„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1311 |
ავტორ(ებ)ი | "შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევ, დავით ზილფიმიანი |
თარიღი | 24 აპრილი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანება №21 ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი კანონის 70-71-ე, 75-ე მუხლებისა და ,,იძულებითი აუქციო აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცეპპროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტი იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებბრძანების ის ნორმატიული შინაარსი, რომლებიც იმ შემთხვ შემთხვევაში, როდესაც იძულებითი აუქციონის წესით წესით ხდება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობ მფლობელი/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე სარეალსარეალიზაციოდ გატანა - ა) იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიმართ მიმართ არ ითვალისწინებს ეროვნული მარეგუმარეგულირებელი კომისიისათვის შეტყობინებასა და წინ და კომისიის წინასწარ თანხმობას ბ) არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მონაწილეობას - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 24-ე მუხლების მოთხოვნებს. |
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. 2. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, კერძოდ, მოსარჩელეებს წარმოადგენენ იურიდიული პირი შპს „სტერეო+“ (ს/ნ 204986408) და აღნიშნული კომპანიის პარტნიორები ფიზიკური პირები - დავით ზილფიმიანი, ლაშა ზილფიმიანი, ლუკა სევერინი და რობერტ ხახალევი, რომელთა კონსტიტუციურ უფლებებსაც ემუქრება დარღვევის საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ შპს „სტერეო+“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი 50% წილი იძულებით აუქციონზე გასხვისდება წილის შემძენის მიერ ეროვნული მარეგულირებელი კომისიისათვის შეტყობინებისა და აღნიშნული კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე ან წილის გასხვისება იძულებით აუქციონზე მოხდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე, 75-ე მუხლებისა და ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე იმგვარ ძირითად უფლებებს,როგორიცაა საკუთრების უფლება და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელეთა მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
ყოვყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განს განსგანსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს ლოს კან კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 27-ე მუხლით დადგენილია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ კომპანიაში წილის გასხვისების შესახებ მარეგულირებელი კომისიის შეტყობინებისა და აღნიშნული კომისიის წინასწარი თანხმობის აუცილებლობა, ხოლო ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი“; შესაბამისად, კანონმდებლობის აღნიშნულ ნორმათა იგნორირებით წილის დაუფლება გამოიწვევს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიისათვის, მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“ - სათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ჩამორთმევას, რითაც მოხდება კომპანიის ფუნქციონირების სრული პარალიზება.
მოცემულ შემთხვევაში, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 27-ე და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლების მოთხოვნები ეწინააღმდეგება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე, 75-ე მუხლებისა და ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლებიც იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიმართ არ ითვალისწინებს ეროვნული მარეგულირებელი კომისიისათვის შეტყობინებასა და წინასწარ თანხმობას და არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მონაწილეობას.
აქედან გამომდინარე, დაუშვებელია შპს „სტერეო+“-ში ამა თუ იმ ფორმით წილის გასხვისება, მათ შორის მისი სარეალიზაციოდ გატანა იძულებით აუქციონზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობის გარეშე, ასევე დაუშვებელია აღნიშნული წილის შეძენა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია „Chemexim International”-ის ან სხვა მსგავსი კომპანიის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა არა მხოლოდ ,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების ზემოთ მითითებული მოთხოვნები, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან შპს „სტერეო+“-ისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ჩამორთმევის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება კომპანიის ღირებულება, რითაც იზარალებს როგორც შპს „სტერეო+“, ისე მისი პარტნიორები. გარდა ამისა, შეილახება როგორც კომპანიის, ისე იმ ტელევიზიების უფლებები, რომლებიც სარგებლობენ შპს „სტერეო+“-ს მომსახურებით, რითაც დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების თაობაზე.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია შევეხოთ მოსარჩელეთა მიმართ კონსტიტუციის დებულებათა საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლო ფაქტებს:
შპს „სტერეო+“ (ს/ნ 204986408), რეგისტრირებულია 2002 წლის 19 ივნისს. კომპანიის პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქე დავით ზილფიმიანი (50%), იტალიის მოქალაქე ლაშა ზილფიმიანი (15%), იტალიის მოქალაქე ლუკა სევერინი (10%) და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რობერტ ხახალევი (25%) (იხ. დანართი #1 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, კერძოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურება ყველა კერძო ტელევიზიისათვის. ამ მიზნით შპს „სტერეო+“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან მიღებული აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები #MUX-B; MUX-D და MUX-E (იხ. დანართი #2 და #3 - შპს „სტერეო+“-ის წესდება და ლიცენზიები).
2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანია „Chemexim International”-მა და მოპასუხე დავით ზილფიმიანისგან მოითხოვა 252 000 ევროსა და 14 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც თითქოს წარმოადგენდა 2007-2008 წლებში სესხის სახით მიღებულ თანხას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა „Chemexim International”-ის სარჩელი (იხ. დანართი #4 -თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება- 17.12.2014).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, ასევე არ დაკმაყოფილდა „Chemexim International”-ის სააპელაციო საჩივარი (იხ. დანართი #5 -თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება - 27.09.2016).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, დაკმაყოფილდა „Chemexim International”-ის სარჩელი და დ.ზილფიმიანს „Chemexim International”-ის სასარგებლოდ დაეკისრა 252 000 ევროს, 14 000 აშშ დოლარისა და 20 000 ლარის გადახდა (იხ. დანართი #6 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - 19.02.2018). უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დღემდე არ არის მომზადებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება (აღსრულების ქვემდებარე აქტი #ას-1062-1022-2016; სააღსრულებო წარმოება # #A18030721; საკასაციო საჩივრის ავტორი: ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია „Chemexim International“; მოწინააღმდეგე მხარე: დავით ზილფიმიანი), 2018 წლის 19 მარტს ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ 50% წილს შპს „სტერეო+“ში და მოსალოდნელია აღნიშნული წილის სარეალიზაციოდ გატანა იძულებით აუქციონზე (იხ. დანართი #1 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და დანართი #7 - აღმასრულებლის 2018 წლის 21 მარტის წერილი შპს „სტერეო+“-ს).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოთ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე, 75-ე მუხლებისა და ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების ის ნორმატიული შინაარსი, რომლებიც იმ შემთხვევაში, როდესაც იძულებითი აუქციონის წესით ხდება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა -
ა) არ ითვალისწინებს, იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიერ ეროვნული მარეგულირებელი
კომისიისათვის შეტყობინებასა და წინასწარ თანხმობას.
ბ) არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მონაწილეობას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულია, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება... ის ფაქტი, რომ შეზღუდვის შედეგად ფორმალურად მესაკუთრეს რჩება საკუთრების შინაარსისათვის დამახასიათებელი ელემენტები, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრებაში ჩარევა გამართლებულია. უფლების შინაარსის შეზღუდვის ფარგლებზეა დამოკიდებული ამ უფლების არსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ შინაარსია არსის განმსაზღვრელი გარემოება. საკუთრების შინაარსის შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411გადაწყვეტილება საქმეზე შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, §§.23-24).
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია; კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს, თუმცა, იმავდროულად ამ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ პირობებსაც ადგენს; კონსტიტუცია იცავს არა მხოლოდ აზრის გავრცელების უფლებას, არამედ შესაძლებლობასაც ამისათვის გამოიყენო სხვადასხვა შესაძლებლობები. საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აზრისა და ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ი მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის/ ავტორიზაციის მფლობელ კომპანიაში, იძულებითი აუქციონის გზით წილის დაუფლება იმ პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია მარეგულირებელი კომისიის წინასწარი თანხმობა ან/და არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, გამოიწვევს კომპანიისათვის (მოცემულ შემთხვევაში, ,,სტერეო +“-თვის) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ჩამორთმევას შედეგად მოჰყვება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, შემცირდება წილების საბაზრო ღირებულება, რითაც შეილახება კომპანიისა და მისი პარტნიორების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება, ასევე დაირღვევა მათი უფლება, ციფრული მიწისზედა და სატელევიზიო ინფორმაციით მოემსახურონ საქართველოს კერძო ტელევიზიებს, რითაც შეიზღუდება ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულია, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება... ის ფაქტი, რომ შეზღუდვის შედეგად ფორმალურად მესაკუთრეს რჩება საკუთრების შინაარსისათვის დამახასიათებელი ელემენტები, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრებაში ჩარევა გამართლებულია. უფლების შინაარსის შეზღუდვის ფარგლებზეა დამოკიდებული ამ უფლების არსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ შინაარსია არსის განმსაზღვრელი გარემოება. საკუთრების შინაარსის შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411გადაწყვეტილება საქმეზე შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, §§.23-24).
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია; კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს, თუმცა, იმავდროულად ამ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ პირობებსაც ადგენს; კონსტიტუცია იცავს არა მხოლოდ აზრის გავრცელების უფლებას, არამედ შესაძლებლობასაც ამისათვის გამოიყენო სხვადასხვა შესაძლებლობები. საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აზრისა და ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ი მიზნის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის/ ავტორიზაციის მფლობელ კომპანიაში, იძულებითი აუქციონის გზით წილის დაუფლება იმ პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია მარეგულირებელი კომისიის წინასწარი თანხმობა ან/და არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, გამოიწვევს კომპანიისათვის (მოცემულ შემთხვევაში, ,,სტერეო +“-თვის) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ჩამორთმევას შედეგად მოჰყვება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, შემცირდება წილების საბაზრო ღირებულება, რითაც შეილახება კომპანიისა და მისი პარტნიორების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება, ასევე დაირღვევა მათი უფლება, ციფრული მიწისზედა და სატელევიზიო ინფორმაციით მოემსახურონ საქართველოს კერძო ტელევიზიებს, რითაც შეიზღუდება ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა.
გასაჩივრებული ნორმების ბუნდოვანება და არაგანჭვრეტადობა
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. «კანონად» შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა.
ნორმის ბუნდოვანება, რომელიც ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის კრიტერიუმებით ფასდება, არსებით გავლენას ახდენს, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, ნორმის კონსტიტუციურობის დადგენაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-11,12).
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი: „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II, 6).
სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნას ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, აღნიშნული მოთხოვნა იცავს ინდივიდს სახელმწიფოს თვითნებობისგან, ხოლო მეორე მხრივ, პირს შესაძლებლობა ეძლევა მისი მოქმედება წარმართოს ნორმის მოთხოვნების შესაბამისად. „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება №2/2/516,542 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 30).
მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანია საქართველოს,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე, 75-ე მუხლებისა და ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების ის ნორმატიული შინაარსი, რომლებიც იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიმართ არ ითვალისწინებს ეროვნული მარეგულირებელი კომისიისათვის შეტყობინებასა და წინასწარ თანხმობას და არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მონაწილეობას.
ეს კი, იმ შემთხვევაში, თუ იძულებით აუქციონის შედეგად, შპს ,,სტერეო+“-ში წილს დაეუფლება კომპანია, რომელსაც არ გააჩნია მარეგულირებელი კომისიის თანხმობა წილის შეძენის შესახებ ან რეგისტირებულია ოფშორულ ზონაში, გამოიწვევს იმას, რომ შპს ,,სტერეო+“-ს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, ჩამოერთმევათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიები, რაც დაარღვევს კომპანიისა და მისი პარტნიორების საკუთრებისა და ინფორმაციის გავრცელების უფლებებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა