შპს "ნავთლუღი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1310 |
ავტორ(ებ)ი | შპს "ნავთლუღი" |
თარიღი | 24 აპრილი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ” მუხლი 3, პუნქტი 10
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი `მეწარმეთა შესახებ~ მუხლი 3, პუნქტი 10 | საქართველოს კონსტიტიციის მეორე თავი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი: `ყოველ ადამიანს აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
- საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე- 19, და 39-ე მუხლები. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი, ვინაიდან:
ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ
გ) სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დეტალურად განიმარტოს `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის მუხლი 3-ის მე-10 პუნქტი და შევიდეს შესაბამისი შესწორებები მასში, რათა ნათელი იყოს კონკრეტული დეტალები.
კერძოდ:
1. რამდენი წლის დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლება აქვს პარტნიორს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხვედით სააქციო საზოგადოების წევრს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს სააქციო საზოგადოების 5%-ის მფლობელ აქციონერს. ასევე საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გადასახადის დაბეგვრის ობიექტს დადგენისათვის აუცილებელია დოკუმენტები შეინახოს 3 წლის განმავლობაში.
2. რა ფორმით უნდა მიეწოდოთ მათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
3. რა იგულისხმება სიტყვებში: საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდებ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე.
4. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის მუხლი 3-ის მე-10 პუნქტი ნორმატიული შინაარსი მისი ბუნდოვანობის გამო.
5. მოთხოვნით დასაბუთებას დეტალურად უშუალოდ წარმოგიდგენთ გამწესრიგებელ სხდომაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა