საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/604 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 ივნისი 2017 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი- წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - თენგიზი ლატარია; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ზურაბ მაჭარაძე, თამარ მესხია; საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელი - სალომე ბარბაქაძე; ექსპერტი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მამუკა სამხარაძე.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და მე-14 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, 41 (14/07/2011-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) მე-5, მე-6 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია)ქვეპუნქტების, მე-8 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), მე-9 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობა;
ბ) „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა;
გ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (27/07/2011-დან 11/08/2015-მდე მოქმედი რედაქცია), მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა ;
დ) „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 (04/02/2010-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), „თ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), , „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“(05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია), „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, მე-6 პუნქტის (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) „ა“, “ბ“, “გ“, “დ“, “ე“, “ვ“, “ზ“, „თ“, „ი“, “კ“, “ლ“, “მ“ ქვეპუნქტების, მე-7 (31/03/2015-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) პუნქტის, მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ა“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) „ბ“, „გ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №604) მიმართა საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 22 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 11 ნოემბერს, 2015 წლის 11 თებერვალსა და 2015 წლის 9 სექტემბერს.
2. №604 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლი.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ მე-14 მუხლი ადგენს პირადობის მოწმობის გაცემის წესს, რეკვიზიტებს, ელექტრონული ფორმით ინფორმაციის ჩაწერას, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაკეთებას, ელექტრონული მოწმობის ტექნიკურ მახასიათებლებსა და სტანდარტებს, პირადობის ელექტრონული მოწმობის შემცველ მონაცემებს და აწესებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსასაზღვრ საკითხებს.
4. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების მე-5 მუხლი განსაზღვრავს მოწმობის შემადგენელი ორი მიკროსქემის -კონტაქტურის და უკონტაქტოს მინიმალურ მოთხოვნებს. ამავე ბრძანების მე-6 მუხლი ადგენს ანტენისა და ჩიპის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტები ადგენენ მოწმობის შემადგენელ რეკვიზიტებს - პირად ნომერსა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს.
5. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი პირის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, შესაბამისი სააგენტოსათვის მიმართვის წერილს უნდა დაერთოს 2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ამავე ბრძანების მე-11 მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ დოკუმენტაციას, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ფოტოსურათის წარდგენის უფლებამოსილებას. იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანების მე-14 მუხლი განსაზღვრავს პირადი ნომრის მინიჭების წესს, ხოლო 52-ე მუხლი განსაზღვრავს დოკუმენტების პერსონალიზაციის წესს.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადგენს წამების აკრძალვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, ხოლო მე-19 მუხლით დაცულია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას, ხოლო 41-ე მუხლი ადგენს ინფორმაციის თავისუფლებას.
7. №604 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ პირადი ნომრის მინიჭება ეწინააღმდეგება მართლმადიდებელთა რწმენის თავისუფლებას. კერძოდ, მართლმადიდებელი ქრისტიანები სახელდებული არიან საიდუმლო ნათლობით, ხოლო სახელმწიფოს მიერ პირადი ნომრის მინიჭება ლახავს მათ რწმენას. სარჩელში მოყვანილია ამონარიდები ბიბლიიდან და წმინდა წერილიდან, ასევე უცხოელი მეცნიერების დასკვნები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხრე ასკვნის, რომ ელექტრონული ბარათები და პირადობის მოწმობები შესაძლოა იყოს ე.წ. ანტიქრისტეს ბეჭედი. ასევე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იუსტიციის სახლებში სპეციალურად გამოყოფილი აპარატებით ხდება ფარულად, ლაზერის გამოყენებით ანტიქრისტეს რიცხვის დასმა ადამიანის შუბლზე. მოსარჩელისთვის მიუღებელია ბიომეტრიული სურათის განთავსება პირადობის მოწმობაზე და მიაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება, სასურველ ადგილას გადაიღოს ფოტოსურათი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ პირადობის მოწმობის გარეშე ადამიანი არ ითვლება სრულფასოვან მოქალაქედ და მას შეზღუდული აქვს რიგი უფლებების განხორციელება. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ პირადობის მოწმობები არსებული ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ვერ მოხდება მასში მოთავსებული ინფორმაციის დაცვა და ადვილად მოხდება მისი გაყალბება.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, ელექტრონული ბარათები შეიცავს უკონტაქტო ელექტრონულ მიკროსქემას, რომელიც წაკითხვადია დისტანციურად და იძლევა მისი მფლობელის გადაადგილების კონტროლის საშუალებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებობს რეალური საფრთხე პირადობის მოწმობაზე განთავსებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისათვის, რაც არღვევს მათი პირადი ცხოვრების უფლებას. ამასთან, მოსარჩელისთვის მიუღებელია რეკვიზიტებისა და პირადი ნომრის ასახვა პირადობის მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე.
10. მოსარჩელე მხარეს რწმენის თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნია პირადობის მოწმობის გამოყენება იდენტიფიცირებისა და ტრანზაქციების მიზნებით. მისი აღების გარეშე კი მოქალაქე მოკლებულია რიგი ქმედებების განხორციელებას. ამასთან, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის პირადი ნომრის მინიჭების კონსტიტუციურობას და პრობლემურად არ მიიჩნევს სხვა ისეთი რეკვიზიტების ვიზუალურად განთავსებას პირადობის მოწმობაზე, როგორიცაა: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ფოტოსურათი, პირადი ხელმოწერა, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, მოწმობის გაცემის თარიღი, მოწმობის მოქმედების ვადა. თუმცა მოსარჩელეს იგივე ინფორმაციის განთავსება პირადობის მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე დაუშვებლად მიაჩნია.
11. მოსარჩელე მხარის აზრით, მოქალაქისთვის პირადი ნომრის მინიჭება არის მისი პატივისა და ღირსების შემლახავი. ამასთან, ამ ნომრის მინიჭების გარეშე მოქალაქეს ეზღუდება რიგი უფლებების განხორციელება, რითაც ასევე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი.
12. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მისი აუღებლობის შემთხვევაში პირი ვერ დაამტკიცებს თავის მოქალაქეობას და ეზღუდება რიგი კონსტიტუციური უფლებების განხორციელება.
13. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, კონსტიტუციურობის დადგენასთან დაკავშირებით.
14. მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერების შუამდგომლობით, რადგან მიაჩნია, რომ ყოველდღიურად პირებს უწევთ პირადობის მოწმობის აღება თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ და ილახება მათი რწმენის თავისუფლება.
15. პარლამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კანონში სადავოდ გამხდარი ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-7, მე-17, მე-18, მე-20 და 41-ე მუხლებთან არ არის დასაბუთებული და იგი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ პირადი ნომერი რა ასპექტში ლახავს მოსარჩელის რწმენის თავისუფლებას მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა.
16. პარლამენტის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით, რადგან იგი არ განეკუთვნება კონსტიტუციის მეორე თავს. პირი უფლებამოსილია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სადავო ნორმით დარღვეულია კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არ ხვდება კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავოდ ქცეული რეგულირება და სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული საფუძვლები არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ სფეროს.
17. მოპასუხე მხარის განცხადებით, ე.წ. ელექტრონული წამკითხველები ხელმისაწვდომია მხოლოდ დოკუმენტის მესაკუთრისათვის, რითაც უზრუნველყოფილია დოკუმენტის უსაფრთხოების დაცვა. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, არაბიომეტრიული პასპორტისა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპი იდენტურად ხდება ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შემთხვევაშიც. პერსონალური მონაცემების ელექტრონული ფორმით დამუშავების აუცილებლობა გამომდინარეობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და მოსახლეობის ერთიანი რეესტრის წარმოების ვალდებულებით. ამასთან, მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, ელექტრონულ ბარათზე რომელი რეკვიზიტის ასახვა წაროადგენს მისი კონსტიტუციური უფლების შელახვას. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებს არ აქვთ მიმართება კონსტიტუციის 41-ე მუხლთან.
18. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სადავო ნორმები არ ხვდება კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ სფეროში, რადგან აღნიშნული მუხლის განმარტებისას ამოსავალი წერტილი ვერ იქნება პატივისა და ღირსების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება და, ამასთან, სახეზე არ გვაქვს სხვა ძირითადი უფლების ან თავისუფლების დარღვევა, რაც დაუკავშირდებოდა მოსარჩელის ღირსების შელახვას.
19. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ელექტრონული პირადობა შეიცავს იმავე პერსონალურ მონაცემებს, რაც დატანილია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირადობაზე. კერძოდ, მოპასუხის განცხადებით ორივე სახის დოკუმენტის გაცემის საქმისწარმოებისას ხდება ერთი და იგივე პერსონალური მონაცემების მოპოვება და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შენახვა. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი არის ერთი განსხვავება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით ჩაიწერება მონაცემები. ამასთან, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ფუნქციის დამატება პირადობის მოწმობისათვის, მაგალითად, საბანკო ოპერაციის განხორციელება სახლიდან გაუსვლელად, ხორციელდება მისი მფლობელის ნებართვით.
20. პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „სადღეისოდ წარმოდგენილი ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი“. მოპასუხის განცხადებით, ვინაიდან მართლმადიდებლური სწავლება არ მოითხოვს მოსარჩელისაგან ID ბარათზე უარის თქმას და არ მიიჩნევს რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის ხელშემშლელად, სადავოდ გამხდარი ნორმები არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევად.
21. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელე რწმენის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით ვერ ასაბუთებს დამაჯერებლობის, სერიოზულობის, ერთიანობისა და მნიშვნელობის კრიტერიუმებს, რაც დადგენილია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით. სამინისტროს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებს არ აქვთ მიმართება კონსტიტუციის მე-17, მე-18, მე-20 და 41-ე მუხლებთან.
22. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ პირის თანხმობის გარეშე „კერძო საკითხებთან“ დაკავშირებული ინფორმაცია არ დაიტანება პირადობის მოწმობაზე. ამასთან, ელექტრონული მონაცემთა ბაზების შექმნა ემსახურება ფიზიკური პირის მიერ იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფას, რაც უშუალოდ დაკავშირებულია მის მოქალაქეობრივ სტატუსთან. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ ბიომეტრიული ფოტოსურათი არის მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტი, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილს.
23. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პირადობის ელექტრონული მოწმობა შედგება მასალისაგან, რომელიც უზრუნველყოფს მისი მთლიანობის დაცვას, აღჭურვილია დაცვის სხვადასხვა საშუალებებით და წარმოადგენს გაყალბებისაგან დაცულ დოკუმენტს. ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ გათვალისწინებულია რელიგიური მიმდინარეობების შეხედულებები და გამორიცხულია პირადი ნომრის ისეთი ფორმულირებით მიღება, რომ მიყოლებით იყოს სამი ექვსიანი.
24. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს თავისი არგუმენტების გასამყარებლად მოჰყავს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
25. საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სადავო ნორმები არ უნდა შეჩერდეს, რადგან შეიქმნება რეალური საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას პირადობის მოწმობის გაცემაზე, რაც არსებით პრობლემებს შექმნის როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც.
26. სპეციალისტ მამუკა სამხარაძის განცხადებით, პირადობის მოწმობაზე დატანილია ელექტრონული ჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტის უსაფრთხოებას. აღნიშნულ ჩიპზე დატანილია ის ინფორმაცია, რომელსაც დოკუმენტი შეიცავს რეკვიზიტების სახით. ამასთან, ID ბარათს გააჩნია ოთხი სერთიფიკატი, რომელიც პიროვნების ავთენტურობას ადგენს და უზრუნველყოფს ციფრულ ხელმოწერას. სპეციალისტის განცხადებით, ქვეყნების უმრავლესობა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის იყენებს პირადობის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომლის მინიჭება, გარდაცვალების შემდეგაც, სხვა პირისათვის დაუშვებელია.
27. სპეციალისტის განცხადებით, იუსტიციის სახლებში განთავსებული ფოტო ჯიხურები უზრუნველყოფს ბიომეტრიული სტანდარტებით ფოტოს გადაღებას. ამასთან, არცერთი საკანონმდებლო აქტით არ არის აკრძალული შესაბამისი სტანდარტების ფოტოს გამოყენება, რომელიც არ არის გადაღებული იუსტიციის სახლის ჯიხურებში. ამასთან, სპეციალისტი მიუთითებს, რომ ფოტოს გადასაღებ ჯიხურებში არ არის გამოყენებული რაიმე ლაზერული სისტემა, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, N604 კონსტიტუციური სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, 41 (14/07/2011-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) მე-5, მე-6 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების, მე-8 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), მე-9 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-10 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (27/07/2011-დან 11/08/2015-მდე მოქმედი რედაქცია), მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 (04/02/2010-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), „თ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“(05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია), „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, მე-6 პუნქტის (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) „ა“, “ბ“, “გ“, “დ“, “ე“, “ვ“, “ზ“, „თ“, „ი“, “კ“, “ლ“, “მ“ ქვეპუნქტების, მე-7 (31/03/2015-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია), მე-8, მე-9 პუნქტის „ა“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) „ბ“, „გ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოში N604 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ სადავო ნორმების ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლში, 2014 წლის 29 მაისს შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ე.ი. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსვლის შემდგომ. აღნიშნული კანონის: ა) მე-14 მუხლის 41 პუნქტის სიტყვებს „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს“ დაემატა შემდეგი სიტყვები: „მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის“; ბ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვა „ასევე“ შეიცვალა სიტყვით „აგრეთვე“, ხოლო „მე-7-მე-9“ პუნქტები დაკონკრეტდა „მე-7 და მე-9“ პუნქტებად და ძალაში შევიდა შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“; გ) მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვებს „ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს“ დაემატა შემდეგი სიტყვები „მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს“; დ) მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი „ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მონაცემების გარდა, ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მოწმობის მფლობელის მოქალაქეობაზე“, სრულად იქნა ამოღებული; ე) მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში“.
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებაში ცვლილებები შევიდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი „რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება და წარმოადგინოს:“.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ N194 ბრძანებაში შემდეგი ცვლილებები შევიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 31 მარტის „„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ N75 ბრძანებით: ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი „ყდა (მინიმალური სტანდარტი) ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობას, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას, რომელიც დაფარული იქნება 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 0.720 მმ +/- 10%. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი შინდისფერი“, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ყდა (მინიმალური სტანდარტი) ყდა უნდა წარმოადგენდეს მიკროსქემის/ანტენის მოწყობილობის, მათი შემფუთავი კონვერტის (RFID შიდა ფენა) და 10 pts სისქის, 175-185 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით დაფარული, ლატექსით გაჟღენთილი ფურცლის ერთობლიობას. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს პასპორტის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – მუქი შინდისფერი.“; ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი „მოდულის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „მიკროსქემის სისქე: 350 მიკრონი ან უფრო პატარა“; გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი „მოდულის ზომა: 8.1 მმ ხ 5.3 მმ ან უფრო პატარა“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიკროსქემის ზომა: 8,1 მმ x 5,3 მმ ან უფრო პატარა“; დ) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „140 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%“; ე) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი „პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან; ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად: ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას; ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პასპორტის ქაღალდი უნდა დამზადდეს თეთრი ცელულოზისაგან; ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად: ა) რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას; ბ) მიკრობეჭდვა, საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით”.
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ N194 ბრძანებაში შემდეგი ცვლილებები შევიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 მაისის „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ N136 ბრძანებით: ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი „DES (Data Encryption Standard - მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES - სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „DES (Data Encryption Standard - მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES - სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) ან/და DES (Data Encryption Standard - მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი) / TDES (Triple DES - სამმაგი მონაცემის დაშიფვრის სტანდარტი)/ AES (Advanced Encryption Standard -განვითარებული დაშიფვრის სტანდარტი)“; ბ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი სრულად იქნა ამოღებული; გ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი „ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია ანტენა წარმოადგენს დახურული სპილენძის სადენის ტექნოლოგიას და უერთდება მიკროსქემას. მიკროსქემის შეფუთვა უნდა მოხდეს დაპრესილ „უკონტაქტო ჩიპის მოდულში“ (contactless chip module), რომელიც მიუერთდება ანტენას“ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, „ანტენის ტექნოლოგია, ურთიერთკავშირის ტექნოლოგია ანტენა უნდა წარმოადგენდეს დახურულ წრედს. იგი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მიკროსქემასთან“.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება მის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“). განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის მიერ ზემოთ აღნიშნული სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია, ამასთანავე, ნორმების გაუქმება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე საქმის განხილვის გაგრძელების წინაპირობა. ამდენად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, N604 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 41 (14/07/2011-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), მე-6 პუნქტის (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), მე-7 პუნქტის „ნ“ (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის, მე-8 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-9 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) პუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (27/07/2011-დან 11/08/2015-მდე მოქმედი რედაქცია) „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (04/02/2010-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), მე-4 პუნქტის „ზ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) და „თ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ი“ (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) „ა“, “ბ“, “გ“, “დ“, “ე“, “ვ“, “ზ“, „თ“, „ი“, “კ“, “ლ“, “მ“ ქვეპუნქტების, მე-7 (31/03/2015-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია), მე-9 პუნქტის „ა“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), და „გ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეესაბამებოდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
9. N604 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულია ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებთან, მათ შორის, მე-7 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
10. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების და მე-10 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
12. სხვა ნორმებთან ერთად მოსარჩელე მხარე ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
13. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანება და „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში მიიღება არსებითად განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული აქტების კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
14. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მახასიათებლები. კერძოდ, აღნიშნული პუნქტები ადგენს, ყდის RFID (რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) შიდა ფენის, მიკროსქემისა და საკუთარი ოპერაციული სისტემის მინიმალურ მოთხოვნებს. მოსარჩელე აღნიშნულ პუნქტებზე დავობს იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ ისინი ადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტში მონაცემთა მატარებლის (ჩიპის) განთავსების შესაძლებლობას. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი (ჩიპი), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას, თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს. აშკარაა, რომ მოსარჩელის პრობლემის გამომწვევი ნორმის იდენტურ რეგულაციას იმეორებს ზემდგომი ნორმატიული აქტი - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული არ არის აღნიშნული ზემდგომი აქტის ნორმა, შეუძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი შემოწმება.
15. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილია პირადი ნომრის მინიჭების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროს. მოსარჩელის არგუმენტაცია სწორედ ამ პუნქტში მოცემულ რეგულაციას მიემართება. მსგავს წესს შეიცავს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, პირს პირადი ნომერი ენიჭება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. განსახილველ საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმა. ამასთანავე, ხსენებული კანონი წარმოადგენს ზემდგომ ნორმატიულ აქტს, შეიცავს სადავოდ გამხდარი ნორმის მსგავს, არსებითად იდენტურ წესს და მასზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი შეფასება.
16. „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს, რომ ბიომეტრიული პასპორტის რეკვიზიტია პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი და სქესი. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის 21 პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც სახეზეა ის ზემდგომი ნორმატიული აქტი, რომელიც გასაჩივრებული არ არის და რომელზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი შეფასება.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება N2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება N2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
19. მოსარჩელე ეჭვქვეშ აყენებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, ღირსების უფლების საწინააღმდეგოა, რომ სადავო ნორმების გამო პირი დაკარგავს მოქალაქეობას და აღმოჩნდება კანონგარეშე მდგომარეობაში. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების გამო ის, როგორც ადვოკატი ვეღარ დაიცავს სხვის უფლებას და მისი პატივი და ღირსება ამითაც შეილახება.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). ამასთანავე, მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა. „მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180).
21. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი პასპორტისა და პირადობის მოწმობის სტანდარტები შემხებლობაშია ღირსების უფლებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროს შორის.
22. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი N604 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების და მე-10 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
23. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლით აღიარებულია ადამიანის თავისუფლების უფლება, რაც გულისხმობს „ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თავისუფლების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმით იზღუდება პირის ფიზიკური თავისუფლება.
24. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები აწესრიგებენ დოკუმენტების პასპორტისა და პირადობის მოწმობის გაცემის წესებს. აღნიშნული დოკუმენტების გაცემის წესები, არცერთ შემთხვევაში არ არეგულირებს ადამიანის ფიზიკურ გადაადგილებას, თავისუფლებას ან მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. შესაბამისად, სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან არც მოთხოვნის ამ ნაწილით დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების და მე-10 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
25. N604 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე დაყენებულია მოთხოვნა, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტსა და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან არსებობს რეალური საფრთხე, რომ პირადი ინფორმაცია, მათ შორის, პირადი ნომერი აღმოჩნდეს მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია პირადი ცხოვრების ისეთი კომპონენტები, რომლებიც იცავს პირს სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შეგროვების, ფარული მიყურადების, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან/და პირადი ჩხრეკის გაუმართლებლად განხორციელებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით „დაცულია პირადი ცხოვრების ის უფლებრივი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, მოითხოვოს „ოფიციალურ ჩანაწერებში“ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/5/625,640 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
27. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილია პირადობის მოწმობისა და პასპორტის სტანდარტები, მათ შორის, ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც შეეხება ამ დოკუმენტების შესაბამის ელექტრონულ მატარებლებზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი სარწმუნო არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ნორმები იწვევს პირადობის მოწმობისა და პასპორტის ელექტრონულ მატარებლებზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა პირებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების და მე-10 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
28. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
29. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პირადობის მოწმობის რეკვიზიტია პირადი ნომერი. ანალოგიურ რეგულაციას შეიცავს „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის (შევსების) მათზე შესაბამისი რეკვიზიტების შევსების/დატანის პროცედურას.
30. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც უშუალოდ პირადი ნომრის მინიჭებას ითვალისწინებს. მის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, მისთვის პრობლემურია „ის რეკვიზიტები, მათ შორის პირადი ნომრები, რომლებიც უშუალოდ პირადობის მოწმობაზე აისახება და დაიტანება და რომელსაც შეიცავს პირადობის მოწმობის ელ. მატარებელი. რადგან სწორედ მათი ერთობლიობაა ქრისტიანთათვის განსაკუთრებით საგანგაშო“. ამავდროულად, მოსარჩელის არგუმენტაცია არსებითად მიემართება პირადი ნომრის მინიჭებას და არა მის განთავსებას პირადობის მოწმობასა და სხვა დოკუმენტებზე. კერძოდ, მოსარჩელე უთითებს „ადამიანების დანომვრაზე“ და რომ „სისტემა ნომერს ადებს“ ადამიანებს. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში, განმწესრიგებელ სხდომასა და არც ახსნა-განმარტებაში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა რა შემხებლობაშია მის რწმენის თავისუფლებასთან პირადი ნომრის რეკვიზიტის განთავსება პირადობის მოწმობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N604 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
31. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
32. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სადავოდ გამხდარი სიტყვები ადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვადას - 6 თვეს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია აღნიშნული ვადის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია და N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
33. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
34. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს ელექტრონული პირადობის მოწმობა, „უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა“. ამავე მუხლის 61 მუხლის თანახმად კი, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის გასაჩივრებული ქვეპუნქტები ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის რეკვიზიტებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება ელექტრონული პირადობის მოწმობაში ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არსებობას და არა აღნიშნული მატარებლის მახასიათებლებს და არც ელექტრონული მოწმობის რეკვიზიტებს, გვერდების რაოდენობასა და მისი შევსების ენას. ამგვარად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს პირადობის მოწმობის აღნიშნულ მახასიათებლებსა და მოსარჩელის რწმენის თავისუფლებას შორის.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
36. კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
37. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიკროსქემა წარმოადგენს ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ადგენენ იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კონტაქტური და უკონტაქტო მიკროსქემები, ხოლო მე-6 მუხლი ადგენს ჩიპის ტექნიკურ სპეციფიკაციას. „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმობის რეკვიზიტს წარმოადგენს ციფრული ხელმოწერის სერთიფიკატი.
38. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება ელექტრონულ პირადობის მოწმობაში ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არსებობას და არა ინფორმაციის მატარებელი მიკროსქემის ან ჩიპის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტები ციფრული ხელმოწერის სერთიფიკატთან დაკავშირებით. ამგვარად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავოდ გამხდარ აღნიშნულ ნორმებსა და მოსარჩელის რწმენის თავისუფლებას შორის.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N604 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
40. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“ და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
41. აღნიშნული ბრძანების დანართის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც პატიმრობის, სასჯელის მოხდის, სამხედრო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ასევე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფ პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი და შესაბამისი ადმინისტრაცია ვალდებულია, მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ამ პირის რეგისტრაციის მიზნით. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სიტყვები „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“ ადგენს მოთხოვნას, თუ რა უნდა დაერთოს შესაბამისი ადმინისტრაციის მიმართვას სააგენტოსადმი. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ ზღუდავს მოცემული წესი მოსარჩელის რწმენის თავისუფლებას.
42. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით”. აღნიშნული ნორმა პირს აღჭურავს უფლებით, მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის სრულყოფის პროცედურებისა და მისი რწმენის თავისუფლების შინაარსობრივ მიმართებასთან დაკავშირებით.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“ და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
44. მოსარჩელე ასევე ასაჩივრებს „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
45. აღნიშნული ნორმებით დადგენილია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ისეთი მახასიათებლები, როგორებიც არის - პასპორტის ქაღალდის, დამცავი ლამინატის, შესაკერი ძაფისა და მელნის სტანდარტები, ასევე პასპორტის ყდების დიზაინი, მათზე პასპორტის ნომრის დატანის წესი და ქაღალდის ხარისხობრივი სტანდარტები. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართულია ბიომეტრიულ პასპორტზე ელექტრონული მატარებლის (ჩიპის) განთავსების შესაძლებლობაზე, ასევე პირისათვის პირადი ნომრის მინიჭებაზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთება, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს პასპორტის ქაღალდის, დამცავი ლამინატის, შესაკერი ძაფის, მელნის, ყდების მახასიათებლების განმსაზღვრელ წესსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ რწმენის თავისუფლებას შორის. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია და N604 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №604 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
47. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
48. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის არსებობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით დაუსაბუთებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N604 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:
ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას;
ბ) „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №604 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5, 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების და მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობას;
ა.ბ) „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას.
ა.გ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას;
ა.დ) „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ" ქვეპუნქტების, მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:
ბ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-5, 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას;
ბ.ბ) „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას;
ბ.გ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას;
ბ.დ) „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას.
3. შეწყდეს საქმე N604 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”) იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 41 (14/07/2011-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) პუნქტის, მე-6 პუნქტის (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), მე-7 პუნქტის „ნ“ (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის, მე-8 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-9 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) პუნქტების კონსტიტუციურობას;
ა.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (27/07/2011-დან 11/08/2015-მდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას;
ა.გ) „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (04/02/2010-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), მე-4 პუნქტის „ზ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) და „თ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ი“ (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) „ა“, “ბ“, “გ“, “დ“, “ე“, “ვ“, “ზ“, „თ“, „ი“, “კ“, “ლ“, “მ“ ქვეპუნქტების, მე-7 (31/03/2015-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია), მე-9 პუნქტის „ა“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) და „გ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას.
ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-41 (14/07/2011-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) მე-5, მე-6 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), 61 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების, მე-8 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია), მე-9 (21/07/2010-დან 28/07/2014-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-10 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანების N1 დანართის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების თანდართული წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით“, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (27/07/2011-დან 11/08/2015-მდე მოქმედი რედაქცია), მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის N194 ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 (04/02/2010-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), „თ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია), „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“(05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცი ა), „კ“, „ლ“, ქვეპუნქტების, მე-6 პუნქტის (05/10/2009-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია) „ა“, “ბ“, “გ“, “დ“, “ე“, “ვ“, “ზ“, „თ“, „ი“, “კ“, “ლ“, “მ“ ქვეპუნქტების, მე-7 (31/03/2015-დან 30/05/2016-მდე მოქმედი რედაქცია), მე-8, მე-9 პუნქტის „ა“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) „ბ“, „გ“ (05/10/2009-დან 31/03/2015-მდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ყდაზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიტყვები „საქართველო“, „პასპორტი“ და ბიომეტრიული პასპორტის აღმნიშვნელი სიმბოლო“, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის სიტყვების „დამცავი ელემენტები (მინიმალური მოთხოვნები) დანომვრა: პასპორტის უხილავი ნომერი“, მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი