რკ „სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 637 |
ავტორ(ებ)ი | რკ „სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი კოლხიდა“ |
თარიღი | 26 მარტი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების რაიმე საფუძველი და ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვას შემდეგი გარემოებების გამო: 1. წარმოდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის №81/3 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით და შინაარსით, შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს 2. კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ, ე.ი. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ; 3. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. სარჩელში მითითებული სადაო საკითხები არის კონსტიტუციური სასამართლოს განსჯადი; 4. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არც აღნიშნულ საკითხებზე დავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქამდე განხილული არ ყოფილა |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი "კოლხიდა"-ს ს/კოდი 219983819, მისამართი ზუგდიდის რაიონი სოფ ახალსოფელი (კოლხიდა), საკუთრებაში (ბალანსზე) სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ერიცხება თევზის სატბორე დაზუსტებული ფართით 33667,0 კვ.მ. 2013 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მივმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარდგენილი საკადასტრო მონაცემების მიხედვით უძრავი ქონების სანივთო რეგისტრაციის მოთხოვნით, წარდგენილ იქნა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ შემდეგი მოტივით: " 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერი მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად". შემდეგში რეგისტრაცია შეწყვეტილ იქნა. ჩვენი ადმინისტრაციული სარჩელი იგივე მოტივით არ იქნა დაკმაყოფილებული; 2013 წლის 21 ნოემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზირების ინიცირების მოთხოვნით; საიდანაც 2014 წლის 29 მაისს გვეცნობა, რომ საპრივატიზაციო ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი უძრავი ქონების პრივატიზება; 2014 წლის 16 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სა- სოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი "კოლხიდა"-ს ბალანსზე მართლზომიერ მფლობელობაში (საკუთრებაში) რიცხული უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარება - არ დააკმაყოფილა და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მე-4 პრიმა მუხლი, კერძოდ "2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერი მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად" აღნიშნულიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი "კოლხიდა" ვერ ახდენს მის საკუთრებაში ბალანსზე რიცხულ არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მე-4 პრიმა მუხლის საფუძველზე " აღნიშნული ნორმატიული აქტის თანახმად "2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერი მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად" თუმცა საკუთრების უფლებაც ვერ იქნა მიღებული პრივატიზაციის შედეგად, რადგან აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას; აღნიშნული ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-6, ( საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას) 21- 1-ე ( საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება და 30-2-ე მუხლებთან ( სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას); აღნიშნულიდან გამომდინარე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მე-4 პრიმა მუხლი " კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა", კერძოდ "2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერი მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას - ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კოოპერატივი ვერ განკარგავს თავის ქონებას, ვერ ახდენს მის მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ასევე ვერ ახდენს კოოპერატივის სტატუსის მოპოვებას, (კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისათვის აუცილებელია საჯარო რეესტრიდან ამონაწერი რიცხული ქონებაზე) ვერ ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მის განვითარებას, ვერ ახორციელებს კოოპერატივის წევრთა დასაქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსე- ბული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მე-4 პრიმა მუხლი " კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა", კერძოდ "2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლ-ზომიერი მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად" - ეს სადაო ნორმა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა