• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 3.04.2015
      • N2/3/617
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 617
ავტორ(ებ)ი ირაკლი საბანაძე
თარიღი 19 დეკემბერი 2014

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

სარჩელი აკმაყოფილებს  ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ  მოთხოვნებს:

1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს  კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

2. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო ;

3. სარჩელში  მითითებული  სადავო საკითხი  საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;

4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს   საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება;

5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;

6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო  სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზ/ა  გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. 

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სადაო ნორმა  არათანაბარ  პირობებში აყენებს პირებს,  რომლებსაც  "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის"  125-ე მუხლით გათვალისწინებული  სამართალდაღვევების ჩადენის  გამო  დაეკისრათ ჯარიმა, ხოლო ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დაერიცხათ საურავი.

კერძოდ კი:

ბევრად უფრო მძიმე სამართადარღვევის ჩამდენ პირებს, კანონში განხორციელებული ცვლილების  შესაბამისად, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 125-ე მუხლით გათვალიწნებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის ეკისრებათ საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაშინ როცა სადაო ნორმა ითვალისწინებს საუავის დარიცხვას  ჯარიმის 15-მაგი ოდენობით (ნორმით ილახება კონსტიტუციის მე-14  და 42-ე მუხლები).

 2014 წლის 2 მაისს ზემოთ აღნიშნულ კანონში განხორციელდა ცვლილება და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "„3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით

განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების

ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ

არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.“;

ხოლო, ამავე მუხლის შენიშვნის მე-4-2 მუხლი, რომელიც პარკირების წესების დარღვევისათვის დაკისრებული 10 ლარიანი ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის  სამართალდამრღვევის მიმართ ითვალისწინებს საურავის დარიცხვას 150 ლარის ოდენობით,  კვლავ დარჩა უცვლელი, რაც დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლთ გათვალისწინებული  სამართალდარღვევების ჩამდენ  სხვა  პირებთან მიმართებაში.

ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია მისი ფორმულირება იმგვარად, რომ უფრო მცირე მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ არ განხორციელდეს დისკრიმინაცია.

 

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ