ელფრიდა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1359 |
ავტორ(ებ)ი | ელფრიდა რეხვიაშვილი |
თარიღი | 18 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი“ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი „ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა“. |
საქართველოს კონსტიტუცია 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი „ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“ |
საქართველოს კანონი„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლი პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. |
საქართველოს კონსტიტუცია 42-ე მუხლის პირვლი პუნქტი ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუქტი, „საქართველოს სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია
ს მე-16 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ელფრიდა(ჟანა) რეხვიაშვილი რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. კერძოდ; 1992 წლის 3 იანვარს თბილისში დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ, ელფრიდა (ჟანა) რეხვიაშვილის ორი ვაჟი, გივი და ნუგზარ რეხვიაშვილები, აღნიშნულ მიტინგზე იმ პერიოდში ხელისუფლებას დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალების მიერ იქნა დაჭრილი გივი რეხვიაშილი, რომელსაც მიჯრით ესროლეს გულმკერდის არეში, აკს-ის სისტემის ავტომატური იარაღიდან „მსხლეტავი“ ტყვია, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო ნორმებით, თვით ავღანეთშიც კი. მიყენებული მძიმე ჭრილობებით გივი რეხვიაშვილი 1992 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა საავადმყოფოში. რაც ვერ გადაიტანა ელფრიდა (ჟანა) რეხვიაშვილის მეუღლემ და გარდაიცვალა, აღნიშნულიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ასევე ნუგზარ რეხვიაშვილმაც, რომელიც განიცდიდა მუდმივ შევიწროებას სახელმწიფოს მხრიდან, გამომდინარე აქედან ის წავიდა ემიგრაციაში, სადაც მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე გაუსკდა კუჭი და სამკურნალოდ ელფრიდა (ჟანა) რეხვიაშვილი იძულებული გახდა დაგევგირავებინა ბინა, ხოლო საცხოვრებლად შეჰხიზნებოდა ნათესავებს, ხოლო მას შემდგომ რაც ჩამოიყვანა შვილი თბილისში ის საჭიროებდა განმეორებით ოპერაციას, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნდა და მას ხელმეორედ გაუსკდა კუჭი, ასევე ელფრიდა (ჟანა) რეხვიაშვილი უმალავდა მამათილს შვილის და შვილიშვილის გარდაცვალების ამბავს, მას შემდგომ რაც მამათილისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ტრაგედია ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.
ოჯახმა მიიღო არა მარტო მორალური, არამედ მატერიალური ზიანიც, ვინაიდან ვერ მოხერხდა დაგირავებული ბინის გამოხსნა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ელფრიდა (ჟანა) რეხვიაშვილი იქნა აღიარებული რეპრესირებულად, სასამართლოს მიერ. თუმცა კანონის არა კონსტიტუციურობის გამო მან ვერ განახორციელა თავის უფლება, რაც აძლევს მას მოითხოვნის უფლებას, მოითხოვოს აღნიშნული მუხლის არა კონსტიტუციურად ცნობა;
გ) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. „საქართველოს კანონის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ „ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი- „ფულადი კომპენსაციის ოდენობას, იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, . ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა“.
აღნიშნული მუხლი ადგენს რომ მიუხედავდ ზარალის ოდენობისა ანდა სიმძიმისა ფულადი ანაზღაურება პოლიტიკური რეპრესიისთვის, მათ შორის ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში შეადგენს 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე თანხას ანუ პირობითად სახელმწიფო იმ პირის სიცოცხლეს რომელიც გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიების შედეგად აფასებს 2 000 ლარად, ხოლო პირს რომელიც იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 1 500 ლარად, ეს სიტყვები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომელიც ამბობს რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. შეუძლებელია 2000 ლარით ანაზღაურება მიიჩნეოდეს სრულად მაშინ როც საუბარია ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე, მის დასახიჩრებაზე და ყველა იმ შემთხვევაზე, რასაც კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს.
საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში მოიპოვება მაგალითები, როცა საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის, არასწორი ცნობების გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, მხარე ითხოვს 1 500 ევროს ექვივალენტს ლარში ან 2 500 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტს ლარში, 50 000 ლარს და სასამართლო მათ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგ;
ა) 2005 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც „ტელეკომპანია მზეს“ დაეკისრა 2500 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა „ტელეიმედის“ სასარგებლოდ საავტორო უფლების დარღვევის გამო.
ბ) 2012 წლის 01 აგვისტოს №2ბ/1476-12 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 50 000 ლარის გადახდა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
საქართველოში საჯარო მოხელის ხელფასი, პირობითად ქალაქ თბილისის, გლდანის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ერთი თვის სახელფასო ანაზღაურება (6 500 ლარი) თითქმის 4 ჯერ აღემატება რეპრესიების შედეგად დაზარალებული ადამიანისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხის მაქსიმუმს და 6 ჯერ აღემატება აღნიშნული თანხის მინიმუმს, რაც აშკარად გვიჩვენებს რომ აღნიშნული ნორმა არ წარმოადგენს მართლზომიერს.
II. 2011 წლის 19 აპრილს საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“შევიდა ცვლილება რომელის კოდიფიცირებაც არ მომხდარა კანონში, ის გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში ცალკე, ცვლილების სახით, რომელშიც მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდგომი სახით: „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“ რაც გულისხმობს რომ რეპრესირებულმა პირს უნდა მიემართა სასამართლოსთვის კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
ცვლილების კოდიფიცირება არ მომხდარა კანონში, შესაბამისად მოსარჩელე ჟანა რეხვიაშვილს არ შეეძლო შეეტყო აღნიშნული ცვლილების შესახებ, გამომდინარე იქიდან რომ ის არ გახლავთ იურისტი და ვერ მიადევნებდა მუდმივად თვალყურს საკანონმდებლო მაცნეს, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო იურისტი ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი ეძებოს კანონი ცვლილებების შეტანის შესახებ ცალკე ფორმით გამოქვეყნებული;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია რომ წუნდებული პროდუქციით გამოწვეული ზარალისთვის მწარმოებელი პასუხს აგებს ზარალისთვის და აღშნული მოთხოვნის ხანდაზმულობა სამოქალქო კოდექსის 1015-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა გაეგო ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“ ხოლო მოთხოვნის უფლება ქარწყლდება „იმ მომენტიდან 10 წლის შემდეგ, როცა მწარმოებელმა ზიანის გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ გაიტანა“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა