ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1336 |
ავტორ(ებ)ი | წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია |
თარიღი | 23 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N719 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N719 დადგენილების მე-7 მუხლის ა და ბ ქვეპუნქტები პირველი სიტყვები: მწარმოებლის; შესაბამისობის; დეკლარაციის |
მუხლი 30 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
1) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი, 89-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტი.
2) "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
3) "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით და ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სახელდობრ, არსებობს აშკარა მიმართება სადაო ნორმასა და კონსტიტუციის 42-ე, 82-ე და 84 მუხლებს შორის, რადგან სადაო ნორმით იზღუდება ჩემი უფლება მივიღო სახელმწიფოს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
აგრეთვე,
ა) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სადაო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით აღიარებული ჩემი უფლებები;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება ნორმატიული აქტის კონტიტუციურობის შემოწმებას კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით;
დ) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ არის დარღვეული, რადგან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რაიმე ვადა მოცემული საკითხის განხილვისათვის;
ზ) არ არსებობს გასაჩივრებულ საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადაო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2013 წლიდან შპს ,,იმედი“, შპს ,,ლიზი“, შპს ,,ბურგალა+“, შპს ,,მგდრაიზინგ“ და სხვები ახორციელებდნენ ბიზნეს საქმიანობას, კერძოდ დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ექსპორტს 2018 წლის 17 იანვრამდე. ბიზნესოპერატორები მიმართავდნენ სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ/შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს კონკრეტულ პროდუქციაზე შესაბამისობის სერთიფიკატის მიღების მიზნით, რადგან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების N196 2014 წლის 30 ივნისის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში- შესაბამისობის დამადასტრურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატი. აღნიშნული რეგულაციის თანახმად ჩვენ მივმართავდით სერტიფიკაციის ორგანოს და ვიღებდით შესაბამისობის სერთიფიკატს, რაც იყო წინაპირობა განგვეხორციელებინა ჩვენი საექსპორტო ბიზნეს საქმიანობა. ჩვენი საქმიანობა გახლავთ შემდეგი: დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ექსპორტი, ძირითადად ბორჯომი გაგვქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა: ევროპის ქვეყნები, ჩინეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ამ საქმეში დასაქმებული გვყავდა ასობით ადამიანი, რომელნიც დღეის მდგომარეობით დარჩნენ უმუშევარნი ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილებამ გაგვაჩერა.დღესდღეობით საწყობებში გვაქვს კომპანია ბორჯომის მიერ ნაწარმოები მინერალური წყალი, რომელიც საექსპორტოდ არის გამზადებული (იხ.დანართი 1), თუმცა ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2018 წ. 17 იანვრის N 16 დადგენილების მე-7 მუხლის ა და ბ ქვეპუნქტებით ძველი 2014 წ.26 დეკემბრის დადგენილებიდან ამოიღეს სიტყვა ბიზნესოპერატორი და დატოვეს მხოლოდ მწარმოებელი, რითაც სერტიფიკაციის ორგანო ვერ გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რის საფუძველზეც მოგვეცემა ექსპორტის განხორციელების უფლება, ანუ გამოდის, რომ მხოლოდ ს.ს. ,,ბორჯომს“ (მწარმოებელს) ეძლევა საშუალება, გაიტანოს საზღვარგარეთ თავისი პროდუქცია ბიზნესის მიზნით, ხოლო სხვა კომპანიებს (ბიზნესოპერატორებს) აღარ აქვთ საშუალება (აეკრძალათ) ბიზნესის განხორციელებისა, რითაც დამყარდა ს.ს,,ბორჯომი“-ს აშკარა მონოპოლია და ჩვენ სახელმწიფომ შეგვიზღუდა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება. ,,დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N719 დადგენილებით(2018 წლის ცვლილების შეტანამდე) ვახორციელებდით ჩვენს საქმიანობას და სერტიფიკაციის ორგანო ათი დღის ვადაში გასცემდა შესაბამისობის სერტიფიკატს, რაც იყო წინაპირობა საექსპორტო ოპერაციების წარმოებისა. ს.ს. ,,ბორჯომი“ სხვადასხვა გზებით სხვადასხვა ქვეყნებში ცდილობდა ხელი შეეშალა ჩვენი ბიზნესისათვის და მიმართავდა სასამართლოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვახდენდით ექსპორტს და გვართმევდნენ ტვირთს, გვიჩერებდნენ წლობით საქონელს, სანამ სასამართლო არ მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გვიბრუნებდნენ ჩვენს ტვირთს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იყო ვარგისი და ფინანსურად საკმაოდ ვზარალდებოდით, თუმცა ამ ხელოვნურ ბარიერებს ვუმკლავდებოდით და ვიგებდით სასამართლო პროცესებს (იხ.დანართი 2). რაც ვერ განახორციელა სხვადასხვა ქვეყნებში ს.ს. ,,ბორჯომმა“ ჩვენივე ქვეყანაში განიზრახა ჩვენი საქმიანობის ხელშეშლა და 2018 წ. 17 იანვრის N16 დადგენილება მიაღებინა საქართველოს მთავრობას, რითაც საერთოდ აგვეკრძალა ბიზნეს საქმიანობა და დაამყარა მონოპოლია სახელმწიფოს ხელშეწყობით. ჩვენი საქმიანობის გაგრძელების, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების მიზნით აუცილებელია 2014 წ. 26 დეკემბრის N 719 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის ა და ბ პუნქტებში შევიდეს ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ა)ბიზნესოპერატორის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქციის განაცხადის წარდგენა;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ განცხადების წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით.
2014 წ. 26 დეკემბრის N 719 საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის ა და ბ პუნქტების სიტყვები მწარმოებლის, შესაბამისობის და დეკლარაციის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ ნაწილს და მეორე ნაწილს, რითაც იზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები,ვინაიდან სახელმწიფომ ხელი უნდა შეგვიწყოს და კი არ უნდა გვებრძოდეს დამოუკიდებელ მეწარმეებს და უნდა შეგვიქმნას ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემო,ვინაიდან ჩვენს მიერ გადახდილი თანხით საქართველოს მთავრობა ვალდებულია ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და არა საკუთარ კეთილდღეობაზე და ბიზნესის ჩაძირვაზე.
ცნობილია, რომ ბაზრის ეკონომიკური კანონები ფიასკოს განიცდიან, თუ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობა და ისეთ შედეგებამდე მივყავართ, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების სფეროებზე, ხშირ შემთხვევაში ხდება ბაზრის ან მისი რომელიმე ნაწილის მონოპოლიზება. მონოპოლიზებული ბაზარი კი რადიკალურად განსხვავდება კონკურენციული ბაზრისაგან; განსხვავებულია რესურსებისა და შემოსავლების განაწილება და საზოგადოების კეთილდღეობისადმი მიდგომაც კი.როგორც წესი, მონოპოლია სრულიად განსხვავდება კონკურენციისაგან საზოგადოების კეთილდღეობასა და რესურსების განაწილების ხასიათზე ზემოქმედებით.კონკრეტულ სასაქონლო ბაზრებზე ეკონომიკური კონცენტრაციის ზრდის პარალელურად მატულობს მონოპოლიზების დონე, უარესდება კონკურენციის ხარისხი და შესაბამისად, ბიზნესის გარემოც. განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებენ ბაზრის მონოპოლიზების მიმართ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა უდიდესი ნაწილი არასწორი საფასო პოლიტიკისა და შექმნილი ბარიერების გამო კარგავს საშუალებას განაგრძოს მეწარმეობა და იძულებული ხდება დატოვოს ბაზარი; ბაზრის მონოპოლიზება ხშირად იწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა გაკოტრებას და ბაზრიდან განდევნას, ამ სფეროშიუამრავი დასაქმებულის გადანაცვლებას უმუშევართა რიგებში, რაც უშუალო კავშირშია მათიოჯახების კეთილდღეობის მაჩვენებლების მკვეთრ შემცირებასთან და სიღარიბის მასშტაბებისრადიკალურ ზრდასთან.ზემოთ აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებული ასობით ადამიანი საქართველოს მთავრობის დადგენილებით რჩება უმუშევარი და მათი ოჯახები კი ლუკმაპურის გარეშე. ეს ოჯახები კი გახდებიან სოციალურად დაუცველი, დაბალშემოსავლიანი ოჯახები, რომელთა დიდი ნაწილი შეუერთდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის კატეგორიას და იქმნება საფრთხე მათი „ღარიბთა “კატეგორიაში გადანაცვლებისა.
საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად არარეგულირებადი ბაზარი, სადაც კონკურენცია „თავის ნებაზეა მიშვებული“, გადაიზრდება საპირისპირო მოვლენაში - მონოპოლიაში, რომელსაც შედეგად მოყვება ეკონომიკური განვითარების დინამიზმის დაკარგვა და სტაგნაცია, რაც საბოლოო ანგარიშით იწვევს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შემცირებას და მის გაღარიბებას.
ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ყველა ქვეყანაში აკისრიათ სოციალური პასუხისმგებლობასაზოგადოების წინაშე და ვალდებულნი არიან პარტნიორებისა და კონკურენტების მიმართდაიცვან ბიზნესის ეთიკის ნორმები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონკურენციაშიჯანსაღი, კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას.ამ სფეროში არსებული ურთიერთობების მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე და ნორმატიული აქტების მეშვეობით საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა და მასვე ევალება კონსტიტუციის მიხედვით ზრუნვა მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე.ამასთან, მკაცრი კონკურენციული ბრძოლის პირობებში სასაქონლო ბაზრის მხოლოდ ეთიკური კრიტერიუმებისა და საზოგადოებრივი შეფასების იმედად დატოვება სრულიად მიუღებელია, ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე სათანადო კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოს ოპერატიული ჩარევის გარეშე ცალკეულმა ეკონომიკურმა აგენტებმა და უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიძლება განიცადონ მნიშვნელოვანი, ხოლო რიგ შემთხვევაში გამოუსწორებელი, კატასტროფის ტოლფასი ზიანი. სწორედ ამიტომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო იძულებული ხდება ჩაერიოს საბაზრო მექანიზმის „მუშაობაში“. აუცილებელ შემთხვევებში მან უნდა აკონტროლოს და არეგულიროს სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებისათვის დამღუპველი მონოპოლიზებისა და არაკეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკის პროცესები, მაქსიმალური მოგების მიღების ძირითადი მოტივი ჩაყენებულ იქნეს საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესების სამსახურში.ამის საწინააღმდეგოდ კი ჩვენი აზრთ საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის დარღვევით 2018 წლის 17 იანვარს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის მქონე ბიზნეს სუბიექტების სავარაუდო ლობირებით იღებს N 16 დადგენილებას 2014 წლის 26 დეკემბრის N 719 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით,რითაც გამიზნულად ანადგურებს აღნიშნულ ბაზარზე მოქმედ მცირე და საშუალო აქტორებს,და უფრო მეტიც ამ დადგენილებით ზარალდება მათი ინტერესებიც რადგან ბაზრის მცირე და საშუალო აქტორების მიერ მოძიებული გასაღების ბაზრების სეგმენტი ბუნებრივად რჩება აუთვისებელი(რადგან ბაზრის დომინანტი აქტორებისათვის არა მომგებიანია წვრილ-წვრილი პარტიების სეგმენტის ათვისება) და შესაბამისად ზარალდება ყველა მხარე და ამავე დროს სახელმწიფოც.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N 719 დადგენილების მე-7 მუხლში შესატანი ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით; ჯერ-ერთი, აღნიშნული შეტანის გარეშე შეუძლებელია ბიზნესისთვის სათანადო კონკურენციული პირობების შექმნა და დაცვა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის მცირე და საშუალო ბიზნესის არადისკრიმინაციულ გარემოში წარმართვას და არაეფექტურს გახდის სიღარიბესთან ბრძოლას. მეორე, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების და მისგან გამომდინარე ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს აქვს რიგი ვალდებულებები კანონმდებლობის (მათ შორის კონკურენციის სფეროში) სრულყოფის და ჰარმონიზაციის თაობაზე, რომელთა შესაბამისი შესრულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, შექმნის კონკურენციის დაცვისა და რეგულირების ეფექტურ სისტემას, გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს, ხელს შეუწყობს ბიზნესის აღნიშნულ სფეროში ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას. აღნიშნულ ცვლილებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულონ ზემოთ აღნიშნული ბიზნესის სუბიექტებისა და იქ დასაქმებული ასობით ადამიანის გადარჩენაში სიღარიბისა და გაკოტრებისაგან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნაა: 2014 წლის 26 დეკემბრის N 719 საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის ა და ბ პუნქტებში შევიდეს ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ა)ნაცვლად მწარმოებლისა და შესაბამისობის დეკლარაციისა ჩაიწეროს შემდეგი რედაქციით: ა)ბიზნესოპერატორის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქციის განაცხადის წარდგენა;
ბ) ნაცვლად მწარმოებლისა და შესაბამისობის დეკლარაციისა ჩაიწეროს შემდეგი რედაქციით:
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ განცხადების წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა