ზოხრა მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1376 |
ავტორ(ებ)ი | ზოხრა მამედოვი |
თარიღი | 4 დეკემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 268-ე მუხლის 11 პუნქტი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. |
ა)21-ე მუხლი 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ბ)42-ე მუხლი ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
განსახილველი სარჩელი ფორმით ან შინაარსით სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე აკმაყოფილებს მე-18 მუხლის მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს; შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ რისი დამადასტურებელი მინდობილობაც საქმეს თან ერთვის, ამასთანავე უტყუარი ფაქტია რომ თავად ზოხრა მამედოვს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის უფლება რამდენადაც სადავო ნორმით ირღვევა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები („საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი პნქტსი „ა“ ქვეპუნქტი) რასთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას რათქმაუნდა საკონსტიტუციო სასამართლო იღებს.
მოსარჩელე ზოხრა მამდევამ სს თიბისი ბანკთან 14.12.2015 წელს გააფორმა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება (იხ. დანართი 1) ხოლო 29.09.2015 წელს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (იხ. დანართი 2), მოცემული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ასევ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. დანართი 4). ზემოთ მითითებული ხელშეკრულების მიხედვით ზოხრა მამედოვის დავალიანებამ შეადგინა 49 302 ლარი (იხ დანართი 5). ზოხრა მამედოვი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ვერ იაზრებდა ყველა იმ პირობას და გარემოებას რა პირობებითაც მას ამ ხელშეკრულების დადება უწევდა, რამდენადაც არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მას ქართული ენა არ ესმის, მისთვის ფაქტიურად შეუძლებელია წერა-კითხვა და შეუძლია მხოლოდ უკვე დაწერილი ქართული ტექსტის გადმოხატვა მისი მნიშვნელობის გაგების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში მისი მხრიდან ნების გამოვლენას ფაქტიურად გამორიცხავს, მოცემულ შემთხვევაში თი ბი სი ბანკი მოიქცა არაკეთილსინდისიერად, იცოდა რა ზოხრა მამედოვის მხრიდან სახელმწიფო ენაზე საუბრის და წერა-კითხვის არ ცოდნის ფაქტი, არ მიაწოდა მას მისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება, თი ბი სი ბანკმა გულგრილობა გამოიჩინა ან მან ბოროტად ისარგებლა აღნიშნული გარემოებით არ მისცა ზოხრა მამედოვს შესაძლებლობა გაეაზრებინა ის ნება რასაც ზემოთ მითიტებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იგი გამოხატავდა, თიბისი ბანკი დუმდა ამ არსებითი გარემოების შესახებ რომლებსაც ზოხრა კეთილსინდისიერად ვარაუდობდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბანკი მას გაუმხელდა.
ზემოთ მითითებული ხელშეკრულების პირობების შესახებზოხრასტვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ბანკმა დაიწყო მის მიერ შედგენილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოხრასთვის მოტხოვნათა წარდგენა და ზოხრა იძულებული გახდა აღნიშნულის თაობაზე მიეღო იურიდიული კონსულტაცია.
ზოხრა მამედოვმა მიმართა თბილისის საქლაქო სასამართლოს (იხ. დანართი 8), საქალაქო სასამართლომ მოცემული საქმე მიიღო წარმოებაში (იხ. დანართი 9. 10.), მოწინააღმდეგე მხარემ კი შემოიტანა შეგებებული სარჩელი (იხ. დანართი 11). საკრედიტო პროდუქტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (14.12.2015წ. N 0118.3068907.001) 13.12 პუნქტის მიხედვით კი სსსკ 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით ხელშეკრულებაში, რომლის ბათილობაზეც მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მითითებულია, რომ სამოქალაქო დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
სამოქალაქო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
ყოველივე ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე უდავოდ დასტურდება, რომ ზოხრა მამედოვი არის ის პირი ვის უფლებებსაც არრვევს ჩვენს მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ნორმატიული შინაარსი, შესაბამისად ზოხრა მამედოვის არის მოცემული კონკრეტული საკონსტიტუციო კონტროლის სუბიექტი და დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ (სუბიექტის მიერ);
გ) მასში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
დ) მასში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) მასში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ზ) არ გვაქვს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება
ვ) დარღვეული არ არის კონსტიტუციური სართელის შეტანის ვადა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში არ მიღების არცერთი საფუძველი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის სიტყვების „ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით“, ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს თავად ამ ხელშეკრულების ბათილობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის არაკონსტიტუციურობა 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ადგენს კერძო საკუთრების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, ჩაერიოს მესაკუთრის მიერ საკუთარი ქონებით თავისუფალ სარგებლობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი „ გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისთვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 6).
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, პირველ რიგში, საჭიროა განიმარტოს სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსი და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენს ის ჩარევას 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი მიუთითებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის უფლებამოსილებას ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე. თუმცა, იზღუდება რა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ეხება სადავო ქონებაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება არსებული მესაკუთრიდან - მოპასუხიდან მოწინააღმდეგე მხარეზე ან მესამე პირზე გადადის.
როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს გადაწყვეტილებას, თუ აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან მისი აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლა გულისხმობს, რომ აღარ არსებობს გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების და ამ გზით მისი შეცვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს მისი მხარეების მიერ იგივე სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოში დავის შესაძლებლობას ან იმავე ფაქტების სადავოდ გახდას სხვა პროცესში, 267-ე მუხლის თანახმად კი, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულდება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ, ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. ამდენად, სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქონება, სასამართლოს გადაწყევტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გადაეცეს მოდავე მხარეს.
ამდენად, სადავო ნორმის თანახმად, დაუყოვნებლივ აღსრულდება გადაწყვეტილება, რის შედეგადაც პირი, რომელსაც საქმისწარმოების დაწყებამდე გააჩნდა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კარგავს საკუთრების უფლებას და ეს უფლება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გზით გადაეცემა გადამხდევინებელს. ამასთან, საკუთრების უფლება გადამხდევინებელს გადაეცემა იმ მომენტში, როდესაც მოპასუხეს ჯერ კიდევ აქვს უფლება, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო ან/და საკასაციო წესით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ გარკვეულ ვადაში აღსრულებული გადაწყვეტილება შეიძლება კვლავ შეიცვალოს და საკუთრების უფლება ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კვლავ დაუბრუნდეს მოპასუხეს.
ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სრულად ისარგებლოს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით და სადავო გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში მიაღწიოს გაუქმებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადი იქნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობასაც (თუმცა გასაჩივრება არ აბრკოლებს მის აღსრულებას). თუმცა წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს არა საპროცესო ქმედების - გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების წინააღმდეგ სასამართლო დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობის ან ეფექტურობის ნაკლებობა, არამედ ამ საპროცესო ღონისძიების მოქმედების პერიოდში მის საფუძველზე განხორციელებული ჩარევა მესაკუთრის უფლებებში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მომენტიდან აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვამდე, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც აღსრულებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მოვალე კარგავს საკუთრებას და ამ უფლებიდან გამომდინარე საკუთრებით სარგებლობის, მისი მართვის შესაძლებლობას, რაც, მოსარჩელეთა აზრით, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებაში.
იმის გასარკვევად, სადავო ნორმა წარმოადგენს თუ არა ჩარევას საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, პირი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, თუ შეიძლება მის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ჩაითვალოს მესაკუთრედ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, სადავო ქონება არსებული მესაკუთრიდან შეიძლება გადაეცეს სხვა მოდავე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული. პირი, რომელიც ახორციელებდა ქონებაზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სხვადასხვა უფლებებს, კარგავს ამ შესაძლებლობას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სადავო ნორმის საფუძველზე ხდება არა თავად საკუთრების უფლების შინაარსის ან საკუთრების უფლების მფლობელი პირის განსაზღვრა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენდეს, არამედ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე, რაც იწვევს ყოფილი მესაკუთრის უუნარობას, განახორციელოს საკუთარი ქონების მართვა და საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სხვა უფლებები.
საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტიები ვრცელდება ქონებაზე, რომელსაც პირი ფლობს კანონიერად, ხოლო ქონების მესაკუთრედ პირი ითვლება მანამ, სანამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით საპირისპირო არ დამტკიცდება. ცხადია, რომ ზემოთ ხსნებული პრინციპი ეხება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და სასამართლო განხილვის შედეგად ქონებაზე უფლების დაკარგვის შემთხვევას და არ გამორიცხავს გარემოებას, როდესაც სახელშეკრულებო ან სხვა ნებაყოფლობითი სამოქალაქო ურთიერთობის საფუძველზე, პირი გადასცემს საკუთრების უფლებას ქონებაზე კონტრაგენტს. თუმცა, როდესაც სახელმწიფო (თავისი ან კერძო პირების სასარგებლოდ) პირისგან მოითხოვს მისი ნების საწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას და მის საფუძველზე საკუთრების გადაცემას სხვა მხარისთვის, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული და საბოლოო. დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდევინებელი ხდება მესაკუთრე. შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველია სახელშეკრულებო ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს ნების ავტონომიურობაზე დაფუძნებით შეუძლიათ განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები და თუ კონტრაჰენტები ხელშეკრულების პირობებში განსაზღვრავენ, რომ სასამართლო დავის შემთხვევაში დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, მაშინ გამოიყენება სსსკ-ს 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი. ჩვენს მიერ კი სადავოდ გამხდარი არის სსსკ-ს 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს თავად ამ ხელშეკრულების ბათილობაზე. ხელშეკრულების ბათილობა კი გულისხმობს, რომ დადებული ხელშეკრულება და შესაბამისად მისი ყველა პირობა, მათ შორის დაუყოვნებლივ აღსრულების პირობაც ანულიბურად და არარსებულად ითვლება.
საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (№1/5/675,681 30.09.2016), სადაც სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა ორი საფუძველი: ა. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების გამო გადამხდევინებლისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა; ბ. დაყოვნების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი დასახელებული ლეგიტიმური მიზნები საერთოდ არ გვაქვს, რადგანაც დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველი - ხელშეკრულების პირობა თავად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ დავა მიმდინარეობს ხელშეკრულების ბათილობის მათ შორის დაუყოვნებლივ აღსრულების პირობაზე. შესაბამისად გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს დაუყოვნებლივ აღსრულება მაშინ, როდესაც დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველი სადავო და არაცალსახაა. შესაბამისად რადგანაც სახეზე არ გვაქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ნორმის კონსნტიტუციურობაზე დავა სრულდება და არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს თავად ამ ხელშეკრულების ბათილობაზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის სიტყვები „ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით“, ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს თავად ამ ხელშეკრულების ბათილობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის არაკონსტიტუციურობა 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე რომ საპროცესო ძირითადი უფლებები ქმნის ინდივიდის სუბიექტური უფლებების სამართლებრივი დაცვის უმნიშვნელოვანეს კონსიტიტუციურ გარანტიას, ამ უფლების რეალური რეალიზების გარეშე ადამიანის ძირითადი უფლება გახდება ილუზორული და ფორმალური (ამ შემთხვევაში საკუთრების უფლება და განვითერბის თავისუფლება, რომლიდანაც მომდინარეობს ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება ), კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები სწორედ აღნიშნული ინსტრუმენტითაა უზრუნველყოფილი და დაცული. ამ უფლების სრული და ჯეროვანი რეალიზების გარეშე კი თავად ამ ძირითად უფლებებს ექმნებათ საფრთხე, საპროცესო ძირითად უფლებებს განეკუთვნება უპირველეს ყოვლისა თავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681-შია მითითებული („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მე-12 და მე-18 პარაგრაფები) „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა, იგი ქმნის მექანიზმს სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დასაცავად.“
„დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” ჯერ კიდევ 1975 წელს (Golder v. the United Kingdom, 1975), დაადგინა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება აზრს დაკარგავდა, თუკი, პირველ რიგში, არ იარსებებდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება“, ამ ნაწილში ძირითადი საპროცესო უფლებები და განსაკუთრებით კონსტიტუციის 42-ე მუხლი ძირითად უფლებათა მსგავსი უფლების სახით უზრუნველოყოფს სამართლებირივ სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე მინიმალური სავალდებულო სტანდარტის დაცვას. სამართლებრივ სახელმწიფოში ძირითადი უფლების გარანტია მოიცავს მისი გათვალისწინებისა და დაცვის სულ მცირე ერთჯერადი სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას, ხოლო იმ ვითარებაში როცა თავად ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას, პიროვნებისთვის მინიჭებული აღნიშნული უფლება გადაიქცევა სახელმწიფოს ვალდებულებად მისცეს აღნიშნულ პიროვნებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კონტროლის განხორციელების არამხოლოდ ფორმალური არამედ რეალური შესაძლებლობა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება კი აზრს დაკარგავს და ილუზორულ უფლებად გადაიქცევა თუკი აღნიშნულ პერიოდში პირს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად მიადგება ისეთი გამოუსწორებელი ზიანი რაც შემდგომში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებითაც ვერ იქნება გამოსწორებული, ამ შემთხვევაში კი ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია გამომდინარე იქიდან რომ საქმე გვაქვს მოტყუებით დადებულ გარიგებასთან დაკავშირებულ დავასთან სადაც გამოირიცხება პირის ნების გამოვლენის ნამდვილობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან დაკავშირებით(დავა ეხება ხელშეკრულების დადების პროცესში ნების გამოვლენის არარსებობას, თუკი ბანკი პირს რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, მიაწვდიდა ხელშეკრულების პირობებს სრულად მისთვის გასაგებ ენაზე ან მისცემდა თარჯიმანით სარგებლობის რეალურ შესაძლებლობას, ის არ დადებდა ამ ხელშეკრულებას, არ გამოხატავდა ნებას), ამასთანავე არსებობს დასაბუთებული ეჭვი რომ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე უკვე რეალიზდება მოსალოდნელი ზიანი, რამდენადაც თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად აღნიშნულის შედეგად აუქციონზე გაიყიდება მოსარჩელის საკუთრება, საცხოვრებელი ბინა, რომელიც წარმოადგენს არა გვაროვნულ არამედ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ ნივთს, თავისი კონკრეტული მახასიათებლებით და ზემდგომი ინსტანციის მიერ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი ვერ იქნება რეალიზებული მისი კანონით დაცული უფლება საკუთრებაზე, რამდენადაც ნივთს ეყოლება ახალი კეთილსინდისიერი შემძენი რომლის მიმართაც სწორედ კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე გამორიცხული იქნება რაიმე სახის მოთხოვნის წარდგენა. აღნიშნულის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნება ბავშვთა სიცოცხლესა და ჯამრთელობასაც რამდენადაც, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების პირობებში საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩება არამხოლოდ ასაკში შესული მოსარჩელე არამედ მოსარჩელის 5 შვილიშვილიც რომელთაგან ყველაზე პატარა ჯერ კიდევ სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდში დაიბადა ასეთ პირობებში კი მათ მიმართ, სახელმწიფოს მიერ „ბავშის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციით დაცული უფლებები იქნება მხოლოდდამხოლოდ ფორმალურად გარანტირებული.
სასამართლოსთვის მიმართვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვასთან დაკავშირებით დამატებით უნდა განიმარტოს, რომ 42-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებირივ დაცვის ეფექტურობა პირველ რიგში გამყარებულია საპროცესო კანონმდებლობით ეს კანონები ითვალისწინებს მექანიზმებს რათა თითეულმა ეფექტურად მოახერხოს თავისი უფლებების განხორციელება და სასამართლო შემოწმების გარეშე არ შეეგუოს რაიმე სახის ჩარევის შედეგებს, თუ შესაბამისი საპროცესო სამართალი ითვალისიწინებს სხვადასხვა ინსტანციას მაშინ 42-ე მუხლი უზრუნველყოფს აღნიშნულ ფარგლებში პირის სამართლებრივი დაცვის ეფექტურობას რაც გამოიხატება ეფექტური სასამართლო კონტროლის განხორციელების უფლებაში. ამ შემთხვევაში კანონმდებელს არ აქვს უფლება უნაყოფოდ აქციოს შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინეწბული სამართლებირივი საშუალება და ტყუილად გასარჯოს საჩივრის ავტორი, განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში, სწორედ დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსარჩელე შეძლებს მისი მოთხოვნის მხოლოდამხოლოდ ფორმალურ რეალიზებას და არა რეალურად დაკმაყოფილებას.
42-ე მუხლით დაცულ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კერძოდ კი 2018 წლის 19 ოქტომბერს №2/7/779 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; მე-7; მე-8; 25-ე; 34-ე პარაგრაფები) საქართველოს საკონისტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“. ამასთან, ძირითადი კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მათი სისტემა დადგენილია ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის ციტირებული ნორმებიდან ცხადია, რომ კონსტიტუცია საერთო სასამართლოებს მოიაზრებს მართლმსაჯულების განმახორციელებელ ინსტიტუციურ სისტემად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საერთო სასამართლოების სიტემის თითოეულ რგოლზე წვდომის შესაძლებლობას, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.“
„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის N2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). „კონსტიტუციის 42-ე მუხლი პირს აღჭურავს გარანტიით, რომ გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-7).“
„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისევე როგორც ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების, მიზანია, უზრუნველყოს პირის ამა თუ იმ უფლების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი.
„თავისუფლების უფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები არ ამოიწურება მატერიალური საფუძვლებით. საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პირი აღჭურვილი იყოს სათანადო პროცესუალური გარანტიებით, რომელებიც მაქსიმალურად დააზღვევს ამ უფლებაში არამართლზომიერად ჩარევის რისკებს.“
ამდენად როგორც ზემოთ აღინიშნა 42-ე მუხლი აწესებს სასამართლოსთვის მიმართვის არა მხოლოდ ფორმალურ უფლებას და თეორიულ შესაძლებლბას არამედ მოქალაქეს ანიჭებს ფაქტობრივი სასამართლო კონტროლის მოთხოვნის უფლებასაც. ძირითადი კანონის ამ გარანტიიდან იმავდროულად გამომდნიარეობს კონსტიტუციური პრიცნიპი რომლის მიხედვითად რამდენადაც შესაძლეელია თვიდან უნდა იქნას აცილებული რომ პიროვნებისთვის სასამართლო გადაწყვეტილების ზემო ინსტანციაში გასაჩივრების უფლების მინიჭების პირობებში, დაუყოვნებლივ აღსრულებით წარმოიქმნას ისეთი გარემოებები რომელთა აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნება მაშინაც როდესაც ეს ზომები სასამართლო შემოწმების შედეგად იქნება გაუქმებული. კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების აღუსრულებლობა წარმოადგენს კონსტიტუციურ სამართლებირი დაცვის გარანტიის ადეკვატურ გამოხატულებას.
სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნებიდან და თანაზომიერების პრინციიდან კი გამომდინარეობს შემდეგი რომ თითეულ მოქალაქეს სამართლებრივი დაცვის მოთხოვნა მით უფრო ძლიერი და პრიორიტეტულია რაც უფრო მძიმეა მისთვის დაკისრებული შეზღუდა და რამდენადაც უფრო შეუქცევად შედეგებს იწვევს კანონმდებლობით გატარებული ზომები. კანონმდებლობის საფუძველზე პირისათვის საკუთრების უფლების ფაქტიურად შეუქცევადი სახით ჩამორთმევა კონკრეტულ ქონებაზე კი წარმოადგენს მასზე დაკისრებულ უმძიმეს ტვირთს, რის გამოც მისი მოთხოვნა სასამართლოს გზით უფლების ეფექტურ დაცვასთნ დაკავშირებით წარმოადგნეს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ ინტერესს რომელიც სათანადოდ უნდა დაიცვას სახელმწიფომ.
ხოლო იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ კანონმდებელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს როდესაც იგი ითვალისწინებს დაუყოვნებლივ აღსრულებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირს მაინც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასამართღლოს მეშვეობით უზრუნველყოს ამ საკითხის გადაწყუვეტა თუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ინტერესია პრიორიტეტული საზოგადოებრივი/საჯარო ინტერესი დაუყოვნებლივ აღსრულებაზე თუ მისი როგორც კონკრეტული ადამიანის ინტერესი აღსრულების შეჩერებაზე შესაბამისი ზომის(აქტის) მართლზომიერების შემოწმებამდე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის სიტყვები „ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით“, ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს თავად ამ ხელშეკრულების ბათილობაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა