შპს “საყდრიონი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 613 |
ავტორ(ებ)ი | შპს " საყდრიონი" |
თარიღი | 18 ნოემბერი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სადაო ნორმატიული აქტის გამომცემმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ დადგენილება N 15–ით გამოცემული 2013წლის 30დეკემბერს ქ.ქუთაისში,რომელიც ამოქმედდა2014წლის 1იანვრიდან და რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხუთი წლის წინ გადაეცა მმართველობაში შპს "\ყაზტრანსგაზ–თბილისი" თავიაანთ თავზე მოირგეს სადაო ნორმატიული აქტი. აღნიშნულ აქტში მუხლი 3–ის 2.ნაწილი და მუხლი 4–ის 2..5. ნაწილები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ასევე მუხლი 4–ის 1.2.5. ნაწილები არღვევს ჩვენს(იგივე მესამე პირის , რომელიც ვფლობთ საშვალო წნევის 321 მეტრი სიგრძის გაზის მილსადენს) უფლებებს და ახდენს ჩვენი საკუთრების ხელყოფას, რაც ს.ს.ს.კ–ის 41–ე მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტით ისჯება 4000ლარით. ასევე N15–ის დადგენილებით დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ის 1. ნაწილი–საკუთრების ხელშეუვალობა. ყველა ინსტანციაში გასაჩივრებული და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე N2/6928-13 24 იანვარი 2014წლის გადაწყვეტილებით დადგინდა გონივრულობის სტანდარტის დაცვით 1მ3 გაზის გატარებაზე საფასური 0,02 ლარი. სადაო ნორმატიული აქტით კი საფასურმა შეადგინა 0,000409ლარი, რაც თითქმის ნულის ტოლფასია და ხსენებული აქტი ვერასოდეს შეასრულებს თავის დანიშნულებას
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21–ის 2. ნაწილით იზღუდება ნაწილობრივ საკუთრების უფლება საზოგადოებრივი აუცილებელი საჭიროებისთვის,ისე რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, მაგრამ მათ მიერ რამდენიმე წლის წინ უკანონოთ მიტაცებული გაზის საშუალო წნევის მილსადენი მუდმივათ არ წარმოადგენს და ვერ ჩაითვლება ასევე მუდმივათ საზოგადოებისთვის , იგივე მომხმარებლისთვის აუცილებელ საჭიროებად, ვინაიდან ლიცენზიანტს ყველანაირი უფლებები და თნხები გააჩნია იმისთვის ,რომ გაიყვანოს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიანთი ანალოგიური გაზის მილსადენი. აქედან გამომდინარე N15დადგენილების მუხლი 4–ის 1. ნაწილის მოქმედება სამართლიანი იქნება მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში და არა მუდმივად–სურვილისამებრ.მუხლი 2–ის 2. ნაწილის დ. პუნქტში ხსენებული ისტორიული ღირებულება, რომელიც გაზის გასაანგარიშებელ ფორმულის ძირითად კომპონენტს შეადგენს,N15–ე დადგენილებაში ჩვენი აზრით უნდა მოიხსენიებოდეს როგორც დღევანდელი საბაზრო ღირებულება, ვინაიდან 2001წელს როდესაც ავაშენეთ მილსადენი 1მეტრი მილის ღირებულება შეადგენდა 2ლარს, ამჟამად კი შეადგენს 8ლარს.მუხლი 4–ის 2.ნაწილით კი დარღვეულია მესამე პირის უფლებები, რითაც გვეკრძალება მონაწილეობის მიღება ხელშეკრულების შედგენაში და საფასურის რაოდენობის დადგენაში.ამავე მუხლის 5 ნაწილი კი ვალდებულებას გვაკისრებს შეთანხმების გარეშე გონივრული სარგებლის მიღებაზე.
ვინაიდან ამ დადგენილებით არ გვეძლევა საშუალება მივიღოთ გონივრული სარგებელი, გთხოვთ დაგვიკმაყოფილოთ სარჩელი. სხვა შემთხვევაში იძულებილი გავხდებით მოვახდინოთ მილსადენის ლიკვიდაცია ბაზარზე გასაყიდად.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა