საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 624 |
ავტორ(ებ)ი | თამაზ გოგალაძე |
თარიღი | 30 იანვარი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები : ,,სახ-ო კომპენსაციისა და სახ-ო აკადემიური სტიპენდიის შესახებ'' საქ-ს კანონში ( 2005 წლის 27 დეკემბრის # 2549-ის ) 2014წლის 22 აპრილის შეტანილი ცვლილებების შესახებ (2359) ,, პროკურატურის შესახებ'' საქ-ს კანონის 34-ე მუხლის ,,ა'',,თ''ან ,,ი''ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პროკურატურის სისტემიდან დათხოვილ მუშაკთა კომპენსაციების დანიშვნა ხდება თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტითგანსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლები 20წლის სტაჟი'' კანონში შეტანილი აღნიშნული ცვლილება იმის გამო რომ პროკურატურის სისტემაში ჩემი მუშაობის სტაჟი შეადგენდა 23 წელზე მეტს დამსახურებული სახ. კომპენსაციის დანიშვნის უფლებას მაძლევდა. სახ. კომპენსაციის დანიშვნეის შესახებ 2014 წლის მაისის თვეში მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს ( 5). იმასთან დაკავშირებით, რომ 2004 წლის 11 ივნისის ,,# 902-პ ''ბრძანებით გათავისუფლებული ვარ გენერალური პროკურატურის აპარატის კანცელარიის უფრსის მოვალეობიდან, ხოლო ამ თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში ჩემი, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 520 ლარს და სოც. მომსახურების სააგენტოს მუშაკთა გაანგარიშებით ჩემზედ დასანიშნმა სახ-ო კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 142 ლარი, რაც ჩვეულებრივ პენსიაზე 8 ლარით ნაკლებია, რის გამოც როგორც შეურაწყოფილი იძულებული გავხდი უარი მეთქვა დამსახურებული სახ-ო კომპენსაციის მიღებაზე. ყოველივე ეს მაშინ როცა საქ-ს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის # 35 ბრძანებით პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგო 5-ჯერ და მეტჯერაა გაზრდილი( მათ შორის გენ. პროკურორის აპარატის კანცელარიის უფროსის ხელფასი გაუთანაბრდა რა პროკურატურის სისტემის პირველი კატეგორიის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ სარგოს, რაც ამჟამად შეაფდგენს 2350 ლარს და მისგან გამომდინარე პროკურატური მუშაკთა დასანიშნმა კომპენსაციამ შეადგინა არა უმეტეს 560 ლარი. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა კანონში მომხდარი ცვლილების შემდგომ, იმის გამო რომ პროკურატურის სისტემიდან დათხოვილ მუშაკთა მიმართ სახ-ო კომპენსაციების დანიშვნის გაანგარიშების კრიტერიუმს წარმოადგენს ,, მუშაკის სისტემიდან დათხოვის მომენტში მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა''ქმნის გარემოს რომელიც პირდაპირ აუარესებს ცსალკეულ მუშაკთა (მათ შორის ჩემს) მდგომარეობის ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა მუშაკთან შედარებით , რაც უხეშად ირღვევა საქ-ს კონსტიტუციის მე -14 მუხლის მოთხოვნა კანონის წინაშე თანასწორობისა და 38-ე მუხლის მოთხოვნა სოციალური თანასწორუფლებიანობის ფუძემდებლურ პრინციპებს. უფრო მეტიც კანონში შეტანილი ამგვარი ცვლილებით დარღვეულია თვით ,, სახ-ო კომპენსდაციისა და სახ-ო აკადემიური სტიპენდიის შესახებ '' საქ-ს კანონის მე-3 მუხლით დაკისრებული ,, სამართლიანობისა'' და ,,კანონის წინაშე თანასწორობის'' ძირითადი პრინციპები ეწინააღმდეგება როგორც ზემო აღნიშნულ საკონსტიტუციო ნორმებს აგრეთვე შრომის კანონთა კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს და ძენს დისკრიმინაციულ ხასიათს რაც ცალსახად იკრძალება ,, დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოვლენის წინააღმდეგ'' საქ-ს კანონით. კანონში დაშვებული ასეთი დარღვევების თაობაზე ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა საქ-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2014 წლის 2 სექტემბრის # 1, როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდანე მიღებული პასუხიდან გვეცნობა (რეგ # 17036) რომ განცხადება სათანადო რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატუორის შესაბამის სამსახურებს. ხოლო განმეორებითი განცხადება კი (რეგ # 19604) ამ შემთხვევაში 2014 წლის 24 ნოემბრის შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია საქ-ს ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროში (დანართი8-9). რაც შეეხება სხვა განცხადებებს რომელიც გაგზავნილი იქნა საქ-ს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტში მათზე რეაგირების თაობაზე ჩვენთვის ცნობილი არ არის (დანართი 10). ყოველივე ეს მაშინ როცა სახელმწიფო კომპენსაციისა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქ-ს კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, იგი ცალსახად დისკრიმინაციულია რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად სახეზეა ჩემი (და პროკურატურის მუშაკთა ნაწილის) შრომითი და სოციალურ უფლებათა უკანონოდ შეზღუდვის ფაქტი, რაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად იძლევა უფლებას კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისა. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სარჩელში მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ'' საქ-ს კანონში მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში , რომელიც ეხება ასაკის მიღწევის გამო პროკურატურის სისტემიდან დათხოვილ მუშაკთა კომპენსაციების გაანგარიშების წესს. კერძოდ ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ჩანაწერი "ამ კომპენსაციის ოდენობა დათხოვის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5% -ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაკის სტაჟის ნამრავლი 80 %'' როგორც დისკრიმინაციული ხასიათის მქონე ნორმის ჩანაწერი და მოხდეს მისი შეცვლა საქ-ს კონსტიტუციის მე 14 მუხლით აღიარებული ,, კანონის წინაშე თანასწორობის '' და 38-ე მუხლით აღიარებული ,, სოციალური თანასწორობის '' ძირითადი პრინციპების შეასბამისი ნორმის ამსახველი ჩანაწერით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით რომ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციოურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი და ვიხელმძღვანელე რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით და "საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის "ზ" ქვეპუნქტით. გთხოვთ: 1.ბათილად იქნეს ცნობილი ,, სახ-ო კომპენსაციისა და სახ-ო აკადემიური სტიპენდიის შესახებ'' საქ-ს კანონის მე-9 მუხლის მე-3პუნქტი. შეტანილი ცვლილება ასაკის მიღწევის გამო პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთა კომპენსაციის გაანგარიშე ნაწილში ,, კომპენსაციის ოდენობაზე დათხოვის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, როგორც დისკრიმინაციული ხასიათის ნორმა. 2. სახ-ო კომპენსაციისა და სახ-ო აკადემიური სტიპენდიის შესახებ ,, საქ-ს კანონში შესაბამისი ცვლილების შესატანად დაუბრუნდეს საქ-ს პარლამენტს . |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ექსტე ჩააკოპირე აქ |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი