შპს ,,ემფარმა" და სხვები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1721 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს "ემფარმა", ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ქუთათელაძე - შროშანი ფარმაცევტიკალზ, ვახტანგ ჯებაშვილი |
თარიღი | 2 აგვისტო 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ 2010 წლის 16 ნოემბერის საქართველოს მთავრობის №349 დადგენილება და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1 (საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხა, რომელთაც აღიარებს საქართველო), დანართი N2 (წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტი და მისიდანერგვის ეტაპობრივი ვადები, რისკის მართვის პრინციპის გათვალისწინებით) და დანართი N3 (ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება GMP/GDP-ის იმპლემენტაციის (ფარმაცევტული ინსპექციის ფუნქციონირების, ასევე, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების) უზრუნველყოფისათვის).
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ 2010 წლის 16 ნოემბერის საქართველოს მთავრობის №349 დადგენილება და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1 (საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხა, რომელთაც აღიარებს საქართველო), დანართი N2 (წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტი და მისიდანერგვის ეტაპობრივი ვადები, რისკის მართვის პრინციპის გათვალისწინებით) და დანართი N3 (ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება GMP/GDP-ის იმპლემენტაციის (ფარმაცევტული ინსპექციის ფუნქციონირების, ასევე, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების) უზრუნველყოფისათვის). (საჩივრდება მთლიანად). |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი 2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები 1. კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საჩივრდება მთლიანად, დანართებთან ერთად - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის დადგენილება # 349
,,ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP -ის (კარგი საწარმო პრაქტიკის) სტანდარტის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP -ის (კარგი საწარმო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრის და დანერგვის შესახებ“.
1)დანართი №1, (28.12.2017 №580 ამოქმედდეს 2017 წლის 31 დეკემბრიდან);
2)დანართი №2 (28.12.2017 №580 ამოქმედდეს 2017 წლის 31 დეკემბრიდან);
3)დანართი №3 (12.12.2018 №581);
ზემოთ მოხსენიებულ დადგენილებაში 2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება # 580 -ის საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილება კერძოდ, მუხლის 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო რეგიონული და ნაციონალური GMP - ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების შესახებ“. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ფარმაცევული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP -ის(კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“. სადაც წერია, სტანდარტის დანერგვის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოში განხორციელდეს ამ სტანდარტის შესაბამისად. შეიცვალა მუხლები და დაემატა ორი დანართი. საქართველოს მთავრობის დადგენილება # 349 -ში ასევე შეტანილ იქნა ცვლილება 2018 წლის 12 დეკემბერს და 2019 წლის 29 ივლისშიც, რომლის საფუძველზე, დადგენილების პროდუქტის წარმოების ნაციონალური GMP -ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვის სტრატეგიული გეგმა ( # 3 დანართის შესაბამისად). დადგენილებით დამტკიცებული # 2 დანართის წარმოების ნაციონალური GMP -ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტი და მისი დანერგვის ეტაპობრივი ვადები, რისკის მართვის პრინციპის გათვალისწინებით). როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის # 349 დადგენილების თანახმად 2022 წლის 1 იანვრიდან ფარმაცევტული წარმოების ნებართვის ნაციონალური GMP - ის სტანდარტის შესაბამისად. შესრულებისათვის სავალდებულო GMP -ის სტანდარტის მოთხოვნები არ არის გამოცემული და გამოქვეყნებული სახელმწოფო ენაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე 11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმებოს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კუტურა, ისარგებლონ დედაენით ცხოვრებაში და საჯაროდ.
კონსტიტიციის 34-ე მუხლი კი განსაზღვრავს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის შემდეგ ზოგად პრინციპებს:
1.კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები,მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
2.ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
3.ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვაუნდა შესაბამებოდეს იმლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. შესაბამისად ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელში უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები, იდავონ სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 (პრიმა) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 31 (3 პრიმა) მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით.
შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა.
მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2010 წლის 16 ნოემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება # 349 არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი.
საქარრთველოს კონსტიტუციის მე--11 მუხლის მე-2 ნაწილი;
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი. B
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა