გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1759 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ცააძე |
თარიღი | 21 დეკემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში პერსონალური მონაცემის მითითების აკრძალვას, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი (თანასწორობის უფლება): 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი (საპროცესო უფლებები): 1.ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი.
საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ მოსარჩელეს წარმოვადგენ მე, ფიზიკური პირი, გიორგი ცააძე, რომელსაც მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი მე-201. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი მე-3 ნაწილი: ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას, დოკუმენტის ნომერი: 2352, დოკუმენტის მიმღები: საქართველოს პარლამენტი, მიღების თარიღი: 23.07.1999, სარეგისტრაციო კოდი: 030.000.000.05.001.000.672. წინააღმდეგობრივია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლების) 1 პუნქტთან, რაც მდგომარეობს შემდეგში: ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები), 1 პუნქტთან, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ რამეს: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნული საპროცესო ნორმის ჩემს მიერ ზემოთხსენებული შესაბამისი ნაწილის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ამ ნორმატიული შინაარსით არსებობით, მიმაჩნია მე მოსარჩელე, გიორგი ცააძეს, რომ ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს საქმის სამართლიანი, ობიექტური და გონივრული განხილვა. ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოებრივ საიდუმლოებას, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და მისი გახმაურება გამოიწვევს ზიანს დემოკრატიულ საზოგადოებაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც მტკიცებულება ადმინისტრაციულ პროცესზე, რადგან მასზე პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარის ხელმისაწვდომობა, შემხებლობა არ არსებობს და ფიზიკურად შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად ავთენტური, რეალური, რელევანტურია ეს ინფორმაცია და რაც მთავარია, რამდენად არგუმენტირებული, გონივრული, სამართლიანი და სამართლებრივი დასაბუთებისა და განსჯის შედეგად დაეყრდნო ამ კონკრეტულ ინფორმაციას მოსამართლე, მიიღო როგორც სარწმუნო და სანდო და დააფუძვნა თავისი გადაწყვეტილება მასზე. აღნიშნული ინფორმაცია, როდესაც წარმოადგენს სახელმწიფოებრივი საიდუმლოების შემცველ ინფრომაციას, შეიცავს ინსტიტუციურ საიდუმლოებას და გარკვეული ფორმალურ-პროცედურული პირობების არსებობიდან გამომდინარე მას ადევს გრიფი მომპოვებელი ან მიმწოდებელი ინსტიტუციის მიერ, ის ვერანაირად ვერ იქნება მხარისათვის გამჭირვალე ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცესის დროს და მისი გამოყენება როგორც ნივთმტკიცება საქმეში ყოვლად ლოგიკურ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ატიპიურია და ირელევანტურია ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი წარმოების დროს, რადგან გარდა ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე მხარისა და ასევე დამოუკიდებელი არბიტრის მოსამართლის გარდა, რომელმაც მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერებისა და საფუძვლიანი გაანალიზების შედეგად სამართლიანი და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პროცესის მონაწილე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მისი გაცნობის, დეტალური შესწავლის, გაანალიზებისა და შეფასების შესაძლებლობა არ გააჩნია და ამით როგორ იქნება უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვა დაცვის მხარის ნაწილში, ბუნებრივია ვერანაირად. უფრო მეტიც არის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გრიფითსაიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ურთავს სამართალწარმოების დროს საქმეს და მასზე აფუძნებს მთლიანად საკუთარ პოზიციას. ესეიგი გამოდის შემდეგი რამ, კერძოდ: აღნშნული იფორმაცია შესაძლებელია აღმოჩნდეს სასამართლოსთვის ერთადერთი, არსებითი და გადამწყვეტმნიშვნელოვანი საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც ყოვლად დაუშვებელია. გრიფითსაიდუმლოების შემცველი ინფრომაცია, რომელზედაც წვდომა აქვს მხოლოდ მოსამართლეს და ამ ინფორმაციის მომპოვებელ, დამმუშავებელ სახელმწიფო ორგანოს, ზოგადად არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც თუნდაც ერთ-ერთი მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოებისას და თუ მაინცდამაინც აუცილებელია მისი გამოყენება პროცესში, შესაძლებელია აღწერდეს მხოლოდ საქმის ზოგად ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ნივთმტკიცებულების სახე არ ექნება. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი მე-201. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი მე-3 ნაწილი: ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას ამ ნორმატიული შინაარსით კანონმდებლობაში არსებობა ასევე უდიდეს წინააღმდეგობას წარმოქმნის საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით, რომელიც მდგომარეობს შეჯიბრებითობის პრინციპში, კერძოდ ნებისმიერი ტიპის სამართალწარმოება სასამართლოში დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომელიც სამართლიანი სასამართლოს არსებობისათვის აუცილებელი ნორმატიული ელემენტებია. იმ შემთხვევაშია თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს მოსამართლე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ერთ-ერთი ან ერთადერთი და არსებითი მტკიცებულების სახით წარდგენილ გრიფითსაიდუმლოების შემცველ დოკუმნეტაციაზე, ოქმსა თუ ინფორმაციის შემცველ რაიმე საბუთზე დააფუძნებს საკუთარ პოზიციას და მიიღებს მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას, ეს პერსონალური მონავემი თავის მხრივ უცნობი იქნება დაცვის მხარისთვის და ამით ვერ იქნება უზრუნველყოფილი თანასწორუფლებიანობა წოდებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელსაც არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ვინაიდან გრიფითსაიდუმლოს დადების ინსტიტუციური მექანიზმი ადმინისტრაციული ორგანოს ხელშია, რადგან ის სახელმწიფოს წარმოადგენს, ის თავის მხრივ უფრო პრიორიტეტულ, უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება, რათა ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში დაადოს გრიფი ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას და გამოიყენოს ის შემდგომში როგორც მტკიცებულება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. აქედან გამომდინარე წარმოიქნება არათანაბარი და არათანასწორი სიტუაცია მხარეებს შორის საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შესწავლის კუთხით, რადგან დაცვის მხარე ფიზკურად ვერ მოახერხებს იმ საიდუმლო პერსონალური მონაცემის შესწავლას, განხილვასა და გაცნობას რასაც გრიფი ადევს სახელმწიფო ორგანოს მხრიდან. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ იარსებებს შეჯიბრებითობა, რადგან არსებითად უთანასწორო პროცესუალურ-უფლებრივი მდგომარეობაა მხარეებს შორის. აღნიშნული საპროცესო ნორმა უდიდეს სამართლებრივ კოლიზიაში და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას დასახული სამართლებრივი მიზნისა და შედეგის მისაღწევად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 197-ე მუხლთან რომელიც მდგომარეობს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე მხარეების მხრიდან ადმინისტრაციული საქმის მასალების გაცნობაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცეს კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის არსებობის ფონზე, ვერანაირად ვერ ექნებათ ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობა, რომ გაეცნონ ადმინისტრაციულ საქმის მასალებს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თავისუფლად არის შესაძლებელი წარდგენილი იყოს ისეთი მასალა დოკუმენტაციის სახით შემდგომში სასამართლოზე მის ერთ-ერთ ან ერთადერთ მტკიცებულებად გამოსაყენებლად, რომელსაც ედება გრიფი, შემცველობა ექნება პირადი მონაცემის და დაცვის მხარისათვის გასაცნობად ფიზიკურად შეუძლებელია იქნება. ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 197-ე მუხლის ნორმატიულმა შინაარსმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის არსებობის ფონზე დაკარგა საკანონმდებლო სივრცეში პრაქტიკული რეალიზაციის საშუალება, რადგან პროცესის ნორმა კრძალავს ისეთ ქმედებას, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმის დასაშვებობას დასაწყისშივე ეწინააღმდეგება. სასკ-ის 197-ე მუხლში საუბარია არა ადმინისტრაციული ორგანოს წარმოების მონაწილე მხარეებზე, არამედ ზოგადად ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირებზე, რომლებიც შეიძლება მონაწილეობას ღებულობდნენ, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების პროცესში, ისე სასამართლო წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ საქმეზე, აქედან გამომდინარე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ნორმის ზუსტ სამართლებრივ განმარტებას, შინაარსს და ისე მოხდეს შეფასება მისი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმასთან მიმართებით, თუ რატომ შეიძლება ის იყოს წინააღმდეგობრივი მასთან. აღნიშნული ადმინისტრაციული საპროცესო ნორმის შესაბამისი ნაწილის ამ ნორმატიული სარედაქციო შინაარსის კოდექსში არსებობით კანონმდებელი არაპირდაპირი ფორმით დისკრიმინაციას ახორცეილებს და არამართლზომიერ, გაუმართლებელ და არალეგიტიმურ ინტერვენციას ახდენს ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით დაცულ სფეროში თანამდებობრივი და წოდებრივი ნიშნის მიხედვით, რადგან გასაიდუმლოებული ინფორმაციის (პირადი მონაცემის) ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების დროს მტკიცებულებად გამოყენება პროცესის მონაწილე მეორე მხარისათვის ხელმიუწვდომელს, გაურკვეველს ე.წ ტაბუდადებულს ხდის ამ ინფორმაციის შინაარსობრივ სიზუსტეს, სანდოობას, რელევანტურობასა და რეალობას, მისი კანონიერი წარმომავლობის წყაროს, რითაც ხდება გაურკვეველი მხარისათვის თუ რას უნდა დაეყრდნოს მომავალში სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე, რაც უპირველეყფვლისა არღვევს მხარეთა შორის თანასწრობის პრინციპის, რომელზეც შეჯიბრებითობაა დაფუძნებული და ვერანაირად ვერ იქნება უზრუნველყოფილი პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა საქმის სამართლიანი განხილვის ნაწილში. გამოდის რომ არსებული კანონმდებლობით ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარე, კერძოდ ადმინისტრაციულ ორგანო თანამდებობრივი ნიშნით იყენებს მისთვის პრიორიტეტულ სამართლებრივი მდგომარეობას და სტატუსს, რომ ინფორმაციას დაედოს გრიფი, შემდგომ მიეცეს მას მტკიცებულებათა სახე და გამოყენებულ იქნას ადმნინისტრაციულ პროცესში საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, რომლის შინაარსიც მხოლოდ მისთვის იქნება ცნობილი, ხოლო მხარე ფიზიკურად ვერ შეძლებს მის გამოკვლევას და შემდგომ დადგენას თუ რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება და რაზე დააფუძნა საკუთარი მოსაზრება, რამდენად კანონიერი და დასაბუთებული იყო ეს ა.შ. ამ შემთხვევაში არ არსებობს მხარეთა თანასწორობა და არ არსებობს საქმის სამართლიანი განხილვა. რომც სანდო, რეალური, კანონიერი და დადასტურებული იყოს გრიფითსაიდუმლოების მქონე ოპერატიული ან სხვაგვარი ტიპის ინფორმაცია ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების დროს, მაინც არ უნდა იქნეს იგი მტკიცებულებად გამოყენებული, რადგან მხარეს ვერ ექნება მასზე წვდომა, ობიექტური შეფასების, განსჯისა და ანალიზის შესაძლებლობა, რითაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვა და დარღვეულ იქნება მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპი. სწორედ აღნიშნული გარემოებები, მსჯელობები ქმნის იმის წინაპირობას, რომ სადავო ნორმის ძველებური ნორმატიული შინაარსობრივი რედაქციის არსებობა ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას სასამართლოში ერთ-ერთი მხარისათვის, რაც გარატირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები) 1 პუნქტის მე-2 დებულებით, კერძოდ საქმის სამართლიანი და დროული განხილვა უზრუნველყოფილია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სარჩელის კონსტიტუციურსამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი მე-201. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას, დოკუმენტის ნომერი: 2352, დოკუმენტის მიმღები: საქართველოს პარლამენტი, მიღების თარიღი: 23.07.1999, სარეგისტრაციო კოდი: 030.000.000.05.001.000.672 ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლების) 1 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, უფრო კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის ფაბულის ნორმატიულ შინაარსთან საკონსტიტუციოსამართლებრივ წინააღმდეგობაზე, რომ გავამახვილო ყურადღება, რომლის უშუალო სამართლებრივ ტერმინთანაც მოდის უდიდეს წინააღმდეგობაში საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსი, ეს გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის ტერმინი: წოდებრივი მდგომარეობა, უფრო კონკრეტულად არცერთ შემთხვევაში ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის (პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო საიდუმლოება), ნებისმიერი ტიპის მტკიცებულებად გამოყენებას ადმინისტრაციულსამართლებრივი პროცესის განხილვის, დროს, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო თავად ადებს გრიფს, რომ აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლო ხასიათი შენარჩუნებულ იქნას. ამ ქმედებით ადმინისტრაციული ორგანო ქმნის უაღრესად უთანასწორო ვითარებას ადმინისტრაციულსამართლებრივი დავისას პროცესის მონაწილე მეორე მხარის მიმართ, რადგან იგი არის სამართლებრივად პრიორიტეტულ მდგომარებაში იმ გაგებით, რომ მის ხელში არის ინსტიტუციური ბერკეტი, გრიფისაიდუმლო მექანიზმის გამოყენების სახით, რომელსაც როდესაც მოესურვება მაშინ გამოიყენებს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, რაშიც სწორედაც რომ მისი სახელმწიფოებრივი-წოდებრივი სტატუსი აძლევს ამის საშუალებას. უფრო კონკრეტულად და გასაგებად, რომ ითქვას, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც არის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, თუ გააჩნია გარკვეული ინტერესი ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული საქმის მიმართ, რომ საქმე გარდაუვლად და აუცილებლად უნდა გადაწყდეს მოწიააღმდეგე მხარის სასიკეთოდ, მას თავისუფლად შეუძლია გრიფი დაადოს ნებისმიერი ტიპის გამოუკვლევ, დაუდასტურებელ, ირელევანტურ, გადაუმოწმებელ და კანონდარღვევით მოპოვებულ ინფორმაციას, გამოიყენოს ის, როგორც ერთადერთი, არსებითი და გადამწყვეტმნიშვნელოვანი მტკიცებულება ან თუნდაც ერთ-ერთი მტკიცებულება სასამართლო საქმის წარმოების დროს,ამის შედეგად მხედველობაში მიიღოს ეს მოსამართლემ და მასზე დააფუძვნოს საკუთარი არგუმენტირებული გადაწყვეტილება, რაც ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია, რადგან ეს მხარისთვის ვერანაირად ვერ იქნება ხელმისაწვდომი, რომ საფუძვლინად შეისწავლოს, გაანალიზოს და შეაფასოს მოსამართლის გადაყწვეტილება რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რადგან იმ ინფორმაციას, რომელსაც შესაძლებელია ადმნისტრაციუციული საქმის განმხილველი მოსამართლე დაეყრდნოს, წარმოადგენს სახელწიფოებრივ საიდუმლო ინფორმაციას, შეიცავს პირად, პერსონალურ მონაცემებს, დადებული აქვს გრიფი თავად ამ ინფორმაციის მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოსგან და ამის გაცნობის საშუალება მხარეს არცერთ შემთხვევაში არ აქვს. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ დარღვეულია მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპი ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, რომელიც ეფუძვნება თანასწორობას. თითოეულ მხარეს, რომელიც საქმის მონაწილეა, უნდა გააჩნდეს თანაბარი შესაძლებლობა პრაქტიკულ რელიზაციაში მოიყვანოს თავისი პროცესულური უფლებები, რომლებიც გარანტირებულია უპირველესყოვლისა როგორც საქართველოს კონსტიტუციით, კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით, საერთაშორისო აქტებით, შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ყოველგვარი რაიმე სახელმწიფო თანამდებობრივი უპირატესობის გამორჩევს გარეშე ან ინსტიტუციური პრიორიტეტული მდგომარეობის გამოყენების გარეშე, რაც თავისუფლად შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ინსტიტუციური მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა მათ ხელში, რომელიც აშკარად უთანასწორო და უსამართლო მდგომარეობაში აყენებს პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს. ამით თავისუფლად შესაძლებელია მოხდეს ერთგვარი დისბალანსი ადმინისტრაციული წარმოების დროს მხარეებს შორის, რითაც დარღვეული იქნება შეჯიბრებითობის პრინციპის ფუნდამენტური საფუძვლები, რომელიც ეფუძნება მხარეთა თანასწორობას და თანაბრობას, რაც არის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ამოსავალი იდეა და ქვაკუთხედი. ამ სამართლებრივი ფაქტორის გარეშე ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს არსებობის იდეა, რომელიც ეხება, როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს. მოცემულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესის დაცვის ურთიერთდაბალანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი არ უნდა შეიზღუდოს მეორის ხარჯზე, უფრო კონკრეტულად ერთია სახელმწიფოებრივი საიდუმლო მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს ოპერატიული ან პროფესიულ-თანამდებობრივი (პერსონალური მონაცემები), რაც საჭიროებს გრიფის დადებას დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი საშიშროების დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეალიზაციის კუთხით, რაც ბუნებრივია კანონიერია და ლეგიტიმური, ხოლო მეორე არის ამ უკვე გრიფი დადებული სახელწმიფოებრივი მნშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოყენების ის ვიწრო არეალი, რომლითაც განისაზღვრება ადამიანის საპროცესო უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა, რაც მდგომარეობს საქმის სამართლიან განხილვაში. აქედან გამომდინარე პირველი შემთხვევა, რომ სახელწმიფო ორგანო გამოსცემს გრიფს და ადებს მას გარკვეულ დოკუმენტაციაზე, ამით თავის მხრივ მიიღწევა დასახული მიზანი, თუმცა შემდგომ მისი სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად გამოყენება ერთგვარად სცდება ადამიანის უფლებების დაცვის არეალს, არაპროპორციულად, არაზომიერად და არალეგიტიმურად იჭრება მასში და უხეშად არღვევს იმ ზღვარს, რომელზეც გადის ადამიანის უფლებების ინსტიტუცირი დაცვის უზრუნველყოფა და ამ ისნტიტუციის მიერვე დარღვევაზე. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის სასამართლოს მიერ (გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი) მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები), 1 პუნქტთან, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. წინააღმდეგობრივი ამ შემთხვევაში არის ჩემს მიერ ნახსენები საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები) 1 პუნქტის მე-2 წინადადებასთან, კერძოდ „საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“, იმ სამართლებრივი საკანონმდებლო მოცემულობით და გაგებით, რომ თუ გრიფისაიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, გამოყენებული იქნება ადმინისტრაციულ სასამართლო პროცესზე, როგორც მტკიცებულება, ამით დაიღვევა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი იმ სამართლებრივი თავისებურებითა და ფორმით, რომ პროცესში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს და მოსამართლის (პროცესიდან) გარდა წვდომა მეორე მხარეს არ ენქნება იმ გრიფისაიდუმლების შემცველ ინფორმაციაზე, რომელსაც სასამართლომ შესაძლებელია ადმნისტრაციული გადაწყვეტილება დააფუძნოს, რადგან საქართველოს კანონი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული დისპოზიცია სწორედ იმას, მოცავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ის პირადი მონაცემი იქნება დაფარული მხარეთათვის მისი გრიფისაიდუმლო ხასიათიდან გამომდინარე. ანუ გამოდის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იცის ეს პირადი მონაცემი პროცესის დაწყებამდე და მოსამართლის მიერ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლე ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას მისი გამოკვლევიდან გამომდინარე და მხოლოდ დაცვის მხარემ არ იცის და მასზე არ აქვს წვდომა, რაც ვფიქრობ, რომ ყოვლად ატიპიურია, დაუსაბუთებელი, უთანასწორო, არასამართლიანი და უკანონო, რადგან მხარე ვერანაირად ვერ შეაფასებს დამოუკიდებლად, ვერ გაანალიზებს, საფუძვლიანად ვერ შეისწავლის და განსჯის ზოგადად თუ რა ინფორმაციას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, რამდენად სანდო და რეალურია ეს ინფორმაცია და რამნდენად დასაბუთებული, არგუმენტირებული, სამართლიანი, სამართლებრივი მსჯელობა განავითარა მოსამართლემ საკუთარი პოზიციის დაფუძვნებისას ამ ტიპის ინფორმაციაზე, რომელსაც გააჩნია მტკიცებულებითი ძალა ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცესში. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ მოცემული ადმინისტრაციული საპროცესო ნორმის შესაბამისი ნაწილის ნორმატიულ დისპოზიციაში უნდა გაკეთდეს სამართლებრივად მართებული, არგუმენტირებული, ლოგიკური, სრულფასოვანი, რელევანტური, გონივრული, შედეგზე და მიზანზე ორიენტირებული, წინასწარ განჭვრეტადი დათქმა, რითაც სათანადო რეგულირება მოხდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში პირადი მონაცემის, როგორც მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე და მასზე დაყრდნობით ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების აკრძალვაზე, რადგან აშკარაა, რომ ეს ნორმა შეიცავს ნორმატიულ ხარვეზს, ვერ უზრუნველყოფს გამართულად ფუნქციონირებას, იგი ფიზიკურად ვერ მოიყვანს მართებულ კონსტიტუციურსამართლებრივ შედეგს პრაქტიკულ რეალიზაციაში ამ ნორმატიული მოცემულობით და პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორიცაა თანასწორობის უფლება და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ეს ნორმა პირდაპირ უხეშად და პროპორციულობის პრინციპის უგულებელყოფით იჭრება ადამიანის უფლებების დაცვის ობიექტის არეალში, უგულებელყოფს და ფეხქვეშ თელავს მას. ერთია სახელმწიფოს პრიორიტეტული ინტერესი რაიმე ტიპის ინფორმაციაზე გრიფისაიდუმლოების დადების თაობაზე, რაც საჯარო ინტერესიდან გამომდინარეობს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უშიშროების, სახელმწიფო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესწყობილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე არის კერძო ინტერესის დაცვის პრინციპი, რომელიც გამოიხატება ამ ტიპის ინფორმაციის ადმინისტრაციულ პროცესზე, როგორც დაუშვებელ მტკიცებულებად გამოყენებაში, რაც სავსებით შესაძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებელი არ დგას ორი არჩევანის წინაშე ე.წ პრაქტიკული კონკორდანსის პრინციპის მიხედვით, რომ ერთი უფლების დაცვა ჯობია მეორე უფლების შეზღუდვის ხარჯზე, თუ პირიქით, რადგან ერთია გრიფი დაადო ნებისმიერი ტიპის საქმეს ადმინისტრაციული ორგანოს პირადი შეხედულებითა და დისკრეციით ანუ შესაძლებლობა გქონდეს ამისი ნებისმიერ დროს, რაც ბუნებრივია უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონიდან, ხოლო მეორე სამართლებრივი ფაქტორია და ნაბიჯი რამდენად მართებულ მსვლელობას მისცემ შენ შემდგომში ამ გრიფისაიდუმლოების შესახებ ინფორმაციას და დაარღვევს თუ არა ადამიანის ძირითად უფლებებს ამით, ანუ არალეგიტიმურად მოხდება თუ არა ჩარევა ამ ინსტიტუციური ბერკეტით ადამიანის ძირითადი უფლებების არეალში. სხვადასხვა ეტაპია გრიფისაიდუმლოდ გარკვეული ინფორმაციის ცნობა და შემდგომ მისი გამოყენება ადმინისტრაციულ პროცესზე მტკიცებულებად. პირველი ეტაპი, რომ ინფორმაციას ედება გრიფი მისი სახელმწიფოებრივი ღირებულებიდან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა არის კანონიერი, ლეგიტიმური,ზომიერი, თანაზომიერი და ამავდროულად ლოგიკურსამართლებრივი, ხოლო მეორე ეტაპი, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციულ პროცესზე, როგორც მტკიცებულება ეს ცალსახად დაუშვებელია, რადგან პირდაპირ უხეშ, არაპროპორციულ, არათანაზომიერ, არამართლზომიერ, გაუმართლებელ, არაგონივრულ, უკანონო და არალეგიტიმურ ჩარევას გამოიწვევს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში, როგორიცაა თანასწორობის უფლება, მიუხედავად ადამიანების წოდებრივი მდგომარეობისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რომელიც ეფუძნება მხარეთა შეჯიბრებითობას, თანასწორობას და სამართლიანობის იდეას. მარტივად, რომ ვთქვათ კანონმდებელს აქვს თავისუფალი შესაძლებლობა უზრუნველყოს ორივე სამართლებრივი პირობის დაცვა, სტადიის შესრულება, რომ დაიცვას სახელწიფოებრივი ანუ საჯარო ინტერესი, კერძოდ დაადოს გრიფი საიდუმლო ინფორმაციას საჭირო შემთხვევებში და ასევე დაიცვას კერძო ინტერესი იმ გაგებით, რომ შემდგომ ეს ამ ტიპის ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციულ პროცესში, როგორც მტკიცებულება. ამით ორივე ინტერესი დაცული იქნება და დაკმაყოფილებული. საჯაროც და კერძოც, ორივე შემთხვევაში ადამიანის უფლებები დაცული იქნება. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის ამ რედაქციითა და მდგომარეობით არსებობის პირობებში ყოველთვის იარსებებს იმის რისკი, საფრთხე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ (სახელმწიფო ინსტიტუციამ) მის ხელთ არსებული სახელმწიფოებრივი ბერკეტი პოლიტიკური მანიპულაციისამებრ გამოიყენოს სათავისოდ, საკუთარი თავი ჩაიყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მისი მხრიდან რიგ პოლიტიკურად დაინტერესებულ ადმინისტრაციული წარმოების საქმეებზე სასამართლოში განხილვის დროს საკუთარი სახელმწიფოებრივი რესურსით მოპოვებულ ინფორმაციას დაადოს გრიფი, გამოიყენოს საქმეში როგორც მტკიცებულება პროცესის მონაწილე დაცვის მხარისგან დამოუკიდებლად ყოველგვარი სანდოობის, საქმისადმი რელევანტურობის, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის გარეშე, შეუქმნას მოსამართლეს მცდარი წარმოდგენა ამ საქმეზე, იძულებული გახადოს, დაცვის მხარის ამ პერსონალურ მონაცემთან მიუწვდომლობიდან და გონივრული, საფუძვლიანი განსჯის, შეფასების შეუძლებლობიდან გამომდინარე, მოსამართლე დააყრდნოს ამ შესაძლებელია არარეალურ მტკიცებულებას და მიღებულ იქნას მის მიერ ნაკლოვანი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვევა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება ერთ-ერთი მხარის მიმართ და თანასწორობის უფლება, რომლებიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. საილუსტრაციოდ შემიძლია მოვიყვანო მსჯავრდებული გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ადმინისტრაციული საქმეები, სადაც ისინი ითხოვენ ადმინისტრაციული ორგანოსგან,კერძოდ იუსტიციის სამინისტროში შემავალი მე-12 პენიტენციური დაწესებულებისგან, რომელიც არის განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, გადაყვანას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, სადაც უფრო მისაღები პირობებია ზოგადად პატიმრებისათვის. მათ საკმაოდ კარგი დახასიათება აქვთ ციხის ადმინისტრაციისგან და მათი ყოფა-ქცევაც აკმაყოფილებს დადებით სტანდარტებს, ასევე მათი ადმინისტრაციისადმი მიმართვის საფუძველი განპირობებული იყო მათი ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტებით. ამის მიუხედავად ადმინისტრაციულმა ორგანომ მათ წერილობითი უარი განუცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სუსისგან მათ ჰქონდათ მიღებული ის ინფორმაცია, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას დაედო გრიფი ვიანიდან მასში მოცემული მონაცემები წარმოადგენდა სახელწმიფო საიდუმლოებას, იყო პერსონალური ხასიათის, რის გამოც ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს არ ჰქონდათ მისი გაცნობის საშუალება, მასზე ხელმისაწვდომობა. სულ რომ მათ ყოფაქცევებზე ყოფილიყო უარყოფითი რეკომენდაციები, ისინი ფიზიკურად ვერ გამოასწორებდნენ ქვევას, რადგან არ იცოდნენ რა შეეცვალათ თავიანთ ქცევებში. ეს იყო ადმინისტრაციის მხრიდან ერთგვარი მცდელობა რაიმე არასანდო, ირელევანტური, ზედაპირული, დაუსაბუთებელი საფუძველი მოეფიქრებინათ მათთვის უარის სათქმელად, რაც მოაქციეს გრიფი ჩარჩოში იმ მიზნით, რომ მხარეს მასზე წვდომა ვერ ჰქონოდა ადმინისტრაციული სასამართლო დავის წარმოშობის შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას მხრიდან, რომლებიც ითოხვდნენ ამ ქავტის ბათილობას მისი დაუსაბუთებლად, ყოველგვარი საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე გამცემის გამო და ახალი ინდ აქტის გამოცემას, რითაც დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მისი მანკიერი, არაჯანსაღი პრაქტიკა და გრიფისაიდუმლოების შესახებ ინფორმაციას მიანიჭა მტკიცებულების სტატუსი, რომელიც იყო ერთადერთი და არსებითი მათი უარის დასასაბუთებლად. ეს იყო სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ერთგვარი მცდელობა სასამართლოს შეცდომაში შეყვანის, დაუზუსტებელი ინფრომაციის სახელწიფო საიდუმლოებად გარდაქმნის, რომ რამენაირად ეს საფუძველი მოსამართლისათვის ყოფილიყო დამაჯერებლად აღქმადი, მნიშვნელოვანი და სანდო მსჯავრდებულებისათვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად, რის შემდგომაც მსჯავრდებულები ფიზიკურად ვერ გააგრძლებდნენ დავას ზემდგომ ინსტანციებში, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ამ ანონიმურ წყაროზე გადაწყვეტილების დაყრდობის შემთხვევაში იქნებოდა გაურკვევლობა არგუმენტაციის, დასაბუთებულობის, კანონიერებისა და სამართლიანობის ხარისხში, რაც შესაძლებლბას ვერ მისცემდა საქმის გაგრძელებას და აღნიშნულით ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა. აღნიშნული ქეისის სადემონსტრაციოდ მოყვანა განპირობებულია მხოლოდამხოლოდ ერთი რამით, კერძოდ როგორ შეიძლება გრიფითსაიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენება ადმინისტრაციულ პროცესზე, როგორც მტკიცებულება მხარის საწინააღმდეგოდ ადამიანის უფლებათა დაცვის უგულებელყოფის მხრივ იმ მიზნით, რომ საქმეზე მიღებულ იქნას სახელმწიფოსათვის სასურველი გადაწყვეტილება, რომლის უკანაც პოლიტიკური ინტერესი დგას საქმის საზოგადოებრივი ინტერესის მასშტაბის მიხედვით. იხ: აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე N3/1718-22 (2022 წელი. 11 აგვისტო). ეს და სხვა ანალოგიური შემთხვევების რისკმა რომ არ მოიმატოს, საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ამ მდგომარეობით არ უნდა არსებობდეს საქართველოს კანონმდებლობაში, ვინაიდან სწორედ ზემოთხსენებული სამართლებრივი დასაბუთებიდან, მსჯელობებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნული პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლების) 1 პუნქტთან, რაც მდგომარეობს შემდეგში: ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები), 1 პუნქტთან, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ რამეს: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ასევე იხ: საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ, სადაც მკაფიოდ, გასაგებად და ნათლად არის ჩამოყალიბებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია ოპერატიულ ინფორმაციასთან მიმართებით, მისი როგორც მტკიცებულების სახით გამოყენების დაუშვებლობაზე სისხლის სამართლის პროცესზე, რომელზედაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაეფუძნოს კანონიერ ძალაში შესატანი განაჩენი. განაჩენი შეიძლება იყოს როგორც გამამტყუნებელი, გამამართლებელი, ისე ნაწილობრივ გამამართლებელი. უფრო კონკრეტულად დაუშვებელია ოპერატიული ინფორმაციის სისხლის სამართლის საქმის პროცესზე მტკიცებულებად გამოყენება, თუ ეს მტკიცებულება სასამართლო პროცესზე მხარეების თანდასწრებით არ იქნება გამოკვლეული და აგრეთვე არ დადგინდება მისი წარმომავლობის წყარო მისი სანდოობის, დამაჯერებლობისა და რეალობის განსასაზღვრავად. ამით მხარეებს თანასწორობის საფუძველზე, თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მითუმეტეს თუ ოპერატიულია და მტკიცებულების სახეს ატარებს, გამოიკვლიონ საფუძვლინად, შეაფასონ და სრულფასოვანი ანალიზი გაუკეთონ სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს თანაბაბარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან, რაც წარმოადგენს ამოსავალ იდეას საქმის სამართლიანი განხილვისა და მხარეთა თანასწორობის პირინცის უზრუნველყოფის. ამით უპირველყვლისა დგინდება აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის, როგორც საქმეზე დასაშვები მტკიცებულების სანდოობა, ჭეშმარიტება, წარმომავლობა, დასაბუთებულობა და რელევანტურობა მოცემულ საქმესთან, რათა შემდგომში ამ პროცედურამ გავლენა იქონიოს მოსამართლის მიერ საქმის საბოლოო სამართლებრივ შეფასებაზე, საქმის გონივრულ, ობიექტურ, სამართლიან განსჯაზე და აქედან გამომდინარე დასაბუთებული, კანონიერი განაჩენის გამოტანაზე, რითაც მაქსიმალურად დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის პროცესზე წარდგენილი იქნება ოპერატიული ინფორმაცია, როგორც ერთ-ერთი ან მითუმეტეს ერთადერთი არსებითი გადამწყვეტმნიშვნელოვანი მტკიცებულების სახით ბრალდების მხარის მიერ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, რასაც მის ხელთ არსებული ინსტიტუციური მექანიზმის (ბერკეტის) გამოყენებით დაედება გრიფი საიდუმლო სახელმწიფო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დაცვის მხარის მიერ აღნიშნული ინფორმაციის, როგორც მტკიცებულების სახით საფუძვლიანი გამოკვლევა, სიღრმისეული შეფასება, შესწავლა და ანალიზი ფიზიკურად ვერ მოხდება, რაც შექმნის იმის რისკს და საფრთხეს, რომ ინფორმაცია იყოს არასანდო, არაობიექტური, ირელევანტური მოცემულ შემთხვევასთან, ვარაუდებზე დაფუძვნებული და არა შეჯერებულ უტყუარ მტკიცებულებებზე მოპოვებით დადასტურებული, რითაც ასევე ობიექტური საფრთხე, რისკი შეიქმნება იმისა, რომ უარყოფითი გავლენა იქონიოს მოსამართლის მხრიდან ობიექტური, სამართლებრივად დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოტანაზე, რითაც ბუნებრივია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და თანასწორობის უფლების პრინციპი. აღნიშნული ბერკეტი სახელმწიფოს ხელში, რომელიც მდგომარეობს გრიფისაიდუმლოს გარკვეულ ინფორმაციაზე დადებაზე, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულია მოსამართლისათვის საქმის მიმართ მათთვის სასურველი სამართლებრივი წარმოდგენის შესაცვლელად, რადგან მოსამართლის მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნეს თუნდაც არაობიექტური, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების არსასრულფასოვნად აღქმიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს საქმის მიმართ პოლიტიკური დაინტერესებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე ამ ტიპის სამართლებრივი განმარტება, რითაც დაუშვებელ იქნა ოპერატიული ინფორმაციის, როგორც მტკიცებულებად გამოყენება თუ მისი გამოკვლევა ფიზიკურად შეუძლებელია მხარეთა მიერ და ის დადასტურებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებით, წარმოადგენს ერთგვარ მაპრევენცილებელ მექანიზმს, რათა თავიდან იქნას აცილებული სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი, უკანონო განაჩენის გამოტანა ბრალდების მხარის მიერ კანონდარღვევით მოპოვებულ, არადამაჯერებელ, არასანდო, არარეალური მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა საფუძვლიანი, სიღრმისეული გამოკვლევა, შეფასება და ანალიზი ფიზიკურად შეუძლებელი იყო მხარეთა მიერ თავის დროზე იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ გრიფი დაადო ამ მტკიცებულებას. აღნიშნული მექანიზმი სახელმწიფოს ხელში უმეტეს შემთხვევებში არის პოლიტიკური მანიპულაციის საგანი, რათა მათ მიერ ინსტიტუციურ-ნორმატიულ ჩარჩოში შენიღბულმა უკანონობამ, მიიღოს ლეგიტიმური სახე და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება ვერ იქნას დადგენილი. აღნიშნული გახლავთ მანკიერი პრაქტიკა სახელმწიფოს ხელში, რომელიც იწვევს სისტემურ ხარვეზებს, პრობლემებს გაუმართავი, არასრულფასოვანი და ნაკლოვანი ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე, რადგან თუ კანონმდებლობა გრიფისაიდუმლოების შემცველი ოპერატიული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას დაუშვებს, რისკი იმისა, რომ სახელმწიფომ კანონდარღვევით მოპოვებულ დაუსაბუთებელ, არარეალურ და არასანდო ინფორმაციას ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს დაადოს გრიფი და ეს გამოიყენოს საქმეში, როგორც მტკიცებულება გაიზრდება, რადგან გრიფისაიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოკვლევა შეუძლებელია პროცესის მონაწილე მხარეთა მიერ მისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. ასევე მუდამ იარსებებს იმის საფრთხე, რომ სასამართლო შევიდეს შეცდომაში დაცვის მხარის მიერ სასამართლო პროცესზე მისი შეუფასებლობიდან გამომდინარე და დააფუძვნოს უკანონო განაჩენი ამ კანონდარღვევით მოპოვებულ არასანდო, არარეალურ მტკიცებულებებს. სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოპერატიული ინფორმაციის რიგ შემთხვევებში დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე თავისი სამართლებრივი განმარტებისამებრ გახლავთ პარალელი ერთგვარი საკონსტიტუციო-სამართლებრივი პრაქტიკა, ანალოგი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ცნობილი ძალადაკარგულად და კონსტიტუციის ზემოთხსენებული მუხლების პუნქტებთან წინააღმდეგორბრივად აღიარებული „საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის სასამართლოს მიერ (გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი) მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას“ მიმაჩნია, რომ ეს პრაქტიკა უნდა გავრცელდეს, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის საქმეებზე, რადგან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება თითოეული ამ ტიპის საქმისათვის აუცილებელი სამართლებრივი კომპონენტია, რომლისგანაც გამომდინარეობს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფოს მხრიდან მისი ინსტიტუციური ბერკეტით პოლიტიკური მანიპულაციების რისკი, რითაც მანკიერი სამართლებრივი პრაქტიკა მკვიდრდება გრიფისაიდუმლოება დადებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებით სასამართლო პროცესებზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს ვერ განხორციელებისა და თანასწორობის პრინციპის დარვევის რისკი, ამისათვის საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი ნორმატიული შინაარსი ამ სარედაქციო მდგომარეობით ცნობილი უნდა იყოს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლების) 1 პუნქტთან, რაც მდგომარეობს შემდეგში: ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები), 1 პუნქტთან, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ რამეს: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია და ასევე მოხდეს აღნიშნული საპროცესო ნორმის საკანონმდებლო ნორმატიული სრულყოფილება მასში სრულფასოვანი, გამართული, ჯანსაღ საკანონმდებლო შედეგზე ორიენტირებული კონსტიტუციურნორმატიული შინაარსის შეტანის თვალსაზრისით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა