• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.05.2015
      • N1/3/606
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 606
ავტორ(ებ)ი შალვა ნათელაშვილი
თარიღი 22 აგვისტო 2014

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

1 სექტემბრიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა. 1 სექტემბრიდან მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი, გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი , ანალგინი , სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი  და სხვა მრავალი , სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან.

II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში, დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა. ისეთი წამლები როგორიცაა „კეტონალი“, „ნიმესილი“, „ნო-შპა“ – რაც მოქალქეებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ.   აფთიაქს ეკრძალება რეცეპტის გარეშე გასცეს ასევე ისეთი პოპულარული და ზოგიერთისთვის ხშირად მოსახმარებელი და აუცილებელი  შემდეგი ჯგუფების მედიკამენტები: წნევის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, კარდიოლოგიური, ანტიბიოტიკები, ჰორმონალური და სხვა, რეცეპტის მისაღებად პაციენტებმა  სავალდებულოდ მკურნალ ექიმს უნდა მიმართონ. ასევე 1 სექტემბრიდან პირი 18 წლის ასაკამდე ვერ შეძლებს, რეცეპტის მეშვეობითაც, მედიკამენტის შეძენას, რითაც ილახება მოსარჩელის და საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 2 თავით, კერძოდ კი 15-ე, 17-ე 37-ე და 39-ე მუხლებით გარანტირებული უფლებები. კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს  ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 16-ე მუხლის მოთხოვნას და  არ არსებობს მისი მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.  

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს:

1) 2014 წლის 18 ივლისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საციალური დაცვის მინისტრის 01-53/ნ ბრძანება.

2) "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 16-ე მუხლის 9-ე და 10-ე პუნქტები

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ