დურმიშხან შაინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1713 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | დურმიშხან შაინიძე |
თარიღი | 28 ივნისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. დაცულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ კანონის 313 მუხლისა და სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ა) სარჩელი ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ხსენებული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის (ამგვარი იერარქიულად მაღლა მდგომი აქტი ნორმატიული აქტი ჩვენს შემთზვევაში არც არსებობს).
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის არსი ადამიანის თავისუფლებაა. დემოკრატიული სახელმწიფოს სწრაფი განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია პიროვნების თავისუფალ განვითარებას თან ახლდეს მისი სრული თავისუფალება და მის მიერ შექმნილ დოვლათს სახელმწიფო იცავდეს და არ ზღუდავდეს მის გამოყენებაში.
კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვა იშვიათი გამონაკლისი უნდა იყოს და ისიც კარგად შესწავლილი და დასაბუთებული. ასევე დროის ერთი მონაკვეთში თუ ეს შეზღუდვა შესაძლებელია დადებით როლს თამაშობდა სულაც არ ნიშნავს, რომ ის ახლა ისევე ეფექტური და სწორეა, როგორც მანამდე. აღნიშნულის დასტური იქნება სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება აღნიშნულ სარჩელზე მოხდეს ამ მუხლის შეჩერება და გადაწყვეტილების გამოტანამდე წარმოდგენილი სტატისტიკით დავრწმუნდებით, რომ სამართალდარღვევების მომატება არ იქნება საგრძნობი.
მაშინ როცა XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და ვიყენებთ ყველა იმ სიკეთეს, რაც არსებობს, ჩვენთვის ეს დღეის მდგომარეობით ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა თუ გადავავლებთ თვალს განლილ 10, 20, 30, 50, 100 წელს დავინახავთ თუ როგორ წარმოუდგენელ პროგრესულ დროს ვცხოვრობთ, თან ისეთი ტემპით ვითარდება სამყარო რთულია წარმოიდგინო თუ რა იქნება მომდევნო 10, 20, 50 და შემდგომ წლებში.
მიმდინარე მოვლენებია: კრიპტოვალუტა, თვითმოძრავი ავტომობილი, მფრინავი ავტომობილი, მშრომელი რობოტები, სამედიცინო თუ სხვა ტექნოლოგიური ინოვაციები... ეს ყველაფერი დღეს არსებობს და ჩვეულებრივი მოვლენაა, წარმოუდგენელი იყო გასულ საუკუნეში, მაგრამ უფრო ადრეულ ეპოქაში კი ცეცხლზე დაიწვებოდი მსგავსი იდეისთვის...
ყველაფერი წამოუდგენელი იყო გუშინ, შესაძლებელია დასაშვები იყოს დღეს და მნიშვნელოვანი და საჭირო გახდეს ხვალ...
ზ/აღნიშნული შესავლის შემდგომ გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი გვეუბნება, რომ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდები თუ ავტომობილს მართავ მართვის უფლების არ ქონის შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ) დაყრდნობით, მოქალაქეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე დაკვირვებით, პირადი მოსაზრებებით და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული თავისუფლებისა და უფლებების განმტკიცებისთვის ვაყალიბებ შემდეგ მოთხოვნას:
გაუქმდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით - ,,ყველას ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება“. აღნიშნული ნაწილობრივ იზღუდება, რადგან გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალება, ეს უფლება კი იზღუდება მართვის უფლების არ ქონის გამო.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი - ,,სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში“. აღნიშნულიც იზღუდება, რადგან თუ სამსახურს ვიშოვი საცხოვრებელიდან მოშორებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდული გრაფიკითაა მაშინ მე მომიწევს უარი ვთქვა აღნიშნულ სამსახურზე და ამ შეზღუდვით ჩემი ოჯახის კეთილდღეობა დგება საფრთხის ქვეშ.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი - ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. მაგ. ერთი მოქალაქე, რომელმაც კვალიფიკაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად აიღო მართვის უფლება, მაგრამ წლების შემდგომ თუ მისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ის არ იმყოფება თანასწორად მეორე მოქალაქესთან, რომელსაც აქვს მართვის უფლება და კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობაც იგივე მდგომარეობაში აქვს, როგორც მართვის უფლების მიღების დროს, და ასევე არ არის პირველი მოქალაქე მესამესთან თანასწორი, რომელსაც არ აქვს მართვის უფლების მოწმობა. შესაბამისად მოქალაქეები არ იმყოფებიან თანასწორ მდგომარეობაში და ირღვევა კონსტიტუციის ეს მუხლიც.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი - ,,ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. თავად ირჩევს პიროვნება თუ როგორ უნდა განვითარდეს და რა არის ამისათვის საჭიროც. არის ალბათობა, რომ შეიძლება ეს უფლება შეიზღუდოს მართვის უფლების არ ქონის გამო.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი - ,,1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მესამე პუნქტი - ,,ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.
ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რა მიზანს ემსახურება მართვის უფლების მოწმობის ქონა. თითქოსდა ლოგიკურია, რომ გვყავდეს კვალიფიციური მძღოლები და საგზაო მოძრაობა იყოს უსაფრთხო, მაგრამ სტატისტიკა სხვა რამეს გვეუბნება, მაშინ, როცა საქართველოში წელიწადში მინიმუმ 3 მილიონი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გვაქვს მართვის უფლების მქონე პირთაგან ნიშნავს, რომ კვალიფიკაცია არ არის შესაბამისი და სრულებითაც არ არის საგზაო მოძრაობა უსაფრთხო; შესაბამისად საკუთრების უფლების შეზღუდვა სრულებითაც არ არის ლეგიტიმური, რადგან რაც არის მიზანი ვერ იქნა მიღწეული მართვის უფლების სავალდებულოობით. ამიტომაც ის ქმედება კი არ უნდა ითვლებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რომ მართო საკუთრება შენი სურვილისამებრ, არამედ ტრანსპორტის მართვის დროს დარღვეულ წესრიგზე სანქციები არის გასამკაცრებელი, რომ მივაღწიოთ უსაფრთხო საგზაო მოძრაობას.
მაგ. თუ ისეთ ადგილას სადაც მაქსიმალური სიჩქარე 60კმსთ სიჩქარეა განსაზღვრული და მოძრაობს 2 ავტომობილი, სადაც ერთს აქვს მართვის უფლება, მაგრამ მოძრაობს 160 კმსთ სიჩქარით, ხოლო მეორეს არ აქვს მართვის უფლება, მაგრამ 40 კმსთ სიჩქარით მოძრაობს მათ მიმართ განხორციელებული სანქციებიც კი დაგვანახებს, რომ არ არის მოქალაქეთა მიმართ თანასწორი და სამართლიანი მიდგომა. პირველი მძღოლი არამარტო არღვევს კანონს ასევე დიდი რისკია, რომ მინიმუმ დააზიანოს საკუთრება ან ადამიანის ჯანმრთელობა და მაქსიმუმ შეიწიროს ერთი ან მეტი ადამინის სიცოცხლე, მაგრამ დაჯარიმდება 150 ლარით. მეორე მძღოლი კი მიუხედავად იმისა, რომ არ არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, თან მიზერულია რისკია, რომ დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა ან სიცოცხლე, თუმცა დაჯარიმდება 500 ლარით.
ე.ი. სახეზე გვაქვს კონსტიტუციით დაცული რამოდენიმე უფლების შეზღუდვა (სოციალური სახელმწიფო, თანასწორობა, პიროვნების თავისუფალი განვითარება, თავისუფალი მიმოსვლა და საკუთრება) და ეს გამართლებულია თითქოსდა უსაფრთხო მოძრაობით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ბევრი მართვის უფლების არ მქონე უფრო უსაფრთხოდ მოძრაობს ან მათი დარღვევის ხასიათიც ბევრად მსუბუქია, ვიდრე მართვის უფლების მქონეები. მაგ. ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება იმ მძღოლებისგან ვისაც აქვთ მართვის უფლების მოწმობა, მაშინ როცა რამოდენიმე ათასია დარღვევა იმ მძღოლებისგან ვისაც არ აქვთ მართვის უფლება. ზ/აღნიშნული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მართვის უფლების არ ქონა (უფლება მართო შენი საკუთრება შენი შეხედულებისამებრ, არ დაარღვიო სხვათა უფლებები და გადაადგილდებოდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად) არ უნდა ითვლებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა