საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 604 |
ავტორ(ებ)ი | თენგიზ ლატარია |
თარიღი | 21 ივლისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები არ არსებობს, რამეთუ: ა) კონსტიტუციური სარჩელი თავისი ფორმით და შინაარსით პასუხობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეაქვთ უფლებამოსილ პირებს, თანახმად "საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პ. 1, ქვ/პ "ე" და 39-ე მუხლის პ. 1, ქვ/პ "ა"; გ) კონსტიტუციური სარჩელით წამოჭრილი სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან ეხება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის რამოდენიმე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობას და მათ არაკონსტიტუციურად ცნობას; დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ განხილულა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხების მიმართ ხანდაზმულობის ვადა დარღვეული არ არის; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ,,პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ე) პირადი ნომერი;’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91-ე ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად ,,მოწმობის რეკვიზიტები. მოწმობა უნდა შეიცავდეს: ზ) პირად ნომერს;’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98-ე ბრძანების მე-14 მუხლის შესაბამისად ,,1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროს. 2. ერთი და იმავე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება, ასევე პირისათვის ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის გაუქმება ან/და შეცვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა. გარდაცვლილი პირის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება. 3. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავდროულად, ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას – შესაბამისად, ამ მუხლითა და 50-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. პირადინომრისმინიჭებააღირიცხებასააგენტოსმონაცემთაელექტრონულბაზაში. 5. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.’’
ყოველივე ზ/აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს ,,1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.’’ ვინაიდან, პირადი ნომერი, ლახავს მართლმადიდებელთა უფლებას, რადგან ეწინააღმდეგება მათ რწმენას, რწმენის თავისუფლება გულისხმობს ამ რწმენის შესაბამის ცხოვრებასაც.
არგუმენტი:
ბიბლიაში ღმერთი არაერთხელ აღნიშნავს რომ სახელის დადებით განისაზღვრება ბატონობა. მხოლოდ ბატონი უწოდებს სახელს თავის მონებს, ხოლო მონები სახელის მიღებით აღიარებენ სახელის დამდების ბატონობას. ამრიგად, ადამი დაყენებულ იქნა ყოველი ქმნილის ბატონად, რომელთაც მისგან მიიღეს სახელები. დაბადება: ,,2.19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. 2.20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს.’’ მოსეს სურდა უფლის სახელის გაგება რათა დაერწმუნებინა ისრაელიანნი რომ ღმრთის წარმოგზავნილი იყო. გამოსვლა: ,,2.13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? 2.14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან. 2.15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.’’ უფალი არაერთხელ ანიჭებდა სახელს მათ, ვინც ღირსი იყო წოდებულიყო მის მონად, ხოლო ისინი ნებაყოფლობით ღებულობდნენ მას. მაგალითად: აბრაამი, სარა, პავლე და ა.შ. და ბოლოს, ჩვენ საიდუმლო ნათლობისას ვღებულობთ უფლის სახელებს. ამჟამად, სისტემა ჯერ საგადასახადოს ხოლო, შემდეგ იუსტიციის სახლების მეშვეობით, ნომერს ადებს ადამიანებს. მათ შორის იმათაც, რომლებიც სახელდებულნი არიან საიდუმლო ნათლობით, რაც მართლამდიდებელი ქრისტიანებისათვის ყოვლად მიუღებელია. აღსანიშნავია ისიც რომ ფაშისტურ გერმანიაში ადამიანებს აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო მათ დოსიეში ამატებდნენ სააღრიცხვო ჩანაწერს - პირად ნომერს, რომელიც შემდეგ დუბლირდებოდა ტატუირების სახით მარჯვენა ხელზე ან ფეხზე. 1946 წელს ნიუნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ასეთი მოქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. შესაბამისად, პირადი ნომრის ხელახალი შემოტანა იმის მიმანიშნებელიც არის რომ კაცობრიობა ისტორიისაგან ვერაფერს სწავლობს და ის რაც დაგმობილ იქნა ხელახალ აღმავლობას განიცდის.
ფაქტი 2.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98-ე ბრძანების მე-7 მუხლის მე-10 ნაწილი: ,,2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით,..’’ მუხლი 11 ,, 1. რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს: ა) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ:’’ მე-12 მუხლი ,,1. კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.’’ მე-52 მუხლი ,,1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) მოიცავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტების შევსების/დატანის პროცესს და წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის — ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ოგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად. 2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია წარმოებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.’’ ყოველივე ზ/აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს ,,1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.’’ ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს ,,1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.’’
არგუმენტი:
წმინდა წერილში, კერძოდ, ,,იოანეს გამოცხადების’’ (მას აპოკალიფსაც უწოდებენ) მე-13 თავში ვკითხულობთ: ,,16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.’’ აღნიშნულიდან გამომდინარე ელექტრონული ბარათები ხასიათდება მრავალი მახასიათებლით, რომელიც შეესაბამება გამოცხადების ზ/აღნიშნულ ტექსტებს. კერძოდ, 1974 წელს (http://www.pravda-tv.ru/2012/11/21/18300) ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა რ. კიტ ფარელმა გამოიგონა ლაზერის პისტოლეტი, რომელიც ციფრებით დაღავდა თევზებს. პისტოლეტი ამ ოპერაციას ასრულებდა წამზე ნაკლებ დროში. როდესაც მას შეეკითხნენ, შეიძლებოდა თუ არა ამ პისტოლეტის გამოყენება ადამიანების ტატუირებისათვის, მან თქვა: ,,დიახ, რა თქმა უნდა, პისტოლეტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მიზნით. ლაზერის სხივი შეუძლებელია იგრძნოთ, რიცხვი არ ჩანს უბრალო შეხედვით, ტატუირება მუდმივია, როგორც თქვენი თითების ანაბეჭდები.’’ უკვე 1980 წლის ოქტომბერში, გამოვიდა ჟურნალ «Advertising Age»-ის ნომერი, სადაც მთელი ფურცელი იყო დათმობილი კომპიუტერული სკანერის რეკლამას სუპერმარკეტებისათვის. რეკლამაში ჩასმული იყო ადამიანის ფოტოსურათი, რომელსაც შუბლზე დასმული ჰქონდა UPC-ის (უნივერსალური სავაჭრო კოდი) ნომერი. აღნიშნულმა და მსგავსმა ფაქტებმა არამარტო ,,რიგითი’’ მორწმუნეების, არამედ ბევრი სწავლულის ყურადღებაც მიიქცია. დოქტორი რეი ბრუბაიკერი თავის წიგნში «Is the Antichrist Now Here?» (უკვე აქ არის ანტიქრისტე?) წერდა: ,,ცინცინატში, ოჰაიოს შტატი, ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი, სადაც სუპერმარკეტის მყიდველის ხელზე აღბეჭდილ იქნა ნომერი, რომელსაც კითხულობდა სუპერმარკეტის სკანერი. ყიდვისას სისტემა ინფორმაციას გადასცემდა პირდაპირ მყიდველის ბანკში, რომელიც ახორციელებდა ყიდვას და თანხა ავტომატურად ირიცხებოდა ანგარიშიდან.’’ ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოგონება ეხება უხილავ, წაუშლელ ტატუირებებს ადამიანებზე მათი იდენტიფიკაციისა და ფინანსური ოპერაციების უსაფრთხო განხორიცელების მიზნით. ტატუირება შეიძლება განთავსდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ ადგილზე, ყველაზე სასურველია წინამხარი". რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაზე იდეალური ადგილებია შუბლი ან ხელი, რადგან ადამიანის სხეულის ეს ნაწილები ყოველთვის ღიაა და დაუფარავი. ყოველივე ზ/აღნიშნული და ასევე, მთელი რიგი სხვა ფაქტები ქმნის საფრთხეს რომ ელექტრონული ბარათები და პირადობის მოწმობები შესაძლოა იყოს ე.წ. ანტიქრისტეს ბეჭედი, რაც მიუღებელია მართლმადიდებელთათვის. ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც რომ ფოტოსურათების გადაღება პირადობის მოწმობებისა და პასპორტებისათვის დაკისრებული აქვს მხოლოდ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ აპარატებს იუსტიციის სახლებში. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადგილი აქვს ფარულად, ლაზერის გამოყენებით, ანტიქრისტეს რიცხვის დასმას ადამიანის შუბლზე.
ფაქტი 3
საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ,,ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.’’ ,,4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). 41 პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს. 5. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა. 6. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ასევე ამ მუხლის მე-7–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 61. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) დაბადების თარიღს; დ) დაბადების ადგილს; ე) პირად ნომერს; ვ) ფოტოსურათს; ზ) პირად ხელმოწერას; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს; 8. ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მონაცემების გარდა, ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მოწმობის მფლობელის მოქალაქეობაზე. 9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. 10. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.’’
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91-ე ბრძანების მე-5 მუხლი ,, 1. მოწმობას გააჩნია ორი მიკროსქემა (ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) – კონტაქტური და უკონტაქტო. 2. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 3. კონტაქტური მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნებია: ა) ISO/IEC 7816-ის შესაბამისად კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და კოპროცესორს, მეხსიერებას, კონტაქტურ ინტერფეისს. EEPROM მეხსიერება არ უნდა იყოს 64 კბ-ზე ნაკლები, უნდა გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს და 10 წლიან მუშაობას. კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს. კონტაქტური მიკროსქემა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ კრიპტო კოპროცესორს და აგრეთვე უნდა შეიცავდეს PKI კოპროცესორს (RSA,ECC); ბ) კონტაქტური მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ ალგორითმებს; ბ.ა) RSA – კოდირება და დეკოდირება, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება; ბ.ბ) RSA-ს გასაღების გენერაცია 4 კბ-მდე გასაღების სიგრძით (უნდა შეიცავდეს 1024, 2048 და 4096); ბ.გ) 3DES; ბ.დ) ECC კოდის შექმნა, ხელმოწერის შექმნა და დამოწმება; გ) კონტაქტურ მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL5+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად. 4. უკონტაქტო მიკროსქემის მინიმალური მოთხოვნები: ა) ISO/IEC 14443 თანახმად,RF ანტენიანი უკანტაქტო მიკროსქემა უნდა შეიცავდეს პროცესორს და სულ ცოტა 1 კრიპტოპროცესორს, მეხსიერებას, უნიკალურ უცვლელ იდენტიფიკატორს(UID) და უკანტაქტო ინტერფეისს, რომლის მოქმედების მანძილია 10 სმ-მდე და სიხშირე – 13.56 MHZ. უკონტაქტო მიკროსქემა მულტიპროგრამული უნდა იყოს: მას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15 პროგრამისა და თითო პროგრამაში მინიმუმ 15 ფაილის შემცველობის შესაძლებლობა, პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგი და მისი იდენტიფიკატორები; ბ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს კონფიგურირებად სიმეტრიულ გასაღებს პროგრამასთან დაშვების კონტროლისათვის. იგი სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს დაშვების საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, წერა); გ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იძლეოდეს UID-ზე დაყრდნობით თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დივერსიფიცირებული გასაღების გამოყენების საშუალებას; დ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს კომუნიკაცია მონაცემთა სწრაფი გადატანით მინიმუმ 424 კბიტ/წმ; ე) EEPROM მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 8 კბ, გაუძლოს არანაკლებ 5X105 პროგრამულ ციკლს 10-წლიან მუშაობას; ვ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა ჰქონდეს არანაკლებ EAL 4+ სერტიფიკატი ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად; ზ) უკონტაქტო მიკროსქემას უნდა შეეძლოს იდენტიფიკაციისა და დაშიფვრის გამოყენება მონაცემთა გადასაცემად, 3DES და AES ალგორითმების გამოყენებით; თ) უკონტაქტო მიკროსქემა უნდა იყენებდეს ანტიკოლოზიურ მექანიზმს. იგი დაცული უნდა იყოს ელექტროსტატიკური დამუხტვით დაზიანებისაგან.’’ მუხლი 6. ,,ჩიპის ტექნიკური სპეციფიკაცია – ანტენა და ჩიპი 1. ანტენის სიხშირეა 13.56 MHz ISO 14443-ის თანახმად. 2. გამოყენებული ჩიპი იქნება SmartMX Dual lnterface 80 kb.’’
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის №194-ე ბრძანების მე-2. მუხლის შესაბამისად: ,,2. ყდა (მინიმალური სტანდარტი) ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 0.720 მმ +/- 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი შინდისფერი. 3. ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენა შიდა ფენა უნდა შეიცავდეს ISO 14443 სტანდარტების შესაბამის A ან B ტიპის მინიმუმ 64კ ინტეგრანულ მიკროსქემას და ანტენის მექანიზმს, მოთავსებულს შემფუთავ კონვერტში. შემფუთავი კონვერტი უნდა წარმოადგენდეს მონოლითურ ან ჰერმეტულ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის ფიზიკურ დაცვას, მათ შორის დაცვას ქიმიური და გამხსნელი ზემოქმედებისგან. შემფუთავი კონვერტი შედგება მასალისგან, რომელიც უსაფრთხოდ და მყარად მოთავსებულია ბლანკის ყდაში ისე, რომ ინარჩუნებს დასრულებული ბლანკის ფიზიკურ მთლიანობას. შემფუთავი კონვერტი ჰერმეტულად უნდა ხურავდეს ანტენასა და მიკროსქემას. შიდა ფენა ექვემდებარება ჭავლური ტექნოლოგიით ამობეჭდვას, შესაბამისი დანომვრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. შიდა ფენის ფერი უნდა იყოს “კრემისფერი თეთრი“, ხაოიანი ზედაპირით. შიდა ფენა უნდა მოიცავდეს პასპორტის მთელ ყდას (წინას და უკანას). მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობა უნდა განთავსდეს შიდა ფენაში ისე, რომ ის განალაგებული იყოს პასპორტის ბლანკის ყდის მეორე გარე გვერდში. 4. მიკროსქემა მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: ა) 8ბიტ ან მეტი; ბ) EEPROM: 64კბ ან მეტი. გ) წაკითხვა/ჩაწერა: 100000 ან მეტი. დ) მონაცემთა შენახვა: 10 წელი ან მეტი. ე) საოპერაციო ტემპერატურა: გამართული მუშაობა –25-დან 800 C-მდე (მიკროსქემა უნდა ინარჩუნებდეს თავისი ფუნქციებს 175–1850 C); ვ) ოპერაცია: გამართული მუშაობა 250 C ტემპერატურაზე და 5% + 95% ტენიანობის პირობებში; ზ) მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა; თ) მოდულის ზომა: 8.1 მმ ხ 5.3 მმ ან უფრო პატარა; ი) შესაბამისობა ISO 14443, ICAO აპლიკაციასთან და LDS სატესტო სპეციფიკაციებთან; კ) შესაბამისობა ISO 7816 და ISO 14443 A ტიპი ან B ტიპი; ლ) მონაცემების გადაცემის სიჩქარე: 424 Kbps ან მეტი; მ) მიკროსქემის უნიკალური სერიული ნომერი და შესაბამისი COMMAND Set; ნ) ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ელექტრონული და გარემო ზემოქმედებებისგან გამოწვეული ზიანისადმი მდგრადობა; ო) ელექტრონულ პასპორტებში გამოყენებული მიკროსქემის სერტიფიცირება – ISO 15408 CC EAL 4+ ან მეტი; პ) სამომხმარებლო მეხსიერება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ პროგრამას და უნდა იყოს მდგრადი; ჟ) შესაბამისი შემფასებელი სისტემა, რომელიც მოიცავს დეტოქტორულ რეპორტინგს მიკროსქემის ფუნქციონირების შესახებ; რ) თავსებადობა მიკროსქემას და ოპერაციულ სისტემა EAC-ის (გაფართოებული წვდომის კონტროლი) ფუნქციას შორის ბიომეტრიული მონაცემების დასაცავად; ს) მიკროსქემის გადატვირთვა არანორმირებული ტემპერატურის, სიხშირის, ვოლტაჟის და შეტევის შემთხვევებში; ტ) შემოვლითი შეტევისგან დაცვა (SDA, DPA); უ) პერსონალიზაციის შემდეგ მონაცემთა წაშლის დაუშვებლობა; ფ) აპარატურული და პროგრამული დაცვა გარე ჩარევისგან; ქ) სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია. 5. საკუთარი ოპერაციული სისტემის მოთხოვნები (მინიმალური მოთხოვნები) ა) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure – ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად; ბ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან; გ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ის რეკომენდაციებთან; დ) EF-ის (Elementary Files – ელემენტარული ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი; ე) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი); ვ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია); ზ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია); თ) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი; ი) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი); კ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა); ლ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია. 6. ღია პლატფორმა (მინიმალური მოთხოვნები) ა) შესაბამისობა Java Card 2.1.1/Global Platform 2.1 ან Multos 4.2.1 ან მაღალი; ბ) მონაცემთა ჩაწერის უფლება LDS (Logical Data Structure - ლოგიკური მონაცემების სტრუქტურა) 1.7-ის შესაბამისად; გ) LDS-ის ფუნქციონალური თავსებადობა წამკითხველ მოწყობილობასთან; დ) LDS-ის შესაბამისობა ICAO-ს რეკომენდაციებთან; ე) EF-ის (Elementary Files – ელემენტალური ფაილები) დამოუკიდებლად არჩევის უნარი; ვ) EAC (Extended Access Control – გაფართოებული დაშვების კონტროლი); ზ) PA (Passive Authentication – პასიური აუთენტიფიკაცია); თ) AA (Active Authentication – აქტიური აუთენტიფიკაცია); ი) COS-ის სერტიფიცირება, რომელიც გამოიყენება ელექტრონულ პასპორტებში: ISO 15408 CC EAL 4 + დონე ან მაღალი; კ) DES (Data Encryption Standard – მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES – სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი); ლ) RSA (Rivest Shamir Adleman) ან ECC (Elliptic Curve Cryptosystem – ელიპტიკური მრუდის კრიპტოსისტემა); მ) მიკროსქემის სასიცოცხლო ციკლის კონტროლის ფუნქცია. 7. ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას. მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ “უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიუერთდება ანტენას. 8. ქაღალდი შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი) ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს. ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია: ა) 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%; ბ) მრავალტონიანი რეგისტრირებული ექსკლუზიური წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით; გ) ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი; დ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან; ე) ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა. 9. ბოლო გვერდები ქაღალდის მახასიათებლებია: ა) 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%; ბ) ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი; გ) პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან; ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად: ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას; ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით. 10. პერსონალიზებული გვერდი პერსონალურ მონაცემთა გვერდი: მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO- რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303, მესამე ნაწილი (მესამე გამოცემა, 2008წ.). 11. შესაკერი ძაფი ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს. 12. მელანი (მინიმალური სტანდარტი) ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს. მუხლი 3. ბეჭდვა 1. ,,ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო. 2. ყდის პირველი შიდა გვერდი ყდის პირველ შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, მითითებულია ინდივიდუალური სერია და ნომერი და დატანილია შემდეგი წინადადებები: “პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას. პასპორტი 48-გვერდიანია“. 3. ყდის მეორე შიდა გვერდი ყდის მეორე შიდა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს რუკა, შტრიხკოდი ინდივიდუალური სერიით და ნომრით, პასპორტის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ნომერი, აგრეთვე 48-გვერდიანი პასპორტის ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “პასპორტი 48- გვერდიანია.“. 4. შიდა გვერდები შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. პირველ გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია სიტყვა: “საქართველო“ და ინგლისურ ენაზე ყდის პირველ გვერდზე დატანილი წინადადებები. მესამე გვერდზე გამოსახულია პასპორტის ძირითადი დამცავი მექნიზმების განლაგების სქემატური გამოსახულება. 5. დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი. მუხლი 5. დანომვრა პასპორტის ინდივიდუალური სერია და ნომერი უნდა გამოისახებოდეს ყდის პირველ შიდა გვერდზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ. მუხლი 6. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი) 1. დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან, ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან. 2. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები: ა) თხელი ლამინატის აფსკი უნდა წარმოადგენდეს ჩარევაზე მგრძნობიარე მონაცემთა დამცავ გარსს; ბ) ლამინატი უნდა შედგებოდეს ჰოლოგრაფიული ტვიფრის მქონე აფსკისგან გამჭვირვალე პოლიესტერზე, ვაკუუმური დაფრქვევით მიღებული გარდამტეხი საიზოლაციო ინდექსური შრისგან და სითბური და წნეხით აქტივირებული ადჰეზიური სისტემებისა და შესაბამისი დამცავი ქაღალდის ლენტისგან; გ) ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას; დ) ფლუორისცენტული გამოსახულება. 3. მონაცემთა დამცავი აფსკი უნდა იყოს უკიდურესად მგრძნობიარე მატარებლის გარეშე. ნებისმიერი მცდელობა, მოცილებულ იქნეს აფსკი ან შეიცვალოს მისი მონაცემები მექანიკური საშუალებებით, სითბური ან რეგულარული გამხსნელებით, გამოიწვევს აფსკის და მისი ჰოლოგრაფიული და ბეჭდვითი ელმენტების განადგურებას. 4. თხელი ლამინატის აფსკი უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის დაცვას ნებისმიერი ცვლილებისგან, მისი მოქმედების ვადის, ანუ 10 წლის მანძილზე. 5. ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციის სამი დონე: პირველი დონე: დაცვის ელემენტები სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის. მეორე დონე: ფარული ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე პორტატული დეტექტორებით. მესამე დონე: ღრმა ფარული უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდება მხოლოდ კრიმინალურ ლაბორატორიაში, სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტების საშუალებით. მუხლი 7. პასპორტის რეკვიზიტები პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს; ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;
ყოველივე ზ/აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს ,,1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.’’ ვინაიდან, პირადობის ელექტრონული მოწმობა, ლახავს მართლმადიდებელთა უფლებას, რადგან ეწინააღმდეგება მათ რწმენას, რწმენის თავისუფლება გულისხმობს ამ რწმენის შესაბამის ცხოვრებასაც. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს ,,1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.’’ მე-18 მუხლს ,,1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.’’ მე-19 მუხლს ,,1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.’’ მე-20 მუხლს ,,1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.’’ მე-41 მუხლს ,,2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.’’
არგუმენტი:
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, როგორც მართლმადიდებელთა, რწმენა ძირითადად ეყრდნობა წმინდა წერილს (ბიბლია) და წმიდა მამათა გამონათქვამებს. წმინდა წერილში კი, კერძოდ, ,,იოანეს გამოცხადების’’ (მას აპოკალიფსაც უწოდებენ) მე-13 თავში ვკითხულობთ: ,,16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.’’ რა მოყვება ზ/აღნიშნული ნიშნის დადებას? ამას იმავე გამოცხადების მე-14 თავში ვკითხულობთ: ,,ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, 10. ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა დაცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. 11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ. აღნიშნულიდან გამომდინარე ფრიად სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ელექტრონული მოწმობების ფუნქცია უკვე გაცდა მხოლოდდამხოლოდ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ფუნქციას. მან შეიძინა გაცილებით მეტი ფუნქცია, მათ შორის სწორედ ისეთი რასაც შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოს მართლმადიდებელმა ადამიანმა, კერძოდ ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია. მართალია, ის ჯერ კიდევ არ არის ერთადერთი გაცვლითი საშუალება, მაგრამ არც ბიბლიაშია ნათქვამი რომ ყველაფერი უცბად, მომენტალურად მოხდება, ხოლო თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, შეიძლება დიდი ალბათობით ითქვას რომ უახლოეს მომავალში ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია მხოლოდდამხოლოდ ელექტრონული მოწმობების მეშვეობით გახდება შესაძლებელი. ვინაიდან, უკვე გაისმის ხმები მსოფლიოში ელექტრონული ფულის შემოღებასთან დაკავშირებით, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალებისა. ამრიგად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი საშუალება ხდება ყიდვისა და გაყიდვის საშუალება. ამასთან, ის პირდაპირ არის დაკავშირებული პიროვნების სახელსა და გვართან. მით უმეტეს რომ პიროვნების სახელისა და გვარის ჩანაცვლებასაც ახდენს პირადი ნომერი და შტრიხ კოდი (ბარკოდი), რაც ფრიად დამაფიქრებელია, ვინაიდან ,,გამოცხადების’’ მიხედვით ნიშანი არის ,,მხეცის სახელი და ან მისი სახელის რიცხვი.’’ სწორედ ყოველივე ზ/აღნიშნულის გამო მართლმადიდებელთა იმ ნაწილისათვის, რომლებიც ხედავენ აღნიშნულ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში საფრთხეს, სრულიად მიუღებელია მისი აღება, როგორც ერთდროულად მაიდენტიფიცირებელი და გაცვლითი საშუალებისა. ამასთან, შეუძლებელია მართლმადიდებელი ადამიანი არ ჩაეფიქრებინა იმ გარემოებასაც რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ელექტრონული პირადობების მოწმობები უნდა დაურიგდეთ მოქალაქეობის არმქონე პირებსაც. ელექტრონული პირადობის მოწმობები სკოლის ასაკიდანვე ურიგდებათ მოზარდებს. ამრიგად, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ადგილი აქვს ტოტალურ აღრიცხვასა და კონტროლს. ფრიად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ ხელისუფლებამ უკვე დააანონსა განზრახვა ელექტრონული მმართველობის შემოღების შესახებაც, რაც ბუნებრივია ვერ იქნება სრულყოფილი ელექტრონული ფულის შემოღების გარეშე. მთელ რიგ სამსახურებში შეუძლებელია ხელფასების აღება ბანკებში ანგარიშის გახსნისა და საბანკო ელექტრონული ბარათების აღების გარეშე, რაც დიდი ალბათობით, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ასევე, სავალდებულო გახდება მიბმული იქნეს ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე. დღესდღეობით ის როგორც გვარწმუნებენ ნებაყოფლობითია. შესაბამისად, ელექტრონული მოწმობების შემოღება პირდაპირ ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებსა თავისუფლებებს. ვინაიდან, ნათლად წერია რომ ,,სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას’’. რწმენა და აღმსარებლობა კი, არაფერს ნიშნავს თუ, მორწმუნემ და აღმსარებელმა თავიანთი რწმენის შესაბამისად არ იცხოვრეს. პირადობის მოწმობის გარეშე კი, ადამიანი არ ითვლება სრულფასოვან მოქალაქედ და მას შეზღუდული აქვს საქმიანობისა და აქედან გამომდინარე, შეიძლება პირდაპირ ითქვას, არსებობის უფლებაც. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ საქ. კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა’’ ხოლო, მე-19 მუხლში ვკითხულობთ:,,1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.’’რაც უნდა გამორიცხავდეს დისკრიმიანციას ზ/აღნიშნული ნიშნით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ სრულიად სხვა რამეს ვხედავთ. კერძოდ, ე.წ. იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რწმენიდან გამომდინარე, უფლება მიეცათ უარი თქვან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და შესაბამისად, უარი თქვან თავიანთ ვალდებულებაზე დაიცვან საკუთარი სამშობლო გარეშე მტრისაგან. ამ დროს კი, მართლმადიდებლები უუფლებონი არიან, აიღონ ალტერნატიული მოწმობები.რა შეიძლება დაერქვას ამას, თუ არა ადამიანების დევნა სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენისა გამო? რაც შეეხება უსაფრთხოებას და ელექტრონული მოწმობების დაცულობას გაყალბებისაგან, მინდა მოგახსენოთ შემდეგი. ძველ საბერძნეთში როცა რომელიმე მეფეს გმირის დაღუპვა სურდა, მას უშვებდა მეორე, თავის მეგობარ მეფესთან დალუქული წერილით, სადაც მითითებული იყო რომ მეფეს უნდა მოეკლა წერილის მიმტანი. ასე მოხდა გმირ ბელერეფონტთან მიმართებაშიც. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ID ბარათებთან დაკავშირებითაც ვინაიდან, ინფორმაცია რომელიც განთავსებულია პირადობის მოწმობის ჩიპზე ვიზუალურად არ ჩანს და მისმა მფლობელმა, რომელიც თან დაატარებს ამ მოწმობას შეიძლება არც იცოდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში თუ, რა ინფორმაციაა მასზე განთავსებული. კარგად არის ცნობილი რომ წარმოსახვა აუცილებელია იურისტებისათვის რათა მათ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აღიდგინონ რეალური სურათი. შესაბამისად, წარმოვიდგინოთ რომ მეწარმე რომელიც კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე მიემგზავრება მივლინებით საზღვარგარეთ, სასწრაფო საქმეზე, აეროპორტში, საბაჟოს გავლისას ან რკინიგზის სადგურში აღმოაჩენს რომ მის პირადობის მოწმობაში სრულიად სხვა მონაცემებია შეყვანილი ან ის საერთოდ წაშლილია (შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91-ე ბრძანების მე-7 მუხლით (მოწმობის რეკვიზიტები) მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) სქესს; დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირად ხელმოწერას; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს; ო) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს), რის გარკვევასაც ბუნებრივია გარკვეული დრო, ჩაშლილი ბიზნესურთიერთობები, ფინანსური ზარალი და დიდი ნერვიული დაძაბულობა დასჭირდება, რაც შესაძლებელია მის ჯანმრთელობაზეც მკვეთრად აისახოს. ხოლო, სამართალდამცველთა არა კომპეტენტური ან მიზანმიმართული მოქმედებების შემთხვევაში, შესაძლებელია სრულიად გამოუსწორებელი შედეგების დადგომაც. ისმება კითხვა, როგორ შეიძლება მის პირადობის მოწმობაზე სხვა ინფორმაციები აისახოს ან არსებული წაიშალოს? ამის დასამტკიცებლად მასმედიაში გაშუქებული უახლესი მოვლენაც გამოდგება. რომლის დროსაც პოლიციამ შარდენზე მდებარე ერთ-ერთი ცნობილი ბარის მეპატრონე დააპატიმრა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი ,,პრაიმტაიმი’’ აქვეყნებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ გადაბაძე აცხადებს, კაფე-ბარის მფლობელმა და მიმტანმა დანაშაულებრივი გზით მოახერხეს 300-მდე კლიენტის პლასტიკური ბარათის მონაცემების დაუფლება, დაახლოებით ასანთის კოლოფის სიდიდის წამკითხველი მოწყობილობის გამოყენებით (http://kvira.ge/?p=54392). შესაბამისად, ზ/აღნიშნული ვარაუდი სრულიადაც არ არის საფუძველს მოკლებული. სიტუაცია შესაძლებელია კიდევ უფრო მძიმე გახდეს მას შემდეგ რაც ელექტრონული ბარათი მიბმული აღმოჩნდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებს. კერძოდ, ელექტრონულ ფაილებს სადაც ასახული იქნება ადამიანის ამათუიმ ანგარიშზე არსებული ფინანსები, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ. აღნიშნული თვალსაზრისით საინტერესოა მწერალთა და რეჟისორთა შეხედულებებიც, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში ასახავდნენ და ასახავენ მოვლენების სავარაუდო განვითარებას, რაც უდავოდ გასათვალისწინებელია. მოდით დავსვათ ასეთი კითხვა, რა არის ID ბარათების შემოღების მიზანი? პასუხი, როგორც ხელისუფლება გვიმტკიცებს არის უსაფრთხოება, რაც მიღწეულ უნდა იქნეს პირადობის მოწმობათა გაყალბების თავიდან არიდებით. მაგრამ სინამდვილეში ეს სისტემა ე. წ. ჰაკერთა მეშვეობით (არ უნდა გამოგვრჩეს სხვადასხვა ქვეყნების უშიშროებათა სამსახურებიც, ბიზნეს კონკურენტები და ა.შ.) უფრო მოწყვლადი ხდება. ამასთან, შესაძლებელი ხდება გაყალბებულ იქნეს არა მარტო იმ ადამიანთა პირადობის მოწმობები ვისაც ეს სურს, არამედ იმათიც კი, ვისაც როგორც ზ/აღვნიშნეთ არანაირად არ აწყობთ ყალბი პირადობების გამოყენება. ხელისუფლება აპელირებს უსაფრთხოებაზე, მაგრამ რას გულისხმობს უსაფრთხოება? უსაფრთხოება გულისხმობს კონტროლს. ახლა დავსვათ კითხვა, რას გულისხმობს კონტროლი? კონტროლი გულისხმობს ადმიანების უფლებებისა და თავისუფლებების გარკვეულ შეზღუდვას. შესაბამისად, ჩვენ ვღებულობთ ერთგვარ ფორმულას: რაც მეტია კონტროლი, მით უფრო მეტია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. ხოლო საბოლოოდ, პარადოქსია მაგრამ ფაქტია, რომ ზ/აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების წრესგადასული შეზღუდვა სწორედ პიროვნების თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ამრიგად, ზედმეტი უსაფრთხოებით სწორედაც რომ საფრთხეს ვუქმნით ადამიანს, მის უფლებებს და ეს აქსიომაა. აქედან გამომდინარე, როცა ლაპარაკია უსაფრთხოებაზე, აქაც საჭიროა დაკონკრეტება. რის ან ვის უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ? უკვე დიდი ხანია ცივილიზებული ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში აღიარებულ იქნა მთავარ პრიორიტეტად ადამიანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლში ვკითხულობთ: ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.’’ ხოლო, მე-18 მუხლის 1-ლ პუნქტში ვკითხულობთ: ,,ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.’’ შესაბამისად თუ, ლაპარაკია ადამიანის უსაფრთხოებაზე, მაშინ უნდა ითქვას რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა ასეთი უსაფრთხოება, მით უმეტეს რომ როგორც ზ/აღვნიშნე პირიქით, ეს მათი უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგაა მიმართული. შესაბამისად, როგორც მინიმუმ, მათ უნდა მიეცეთ ალტერნატიული პირადობის მოწმობების აღების უფლება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა