ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1365 |
ავტორ(ებ)ი | ბადრი ბეჟანიძე |
თარიღი | 15 ნოემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი #5196- რს „ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შესახებ’’
ბ. საქართველოს და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შესახებ“ კანონი #5996–რს 3.07/2007 წ. კანონი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს 2007 წლის 04 ივლისის #5196 წლის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით სისხლის სამართლის კოდექსის მე–15 მუხლის პირველ ნაწილში შეტანილი იქნა ცვლილება, რომ „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“ და 2007 წლის 4 ივლისის #5196 კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა“ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლი „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარებისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადება „კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე 89–ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეეპუნქტი და ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მე–16 მე მე–18 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის, 89–ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15, მე–16–ე, მე–18–ე მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ.
გ) სარჩელით მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით, კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.
ზ) სადავო კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე რომელიც კონსტიტუციური სარჩელით არ გასაჩივრებულა .
ბადრი ბეჟანიძე საბოლოოდ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა უვადო თავისუფლებით აღკვეთა (იხილეთ პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენები) მსჯავრდების განაჩენით დადგენილია, რომ ბადრი ბეჟანიძემ 2007 წლის 06 იანვარს დაახლოებით 01 საათზე მივიდა დაზარალებულ თემურ ბეჟანიძის საცხოვრებელ სახლში მისი მოკვლის მიზნით, მათ შორის დაწყებული საუბარი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ბადრი ბეჟანიძემ თემურ ბეჟანიძეს თანქონილი ნაჯახით განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი ჭრილობები, რის შემდეგაც თემურ ბეჟანიძე გარდაიცვალა.
თემურ ბეჟანიძის საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლის დროს მას შეხვდა თემური ბეჟანიძის შვილი გიორგი ბეჟანიძე, რომელთანაც გაიმართა ჩხუბი, რა დროსაც მან დაახლოებით 02 საათზე ქონდა რა თემურ ბეჟანიძეს მკვლელობა ჩადენილი დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გიორგი ბეჟანიძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა ე.ი. ბადრი ბეჟანიძის ქმედება სხვა კვალიფიკაციასთან ერთად დაკვალიფიცირებული იქნა სსკ–ის (1999წ. 22.07 2007 წლის 6 იანვარს მოქმედი რედაქცია) 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის. სსკ–ის მე–15 მუხლის პირველი ნაწილით არაერთგზის დანაშაულად ითვლება ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა. 2007 წლის 04 ივლისს სსკ–ის მე–15 მუხლში შეტანილი ცვლილებებით კი არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. (აღნიშნული რედაქცია დღესაც მოქმედებს). ამდენად დღეს ბადრი ბეჟანიძე მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის არაერთგზისი დანაშაულისათვის, როცა იგი მანამდე სსკ–ის 109–ე მუხლით ნასამართლევი პირი არ იყო. ასეთი კვალიფიკაციით განაჩენის დადგენა განაპირობა 2007 წლის 04 ივლისის #5196 კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის დათქმამ, რომ „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდეგ ე.ი. დასახელებულმა კანონმა დასახელებულ ნორმას არ მისცა უკუძალა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სსკ–ის მე–15 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი და ცვლილება (კანონი) #5196–რს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ კანონის (2007წ. 04.07 ძალაშია 2007 წლის 01 აგვისტოდან) მეორე მუხლის დათქმა „ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, (აღნიშნული დათქმა დღესაც მოქმედი ნორმაა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ“ შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან და 42–ე მუხლის მე–5 მუხლის პირველი და მე–5 პუნქტთან.
საქართველოს სსკ–ის მე–15 მუხლის (2007 წლის 4 ივლისის ცვლილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 01 აგვისტოს. დღეს მოქმედი რედაქცია) პირველი ნაწილით არაერთგზის დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. 2007 წლის 4 ივლისის კანონით მე–15 მუხლში შეტანილ ცვლილებამდე არაერთგზისი დანაშაული ნიშნავდა ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. როგორც ვხედავთ კანონში შეტანილი ცვლილებით, ე.ი. დღეს მოქმედი რედაქციით, პირი ცნობილი რომ იქნეს დამნაშავედ (მსჯავრდებული) არაერთგზისი დანაშაულის ჩადენისათვის აუცილებელია, რომ იგი ამ კოდექსის ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იყოს მსჯავრდებული და იგი ამ დანაშაულისათვის არ იყოს გათავისუფლებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ან/და თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა ქონდეს ე.ი. პირი არაერთგზის ჩადენილი დანაშაულისათვის რომ იქნეს ცნობილი დამნაშავედ აუცილებელია იგი ამავე კოდექსით ჩადენილი დანაშაულისათვის იყო ნასამართლევი. 2007 წლის 4 ივლისის ცვლილებამდე კი არაერთგზისობის ნიშნით ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ქონდა პირი წინათ ანალოგიური ან ამავე მუხლით ჩადენილი დანაშულისათვის გასამართლებული იყო თუ არა. მთავარი იყო ამავე კოდექსით გათვალისწინებული ანალოგიური დანაშაული ქონოდა ჩადენილი.
ბადრი ბეჟანიძის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა სსკ–ის მე–15 მუხლის 2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია, ხოლო მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დადგენისას (განაჩენი გამოტანილი იქნა ქობულეთის რაიონული სასამართოს მიერ 2007 წლის 27 ივლისს) კი 2007 წლის 4 ივლისის სსკ–ის მე–15 მუხლში შეტანილი ცვლილების რედაქცია. მაგრამ განაჩენის დადგენისას სასამართლომ ვერ გამოიყენა 2007 წლის 01 აგვისტოდან მოქმედი რედაქცია, რადგანაც კანონში შეტანილი ცვლილების დათქმით სასამართლო შეზღუდული იყო და არის, გამოეყენებინა ან გამოიყენოს კანონის ცვლილება, რომელიც აუმჯობესებს- ამსუბუქებს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობას.
ცვლილებით სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით პირის ქმედება კვალიფიცირდება თუ მას ჩადენილი აქვს მკვლელობა არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110–ე 114–ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობისა). როგორც ვხედავთ ბადრი ბეჟანიძეს სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრი დაედო 2007 წლის 4 ივლისის #5196 კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის (რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი სსკ–ის მე–15 მუხლის პირველ ნაწილში) დათქმით, რომლის თანახმად ამ კანონის პირველი მუხლის პირველ ნაწილით სსკ–ის მე–15 მუხლში შეტანილ ცვლილებას 2007 წლის 4 ივლისამდე ჩადენილ ქმედებებზე კანონის უკუძალა არ მიეცა.
მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად „კანონს თუ ის არ ამსუბუქებს, ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს. კანონს, რომ დასახელებული ცვლილების მოქმედების უკუძალა არ შეეზღუდა ბადრი ბეჟანიძე მსჯავრდებული არ იქნებოდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. როგორც ადრე მკვლელობისათვის ნასამართლევი პირი, რადგანაც უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ბადრი ბეჟანიძე ადრე მკვლელობისათვის ნასამართლევი პირი არ იყო. სასამართლომ კი ჩვენს შემთხვევაში არ გამოიყენა კანონით მონიჭებული უფლება და კონსტიტუციური სარჩელი არ აღძრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ამდენად კანონის უკუძალის შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან ისე კონსიტიტუციის 42–ე მუხლის პირველ და მე–5 პუნქტებთან, რადგანაც აღნიშნული შეზღუდვით ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის ამ კატეგორიის დანაშაულზე არა ნასამართლევი პირები 2007 წლის 4 ივლისამდე მსჯავრდებული არიან და იქნებიან სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, როგორც ბადრი ბეჟანიძე, ხოლო იგივე დანაშაულისათვის 2007 წლის 4 ივლისის შემდგომ დანაშაულის ჩამდენი პირები მკვლელობის უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით, რაც ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირებს არათანასწორ სამართლებრივ სივრცეში აყენებს. ამდენად ირღვევა როგორც თანასწორობის ისე სამართლიანობის პრინციპები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კონსტიტუციის მე–14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორთა განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბერის გადაწყვეტილება #1/493 პარაგრაფი 11.2).
მართალია არსებითად თანასწორობა აბსოლიტურ მსგავსებას არ გულისხმობს, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში არსებითად თანასწორობაზე მიუთითებს დანაშაულის იდენტური ბუნება, იდენტური მიზნები და მინიმალური ოდენობრივი სხვაობა. ბუნებრივია კანონმდებელს ვერ დავავალდებულებთ, რომ ყველას შეუქმნას ერთნაირი პირობები, მაგრამ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მინიმალური გარანტიები, რათა ერთ შემთხვევაში მოსამარათლეს მისცეს არსებითად თანასწორი პირებისათვის ერთნაირი კვალიფიკაციის გამოყენებით მსჯავრის დადების შესაძლებლობა. სადავო ნორმამ კი უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა მოსარჩელე არსებითად თანაბარ პირობებთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან მოსამართლე შეზღუდულია კანონის აღნიშნული დათქმით და სასამართლოს არ აქვს უფლება იმსჯელოს კანონის უკუძალაზე, როცა კანონმა ასეთი დათქმა გააკეთა.
ამდენად, 2007 წლის 04 ივლისს #5196 კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა კანონის უკუძალის გამოყენების აკრძალავა 2007 წლის 04 ივლისამდე ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულზე არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას- ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლება. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ბადრი ბეჟანიძემ დანაშაული ჩაიდინა 2007 წლის 6 იანვარს და იგი მსჯავრდებული იქნა ქმედების სხვა კვალიფიკაციასთან ერთად საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (არაერთგზის ჩადენილ მკვლელობისათვის) მას დანაშაული, რომ ჩაედინა 2007 წლის 04 ივლისის კანონის შემდეგ იგი არ იქნებოდა მსჯავრდებული საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რადგანაც 2007 წლის 04 ივლისის #5196 კანონით სსკ–ის მე–15 მუხლში შეტანილი ცვილებით არაერთგზის ჩადენილი დანაშაულისათვის პირს მაშინ დაეკისრება არაერთგზის მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა, თუ იგი ადრე ჩადენილი მკვლელობისათვის გასამართლებული იქნებოდა და ნასამართლობა მოხსნილი არ ქონდა, ბადრი ბეჟანიძე კი ადრე მკვლელობისათვის ნასამართლევი პირი არ ყოფილა.
როგორც ვხედავთ დასახელებული ახალი კანონის ცვლილება პირის დანაშაულობრიობას და სასჯელს ამსუბუქებს, რომ არა კანონის დათქმა რომ ეს ცვლილება არ გავრცელდეს 2007 წლის 04 ივლისის ცვლილებამდე, ჩადენილ დანაშაულზე, სახეზე გვექნებოდა დანაშაულთა ერთობლიობა და არა არაერთგზისი დანაშაული, რაც თავისი ბუნებიდან გამომდინარე დაკავშირებულია ქმედების უფრო მსუბუქ კვალიფიკაციასთან და შესაბამისად შემსუბუქებულ სასჯელთან საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პრინციპიდან გამომდინარე.
როგორც ავღნიშნავთ საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის პირველი წინადადებით „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“ ხოლო მეორე წინადადებით „კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. როგორც ვხედავთ კონსტიტუციის დასახელებული ნორმის პირველი წინადადება აწესებს იმ ზღვარს, თუ რა შემთხვევაში კანოს არ შეიძლება მიეცეს უკუძალა. ხოლო ნორმის მეორე წინადადებით განსაზღვრულია ის ფარგლები თუ რა შემთხვევაში კანონს უნდა მიეცეს უკუძალა, ამასვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი და მეორე ნაწილები, კერძოდ სსკ–ის პირველი ნაწილის თანახმად „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულობრიობას ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არ აქვს. მეორე ნაწილის თანახმად თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელის უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. ამდენად კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტი ცალსახად მიუთითებს (რაც ასევე ასახვას პოულობს სსკ–ის მე–3 ნაწილის პირველ და მეორე ნაწილებში) რომ კანონის ცვლილებების დროს აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული კანონის უკუძალის პრინციპი თუ იგი აუქმებს ქმედების დანაშაულობრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს და აღნიშნული ნორმა სხვა რაიმე გამონაკლის არ უშვებს.
აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომ „#5196 კანონის მეორე ნაწილის დათქმა, რომ კანონი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ“- შინაარსი გაუგებარი და ბუნდოვანია და კიდევ ერთხელ ამ კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა თანასწორობის პრინციპს არღვევს. თუ დათქმის ბოლო წინადადების შინაარსს პირდაპირ გავიგებთ, შესაძლებელია რომ პირს ჩადენილი ქონდეს დასახელებული ნორმის ცვლილებამდე მსგავსი დანაშაული, რომელიც იძლევა სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციის შესაძლებლობას და მან კვლავ მსგავსი დანაშაული ჩაიდინა, კანონში ცვლილების შეტანის შემდგომ, ასეთი პირის მიმართ კანონის ცვლილების გამოყენება შესაძლებელია. ე.ი. ასეთ შემთხვევაში კანონს უკუძალა აქვს, მაშინ როცა სახეზეა ჩვენთან შედარებით უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა.
რომ არა 2007 წლის 4 ივლისის #5996 კანონის მეორე მუხლის პირველი წინადადების დათქმა, რომ „ეს ცვლილება არ ვრცელდება 2007 წლის 04 ივლისის ცვლილებამდე ჩადენილ ქმედებებზე“ სასამართლო ყველა შემთხვევაში ბადრი ბეჟანიძეს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის და სსკ–ის მე–3 მუხლის პრინციპიდან გამომდინარე მსჯავრს საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით არ დასდებდა.
კანონმდებელმა კანონის მიღების დროს კარგად იცოდა, რომ სსკ–ის მე–15 მუხლის პირველ ნაწილში შეტანილი ცვლილებებით გარკვეულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა კვალიფიკაციისა და შესაბამისად სასჯელის ნაწილში მსუბუქდებოდა, რის გამოც შეგნებულად ასეთი დათქმა გააკეთა.
ვთვლით, რომ კანონმდებელს ამის უფლება არ გააჩნდა, რადგანაც კანონის უკუძალის უფლების შეზღუდვის უფლება მას არ გააჩნდა, რადგანაც ამით კანონმდებელი წინააღმდეგობაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ისეთ პრინციპებთან როგორიცაა, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილით გარანტირებული კანონის უკუძალის პრინციპი, კონსტიტუციის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლება, კანონიერების პრინციპი და კონსტიტუციის მე–14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არა ერთხელ გამოთქვა თავისი მოსაზრება სხვადასხვა საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების დროს კონსტიტუციის ზემოთ დასახელებულ პრინციპებთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში საქმე #1/1428, 447, 459 აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტში გამტკიცებულია სამართლის ისეთი ფუნდამენტალური პრინციპი როგორიცაა კანონიერების პრინციპი. ამ პრინციპის გამოვლინებაა კანონის უკუძალის აკრძალვა, რაც კანონთა დროში მოქმედების ერთ–ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა, უკუძალის აკრძალვა ზღუდავს კანონმდებლის თავისუფლებას, შემოიღოს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობას დააკისრებდა იმ ქმედებისათვის, რაც მისი ჩადენის მომენტში არ იყო დასჯადი. ამით კონსტიტუცია აღიარებს, რომ აღნიშნული პრინციპი ატარებს აბსოლიტურ ხასიათს და მისი დარღვევა დაუშვებელია. ამ პრინციპის დარღვევის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ცაკლეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის საძირკველს.
ის ფაქტი, რომ კანონის უკუძალის აკრძალვა სამართალდარღვევის საყოველთაოდ აღიარებული გარანტია, ჩანს საერთაშორისო სამართლებრივი აქცენტებიდანაც. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–11 მუხლის მეორე პუნქტი ადამიანს იცავს იმ ქმედების პასუხისმგებლობისაგან „რომლებიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ნაციონალური კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ შეიძლება აგრეთვე მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმ დროს, როცა ჩადენილი იქნა დამაშული. იგივე პრინციპს შეიცავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–15 მუხლი და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე–7 მუხლი.
აბსოლიტური კონსტიტუციური მოთხოვნებიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის დაცვის სფეროში კანონმდებელს შეუძლია მიანიჭოს კანონს უკუძალა, თუ ის გააუქმებს სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ან შეამსუბუქებს. ამ უკანასკნელი დანაწესით კონსტიტუცია გამოხატავს მოქალაქის უფლებებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას და ამ გზით ახდენს მათი მხრიდან პოზიტიური ქმედებების სტიმულირებას. ახალი ნორმატიული სინამდვილე იკავებს ძველის ადგილს და შესაბამისად აძლიერებს სამართალდამრღვევის უფლებების დაცვის გარანტიებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/4/557,571,576 საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პოზიცია კონსტიტუციის მე–14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპთან მიმართებაში კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი მეორე და მეხუთე პუნქტებით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს, კანონიერებისა და კანონოს უკუძალის პრინციპების დაცვასთან მიმართებაში. გვნდა ავღნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არა ერთი საქმის განხილვისას მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება, როგორც თანასწორობის, კანონიერების, სამართლიანი სასამართლოს და კანონის უკუძალის პრინციპებს და გამოხატა თავისი დამოკიდებულება, მაგრამ თუ კარგად ვიცნობთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კანონი ამსუბუქებს ახალი კანონის შემოღებით პირის მიერ განხორციელებული ქმედებით კვალიფიკაციას და სასჯელს და მასზედ კანონის მიერ აკრძალვის დაწესებით არ გავრცელდეს კანონის უკუძალის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა