„შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1390 |
ავტორ(ებ)ი | შპს „თაკვერი“ |
თარიღი | 25 იანვარი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74მუხლი;“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი. |
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 3მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტები;“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 311-ე მუხლი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა, ხოლო ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის
ბ) პუნქტის მიხედვით სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
შპს „თაკვერი“ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, რადგან უშუალოდ მას შეეხო იმ ნორმების მოქმედება,რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხიც უნდა იქნეს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
1985 წლის 20 თებერვალს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქარხნო რაიონში ,ქვემო ალექსეევკაში,პროფესიული კავშირების საქართველოს ეროვნული სპორტსაზოგადოება შევარდენს გამოეყო მიწის ნაკვეთი საქმიანი ეზოს მოსაწყობად.
აღნიშნული საქმიანი ეზო წარმატებით ფუნქციონირებდა 1994 წლამდე,თუმცა შემდგომ შეექმნათ ფინანსური პრობლემები,ამიტომ 1994 წელის 14 ივლისს შპს "თაკვერმა" წერილობითი თხოვნით მიმართა "შევარდენს", ქვემო ალექსეევკაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ,თავისი ტექნიკური საშუალებებით, მიყიდვის თაობაზე.
ამასთანავე იგი იღებდა ვალდებულებას,რომ "შევარდენის" ორგანიზაციებს მომსახურებას გაუწევდა შეღავათიან ფასებში.
1994 წლის 15 ივლისს შევარდენის სპორტნაგებობათა უფროსმა ვეშაპიძემ წერილით მიმართა ამავე საზოგადოების თავჯდომარეს გუგავას და ითხოვა ნებართავა საქმიანი ეზოს გაყიდვის თაობაზე,რადგან მათ აღარ გააჩნდათ საკმარისი სახსრები მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის.აღნიშნულ საკითხზე მან მიიღო თანხმობა.
1994 წლის 25 ივლისს შევარდენის სპორტნაგებობათა სამმართველოს უფროსმა ვეშაპიძემ გამოსცა ბრძანება ქვემო ალექსეევკაში არსებული საქმიანი ეზოს ქონების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის და შპს "თაკვერისათვის" მიყიდვის თაობაზე.
ვეშაპიძემ გასცა ცნობა იმის თაობაზე,რომ აღნიშნული ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო.
1994 წლის 29 აგვისტოს მხარეებს შპს "თაკვერსა "და შპს "შევარდენს "შორის დაიდო მიღება ჩაბარების აქტი,რის საფუძველზეც ქვემო ალექსეევკაში არსებული საქმიანი ეზო, თავისი შენობა-ნაგებობებით მფლობელობაში გადაეცა შპს" თაკვერს".
1994 წლის 31 აგვისტოს კი შპს "თაკვერმა" " შევარდენს" ეზოს შესასყიდად გადაუხადა 250 მილიონი კუპონი.ხოლო 1994 წლის 15 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება საქმიანი ეზოსა და მასზე არსებული შენობა- ნაგებობების,ასევე მასში არსებული ინვენტარის,ფართი ჯამში (5160კვ.მ) შპს "თაკვერი" სათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება თნდართულ დოკუმენტებთან ერთად დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით.
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღიდან დღემდე შპს" თაკვერი " კანონიერად ფლობდა და ფლობს დასახელებულ უძრავ-მოძრავ ქონებას.
2006 წლის 22 ივნისს შპს" თაკვერ"მა აღნიშნულ ქონებაზე საინჟინრო-საძიებო სამუშაოების განხორციელება შეუკვეთა შპ"ს როსი-ს".
2011 წელს შპს "თაკვერმა" მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მართლზომერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ,მდებარე ქ.თბილისი,ქვემო ალექსეევკა,ფართით 5160 კვ.მ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა N882011484342-03 10.10.2011 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებაზე და ძირითადი საფუძველი გახლდათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის(საკუთრების მოწმობის)წარმოუდგენლობა. საკუთრების მოწმობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის გარიგებისას არ გაიცემოდა და შეჩერებით დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტი,შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 10.11.2011 N882011484342 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე,თანახმად 1994 წლის 29 მაისის N 178 ბრძანებულებით დამტკიცებული"პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის,საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულების მე-18 მუხლისა.
საჯარო რეესტრის რეკომენდაციით შ.პ.ს,,თაკვერმა" მიმართა ლეგალიზების კომისიას მიწის საკუთრების აღიარების მოთხოვნით, რაზეც ლეგალიზაციის კომპეტენციის არარსებობის გამო,(ვინაიდან დასტურდებოდა მართლზომიერი მფლობელობა )თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარებაზეც შ.პ.ს,,თაკვერს"ეთქვა უარი. (2011 წლის 15 დეკემბრის N282 გადაწყვეტილებით).
აღიარების კომისიის უარი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე კომპეტენციის არარსებობის მიზეზით,. ადასტურებს იმას ,რომ სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო უფლებამოსილი და ვალდებულიც საქმეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, რაც სრულიად საკმარისი იყო მისი მფლობელობის დასადასტურებლად და საკუთრების უფლების წრმოსაშობად, განეხორციელებინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია .
აღნიშნულმა პროცედურებმა შ.პ.ს,,თაკვერს" დაააკრგვინა 1 წელიწადი და 2013 წელს ლეგალიზების კომისიის უარის გადწყვეტილების მიღების შემდგომ იგივე მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რაზეც ადმინისრეაციულმა ორგანომ განუცხადა უარი იმ მოტივით,რომ 2012 წლის 1-ლი იანვრიდან შეიცვალა კანონმდებლობა, კერძოდ ; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7(4 პრიმა) მუხლის თანახმად; „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“ და რეესტრი უკვე აღარ იყო უფლებამოსილი ეღიარებინა მისი საკუთრების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელს უარი ეთქვა სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციაზე.საჯარო რეესტრის უარის ერთ -ერთ საფუძველს ასევ წარმოადგენდა საკუთრების მოწმობის წარმოუდგენლობა.
შ.პ.ს,,თაკვერმა "ისევ ვერ წარადგინა აღნიშნული დოკუმენტი და უკვე ორი საფუძვლით ეთქვა მას უარი საკუთრების რეგისტრაციაზე;
2016 წელს უკვე როდესაც შ.პ.ს,,თაკვერ"-მა უზრუნველყო ადვოკატის ჩართულობა საქმეში,განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით რაზეც მიიღო უარი იგივე საფუძვლებით.მათ შორის კანონის ცვლილების მიზეზი იყო უმთავრესი ხარვეზი.(ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7(4 პრიმა) მუხლის თანახმად „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.)
შპს "თაკვერმა " გადაწყვეტილებები( ; N 55795 09.3.2016 და N 882016007790-08 (12.02.2016) ) შეჩერებაზე და შეწყვეტაზე გაასაჩივრა ჯერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში,ხოლო შემდგომ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2017 წლის 9 თებერვლის (ნ 3/2382-16) თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებით ს.ა.ს კ. ის 32-ე მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდ აქტი(09.03.2016. N 55795) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა კანონები,რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა.არასწორად განმარტა კანონი.დადგენილი ფაქტების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები იყო სრულიად უსწორო და კანონშეუსაბამო შემდეგ გარემოებათა გამო:
1. 1994 წლის 29 მაისის N 178 ბრძანებულებით დამტკიცებული"პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის,საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად გაყიდული ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილის საპრივატიზებო ბარათებით ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ მყიდველზე გაიცემოდა ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.აღნიშნული ბრძანებულებით გათვალისწინებული საკუთრების მოწმობა მოთხოვნილი იქნა კერძო სამართლის სუბიექტზე უკანონოდ.
2. შპს" თაკვერსა" და "შევარდენს" შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გახლდათ ორ კერძო სამართლის სუბიექტს შორის დადებული გარიგება ის არ ექცეოდა სახელმწიფო პრივატიზების შესახებ კანონის ფარგლებში. მასზე საკუთრების მოწმობის(რომელიც სახელმწიფო პრივატიზაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა) გაცემა არ ხორციელდებოდა და ნასყიდობის ხელშეკრულება მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად წარმოადგენდა ნასყიდობის დადასტურებისათვის საკმარის დოკუმენტს.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უმთავრესი ფუნქციაა რეგისტრაცია.საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ;" საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო."ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია მისი ფუნქციები და მათ შორის რეგისტრაციაც.
4.რეგისტრაციის მიზნებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ,როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად;"1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
5. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ." ხოლო ამავე კანონის 97 -ე მუხლი გვიჩვენებს თუ რამდენად ფართოა დმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებანი ადმინისტრაციული წარმოებისას,კერძოდ ;"
1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები;
გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;
დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
ე) დანიშნოს ექსპერტიზა;
ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;
ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.";კანონმდებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ იმიტომ განუსაზღვრა ამდენად ფართო უფლებამოსილებანი ადმინისტრაციული წარმოებისას,რომ მან მაქსიმალურად სრულყოფილად გამოკვლიოს საქმის გარემოებანი და მის მიერ სათანადოდ გამოკვლეულ გარემოებებს და შესაბამის ნორმებს დააფუძნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
.მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ,მიღება ჩაბარების აქტი და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრისათვის საკმარისი დოკუმენტაციას წარმოადგენდა რათა ,მოეხდინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებად გამოცხადება და რეგისტრაცია.
6.რეესტრს კანონით მინიჭებული აქვს დისკრეციის უფლებამოსილება. . სამომავლოდ უკეთესი სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისა და დახვეწისათვის უპირობოდ უნდა მოეხდინა რეგისტრაცია იმ დოკუმენტაციით რაც შ.პ.ს,,თაკვერს'ჰქონდა წარმოდგენილი.
7. ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდგომ სააპელაციო სასამართლომაც,რომელმაც მის მსჯელობას დააფუძნა გადაწყეტილება,გამოიყენა ის ნორმა ,რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სააპელაციო სასამართლოც აპელირებენ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მე-7 მეოთხე პრიმა მუხლზე, რომლის მიხედვითაც;"2012 წლის 1-ლი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში)არსებულ,ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას.
აღნიშნულის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად."
კანონის ეს ნორმა სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გამო.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს "თაკვერმა" მიმართა 2011 წელს და ამ დროიდან დაიწყო ბრძოლა თავისი კანონით მინიჭებული უფლებების დაცვისათვის.ეს კანონი არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ამ შემთხვევაში,რადგან 2012 წლიდან არეგულირებს ურთიერთობებს და არა 2011 წლიდან. აღნიშნული ნორმის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარება იმ პირებს შეეზღუდათ ვინც არ მიმართა რეესტრს 2012 წლის 1-ლ იანვრამდე და არა იმ პირებს ვინც მიმართა 2012 წლამდე,მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს არასათანადო გამოკვლევისა და არაკომპეტენტური მოქმედებების გამო ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
.8..დასახელებულ შემთხვევაში შპს "თაკვერმა" პირველად სწორედ 2011 წელს მიმართა რეესტრს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაბამისად მისთვის არ უნდა შეეზღუდათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე.
2012 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედმა კანონმა გარკვეულწილად სადამსჯელო სახე მიიღო იმ პირებისთვის ვინც მიუხედავად საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მოთხოვნის არსებობისა ვერ მოასწრო საკუთრების რეგისტრაცია და ვერ ირეგისტრირა ქონება.
9.ეს კანონი არ უნდა გაევრცელებინათ იმ პირზე ვინც ი ,2011 წლიდან, ცდილობდა საკუთარი უფლებების რელიზაციას და აღნიშნული ვერ შეძლო არა საკუთარი ბრალეულობის ,არამედ რეესტრის არაკომპეტენტური მოქმედებების გამო.აღნიშნული პრაქტიკის ჩამოყალიბება და ნორმის პრაქტიკაში ამგვარი გამოყენება ლახავს მესაკუთრის უფლებებს და იკვეთება არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნიშნები.
საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, საკმარისად გამოეკვლია ნასყიდობის ხელსეკრულების დადებისას მოქმედი კანონმდებლობა და მისი სათანადო შესწავლისა და ანალიზის შედეგად აუცილებლად მივიდოდა იმ დასკვნამდე,რომ შპს "თაკვერი" ნამდვილად იყო უფლებამოსილი პირი მომხდარიყო მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
10.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში ფიგურირებს სიტყვა პრივატიზება "პრივატიზების ხელშეკრულება", საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კი ეს სიტყვა მხოლოდ სახელმწიფო ქონების გასხვისებასთან ასოცირდება. ამ დროს კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავიწყდება ,რომ მთავარი ხელშეკრულების შინაარსია , ის თუ რა მიზანს ემსახურება იგი, რა აზრი გამომდინარეობს მისგან . პრივატიზება კი ყოველთვის არ გულისხმობს სახელმწიფო ქონების განკარგვას .განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
11.საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შემდეგ სასამართლოს უპირველესად უნდა დაედგინა აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო კერძო სამართლის სუბიექტებს შორის,თუ სახელმწიფოსა და კერძო სამართლის სუბიექტს შორის.
12.დასახელებულ შემთხვევაში შპს "თაკვერი" წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს.ისევე როგორც პროფესიულ კავშირებთან არსებული სპორტნაგებობათა სამმართველო"შევარდენი,რომელიც ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირია".აღნიშნულის დასადგენად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა გარიგების დადების დროისათვის არსებული კანონმდებლობა, კერძოდ 1993 წლის "საქართველოს რესპუბლიკის კანონი", რომლის მე-15 მუხლის მიხედვით;"საქართველოს რესპუბლიკაში საზოგადოებრივ გაერთიანებათა (ორგანიზაციათა) საკუთრებაა კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი საზოგადოებრივი ,პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების მფლობელობის სარგებლობის და განკარგვის უფლებით არსებული ქონება."
ამავე კანონის მე-12,მე-13 და მე-14 მუხლები განსაზღვრავენ სახელმწიფოს საკუთრებას.როგორც ვხედავთ დასახელებული კანონი მკაფიოდ მიჯნავს სახელმწიფოსა და პროფესიული კავშირების,ორგანიზაციების, საკუთრებას.
ქვემო ალექსეევსკის საქმიანი ეზო კი სწორედ პროფესიული კავშირების საკუთრებას წარმოადგენდა და არა სახელმწიფოს საკუთრებას და მან როგორც კერძო სამართლის სუბიექტმა სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა შპს "თაკვერზე "აღნიშნული ქონება.რადგან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არ იყო აღრიცხული დასახელებული უძრავი ქონება .ეს არაფერს ნიშნავს,რადგან იმ დროინდელი კანონმდებლობის მიხედვით ტექნიკურ ბიუროში რეგისტრაცია და საკუთრებად აღრიცხვა ამა თუ იმ ქონებისა არ იყო სავალდებულო და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი იყო სხვა უტყუარი მტკიცებულებები,რომელთა გამოყენება გამოიწვევდა პოზიტიური შედეგის დადგომას კასატორისათვის.
12.საქმეში არსებული დოკუმენტით დგინდება,რომ 1985 წლის 20 თებერვალს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქარხნო რაიონში ქვემო ალექსეევკაში, გამოიყო მიწის ნაკვეთი საქმიანი ეზოს მოსაწყობად პროფესიული კავშირებისათვის. " შევარდენი" კი წარმოადგენდა პროფესიულ კავშირებთან არსებულ ორგანიზაციას. დასახელებული ქონება ირიცხებოდა პროფესიული კავშირების ბალანსზე. როგორც უკვე ავღნიშნე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში საკუთრების აღრიცხვა არ წარმოადგენდა 1994 წელს მოქმედი კანონმდებლობით აუცილებლობას საკუთრების შესაძენად.საკმარისი იყო მხოლოდ ხელშეკრულების არსებობა და ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა.
აღნიშნულს ამტკიცებს უძრავი ქონების გასხვისების წესიც, 1993 წლის "საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლი;"მესაკუთრეს საკუთრების უფლება წარმოეშვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,ნებისმიერი ფორმით შეძენილ ქონებაზე,შექმნის ან არსებითად გადამუშავებულ ნივთზე,თავისი კუთვნილი ქონების,ბუნებრივი რესურსების ან კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად .ამ მიზნით მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული სხვა ქონების გამოყენების შედეგად მიღებულ პროდუქციაზე, ნაყოფზე და სხვა შემოსავალზე.
ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლება წარმოიშობა ნივთის გადაცემის მომენტიდან,თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით ან ხელშეკრულებით".
როგორც ვხედავთ მაშინ როდესაც მხარეებს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება კანონი უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასვლისათვის აწესებდა ორ სავალდებულო პირობას, პირველი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას და მეორე ნივთის მფლობელობაში გადაცემას.
დასახელებულ შემთხვევაში ორივე პირობა სახეზეა. მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება,რომელიც დამოწმდა ასევე ნოტარიულადაც . ასევე მოხდა ნივთის მფლობელობაში გადაცემაც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით და იმ დღიდან შპს "თაკვერი ფლობს და მართავს " ქვემო ალექსეევკაში არსებულ საქმიან ეზოსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებს , მასში არსებული ინვენტარით.
რაც შეეხება რეგისტრაციას არც ქაღალდის სახით რეგისტრაცია და არც ელექტრონული ფორმით მაშინ არ არსებობდა და შესაბამისად ვერც განხორციელდებოდა .
.რაც შეეხება 1994 წლის 29 მაისის N 178 ბრძანებულებით დამტკიცებული"პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის,საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" დებულების მე-18 მუხლს ;" გაყიდული ობიექტის საფასურის დარჩენილი ნაწილის საპრივატიზებო ბარათებით ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ მყიდველზე გაიცემოდა საკუთრების მოწმობა",თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებდა მხარის მიერ ვალდებულების, თანხის სრულად გადახდის ფაქტს და პრივატიზაციის დასრულების ფაქტს, რაც გახლდათ შეუზღუდავი საკუთრების წარმოშობის წინაპირობა.ამ დოკუმენტის გაცემადე სახელმწიფო პრივატიზაციის პროცესში ჩაბმული სუბიექტი შეზღუდული იყო საკუთრების ფარგლებში და იწოდებოდა მყიდველად და არა მესაკუთრედ.შესაბამისად იგი არ იყო აღჭურვილი იმ უფლებამოსილებებით, რომლითაც აღჭურვილი მესაკუთრე კონსტიტუციის შესაბამისად.
აღნიშნული ეხებოდა იმ შემთხვევას ,როდესაც სახელმწიფო ქონების გასხვისება ხდებოდა და არა კერძო საკუთრებაში არსებული ქონების, რაც სახეზეა დასახელებულ შემთხვევაში.ამიტომ სასამართლოს და ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული ნორმა არ უნდა გამოეყენებინა გადაწყვეტილების მიღებისას.
საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება თავიდანვე კანონსეუსაბამოდ წარიმართა. საჯარო რეესტრს უმთავრესად უნდა დაედგინა კერძო სამართლებრივ სუბიექტებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუ სახელმწიფოსა და კერძო სამართლის სუბიექტს შორის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება,რომ ორივე მხარე კერძო სამართლის სუბიექტი იყო .განხორცილდა კერძო სუბიექტის ქონების გასხვისება და არა სახელმწიფოს ბალანსზე არებული ქონებისა.
.13.საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითაა გარანტირებული ;" 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი". ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მიხედვით;" ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
საკუთრების უფლება ასევე გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიით.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი;
"მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
გარიგების დადებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვითაც გარანტირებული იყო საკუთრების უფლება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 89 -ე მუხლის მიხედვით;
"მესაკუთრეს აქვს ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება კანონით დადგენილ ფარგლებში."
სააპელაციო სასამართლომ მის მიერ არასწორი ნორმების გამოყენების გზით მხარეს შეუზღუდა საკუთრების უფლება იმ ქონებაზე,რომელსაც სრულიად კანონიერად ფლობს წლების მანძილზე.საქართველოს კონსტიტუცია ასევე დაუშვებლად მიიჩნევს დისკრიმინაციას ნებისმირი ნიშნით:"მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. " საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით;"1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ."
დისკრიმინაციულ მიდგომას ასევე დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი;"ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა."
14.კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გარანტირებულს ხდის საკუთრების უფლებას და მისით სარგებლობას, ასევე დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციას.
დასახელებულ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მოპყრობა რაც გამოიხატა სახელმწიფოს მხრიდან ერთი და იგივე პირობებში მყოფი პირებისათვის ერთ- ერთი პირის მიმართ არათანაბარ და დისკრიმინაციულ მოპყრობაში.
არაპირდაპირი დისკრიმინაცია, დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახეა, რაც გულისხმობს თანაბარ პირობებში მყოფ პირთა მიმართ არათანაბარი მოპყრობის განხორციელებას .
15.შპს თაკვერი სწორედ არაპირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. კერძოდ მაშინ, როდესაც 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომაც არაერთმა ფიზიკურმა პირმა მიმართა საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და მათ განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
შპს თაკვერს,როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს,შეეზღუდა აღნიშნული უფლება. მხოლოდ იმიტომ,რომ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს და არა ფიზიკურ პირს
.შპს" თაკვერმაც" სწორედ 2011 წლიდან დაიწყო საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნა, თუმცა რეესტრმა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოს ერთ-ერთ სტრუქტურას წარმოადგენს დისკრიმინაციული მიდგომა გამოხატა მის მიმართ და უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით რომ 2012 წლის 1-ლი იანვრიდან იგი უკვე აღარ იყო უფლებამისილი ორგანო მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელზე მოეხდინა საკუთრების რეგისტრაცია. ,აღნიშნული ქმედება კი უპირობოდ დისკრიმინაციულია. განხორციელდა თანაბარ პირობებში მყოფი სუბიექტების მიმართ არათანასწორი მოპყრობა.
15.2012 წლიდან კანონის შეცვლის არგუმენტაცია და მსჯელობა სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და აღნიშნულ ნორმას დაამყარა მირებული გადაწყვეტილება.რითაც შეილახა კასატორის საკუთრების უფლება.
შეგვიძლია დავასკვნათ,რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მსჯელობა განხორციელებული და შესაბამისად არასწორად განხორციელდა სამართლებრივი შეფასებაც. არ იქნა გამოყენებული ის ნორმები რომლებიც უნდა გამოეყენებინდა და არასწორად განიმარტა კანონი, რამაც საბოლოო ჯამში არამართლზომიერ და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა სასამართლო.
შპს თაკვერმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გაასაჩივრა საკასაციო წესით. მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანო უფლებამოსილი იყო კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად,მხარეთა ინტერესების დაცვის, სამართლებრივი პრაქტიკის დახვეწისა და განვითარების მიზნით, კანონი იმგვარად განემარტა რომ არ დაეშვა მესაკუთრის ინტერესების შელახვა.სასამართლოს უფლებას წარმოადგენდა ასევე, გადაეგზავნა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმის არაკონსტიტუციურობის ან მისი პრაქტიკაში გამოყენების(განმარტების) არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით,თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება არ განხორციელდა.
„შპს თაკვერი“ უფლებამოსილია აღნიშ ნული ნორმების არაკონსტიტუციურობის საკითხის განხილვა მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია , შეიცავს ყველა რეკვიზიტს რაც გათვალისწინებულია კანონით და ასევე სახეზეა საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით დადგენილი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, შესაბამისად ნებისმიერ კანონი უნდა შეესაბამებოდეს მას, დაუშვებელია, ნორმის რომელიმე დებულება ეწინააღმდეგებოდეს ან ლახავდეს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.ამიტომ მაშინ,როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს პირი, რომელსაც უშუალოდ შეეხო კანონის არაკონსტიტუციურობა, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით.
სადავო ნორმა არალეგიტიმურია და არათანაბარ პირობებში აყენებს იურიდიულ პირებს ფიზიკურ პირებთან მიმართებით.კანონი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ"მე-7 4 ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის საკუთრების მიზნებისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განსხვავებულ რეგულაციებს და კანონში შეტანილი ამ ცვლილებებით ირღვევა კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილი .
კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილი;“1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.’
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, [1]თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები.
„კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის არა მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები.კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც, ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტიებს. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ისე მიზანს.“(საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #1/4/557,571,576 13.11.2014.)
ამიტომაც დაუშვებელია თანასწორ პირობებში მყოფი სუბიექტების მიმართ არათანასწორი მოპყრობის განხორციელება . კანონი" ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" შეიქმნა არა მარტო ფიზიკური ,არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვისაც და ეს სათაურიდანაც კარგად ჩანს.
კანონის მიზანი იყო ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე მათ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საკუთრებად რეგისტრაცია. თუმცა, სამწუხაროდ, 2012 წლის ცვლილებით კანონმა თავისი ფუნქცია დაკარგა კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის და განხორცილდა დისკრიმინაციული მიდგომა ფიზიკურ პირებთან მიმართებაში.ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის მუდმივი პროცესის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა სტანდარტების განვითარებასთან ერთად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადაპტირება ახალ რეალობასა და გამოწვევებთან. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარებას, რაც დაეხმარება სახელმწიფოს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით. ადამიანის უფლება -იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, განმტკიცებულია არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში, რომელთა შორის აღსანიშნავია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია’’ (შემდგომში - „კონვენცია’’ ან/და „ევროპული კონვენცია’’). კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. დისკრიმინაციის შესაძლო ფორმები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-14 მუხლში, ამომწურავი არ არის და დებულება ,,სხვა სტატუსი’’
ფართო დისკრეციას უტოვებს კონვენციის საზედამხედველო ორგანოს, დაადგინოს დისკრიმინაციის არსებობა ისეთ საფუძველზე, რომელიც ნათლად და ერთმნიშვნელოვნად არ არის მოხსენიებული კონვენციის მე-14 მუხლში.
კონვენციის თანახმად, დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა განსაკუთრებით ეფექტიანია იმ თვალსაზრისით, რომ მის სადარაჯოზე დგას ისეთი ინსტიტუცია, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა აღსასრულებლად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. აღსანიშნავია, რომ კონვენციის მიერ დაცული სხვა უფლებებისგან განსხვავებით, დისკრიმინაციის აკრძალვა არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც განიხილება კონვენციისა და მისი ოქმების სხვა მუხლებთან ერთობლიობაში. მას ასევე „პარაზიტ“ ნორმასაც უწოდებენ, ვინაიდან მე-14 მუხლი საზრდოობს სხვა მუხლებით, ანუ ჩვეულებრივ, იგი არ გამოიყენება დამოუკიდებლად და მისი დარღვევა ნაგულისხმები უნდა იყოს რომელიმე სხვა უფლებასთან მიმართებაში.ავტონომიური ბუნება ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
არაერთ გადაწყვეტილებაში. მაგალითად, ბელგიური ლინგვისტიკის საქმეში15 სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-14 მუხლი არ არის დამოუკიდებელი იმ გაგებით, რომ ის გამოიყენება მხოლოდ კონვენციით განმტკიცებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებით განპირობებული დიფერენციაცია.სასამართლოს განმარტებით განსხვავებული მოპყრობა არ უნდა იყოს თვითმიზანი , დისკრიმინაციას ადგილი ექნება მაშინ,როდესაც დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია და მოკლებულია გონივრულ საფუძველს.მაშასადამე დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით.შესაბამისად თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად , არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას რაც უპირობოდ სახეზეა ჩვენ შემთხვეაში,მაშინ როდესაც განსხვავება განხორციელდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის სტატუსის კუთხით.
ასევე არაკონსტიტუციურია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 3მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტები;“
სადავო ნორმა არალეგიტიმურია და არათანაბარ პირობებში აყენებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ფიზიკური პირები ამ შემთხვევაში იმყოფებიან უკეთეს მდგომარეობაში, რადგან მათ არ უწევთ საფასურის გადახდა იმ მიწის ნაკვეთისათვის რაზე მფლობელობის უფლებაც გააჩნიათ სრულიად კანონიერად. მაშინ,როდესაც კერძო სამართლის იურიდიული პირი მოვალეა იმ მიწის ნაკვეთის საფასური, რომელიც მას თავის დროზე სრულიად კანონიერად და სასყიდლით აქვს შეძენილი,. მასზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაშიც გადაიხადოს .გამოდის,რომ ფიზიკური პირებისგან განსხვავებით კერძო სამართლის იურიდიული პირების ორმაგი დაბეგვრა ხდება და სახელმწიფო მათ ხარჯზე უსაფუძვლოდ მდიდრდება. გამოდის,რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი კერძო სამართლის იურიდიულ პირს, შპს თაკვერს, მაინც მოუწევს სასყიდლის გადახდა იმ უძრავი ქონების საკუთრებად დარეგისტრირებისათვის რაც მას სრულიად კანონიერად აქვს შეძენილი. დაუშვებელია როდესაც მიტაცებული მიწის ნაკვეთების მფლოებელებსა და მართლზომიერად და სრულიად კანონიერად შეძენილი მიწის ნაკვეთების მფლობელებს შორის ხორციელდებოდეს თანასწორი მოპყრობა.ეს ის შემთხვევაა,როდესაც არათანასწორ პირობებში არსებული სუბიექტების მიმართ თანასწორი მოპყრობა ხორციელდება. იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ ნაწილს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლით აღიარებულია, რომ დისკრიმინაცია შესაძლოა მოჰყვეს არა მხოლოდ ანალოგიურ სიტუაციებში პირთა განსხვავებულად მოპყრობას, არამედ ერთი და იმავე მოპყრობის შეთავაზებას განსხვავებულ სიტუაციებში მყოფთათვის. ამ დროს განსხვავებულია არა თვით
მოპყრობა, არამედ ამ მოპყრობის ეფექტი, რომელსაც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან მიმართებით ადგენს: ,,შესაძლოა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ ზოგადი
პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობდეს, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე.’’
არაპირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებია: ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა; მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა დაცულ ჯგუფებზე. ის, თუ რასნიშნავს დებულების, კრიტერიუმისა თუ პრაქტიკის „ნეიტრალური“ ხასიათი, კარგად ჩანს შონიტის საქმეში. აღნიშნულ საქმეში მომჩივანი მიუთითებდა, რომ პენსიებს შორის სხვაობა არ ეფუძნებოდა განსხვავებას სამუშაო საათების რაოდენობას შორის. ამგვარად, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პირებმა მიიღეს ბევრად ნაკლები პენსია სრულ განაკვეთზე მომუშავე პირებთან შედარებით, იმის გათვალისწინებით, რომ
მათი სამუშაო დროები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, რაც ისედაც გულისხმობდა ნაკლები პენსიის მიცემას ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთათვის. პენსიის გამოთვლის ეს ნეიტრალური წესი თანასწორად ეხებოდა ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ყველა პირს. თუმცა, რადგან ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პირთა დიდი პროცენტი ქალები იყვნენ, ამ წესს არაპროპორციულად უარყოფითი ეფექტი ჰქონდა ქალთათვის, კაცებთან შედარებით. მოყვანილი მაგალითი არის გარეგნულად ნეიტრალური დებულების, კრიტერიუმისა და პრაქტიკის ნეგატიური ეფექტის ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინება დისკრიმინაციის ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეულ პირებსა
თუ ჯგუფებზე.არაპირდაპირი დისკრიმინაციის მეორე ნიშანია, რომ ნეიტრალურ დებულებას, კრიტერიუმს თუ პრაქტიკას უნდა ჰქონდეს გარკვეულ ჯგუფზე კონკრეტული უარყოფითი ეფექტი. სწორედ ამით განსხვავდება არაპირდაპირი დისკრიმინაცია პირდაპირისაგან, ანუ თუ პირველ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება თავად დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დროს ნიშანდობლივია უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უარყოფითი ეფექტი. ამასთან, ასეთი ეფექტის შეფასებისას, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ისე მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო იკვლევს, „დაცული ჯგუფის“ რამდენად დიდ ნაწილზე იმოქმედა ნეგატიურად კონკრეტულმა დებულებამ, კრიტერიუმმა თუ პრაქტიკამ. ისევე როგორც პირდაპირი დისკრიმინაციის დროს, არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევაშიც სასამართლოს კვლავ კომპარატორის მოძიება სჭირდება, რათა დაადგინოს რამდენად არის ესა თუ ის მიდგომა და პრაქტიკა ნეგატიური ადამიანთა ერთი ჯგუფის მიმართ
მეორესთან შედარებით, რომლებიც იმავე მდგომარეობაში არიან განსახილველ შემთხვევაში ამ
ნორმის უარყოფითი ეფექტი კასატორის მიმართ გამოვლინდება განჭვრეტად მომავალში,თუ მას მიეცემა მართლზომიერი მფლობელობის უფლებით რეგისტრაციის სესაძლებლობა და რის წესრიგში დადგება არაკონსტიტუციური დისკრიმინაციული ნორმის შედეგად დაწესებული საზღაურის გადახდა.შესაბამისად ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა განჭვრეტად მომავალში კასატორის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს.
დასახელებული მსჯელობის შესაბამისად ცალსახაა,რომ ნორმები,რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობაცაა მოთხოვნილი ჩვენს მიერ ნამდვილად არალეგიტიმურია და კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ ნაწილთან შეუსაბამო.
ვითხოვთ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ"მე-7 4 და ამავე კანონის მე-7 3 მუხლის 1-ლი,მე-2 და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას
[1] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა