ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1358 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, შპს "ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ |
თარიღი | 15 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქათველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის: 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემდეგი სიტყვები: „.. გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, ...“. |
საქართველოს კონსტიტუცის, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას. აკრძალურლია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს. არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წარმოადგინოს სარჩელი, შესაბამისად, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ; ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ტელევიზიას, მისი არსებობა პირდაპირ კავშირშია რეკლამების და ტელეშოპების გზით მიღებულ შემოსავალთან და აღნიშნული ნორმა მას აყენებს არა კონკურენტულ მდგომარეობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში;
გ) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნე ცნობილი საქართველოს კანონის მაუწყებლობის შესახებ 64-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში:
I. “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს “საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს)” რაც გულისხმობს რომ არსებული რედაქცია, საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს შესაძლებლობას, განათავსოს კომერციული რეკლამა და ტელეშოპები, თავის საეთერო ბადეში, სხვადასხვა სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების ფარგლებში, მინიმალური შეზღუდვებით; ასევე უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ის პროგრამები გახლავთ ყველაზე ყურებადი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვებია რეკლამის განთავსება, მაგალითისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, რომლის ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება გააჩნია საზოგადოებრივ მაუწყებელს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არხს. მისი ბიუჯეტი კი 2018 წელს განსაზღვრულია 50 მილიონ ლარზე მეტით; შედარებისთვის საქართველოს კომუნიკცაიების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად 2017 წლის მონაცემებით საქართველში მაუწყებლობს 98 არხი და მათ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი ჯამში შეადგენდა 89 014 521 ლარს. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იქნებოდა კერძო არხების კონკურენტი ეს დაფინანსება არანრი პრობლემს არ ქმნიდა, მაგრამ ვინდიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ცვლილების მიხედვით სარეკლამო ბაზარზე ხდება სხვა არხების კონკურენტი, გამოდის, რომ სახელმწიფო ერთ-ერთ კომერციულ სუბიქტს უწევს ფინანასურ დახმარებას და ეს დახმარება არსებითია, ანუ მთელი ბაზრის 50%-ზე მეტი წინასაწრ მიეკუთვნება საზოგადოებრივ მაუწყებელს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს დაფინანაება არ არის მიზნობროივი და მაუწყებელს შუძლია მისი გამოყენება ზუსტად იგიცვე ხარჯებისთვის, რისთვისაც იყენებენ კომერციული არხები: აპარატურის შესყიდვა, პერსონალის დაიქრავება, პროდუქციის შესყიდვა და ა.შ. ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოკიდებული (განსხვავებით სხვა კერძო მაუწყებლებისა) კომერციულ შემოსავალზე, მას ყოველგავრი ფინანსური ზარალის გარეშე, ეძლევა შესაძლებლობა კლიენტებს შესთავაზოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ფასი, სიმბოლურიც კი ისე რომ არანაირი ზარალი არ მიიღოს თვითონ, ამავდროულად კი ფინანსურად სერიოზულად დააზარალოს ნებისმიერი არხი. მაგალითად; თუ 1 წუთი სარეკლამო დროის ღირებულება ბაზარზე არის 1000 ლარი, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია გაყიდოს იგივე პროდუქტი 10 ლარად, ვინაიდან მისთვის ეს არის მხოლოდ დამატებითი შემოსავალი და ეს არ შეამცირებს მის შემოსავლებს. კერძო არხებს კი შესაბამისად შეუმცირდებათ რეკლამის ფასი და მიმიდნარე შემოსავლები. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მიცემა დაახლოებით იგივეა რაც, რომ სახელმწიფომ რესტორნების ქსელ „თაღლაურას“ გამოუყოს ყოველწლიური დაფინანსება 50 მილიონი ლარის ოდენობით, რის შემდეგაც რესტორანი მწვადს, ხინკალს და ა.შ გაყიდის არარელაურად დაბალ ფასებში, რაც შესაძლებლობას მოუსპობს სხვა რესტორნებს ივაჭრონ იგივე პროდუქციით;
კანონის უარყოფითი გავლენა კომერციულ ბაზარზე აშკარაა თუ გადავხედავთ სარეკლამო ბაზარზე ტელევიზიების შემოსავლებს, 2018 წლის მე-2 კვარტალში საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა 203 000 ლარს, ხოლო ამ ფონზე 2016 წელს სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებდა რეკლამის განთავსების უფლებას ტელეკომპანია „კავკასიის“ სარეკლამო შემოსავალი შეადგენდა მეორე კვარტალში 138 488 ლარს ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალში კი მან შეადგინა 97 982 ლარი
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა