,,ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან" და მოხდეს კანონის დაუყოვნებლივი ამოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, რათა ვისარგებლო იმ სოციალური და საპენსიო შეღავათებით, რაც კანონით ყველა მოქალაქისათვის გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. იმ შემთხვევაში როდესაც კანინის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა გარანტირებული უფლებაა, განსახილველ შემთხვევაში ეს ნორმა აშკარად დარღვეულია. კანონი არ უნდა აყენებდეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში მოქალაქეთა ერთ ნაწილს და არ უნდა უზღუდავდეს იმავე უფლებას სხვა მოქალაქეს. მუხლი 38 1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ , ეკონომიკურ , კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად. პენსია და სოციალური გარანტიები ყველა მოქალაქისათვის თანასწორია სოციალურ საკითხებში შედის პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციების მიღების უფლებაც, რაც თავის მხრივ პიროვნების ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური სრულყფასოვანი ცხოვრების და განვიტარების გარანტიას წარმოადგენს. სახელმწიფო უნდა ზრუნსვდეს თითოეული მოქალაქის როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ინდივიდის სოციალური ეკონომიური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სრულყოფაში და დაეხმაროს მოქალაქეს ამ მხრივ პრობლემების გადაჭრაში. სადავო ნორმის ამოქმედების გადავადებით შემელახა ეს უფლება და საერთოდ ვერ ვიღებ კუთვნილ პენსიას და შესაბამის კომპენსაციას. მუხლი 39 საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს , თავისუფლებებსა და გარანტიებს , რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული , მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან . საქართველოს კონსტიტუცია ასევე არ უარყოფს სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, შესაბამისად შეიძლება კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის სიტყვასიტყვით გათვალისწინებული, ჩაწერილი სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, სახელმწიფო კომპენსაციის გამოყოფის დამსახურების და სტაჟის მიხედვით სოციალური გარანტიები, მაგრამ ამ ნორმიდან გამომდინარე კონსტიტუცია იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ყველა უფლებას. უფლებათა კონკრეტიკა განივთებულია სხვა შიდასაკანონმდებლო ბაზაში რაც კიდევ უფრო ამყარებს და ხელმისაწვდომს ხდის კონსტიტუციურ უფლებას. კანონი მოქალაქეთა სამსახურში უნდა იყოს როდესაც მე კანონის ამოქმედების გადაწევით ვერ ვიღებ პენსიას ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გამოკვებას და ნორმალურ გარემო პირობებში ცხოვრებას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი. დააკმაყოფილოს ჩემი დასაბუთებული და კანონშესაბამისი მოთხოვნა არაკონსტიტუციურად ცნოს სადავო ნორმა რომელიც მაყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, განვიცდი უშუალო ინდივიდუალურ მატერიალურ და მორალურ ზიანს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა