ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1442 |
ავტორ(ებ)ი | ეკატერინე ჩერქეზიშვილი |
თარიღი | 15 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი; | საქართველოს კოსნტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
2019 წლის 2 თებერვლის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მეთაურის ბრძანება „თანამდებობიდან გათავისუფლების და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ (დანართი N1)
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ თავი XVI მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თავი XVII მე-6 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად:
ვბრძანებ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტის შტატის S-6-ის ოფიცერი (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი N48/230-01), ავიაციის კაპიტანი ეკატერინე ჩერქეზიშვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 2019 წლის 19 თებერვლიდან.
ეკატერინე ჩერქეზიშვილი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ 45 წლის მიღწევას გულისხმობს.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით; მე-13 მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის წესს და ერთ-ერთი შემთხვევად გულისხმობს ზღვრული ასაკის მიღწევას.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ თავი XVI მე-12 პუნქტი განსაზღვრავს . პირი სამხედრო სამსახურში გაიწვევა და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება შემდეგი თანამდებობის პირების მიერ:
ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა გაწვევისა);
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის მოსამსახურე (გარდა უმაღლესი ოფიცრის გაწვევის/დათხოვნისა და პოლკოვ-ნიკის (I რანგის კაპიტნის) გაწვევისა) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლე-ბამოსილი თანამდებობის პირის მიერ;
გ) უმაღლესი ოფიცრის გაწვევა/დათხოვნა და პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) გაწვევა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
თავი XVII საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) გავლის ზოგიერთი თავისებურებანი: 6. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან ავადმყოფობის გამო დათხოვნა არ საჭიროებს მოსამსახურის გაფრთხილებას შესაძლო დათხოვნის შესახებ.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი კი გულისხმობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს თავდაცვის ძალებში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა: ვ) სამსახურიდან /თანამდებობიდან დათხოვნა/გათავისუფლება (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ შესახებ ითვალისწინებს, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის შესახებ რეგულირებები განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონით.
აღნიშნული კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს:
ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის:
გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;
გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი;
დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.
2. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.
კონკრეტულ შემთხვევაში „ზღვრულ ასაკს“ წარმოადგენს უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის განსაზღვრული ასაკი- 45 წელი.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“კანონის 38-ე მუხლი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობებსა და წოდებებს. რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია:
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა:
ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი;
შესაბამისად, მოსარჩელის ზღვრული ასაკი მისი თანამდებობიდან გამომდინარე არის 45 წელი. როგორც ზემოთ აღინიშნა უმცროს ოფიცერზე როგორც დაბალ ასევე მაღალ წოდებასა და თანამდებობაზე განსაზღვრულია 5 წლით უფრო მაღალი ზღვრული ასაკი, რაც არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელე მხარეს.
აღნიშნული რეგულაცია, გამონაკლისების გარეშე, ინდივიდუალური შემოწმების გარეშე ვრცელდება ყველა უმცროს ოფიცერზე და მრავალი წელია პრობლემურია თავდაცვის სამინისტროში მომსახურე თანამდებობის პირთათვის.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ შესახებ განსაზღვრულია ატესტაციის გავლის წესს. 1. ოფიცერთა კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების უზრუნველ-ყოფის მიზნით, იმართება ოფიცერთა ატესტაცია. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა თითოეული ოფიცრის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და მისი სამსახურებრივი პერსპექტივა, ხდება სამსახურში დასაწინაურებელ კანდიდატურათა გამოვლენა. ოფიცერთა ატესტაციას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაო (საორგანიზაციო და აღმზრდელობითი ღონისძიებები, ინდივიდუალური საუბრები და სხვ.) მშვიდობიან დროს ატესტაცია ეწყობა სამ წელიწადში ერთხელ. მთლიანად ოფიცერთა შემადგენლობის ან მისი ცალკეული კატეგორიების ატესტაცია შეიძლება გაიმართოს სხვა ვადებში. უფროსები, რომლებიც აწყო-ბენ თავიანთი ხელქვეითების ატესტაციას, პირადად აგებენ პასუხს ატესტაციის ობიექტურობისათვის, მისი დასკვნებისა და რეკომენდაციებისათვის.
ასევე, განსაზღვრულია ატესტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: სამხედრო მოსამსახურის ატესტაცია არის სამხედრო მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ატესტაციას სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს: ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა, რა პერიოდია გასული სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ბოლო გაწვევიდან, ასევე, მნიშვნელობა არ ენიჭება 3 კალენდარული წლის განმავლობაში რა პერიოდი აქვს სამხედრო მოსამსახურეს ნამსა-ხურები; ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას. დადგენილების მიხედვით ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე.
სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულაციით განთავისუფლების საფუძველი ატესტაცია, რომ იყოს მაშინ ის არ იქნებოდა პრობლემური, მაგრამ როდესაც ყოველგვარი შემოწმების გარეშე ათავისუფლებ თანამდებობის პირს 5 წლით ნაკლებ განსაზღვრული ზღვრული ასაკის გამო, ეს არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, რომელიც უმცროსი ოფიცრის თანამდებობით იკავებს კაპიტნის წოდებას. რომელის საქმიანობაც არ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას. მოსარცლეის განმარტების ფიზიკური დატვირთვა ძირითადად მოდის მის ქვემოთ მდგომ სამხედრო მოსამსახურეების შემადგენლობაზე, რომელშიც შედის: კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, რომელთა ზღვრულ ასაკს კანონი 50 წლით განსაზღვრავს. უშუალოდ კაპიტნის მოვალეობებია უფროსი ოფიცრისაგან დავალების მიღება და დავალების შემსრულებლისათვის გადაცემა, მოსარჩელის უშუალო მოვალეობაში კავშირგაბმულობის უზრუნველჰყოფა და ინფორმაციის მიწოდება შემსრულებელთათვის რომელიც სერჟანტთა კატეგორიას გულისხმობს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ნათელია, რომ ზვრული ასაკის მსგავსი რეგლამენტაცია ზღუდავს კონსტიტუციის გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას. ,აშინ როდესაც, კანონის ითქვალისწინებს მსგავს სხვაობას ზღვრულ ასაკს შორის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი; კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი; რომელთათვისაც აუცილებლია ფიზიკური მომზადება.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია იმ თანამდებობებისთვის განსაზღვრული ასაკობრივი ცენზები, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელია განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება. კერძოდ, პოლიციელთა ზღვრული ასაკი 55 წლიდან 65 წლამდე განისაზღვრება. ასევე, 65 წლამდეა განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკიც.
საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
ამრიგად, სახელმწიფო ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.
საკონსტიტუციო სასამართლო ასაკის დისკრიმინაციულობის საკითხზე იმსჯელა საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სადაც სადავოდ იყო გამხდარი დისკრიმინაციული მოპყრობა, რადგან ყოველგვარი გარემოების გათვალისწინების გარეშე მოითხოვს 50 წლის ასაკს მიღწეული პირის სასამართლოს მანდატურის თანამდებობიდან განთავისუფლებას. ამასთან, გაუგებარია რას ეფუძნება კანონმდებლის რწმენა, რომ 50 წლის ასაკს გადაცილებული პირი ვერ შეასრულებს ხსენებულ თანამდებობაზე მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის თანახმად, მანდატურის თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამდენად, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს აღნიშნული სამსახურისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირების მობილიზება. სადავო რეგულაცია კი 50 წლის ასაკის მიღწევისას, ისე რომ არ ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ავტომატურად ითვალისწინებს პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი საქმიანობის განხორციელება რთულდება, გარკვეულ შემთხვევებში კი შეუძლებელიც ხდება. ბუნებრივია, არსებობს ინტერესი, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ფუნქცია სათანადოდ განხორციელდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გონივრული იყოს გარკვეული პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის ასაკით შემოფარგვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
ამავდროულად, ამა თუ იმ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება, მათ შორის, ასაკობრივი ზღვრების დადგენა, არ უნდა მოხდეს გაუაზრებლად და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ასაკის თანმდევი შედეგები. „ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
„იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).
მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია იყოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების გამართული ფუნქციონირება და უსაფრთხოება, მაგრამ მსგავი ბლანკეტური შეზღუდვა ვერ იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, რადგან მხოლოდ უცროს ოფიცრებზე დაბალი ასაკობრივი ცენზის დაწესება, რომელთან კონკრეტულ წოდების მქონე პირებს არ უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება უხეშად არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ შესადარებელ პირებს შორის დიფერენცირებასა და მათ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას განაპირობებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული ფუნქციონირება და ამ გზით სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების დაცვა. როგორც უკვე დადგინდა, 50 წლის ასაკის მიღწევა არ არის ის თავისთავადი გარემოება, რომელიც დააქვეითებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეასუსტებს ფიზიკურ მონაცემებს და შეუძლებელს გახდის მის მიერ მანდატურის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას. შესაბამისად, 50 წელს მიღწეულ და მიუღწეველ მოქალაქეებს შორის დადგენილი დიფერენცირება არ არის რაციონალურ კავშირში დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. ამგვარად, არ არსებობს ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება.
კონკრეტულ შემთხვევაშიც, რელევანტურია ზემოთ მოყვანილი არგუმენტაცია, შესაბამისად სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის პირველ პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა