ა(ა)იპ „სამართლიანობა და თანადგომა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1348 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ "თანადგომა და სამართლიანობა" |
თარიღი | 7 სექტემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღებული საყოველთაო უფლების გაუქმება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხხლის 1-ნაწილის “ა” პუნქტი, საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მუხლი 39, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ნაწილის “ვ” პუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი; საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლი. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ; 1. საქართველოს მოქალაქეებს; 2. საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს; 3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. Aსევე, საქართველოს კანონი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” პირველი მუხლის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33_ე, 413-ე მუხლების პირველ პუნქტებში და 42-ე და 414-ე მუხლებში მითითებული პირები და ორგანოები თანაბრად არიან უფლებამოსილნი, უშუალოდ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმატიული აქტით და კანონის შესაბამისი მუხლებით დაირღვა მოსარჩელის და საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, კერძოდ, კონსტიტუციის მეორე თავის მე-20 მუხლით განსაზღვრული უფლებები. Mმოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო არა ეფექტურად აკონტროლებს და ვერ აგვარებს საკითხს. აშკარად სერიოზული პრობლემაა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიხედვით ყველა ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი აცხადებს, რომ დავის უფლება გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისობის საკითხი. ხსენებული ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებანი. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად “თუ საკონსტიტუციოსასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსეებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი , კერძოდ:
1)“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ნაწილის “ა” პუნქტთან შესაბამისობა:
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად მე უფლებამოსილი ვარ სარჩელით მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2) საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39-ე მუხლის 1-ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს.
3) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ნაწილის “ვ” პუნქტთან და ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან შესაბამისობა.
საქართველოს საკონსტუტიციუო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. Aარაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4) საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ მე-16 მუხლთან შესაბამისობა.
ჩემი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩემს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადაო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მისი მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული მაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სარჩელის საფუძვლიანობას და ა.შ. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან
1)საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასოდეს უმსჯელია.
2) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა.
3) სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21-მუხლის 1-ნაწილთან.
4) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31- იანვრის 21-ე ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით ორგანიზაციის წევრთა და სხვა პირთა საკუთრება გაუქმებულია, რადგან განმეორებით აუქციონზე ორგანიზაციის წევრთა და სხვა პირთა საკუთრება ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულს; მაშინ, როცა ორგანიზაციის წევრთა და სხვათა ბინები კომპეტენტური დაწესებულების მიერ შეფასებულია ბევრად მეტად. Aამიტომ ის უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილთან შეუსაბამოდ.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს იუსტიციის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1- ნაწილთან..
მოგახსენებთ, რომ იძულებითი აღსრულების განხორციელება სააღსრულებო წარმოების ძირითადი სტადიაა. ამ სტადიის თავისებურებაა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების (ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო აღმსრულებლის, ანუ სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების მქონე პირის) ჩარევაა მხარეთა კერძო ინტერესთა სფეროში. ერთ-ერთი სტადია ქონების რეალიზაციაა. Qქონებაზე ყადაღის შემდგომ, იძულებითი აღსრულებისას შეფასების საკითხია უმნიშვნელოვანესი, რაც გულისხმობს ქონების ფაქტიური ღირებულების განსაზღვრას. იძულებითი აღსრულების ფარგლებში, სადავო ნორმის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას გამოიყენება მესამე ნულოვანი აუქციონის წესი. აღნიშნული წესი დამღუპველია; ქვეყანაში მივიღეთ უსახლკაროდ დარჩენილი, ქუჩაში მიტოვებულიო მოსახლეობა. დარღვეულია უმრავლეს შემთხვევაში თანაზომადობის პრინციპი; გადახდევინება ხდება ვალდებულებაზე მრავალჯერ მაღალი ღირებულების მქონე მოვალის ქონებიდან (ანუ, ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ბევრად აღემატება, აჭარბებს ვალს, ვალის თანხას), მოქმედ კანონმდებლობაში ძნელად მოიძებნება მესაკუთრის უფლებების დამცავი ნორმები.
უნდა იყოს დაცული ასე ვთქვათ, თანაზომადობა, მონაწილე მხარეთა უფლებებისა და ინტერესების დაბალანსება; იძულებითმა ღონისძიებებმა გაუმართლებლად არ უნდა ხელყოს მოვალისა და მესამე პირთა უფლებები. დაუშვებელია არათანაზომადი და არაკეთილსინდისიერი ღონისძიებების გამოყენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასებით “საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. Kკონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებას, მაგრამ ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან”. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომლის თანახმად “კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც კანონის ხარისხის მოთხოვნებს პასუხობს. Kკანონის ხარისხი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #1/3/407-26.12.2007”, თავის მხრივ “ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი” გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშირებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილ სარჩელს თან ვურთავთ ჩვენი ორგანიზაციის წევრთა დოკუმენტებს მტკიცებულებათა სახით, საიდანაც ვლინდება, რომ მოქალაქის აღებული სესხი თავისი ვალდებულებებით ბევრად ჩამორჩება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას, მაშინ, როცა თვით აღსრულების ბიუროს შემფასებლების დასკვნებიც ჩამორჩება რეალურ საბაზრო ღირებულებებს; ასეთ ვითარებაშიც კი, უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაა:
1) Mმოქალაქე (მსესხებელი) ხათუნა ხოზიშვილი – ა) სესხის ძირითადი თანხა გახლდათ 15 000 აშშ დოლარი; ბ) იპოთეკის საგანი, უძრავი ქონების შეფასების თანხა _ 165 000 ლარი; გ) ნულოვან აუქციონზე გაყიდვის ფასი 8 250 ლარი.
2) Mმოქალაქე (მსესხებელი) თამარ სამნიაშვილი ა) სესხის ძირითადი თანხა 33 000 აშშ დოლარი; ბ) იპოთეკის საგანი, უძრავი ნივთის შეფასების თანხა _ 63 000 ლარი; გ) ნულოვან აუქციონზე გაყიდვის ფასი _ 3 150 ლარი.
3) Mმოქალაქე (იპოთეკის საგნის მესაკუთრე) თინა შავთვალაძე ა) სესხის ძირითადი თანხა გახლდათ _ 15 000 აშშ დოლარი; ბ) იპოთეკის საგანი, უძრავი ნივთის შეფასების თანხა _ 50 000 ლარი ბ) ნულოვან აუქციონზე გაყიდვის ფასი _ 2 500 ლარი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა