გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1779 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ცააძე |
თარიღი | 12 აპრილი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
ბ. საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება: მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის დ) პუნქტი: სხვა ქმედუნარიანი პირები - მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადება: ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია - უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: 1.ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი.
საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ მოსარჩელეს წარმოვადგენ მე, ფიზიკური პირი, გიორგი ცააძე, რომელსაც მიმაჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (დოკუმენტის ნომერი: 1106, მიღების თარიღი: 14.11.1997, გამოქვეყნების წყარო, თარიღი: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997, სარეგისტრაციო კოდი: 060.000.000.05.001.000.301) 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე ამავე კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და აკრძალულია დისკრიმინაცია წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, ასევე მიმაჩნია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის ანალოგიურ პუნქტთან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, (დოკუმენტის ნომერი: 1772, მიღების თარიღი: 09.10.2009, გამოქვეყნების წყარო, თარიღი: სსმ, 31, 03.11.2009, სარეგისტრაციო კოდი: 090.000.000.05.001.003.644) 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება. პირველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულების ნორმატიული შინაარსი იმ სამართლებრივი საფუძვლით არის წინააღმდეგობრივი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) სამართლებრივ მოცემულობასთან, კერძოდ რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და აკრძალულია დისკრიმინაცია წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულება შეიცავს იმ იურიდიულ შინაარსს და იგულისხმება ის დათქმა, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და არა სააპელაციო და უზენაესი ინსტანციის ეტაპზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა წარმოების დროს მოსარჩელე მხარის მიერ მიცემული მინდობილობის, რწმუნებულების საფუძველზე მისმა წარმომადგენელმა შეძლოს ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე მონაწილეობის მიღება მოსარჩელის ინტერესთა დაცვის განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულების და ამავე კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისა და მათზე მსჯელობისას აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 1-ის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. აქედან გამომდინარე ჩემს მიერ ზემოთხსენებული სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისი ნაწილების და პუნქტების ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა გავლენას იქონიებს ადმინისტრაციული განხილვის საქმეზე აღნიშნული საპროცესო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად ჩამოყალიბებული საბოლოო, ახალი ნორმატიული შინაარსით რეალიზაციის თვალსაზრისით, რაც კანონმდებლობაში იქნება მოცემული. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველ დებულებაში ნორმატიული შინაარსის „ყველა ინსტანციის სასამართლოში“ არარსებობა არღვევს თანასწორობის უფლების პრინციპს წოდებრივი ნიშნის მიხედვით ადვოკატსა და მინდობილ პირს შორის, ის პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ დებულებასთან იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება უდიდესი სამართლებრივი დისბალანსი ადვოკატის მიერ განსახორციელებელ მხარის ინტერესთა დაცვის ფუნქციასა და მინდობილი პირის მიერ განსახორციელებელ დაცვითი ფუნქციას შორის, რადგან არაპირდაპირი (ირიბი) ფორმით დისკრიმინაციის განხორციელებით ხდება წოდებრივი ნიშნის მიხედვით მინდობილი პირის პროფესიულ უფლებაში გაუმართლებელი, არათანაზომიერი და არალეგიტიმური ჩარევა, რადგან სამართლებრივი კონსტიტუციური თვალსაზრისით გაურკვეველი და ამოუხსნელი რჩება ის გარემოება თუ რატომ არ უნდა შეეძლოს აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით მოსარჩელე მხარის წარმომადგენელ მინდობილ, რწმუნებულ თუნდაც არაიურისტ პირს სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესის სააპელაციო და უზენაეს ინსტანციებში მონაწილეობის მიღება პროცესუალური თვალსაზრისით, რომ განახორციელოს მოსარჩელე მხარის ინტერესებისა და უფლებების დაცვა იმ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად მოსარჩელე არაიურისტ პირს უპრობლემოდ, შეუზღუდავად შეუძლია საკუთარი თავის, პოზიციის დაცვის განხორციელება სამართალწარმოებაში მონაწილეობით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და უზენაესი ინსტანციის საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პროცესში. აღნიშნულ სიტუაციაში რისკი არის თანაბარი, კერძოდ როგორც არაიურისტ მოსარჩელემ, რომელმაც შეიძლება პროფესიულ დარგობრივ დონეზე საერთოდ არ იცოდეს სამართლებრივი პროცესის ენა, ისე მოსარჩელის მინდობილმა, რწმუნებულმა არაიურისტმა პირმა ვერ განახორციელოს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ეფექტური, ჯეროვანი ფუქნცია პროფესიული დარგობრივი საკითხის არ ცოდნით, მასში ჩაუხედავობიდან და გაურკვევლობიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მოცემული სამოქალაქო საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით ხდება ორ საპროცესო უფლებრივად თანასწორი, თანაბარი სუბიექტის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი მოპყრობა, კერძოდ არაიურისტ მოსარჩელის მიმართ, როგორც შემდგომში საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვის განმხორციელებლის პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაესი (საკასაციო) განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე პროცესუალური მონაწილეობის კუთხით, რომელსაც კანონმდებლობა აძლევს ამის შესაძლებლობას, არ ზღუდავს და ასევე მოსარჩელის არაიურისტი მინდობილი, რწმუნებული პირის მიმართ, რომელიც სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გათანაბრებულია არაიურისტ მოსარჩელესთან, თუმცა კანონი ამის მიუხედავად მას უზღუდავს იმის უფლებას, რომ მინდობილობის, რწმუნებულების საფუძველზე სააპელაციო და უზენაეს ინსტანციებში გამოვიდეს როგორც წარმომადგენელი, დაიცვას მოსარჩელის პოზიცია სამართლებრივად, მიიღოს როგორც მხარემ ოფიციალური მონაწილეობა პროცესის განხილვაში და ამით დახმარება გაუწიოს მის მარწმუნებელს, მოსარჩელეს მისთვის წარმატებული სამართლებრივი შედეგის დადგომაში. საკონსტიტუციო სამართლებრივი თვალსაზრისით დაუშვებელია და გაუმართლებელია მნიშვნელოვანად თანასწორის მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ხოლო მნიშვნელოვნად უთანასწოროს მიმართ თანასწორი მოპყრობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნათელი მაგალითია. ასევე გაურკვეველია ჩემთვის, როგორც საკონსტიტიციო სარჩელის ავტორისთვის, რომ თუ პირველი ინსტანციის სასამართლო ეტაპზე ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმის განხილვაში მონაწილეობა შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელის მინდობილ, წარმომადგენელ არაიურისტ პირს, მაშინ რატომ არ უნდა ჰქონდეს მას უფლება რომ ზედა ინსტანციებშიც მიიღოს პროცესუალური მონაწილეობა, რადგან ძირითადი, გადამწყვეტმნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხი ყოველთვის პირველ ინსტანციაში წყდება, რაც უდიდეს გავლენას ქონიობს ზედა ინსტანციებში განვითარებად საქმის შედეგზე, როგორც დადებითობის მხრივ, ასევე უარყოფითობის მხრივ. კერძოდ მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის, მინდობილი პირის მიერ არასაპატიო მიზეზით დაშვებული შეცდომა გამოუსწორებელ შედეგს გამოწვევს სააპელაციო ეტაზე და მისგან გამომდინარე უზენაეს ეტაპზე. აქედან გამომდინარე სამართლებრივი რისკი არის თანაბარი პირველი ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა პროცესში მოსარჩელის არაიურისტი მინდობილი, რწმუნებული პირის საპროცესო მონაწილეობის უფლებრივად დასაშვებობაზე და ასევე მის მიერ სააპელაციო და უზენაესს ეტაპზე მონაწილეობის უფლებრივად აკრძალავაზე თუ მხედველობაში მივიღებთ დამატებით იმ გარემოებას, რომ უზენაესი სასამართლო იშვიათ, საგამონაკლისო შემთხვევებსა და გარკვეული სამართლებრივი კრიტერიუმების არსებობის დროს იღებს სარჩელს წარმოებაში და შემდგომ ზეპირ განხილვას აწარმოებს, რაც ნაკლებ შესაძლებლობას, შანსს ქმნის იმისა, რომ მოსარჩელის მინდობილმა, რწმუნებულმა პირმა შეძლოს საერთოდ განხილვაში მონაწილების მიღება. ამ შემთხვევაშიც საკანონმდებლო აკრძალავასა და დაშვებას შორის არის თანაბარი რისკი, კერძოდ მოსარჩელის არაიურისტმა მინდობილმა, რწმუნებულმა პირმა უფლებრივად შეძლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის ზედა ინსტანციებში მხარედ გამოსვლა, პროცესში მონაწილეობის მიღება, თუ აეკრძალოს აღნიშნული პროცესუალური უფლება და რამდენად განსხვავებულ იურიდიულ შედეგს გამოიწვევს ეს არაიურისტი მოსარჩელის მხრიდან სამივე ინსტანციის საქმის განხილვის ეტაპზე მონაწილეობის მიღებით. ესეიგი აღნიშნული მსჯელობით გამოდის, რომ რისკი თანაბარია, როგორც საკანონმდებლო აკრძალავაზე და დაშვებაზე ასევე სუბიექტების კვალიფიკაციაზე, შესაძლებლობაზე თუ რამდენად თანაბარი ალბათობით შეძლებენ თავის გართმევას სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა განხილვის ზედა ინსტანციებში მონაწილეობით გამოიღონ დადებითი სამართლებრივი შედეგი. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ერთგვარი სამართლებრივი დისბალანსი თავად არაიურისტ მოსარჩელესა და მოსარჩელის არაიურისტი მინდობილი, რწმუნებული პირის მიერ უფლებათა და ინტერესთა დაცვის განხორციელების თვალსაზრისს შორის. აღნიშნული საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის ამ ფორმით არსებობით ხდება არამართლზომიერი, არალეგიტიმური, არაგონივრული, არაპროპორციული ჩარევა მოსარჩელის მინდობილი პირის უფლებაში, რაც ქმნის იმის კონსტიტუციურ სამართლებრივ საფუძველს, წინაპირობას, რომ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, იმ ნორმატიულ სიტყვათა დანამატის „ყველა ინსტანციის“ გარეშე, უდიდეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. დისკრიმინაციაში იგულისხმება, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფორმით განხორციელება. სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი არაპირდაპირი ფორმით პირის დისკრიმინაციას მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, კერძოდ არაიურისტი მოსარჩელე, მოსარჩელის არაიურისტი მინდობილი, რწმუნებული პირი და ადვოკატი კანონის წინაშე არათანასწორად არ უნდა აღიქმებოდეს და განიხილებოდეს მათი ინდივიდუალური წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, მიუხედავად მათი არსებული განსხვავებული პროფესიისა იმ საკვანძო, მნიშვნელოვანი, კონსტიტუციურსამართლებრივი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გააჩნია ზუსტად იმ მასშტაბის და ანალოგიის საპროცესო უფლებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის დროს სამივე ინსტანციის სასამართლო ეტაპზე, როგორც ადვოკატს, განსხვავებით მოსარჩელის არაიურისტი მინდობილი პირისა, თუნდაც იურისტი იყოს საადვოკატო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობის გარეშე, რომელსაც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესში აქვს მონაწილეობის უფლება, თუმცა ამ სუბიექტებს შორის უნდა არსებობდეს უფლებრივი თანასწორობა კანონის წინაშე. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას ის, რომ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულებას, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით მისი საკანონმდებლო სრულფასოვნებაში მოყვანისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმატიული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაემატოს სიტყვა „ყველა ინსტანციის“ სასამართლოში, რათა დასაშვებობა მოხდეს აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზაციის. ამით საკონსტიტუციოსამართლებრივი თვალსაზრისით არაწინააღმდეგობრივ ხასიათს მიიღებს მოცემული ნორმა. ზუსტად ანალოგიური, იდენტური საკონსტიტუციო სამართლებრივი საფუძვლით, დასაბუთებით მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. საქართველოს საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად, მოცემულ შემთხვევაში ნორმის ნორმატიული შინაარსი „მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად“ ქმნის აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობის ხასიათს იმ სამათლებრივი თავისებურებითა და გაგებით, რომ წოდებრივი თვალსაზრისით კანონის წინაშე არათანაბარ საპროცესო უფლებრივ სიტუაციაში აყენებს ადვოკატსა და მინდობილ პირს, მიუხედავად მოსარჩელის დიდი სურვილის და ნების არსებობისა, რომ მისი ინტერესები ზედა ინსტანციებში დაიცვას არა ადვოკატმა, არამედ მინდობილმა პირმა. ამ მოცემულობით პირდაპირ წოდებრივი ნიშნის მიხედვით, კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის პრინციპის უგულებელყოფით გაუმართლებელი, არამართლზომიერი, თანაზომიერების პრინციპთან ყოვლად შეუსაბამო, არალეგიტიმური, არაგონივრული და არაპროპორციული ჩარევა ხდება მოსარჩელის მინდობილი არაიურიდიული პირის უფლებაში იმ სამართლებრივი თავისებურების მხედველობაში მიღებით და ფონზე, რომ თავად არაიურისტი, ან თუნდაც იურისტი, თუმცა საადვოკატო საკვალიფიკაციო დამადასტურებელი ცნობის არმქონე მოსარჩელე და ადვოკატი პროცესუალურუფლებრივად სააპელაციო და უზენაეს ინსტანციაში გათანაბრებულია ერთმანეთთან, კერძოდ შეუძლია დაიცვას საკუთარი ინტერესები, როგორც არაიურისტმა მოსარჩელემ, ისე მის მიერ წარმომადგენელმა ადვოკატმა. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ერთგვარი სამართლებრივი ბალანსი ადვოკატსა და მოსარჩელის არაიურისტ მინდობილ პირს შორის, სწორედ ეს განაპირობებს საპროცესო უფლებრივ დისბალანსს და კონსტიტუციურ სამართლებრივ უთანასწორობას სუბიექტებს შორის წოდებრივი ნიშნის მიხედვით. აქედან გამომდინარე საქართველოს საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად, აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო სრულფასოვნებაში მოყვანის, მისი არაკონსტიტუციურობის განმსაზღვრელი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ნორმატიული შინაარსი „მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად“ შეცვლილი უნდა იქნეს ახალი ნორმატიულშინაარსობრივი დათქმით „ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად“, რითაც საბოლოოდ მოცემული საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. ამ შემთხვევაშიც არაიურისტ ან თუნდაც იურისტს, მაგრამ არაადვოკატ მოსარჩელესა და მინდობილ პირთან მიმართებით პროცესუალურუფლებრივი რისკი არის თანაბარი, კერძოდ თუ რა ხარისხით შეძლებენ ისინი საკუთარი ინტერესებისა და პოზიციის დაცვას სასამართლოს ზედა ინსტანციებში. ასევე რისკი საკანონმდებლო აკრძალვა-დაშვებაზეც იგივეა მოცემული მარეგულირებელი ნორმის მიხედვით, როგორც საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულების არაკონსტიტუციურობის ხასიათის სამართლებრივ მსჯელობაზე იყო. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად, აღნიშნული ნორმატიული შინაარსობრივი მოცემულობის მიხედვით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით და მისი არაკონსტიტუციური ხასიათის მქონე ნორმატიული შინაარსის აღმოფხვრის მიზნით უნდა გაკეთდეს ახალი სამართლებრივი დათქმა, ნორმატიული ჩანაწერი აღნიშნული ნორმის დებულებაშივე, კერძოდ ფრაზობრივი ტექსტი „მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად“ უნდა შეიცვალოს „ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად“, რითაც საბოლოო ჯამში კონსტიტუციურსამართლებრივი წინააღმდეგობრივი ხარვეზი და უმართლობა აღმოიფხვრება. ამ ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივ ხასიათთან მიმართებით, წინა საკონსტიტუციოსამართლებრივად სადავოდ ქცეული სამოქალაქო საპროცესო ნორმის მსგავსად აღსანიშნავია ის გარემობა, რომ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა განხილვაში მონაწილეობის უფლება მოსარჩელის არაიურისტ ან თუნდაც იურისტ მინდობილ/რწმუნებულ პირს აქვს მოსარჩელის უფლებრივი ინტერესების დაცვის განსახორციელებლად, კერძოდ რომ წარმოადგენდეს, როგორც მოსარჩელის დაცვის მხარეს იმის ფონზე, როდესაც პირველ ინსტანციაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხივლის ეტაპზე წყდება მთავარი და გადამწყვეტმნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რაც გავლენას იქონიებს შემდგომ ზედა ინსტანციებში აღნიშნული განსახილველი საქმის იურიდიულ შედეგზე, როგორც გამოუსწორებელი რისკის, საფრთხის შექმნისა და ზიანის დადგომის თვალსაზრისით, ისე წარმატების მიღწევისა და მხარის ინტერესებისათვის დადებითი სამართლებრივი შედეგის დადგომის მხრივ. მიუხედავად ამ სამართლებრივად მნიშვნელოვანი, ყურადსაღები ფაქტორისა, მოცემული საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსი წინა ნორმის ნორმატიული შინაარსის მსგავსად მოსარჩელის მინდობილ პირს, რომელიც შესაძლებელი იყოს, როგორც იურისტი, ისე არაიურისტი ფიზიკური პირი, აძლევს უფლებას იყოს მოსარჩელის წარმომადგენელი მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა განხილვის დროს და არა სააპელაციოსა და უზენაეს ინსტანციაში იმ ყურადსაღები ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ თავად არაიურისტ მოსარჩელესა და მის მინდობილ/რწმუნებულ პირთან მიმართებით რისკი თანაბარია, რომ მათ მხარის სასიკეთოდ ვერ წარმართონ სამართლებრივი პროცესი, როგორც პირველ ინსტანციაში, ისე ზედა ინსტანციებში თავანთი თუნდაც გამოუცდელობიდან და საკითხის მართებულად ვერ გააზრებიდან, არასათანადოდ გაანალიზებიდან გამომდინარე, რითაც გამოუსწორებელ სამართლებრივ შედეგს მოუტანენ საკუთარ თავს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მოცემული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, წინა ნორმის ნორმატიული შინაარსის ანალოგიურად, მოსარჩელეს აქვს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა ყველა ინსტანციაში, ხოლო მის მინდობილ/რწმუნებულ პირს ეკრძალება მოსარჩელის უფლებების დაცვა პირველი ინსტანციის გარდა, რაც არასამართლიანია, სამართლებრივ ლოგიკას მოწყვეტილი, ირელევანტური მოცემულ რეალობასთან და ირიბი ფორმით დისკრიმინაციული ადამიანთა წოდებრივი ნიშნის მიხედვით კანონის წინაშე თანასწორობის თვალსაზისით, როგორც განსხვავებული წოდებრივი ნიშნის/სტატუსის მქონე სუბიექტთა შედარებისას, კერძოდ ადვოკატისა და მოსარჩელის არაიურისტი ან თუნდაც იურისტი მინდობილი/რწმუნებული პირების, როგორც არათანასწორ საპროცესო უფლებაუნარიანების, ისე ერთნაირი წოდებრივი ნიშნის მქონე სუბიექტების შეფასებისას, კერძოდ მოსარჩელისა და მოსარჩელის არაიურისტი ან იურისტი მინდობილი/რწმუნებული პირების, როგორც არათანასწორ საპროცესო უფლებაუნარიანების. მარტივად რომ ითქვას, რატმ უნდა იყო ადვოკატი საპროცესოუფლებრივად გათანაბრებული მოსარჩელესთან ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმის ყველა ისტანციაში წარმართვის თვალსაზრისით, ხოლო მოსარჩელის მინდობილი/რწმუნებული პირი შეზღუდული უფლებრივად ადვოკატის საპროცესო უფლებებთან შედარებით, რაც პირდაპირ ქმნის უდიდეს სამართლებრივ დისბალანსს, სიცარიელეს, კანონისა და სამართლის წინაშე უფლებრივ უთანასწორობას მოსარჩელესა და მოსარჩელის მინდობილ/რწმუნებულ პირს შორის საპროცესოუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა განხილვისას ზედა ინსტანციებში. რაც შეეხება საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულებას, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება, აღნიშნული ნორმაც ზუსტად ანალოგიური კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლით მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, თუმცა აქ ერთადერთი სამართლებრივი განმასხვავებელი პროცესუალური ნიშანი ისაა ჩემს მიერ წინა კონსტიტუციურსამართლებრივად სადავოდ ქცეული საპროცესო ნორმებისგან, რომ მოცემული ნორმის მიხედვით სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდებულს უფლება არ აქვს იყოლიოს იურისტი ან არაიურისტი მინდობილი/რწმუნებული პირი, რომელიც მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიცავს, ნუ შემდგომ ინსტანციებზე, ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, განსხვავებით ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც მოსარჩელის მინდობილ/რწმუნებულ პირს უფლება აქვს მისი ინტერესების დაცვის განხორციელების და საქმის განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის პოზიციაში ყოფნის. თუმცა აქაც, როგორც წინა საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსობრივი დასაშვებობის შემთხვევაში მოსარჩელის საპროცესო უფლებების რეალიზაციასთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს ის ყურადსაღები, მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფაქტორი, რომ ბრალდებულს, ადვოკატისგან დამოუკიდებლად აქვს საკუთარი უფლებების დაცვის ინდივივიდუალურად განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებული ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში პროცესუალური უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით გათანაბრებულია ადვოკატთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს კონსტიტუციურსამართლებრივად ის წინააღმდეგობრივი, არამართებული, ალოგიკური, დაუსაბუთებელი, უსამართლო ფაქტორი, რომ ბრალდებული, რომელიც შეიძლება იყოს არაურისტი პირი, საპროცესო უფლებების რეალიზაციის მასშტაბით გათანაბრებული არაა მის მინდობილ/რწმუნებულ პირთან და გათანაბრებულია ადვოკატთან სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, რაც სწორედ ქმნის უდიდეს სამართლებრივ დისბალანსს, უმართლობასა და სიცარიელეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატისა და მისი მინდობილი/რწმუნებული პირის ურთიერთშედარების დროს საპროცესო უფლებრივი თვალსაზრისით. უფრო კონკრეტულად, რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება ბრალდებულის და მსჯავრდებულის მინდობილ/რწმუნებულ პირს ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ნებისმიერ სასამართლო ინსტანციაში, თუ თავად ბარლდებულს/მსჯავრდებულს აქვს საკუთარი თავის, უფლებებისა და ინტერესების დაცვის უფლება. აქედან გამომდინარე მივდივართ იმ სამართლებრივ-ლოგიკურ, მოცემულ რეალობასთან რელევანტურ დასკვნასთან, რომ მოცემული სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობა წოდებრივი ნიშნის მიხედვით ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატისა და მინდობილი/რწმუნებული პირის საპროცესო უფლებების მასშტაბის ურთიერთშედარების, შეფასებისა და ანალიზის დროს. ამ შემთხვევაშიც, როგორც წინა კონსტიტუციურად სადავოდ ქცეული ნორმათა ნორმატიული შინაარსზე მსჯელობის მიხედვით, ხდება არაგონივრული, გაუმართლებელი, არაპროპორციული და არალეგიტიმური ჩარევა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინდობილი/რწმუნებული პირის უფლებათა დაცულ სფეროში, რაც მდგომარეობს და გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულების მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება, რაც ბრალდებულს და მსჯავრდებულს ზედა ინსტანციებში არ აძლევს იმის საშუალებას, სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ მათთვის მისაღებმა, სანდო მინდობილმა/წრმუნებულმა პირმა დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივი ინტერესები სამივე ინსტანციის სასამართლოში. მოცემული საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის ყოლისა და მისი შეცვლის უფლება, არა მისი მინდობილი/რწმუნებული პირის, რაც კატეგორიულად აკრძალული აქვს და რისი პროცესუალური დაშვებაც არ არსებობს. აღნიშნული პროცესუალური დაცვის უფლება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინდობილ/რწმუნებულ პირს შეზღუდული აქვს იმ სამართლებრივი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სამივე ინსტანციის ეტაპზე სისხლისსამართლებრივ პროცესუალური უფლებათა რეალიზაციის მასშტაბით გათანაბრებულია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან, მიუხედავად მათ შორის პროფესიულ დარგობრივ კვალიფიკაციათა, გამოცდილებათა შესაძლო სხვაობის. ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მინდობილი/რწმუნებული პირის მიმართ სამართლებრივი რისკი, საფრთხე არის თანაბარი, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მათ თავიანთი უფლებრივი ინტერესებისა და მდგომარეობის სასიკეთოდ ვერ წარმართონ საქმე პროფესიული გამოუცდელობიდან, სამართლებრივი საკითხის სიღრმისეული ვერ შესწავლიდან და ვერ გაანალიზებიდან გამომდინარე. გარდა ამ სამართლებრივი ფაქტორისა, ამ შემთხვევაშიც, როგორც წინა კონსტიტუციურად სადავოდ ქცეულ საპროცესო ნორმებთან მიმართებით, საკანონმდებლო აკრძალავასა და დაშვებას შორის არის თანაბარი რისკი იმ თვალსაზრისით, რომ გაკრვეულ პროცესუალური საქმის სტადიაზე ბრალდებული/მსჯავრდებული და მისი მინდობილი/რწმუნებული პირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია შეზღუდულ იქნენ პროცესუალურ უფლებრივად (ჩამოცილებულ იქნენ სისხლის სამართლის საქმეს, შეეზღუდოთ დაცვის განხორციელების ფუნქცია) საკუთარი ინტერესების დაცვის განხორციელებაში სასამართლოს მიერ იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ არსებობს საფრთხე, რისკი საქმის გაჭიანურების, პროცესუალურ უფლებრივად საქმის არამართებულად, არაკვალიფიციურად, ხარისხობრივად ცუდად წარმართვის, ხოლო სამართლებრივშედეგობრივად საკუთარი ინტერესებისათვის ზიანის მიყენების დადგომის, რაც განპირობებული იქნება დაცვის მხარეთა პროფესიული გამოუცდელობის, საქმის, საკითხის არცოდნისა და სრულფასოვნად/სათანადოდ ვერ შესწავლიდან გამომდინარე. ამ უკიდურეს, გადაუდებელ, აუცილებელ და განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოს აქვს ინსტიტუციური, საკანონმდებლო ბერკეტი აღმოფხვრას პროცესუალური რისკი, საფრთხე დაცვის მხარის უფლებათა და ინტერესთა სასიკეთოდ, რათა პროცესის არასათანადოდ, არაკვალიფიციურად, ხარისხობრივად ცუდად წარმართვის შედეგად წარმოსაქმნელი ზიანი და საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურება იქნეს აცილებული თავიდან. სწორედ ამ შემთხვევაში, ჩემს მიერ ზევით ნახსენები გარემოებების არსებობის ფონზე ორ უფლებრივად თანასწორი სუბიექტის მიმართ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული, არსებითად უთანასწორო მიდგომა, რაც ყოვლად გაუმართლებელია საკონსტიტუციო სამართლებრივი თვალსაზრისით. უფრო კონკრეტულად, ბრალდებულისთვის პროცესუალურ უფლებრივად დასშვებია ის, რაც ლოგიკურად სამართლებრივი თვალსაზრისით აკრძალულიც არ უნდა იყოს, ხოლო მასთან უფლებრივად თანასწორი, თანაბარი სუბიექტის, მისი მინდობილი/რწმუნებული პირისთვის პროცესუალურუფლებრივად აკრძალულია ის, რაც დასაშვები უნდა იყოს, აკრძალული არ უნდა იყოს და რისი აკრძალვის კონსტიტუციურ-ლეგიტიმაციური წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმის თქმა, რომ დარღვეულია ორ უფლებრივად თანასწორ სუბიექტს შორის პროცესუალურუფლებრივი ზღვარი. ბრალდებულის, მსჯავრდებულის მინდობილ/რწმუნებულ პირს აკრძალული აქვს ის, რაც არ უნდა ქონდეს აკრძალული, ხოლო თავად ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს აკრძალული. აქედან გამომდინარე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინდობილ/რწმუნებულ პირს უნდა მიეცეს იმის პროცესუალური უფლება, რომ დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივი ინტერესები სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე, თუ ეს თავად ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებით, ინიციატივითა და სურვილით იქნება განპირობებული. აქედან გამომდინარე, „საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულების მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება“ ნორმის ნორმატიული შინაარსის საკანონმდებლო სრულფასოვნებაში მოყვანის, მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულების კონსტიტუციურსამართლებრივ შინაარსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, „საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულების ნორმატიულ შინაარსს უნდა დაემატოს სამართლებრივი ტექსტი, ჩანაწერი, დათქმა უნდა გაკეთდეს, რომ „ბრალდებულს უნდა ჰქონდეს, როგორც ადვოკატის არჩევის და ყოლის უფლება, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის შეცვლის უფლება, ასევე მას უფლება უნდა ჰქონდეს მისივე მინდობილი/რწმუნებული პირის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მინდობილი/რწმუნებული პირის შეცვლის უფლება“. მხოლოდ აღნიშნული ნორმატიული შინაარსის ჩანაწერის დამატება შეძენს საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულებას კონსტიტუციურ სამართლებრივ ხასიათს და აღმოფხვრის მისი არაკონსტიტუციურობის პრობლემურობას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ „საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულების პირვანდელი, ამჟამინდელი შინაარსობრივი რედაქცია, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება“ წინააღმდეგობრივია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და დაუშვებელია დისკრიმინაცია მისი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, აღნიშნული ნორმის ნორმატიული შინაარსი პირდაპირ არღვევს უფლებრივ ბალანსს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატსა და მის მინდობილ/რწმუნებულ პირს შორის, განსაზღვრავს ადვოკატისა და მინდობილი პირის სისხლისსამართლებრივ საპროცესო უფლებათა მასშტაბებს მათი წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით და პირდაპირ დაუსაბუთებლად, არალეგიტიმურად, არაგონივრულად, არაპროპორციულად, არამართებულად და გაუმართლებლად ზღუდავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინდობილი/რწმუნებული პირის პროცესუალურ უფლებას. ყოველივე ზემოთხსენებული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე მოცემული სისხლისსამართლებრივი პროცესუალური ნორმის ნორმატიული შინაარსი ამ ნორმატიული მოცემულობით ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს მიერ, რის შემდგომაც სასამართლოს მიერვე უნდა შევიდეს კორექტიზაცია ცვლილების განხორციელებით აღნიშნული საპროცესო ნორმის ნორმატიულ შინაარსში სამართლებრივი ჩანაწერის სახით, შემდგომი სამართლებრივი დათქმით, რომ „ბრალდებულს აქვს საკუთარი მინდობილი/რწმუნებული პირის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მინდობილი/რწმუნებული პირის შეცვლის უფლება“.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სარჩელის კონსტიტუციურსამართლებრივი დასაბუთება:
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე ამავე კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად და საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება წინააღმდეგობრივია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და აკრძალულია დისკრიმინაცია წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. უფრო კონკრეტულად, ჩემს მიერ ზევით ხსენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების ნორმატიული შინაარსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოცემული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით ირღვევა სამართლისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატსა და მისი მინდობილი/რწმუნებული პირის პროცესუალური უფლებების მასშტაბთან მიმართებით, მოსარჩელის ადვოკატსა და მინდობილი/რწმუნებული პირის პროცესუალური უფლებების მასშტაბთან მიმართებით. მოცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონსტიტუციურსამართლებრივად სადავოდ ქცეული ნორმების ნორმატიული შინაარსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონსტიტუციურსამართლებრივად სადავოდ ქცეული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით მოსარჩელეს ყოველგვარი ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეზღუდული აქვს პროცესუალური უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხილვის საქმეზე სააპელაციო და უზენაეს (საკასაციო) ინსტანციებში საკუთარი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა მიანდოს დამოუკიდებელი, პირადი შეხედულებითა და სურვილით შერჩეულ მინდობილ/რწმუნებულ პირს იმ საკვანძო სამართლებრივი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის პირველი ინსტანციის ეტაპზე მას ეს საპროცესო უფლება აქვს, ასევე თავად შეუძლია არაიურისტ მოსარჩელეს საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა სამივე ინსტანციის ეტაპზე, ხოლო ბრალდებულს/მსჯავრდებულს სისხლის სამართლის საქმის განხილვის არცერთი ინსტანციის ეტაპზე არ აქვს პროცესუალური უფლება მისი სურვილითა და არჩევნით აყვანილმა მინდობილმა/რწმუნებულმა პირმა განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვა იმ სამართლებრივი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად თუნდაც არაიურისტ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პროცესუალური უფლება საკუთარი კანონიერი ინტერესისა და უფლებების დაცვის განხორციელების სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე. სწორედ აღნიშნული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსის მიხედვით ხდება საპროცესო უფლებრივი თანასწორობის ზღვრის დარღვევა მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატსა და მინდობილ/რწმუნებულ პირს შორის მათი თანამდებობრივი პოზიციისა და ნიშნის მიხედვით, რაც მე პირადად, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორს მიმაჩნია, რომ არის ირიბი ფორმით დისკრიმინაცია პირის მისი თანამდებობრივი ნიშნის მიხედვით, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით დაუშვებელია. აღნიშნული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსის მიხედვით კანონმდებელი მოსარჩელეს, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქცევს ვიწრო ნორმატიულ საპროცესო ჩარჩოში, რადგან იძულებული გახადოს მაინცდამაინც მათი უფლებები დაიცვას ადვოკატთა ასოციაციის წევრმა და არა მინდობილმა/რწმუნებულმა პირმა. ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციაში შემავალ უფლებადამცველს სრულიად სხვა, რადიკალურად განსხვავებული მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის ფუნქციის განხორციელების სტრატეგია გააჩნდეს უბრალო მინდობილი/რწმუნებული პირის მიერ არჩეული დაცვის სტრატეგიისგან, რაც მოსარჩელისთვის, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისათვის მიუღებელი იყოს, თუმცა არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე იძულებული შეიქმნას ასოციაციაში შემავალი ადვოკატი აიყვანოს მისი უფლბების დაცვის განსახორციელებლად, რადგან კანონმდებლობა ზღუდავს და არ აძლევს იმის უფლებას, რომ მოსარჩელემ, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მის მიერ შერჩეულ მინდობილ/რწმუნებულ პირს მისცეს საკუთარი უფლებების დაცვის განხორციელების უფლება. ამის გარდა მოსარჩელეს სააპელაციო და უზენაესი (საკასაციო) ინსტანციის ეტაპის სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხილვის საქმეებზე, ხოლო ბრალდებულს/მსჯავრდებულს სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ნებისმიერ ეტაპზე სავსებით შესაძლებელია ფინანსური მატერიალური შესაძლებლობება არ გააჩნდეს ასოციაციის წევრი ადვოკატის აყვანისათვის, თუმცა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მასთან დაახლოებულმა რწმუნებულმა/მინდობილმა პირმა მაღალკვალიფიციურად, ხარისხობრივად კარგად და მისი უფლებრივი ინტერესების სასიკეთოდ უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე დაიცვას მაღალი ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე მხარის უფლება, თუმცა კანონი უკრძალავს მას ამის შესაძლებლობას, რაც განაპირობებს იმას, რომ ფინანსური სიდუხჭირიდან გამომდინარე ის ხარისხიან, მაღალკვალიფიციურ, ადვოკატს ვერ აიყვანს ფიზიკურად, ხოლო მინდობილი/რწმუნებული პირის აყვანა, რომელსაც სავსებით შესაძლებლია შესწევდეს იმის უნარი, რომ ანაზღაურების გარეშე თანხმობა განაცხადოს მისი უფლებრივი ინტერესების დაცვაზე მოსარჩელესთან, ბრალდებულთან ან მსჯავრდებულთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფიზიკურად არ აქვს. გამოდის, რომ მოსარჩელე მხარე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის სააპელაციო ინსტანციისა და უზენაესი (საკასაციო) ინსტანციის ეტაპზე, ხოლო ბრალდებული/მსჯავრდებული სისხლის სამართლის ყველა ინსტანციის ეტაპზე რჩება უფლებადამცველის გარეშე, რაც საკანონმდებლო შეზღუდვის ზომიერების, თანაზომიერების, პროპორციულობის, თანასწორობის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლიანობისა და ლეგიტიმურობის ხასიათსა და სახეს არ ამართლებს. ჩემს მიერ კონსტიტუციურად სადავოდ ქცეული საპროცესო კოდექსის ნორმების ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაცია, როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე მხარის კანონიერი, უფლებრივი ინტერესების ეფექტური დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნი იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური იურიდიული სუბიექტის სახით, ხოლო მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინდობილი/რწმუნებული პირი იარსებებს, როგორც უფლებების დაცვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის სახით ცალკე, შემდგომში, როგორც მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში იქნება და იარსებებს სამართლებრივი ლეგიტიმური ზღვარი, ბალანსი უფლებათა ეფექტური დაცვის განმახორციელებელ ორ სუბიექტს შორის, ერთს მხრივ ადვოკატთა ასოციაციას, ხოლო მეორეს მხრივ მინდობილ/რწმუნებულ პირს შორის, რითაც უფლებრივი თანასწორობის ბალანსი იქნება შენარჩუნებული. ანუ მხარეთა შორის კანონის წინაშე თანასწორობის, სამართლიანობის, საპროცესო უფლებრივი თანაბრობის ზღვრის არსებობისა და ზოგადად მხარეებს შორის თანაბარი, თანასწორი უფლებრივი ბალანსის შენარჩუნებისთვის ორივეს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება, როგორც ასოაციაციის წევრ ადვოკატებს, ისე მოსარჩელეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის არაიურისტ ან თუნდაც იურისტ პირს და მათი საპროცესო უფლებების კანონის წინაშე თანასწორად, მასშტაბების მხრივ თანაბრად რეალიზაციის საშუალება უნდა გააჩნდეთ, მიუხედავად მათ შორის არსებული თანამდებობრივი პოზიციების სხვაობისა, რითაც თავად მოსარჩელეს, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექნება თავისუფალი არჩევანი საკუთარი შეხედულებისამებრ, სურვილისამებრს მიიღოს გადაწყვეტილება, გამოხატოს თავისუფალი ნება, კერძოდ აიყვანოს ასოციაციის წევრი ადვოკატი და საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მიანდოს მას, თუ მის არაიურისტ, ან თუნდაც იურისტ მინდობილ/რწმუნებულ პირს, რომელიც არაა ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არ გააჩნია საადვოკატო საკვალიფიკაციო დამადასტურებელი მოწმობა, თუმცა ჩახედულია საქმეში, საფუძვლიანად აქვს გააზრებული, გავლილი და გაანალიზებული საკითხის სამართლებრივშინაარსობრივი მხარე, მაღალი პასუხისმგებლობით უდგება მოცემულ საქმეს, გაწეული აქვს დიდი შრომა, მაღალხარისხობრივად და კვალიფიციურად წარმართავს საქმეს. თუ ჩემს მიერ ხსენებული კონსტიტუციურად სადავოდ ქცეული საკანონმდებლო ნორმების ნორმატიული შინაარსის მიხედვით არ შეიზღუდება მოსარჩელე, ბრალდებული/მსჯავრდებული საკუთარი უფლებრივი ინტერესის ნებისმიერი პროცესუალური უფლებრივი ფორმით დაცვაში და არ ექნება არჩევანი და მისი ინტერებისამებრ მისაღები გადაწყვეტილებისთვის თავისუფალი ნება შეზღუდული კანონმდებლის მიერ ვიწრო ნორმატიულ ჩარჩოში მოქცევით, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება ჩემს მიერ ხსენებულ საპროცესო ნორმებს კონსტიტუციური გამართლება, ლეგიტიმური დასაბუთება, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სტანდარტებთან და თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობა. ამით იარსებებს უფლებრივი თანაბრობის ბალანსი, ზღვარი ორ სხვადასხვა სუბიექტს შორის, რომლებიც კანონის წინაშე თანასწორნი უნდა იყვნენ, მიუხედავად მათი წოდებრივი მდგომარეობის სხვაობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევა თანამდებობრივი ნიშნის მიხედვით და ირიბი დისკრიმინაცია ორი სუბიექტის უფლებათა მასშტაბების შეფასებისა და განსაზღვრის დროს, კერძოდ მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატისა და მისი იურისტი ან არაიურისტი მინდობილი/რწმუნებული პირის საპროცესო უფლებათა რეალიზაციის მასშტაბებში ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე. აქედან გამომდინარე შესაძლებელია იმის თქმაც, რომ აღნიშნული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლს, რაც მდგომარეობს თავისუფალი ნების გამოვლენაში იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო აკრძალვიდან გამომდინარე მოსარჩელეს, ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი შეხედულების, სურვილისა და ინტერესის მიხედვით მინდობილი/რწმუნებული პირის მეშვეობით დაიცვას საკუთარი უფლებები, კანონიერი ინტერესები, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა განხილვის სააპელაციო და უზენაეს (საკასაციო) ინსტანციის ეტაპზე, ისე სისხლის სამართლის საქმის განხილვის სამივე ინსტანციის ეტაპზე, უფრო კონკრეტულად მისი დაცვის მხარეს, რომ წარმოადგენდეს რწმუნებული/მინდობილი პირი სასამართლოში, ამის უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე ის იძულების წესით, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე იყვანს კანონით დადგენილი წესით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შემავალ წევრ ადვოკატს, რომ მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა განახორციელოს. სწორედ მისი ნების გამოვლენა არ არის თავისუფალი ამ სიტუაციაში, რადგან შინაგანად გამოხატული ნება არ ემთხვევა გარეგან ვიზუალურად გამოხატულ ნებას და იგი ეწინააღმდეგება თავისუფალი ნების გამოვლენის ფუნდამენტალურ პრინციპს. აქვე უნდა გამახვილდეს ყურადღება იმ ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებაზე, რომ ვინაიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 20 ივნისს მიღებული „ადვოკატთა შესახებ“ კანონის საფუძველზე არის შექმნილი, ჩამოყალიბებული და შემდგომ ფორმირებული სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ის ძალაუნებურად, გარკვეული ფორმით დაკავშირებულია სისტემურად სახელმწიფო, საჯარო აღმასრულებელ რგოლთან, როგორიცაა საქართველოს პროკურატურა, აქედან გამომდინარე გარკვეულ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და განსაკუთრებულად სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზედაც მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესია საქმის მაღალი სამართლებრივი, სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს უდიდესი რისკი და საფრთხე მოცემულ საქმეებზე მყოფი ადვოკატის მხრიდან დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ადვოკატსა და კლიენტს შორის საქმიანი ურთიერთობისას კონფიდენციუალურობის პრინციპის დაცვის, ადვოკატის მიერ მხარისათვის გადამწყვეტმნიშვნელოვანი პროფესიული ინფორმაციის არ გათქმის, საქმის კლიენტის საუკეთესო უფლებრივი დაცვის ინტერესებისამებრ წარმართვის მხრივ, რადგან საქართველოს პროკურატურის მაღალჩინოსნებმა პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე თავისუფლად შესაძლებელია უარყოფითი გავლენა დაამყარონ ადვოკატზე საქმის დაცვის მხარის უფლებრივად საზიანოდ წარმართვის კუთხით, ხოლო ბრალდების მხარის ინტერესის სასიკეთოდ, უფრო კონკრეტულად, რადგან ადვოკატთა ასოციაცია დარგობრივი პროფესიული ნიშნით შექმნილი კადრების წრეა, აღნიშნული ორგანიზაციული წარმონაქმნი სუბიექტის სახით პროფესიული ურთიერთობიდან გამომდინარე მაინც დაკავშირებულია სისტემური თვალსაზრისით სახელმწიფოს აღმასრულებელი შტოს ერთ-ერთ სტრუქტურის რგოლთან-პროკურატურასთან, მასში შემავალ თანამშრომლებთან იერარქიული საფეხურეობრივად, თანამდებობების მიხედვით, ადვოკატებსა და მათ შორის არსებული ურთიერთობის ინტენსივობისა და ხარისხის მიხედვით. სწორედ ადვოკატთა ასოციაციასთან დაკავშირებული ეს ორგანოა ის, რომელთა თანამშრომლებთან უმეტეს ადვოკატთა ხანგრძლიავადიანმა ე.წ. ფესვებგადგმულმა, მჭიდროდ დაკავშირებულმა პროფესიულმა ურთიერთობებმა, კავშირებმა შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს სისხლის სამართლის საქმეზე თავად ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივი ინტერესების დაცვის განზრახ და გათვიცნობიერებულად საზიანოდ განხორციელების თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან საქმეზე არსებული მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში სწორედ მაღალი რისკი და საფრთხეა იმისა, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულის უფლებრივ ინტერესებს შესაძლებელია მიადგეს არსებითი ზიანი მხოლოდ ადვოკატისგან, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 20 ივნისის „ადვოკატთა შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი, დაარსებული ადვოკატთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული სტრატეგიით მოქმედებს და არა მინდობილი/რწმუნებული პირის მხრიდან, რომელიც არანაირ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ვიწრო ნორმატიულ ჩარჩოთი არ არის შეზღუდული, შებოჭილი და თავისუფლად შეუძლია განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივი ინტერესების დაცვა, თუმცა ჩემს მიერ საკონსტიტუციო სამართლებრივად სადავოდ ქცეული საკანონმდებლო ნორმების ნორმატიული შინაარსის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის განხილვის შემთხვევაში ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის ყოლის და მისი შეცვლის უფლება და არა მინდობილი/რწმუნებული იურისტი ან თუნდაც არაიურისტი პირის, რაც მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, გაუმართლებლად, არაგონივრულად, თანაზომიერების პრინციპის დარღვევით პირდაპირ შემზღუდავი, მბოჭავი და უხეშად ჩამრევი ხასიათი გააჩნია ჩემს მიერ ზევით ხსენებულ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე, როგორიცაა კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა (პირდაპირი და ირიბი ფორმით) წოდებრივი ნიშნის მიხედვით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. სისხლის სამართლის პროცესის გარდა იგივე რისკისა და საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მოსარჩელე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მისის უფლებრივი ინტერესების ასოციაციის წევრი ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელების შემთხვევაში ზუსტად იმავე მიზეზით, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი არ არის საქმეზე მოსარჩელის უფლებრივ ინტერესებზე უარყოფითი გავლენის დამყარებელი მაინცდამაინც პროკურატურა იყოს მაღალჩინოსნების მხრიდან საქმის მათი პოლიტიკური ინტერესების სასიკეთოდ სამართლებრივი განვითარების მსვლელობაზე შესაძლო ზემოქმედების განხორციელებით, რაც სამოქალაქო საქმეზე არსებულ ქონებრივ დავაზე პოლიტიკური ინტერესით იყოს განპირობებული ან ადმინისტრაციულ საქმეზე სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული ფინანსური ზიანის დავით, რასაც პერსპექტივა, სამართლებრივი წარმატება მოსარჩელის სასიკეთოდ იყოს, აქ შესაძლებელია ადვოკატზე ზემოქმედების თვალსაზრისით ჩაერივნონ აღმასრულებელი შტოს სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნები და პარლამენტის წევრები ისევ ასოციაციის წევრ ადვოკატსა და მათ შორის არსებული მჭიდრო პროფესიული და ინსტიტუციონალურ დარგობრივი კავშირებიდან გამომდინარე. რაც შეეხება მოსარჩელის არაიურისტი ან თუნდაც იურისტი მინდობილი/რწმუნებული პირის მიერ მისი კანონიერი უფლებების, ინტერესების სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა 3-ივე ინსტანციაში დაცვის განხორციელების შემთხვევაში ამის რისკი და საფრთხე თითქმის ნულის მაჩვენებლამდე არის დასული, რადგან მოსარჩელის მინდობილი/რწმუნებული პირი არის თავისუფალი მოსარჩელის უფლებების დაცვის განხორციელების მხრივ აღმასრულებელი და საკანონმდებლო რგოლის მაღალჩინოსნების მხრიდან ყოველგვარი შესაძლო ზეგავლენის დამყარებისგან მათთან კავშირის არარსებობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მოსარჩელეს ეძლევა თავისუფალი არჩევანი, საკუთარი შეხედულებით განსაზღვროს ასოციაციის წევრ ადვოკატსა და თავისუფალ ადამიანს შორის ის სამართლებრივი რისკი, საფრთხე თუ რომელი უფრო შეძლებს მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მისი უფლებების წარმატებით, ხარისხიანად დაცვას, საკუთარი შეხედულებით, გემოვნებითა და სურვილით გადაწყვიტოს ვის ხელში მოაქციოს მისი უფლებრივი ბედი, ვის განაკარგვინოს, ასოციაციის წევრ ადვოკატს თუ მის არაიურსტ და თუნდაც იურისტ მინდობილ/რწმუნებულ პირს, თუმცა კანონი მას ამ შემთხვევაში ზღუდავს, რომ მისი უფლებები დაიცვას მისმა არაურისტმა ან თუნდაც იურისტმა მინდობილმა/რწმუნებულმა პირმა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე ზედა ინსტანციებში, ხოლო სისსხლის სამართლის საქმეზე ყველა ინსტანციაში აკრძალული აქვს დაცვის მხარეს ადვოკატის გარდა სხვა პირს მიანდოს მისი უფლებების დაცვა, რაც სამართლებრივად ყოვლად გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის განხილვის საქმეზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს, როგორც ადვოკატის ყოლის, მისი შეცვლის უფლება, ასევე მის მიერ საკუთარი ხედვით, შეხედულებით შერჩეული მინდობილი/რწმუნებული პირის ყოლის უფლება, ხოლო მოსარჩელეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ზედა ინსტანციებში (სააპელაციო და უზენაეს, საკასაციო ინსტანციაში), როგორც ადვოკატის, ისე მინდობილი/რწმუნებული პირის ყოლის უფლება. სწორედ ამ ტიპის საკანონმდებლო რეგულირებით იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი, თანასწორი და თანაბარი საპროცესო უფლებრივი ბალანსი მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატსა და მინდობილ/რწმუნებულ პირს შორის, რაც საკონსტიტუციო სამართლებრივად გამართლებული, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებთან და პრინციპებთან მაქსიმალურად შესაბამისი, გონივრული, სამართლიანი, ლეგიტიმური მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ლეგიტიმური საშუალებების მქონე, მინიმალურად შემზღუდავი და დასახული მიზნის მიღწევით უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მქონე. სწორედ ამით იქნება უზრუნველყოფილი ხსენებული საკანონმდებლო ნორმების ნორმატიული შინაარსის სამართლიანობა, გონივრულობა, ლეგიტიმურობა, თანაზომიერება, თანაბარი, თანასწორი სამართლებრივკანონზომიერებითი ბალანსის არსებობა ნორმებს შორის და ეფექტური დაცვის აღსრულების მექანიზმი. სისხლის სამართლის პროცესის საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გინდ ასოციაციის წევრი ადვოკატი, გინდ თავად ახორციელებდეს საკუთარი ინტერესების დაცვას, ან თუნდაც დასაშვები იყოს საკანონმდებლო დონეზე, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სურვილით, ნებითა და შეხედულებით შერჩეულმა მინდობილმა/რწმუნებულმა პირმა დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, ამის მიუხედავად პროცესუალური, სამართლებრივი რისკი, საფრთხე არის თანაბარი, რომ თუ თითოეული მათგანი სათანადოდ, კვალიფიციურად, ეფექტურად დაცვის მხარის ინტერესების, უფლებათა სასიკეთოდ ვერ წარმართავს საქმეს, რითაც პროცესიც ხელოვნურად გაჭიანურდება და სამართლებრივი შედეგიც საკითხის სრულფასოვნად არ ცოდნიდან, სიღრმისეულად ვერ გაანალიზებიდან, ვერ შესწავლიდან და ვერ გააზრებიდან გამომდინარე დაცვის მხარისთვის უაღრესად დამაზარალებელი იქნება, ამ შემთხვევაში სასამართლოს ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე გააჩნია ინსტიტუციური ბერკეტი პროცესუალური რეგულირების სახით, რომ შეაჩეროს საქმე და ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუნიშნოს სავალდებულო წესით სათანადო ადვოკატი, რომელიც აღნშნული საქმის წასამართად დააკმაყოფილებს ყველანაირ პროფესიულ, გონებრივ და ინტელექტუალურ მოთხოვნებს და რითაც ეფექტური, სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდება პირის მიმართ. ამის გარდა, რიგ სისხლის სამართლის საქმეებზე სავალდებულო დაცვა ისედაც არსებობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პირს ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრი ან როდესაც პირი არასრულწლოვანია. აქედან გამომდინარე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო დაცვა უნდა არსებობდეს ცალკე რიგ შემთხვევებში, როგორც პირის დამოუკიდებელი ეფექტური დაცვის საშუალება უკიდურეს, აუცილებელ, გადაუდებელ სისხლის სამართლებრივ სიტუაციებში, როგორც ერთადერთი, არსებითად გადამწყვეტმნიშვნელოვანი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმი, ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი, როგორც პირის ინტერესებისა და უფლებების დაცვის საშუალება უნდა იყოს ცალკე და მინდობილი/რწმუნებული პირი, როგორც დაცვის ალტერნატიული მესამე გზა უნდა არსებობდეს ცალკე სისხლისსამართლებრვი რეგულირების სახით, რათა ხსენებულმა სადავოდ ქცეულმა საპროცესო ნორმამ, როგორიცაა საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და აკრძალულია დისკრიმინაცია წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით და აღმოიფხვრას მისი არაკონსტიტუციური, ადამიანის უფლებათა შემზღუდავი და მბოჭავი ხასიათი. ადამიანის უფლებების ევროპული დაცვა განპირობებულია სამართლებრივი ხარისხით და არა უბრალოდ დადგენილი სტანდარტით, რომელთა უზრუნველყოფა შეუძლია, როგორც მოსარჩელის ადვოკატს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის ნემისმიერ ეტაპზე ისე მინდობილ/რწმუნებულ პირს, ხოლო სისხლისსამართლებრივი განხილვის ნებისმიერი ეტაპის დროს შეუძლია, როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, ისე მის მიერ შერჩეულ მინდობილ/რწმუნებულ პირს, რომელსაც შესაძლებელია შესწევდეს უნარი თავი გაართვას მაღალ პროფესიონალურ და ხარისხობრივ დონეზე სასამართლოს სამართლებრივ პროცესში მონაწილეობას და მხარის უფლებებისა და ინტერესების საუკეთესოდ დაცვას, რაც წარმატებული შედეგის მომტანი იქნება დაცვის მხარისათვის. უნდა აღინიშნოს ასევე ის სამართლებრივი გარემოება, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე, როგორც სისხლის სამართლის საქმის განხილვის შემთხვევაში იქნა ნახსენები გარკვეული მცირედი პროცესუალური სხვაობისა, სასამართლოს თუ მიიჩნევს, რომ საჭიროა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით, მის ხელთ არსებული პროცესუალური მექანიზმის გამოყენებით, რაც საპროცესო მარეგულირებელი ნორმის არსებობაში მდგომარეობს, შეაჩეროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვა, დაუნიშნოს მოსარჩელეს ადვოკატი მისი არარსებობის შემთხვევაში ან ადვოკატის ყოლის შემთხვევაში შეცვალოს სხვა ადვოკატით იმ დროს თუ აშკარა გახდა, რომ მოსარჩელე თავად ან მისი ადვოკატი ვერ აკმაყოფილებს საკმარის კვალიფიციურ, პროფესიულ მოთხოვნებს, რითაც შესაძლებელია იქნება პროცესის სრულფასოვნად, ხარისხობრივად ნორმალურად და დაცვის მხარის უფლებრივი ინტერესის სასიკეთოდ წარმართვა და არ მოხდება პროცესის ძალაუნებურად უსაფუძვლო, უმიზნობრიო გაჭიანურება, რაც საფრთხეს შეუქმნის სწრაფი, ეფექტური, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. სწორედ ამ შემთხვევაშიც სამართლებრივი რისკი, საფრთხე მოსარჩელის ადვოკატსა და მის მინდობილ/რწმუნებულ პირთან მიმართებით იქნება თანაბარი მოცემული რისკის და საფრთხის აღმომფხვრელი საპროცესო მარეგულირებელი მექანიზმის ჩათვლით, რაც ისედაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია თანაბრად გამოყენებულ იქნას, როგორც თავად მოსარჩელის, ისე მისი ადვოკატისა და მინდობილი/რწმუნებული პირის მიმართ, როცა ამას სასამართლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესის ნებისმიერ ეტაპზე თავად საჭიროდ ჩათვლის პროცესუალური პრობლემის აღმოსაფხვრელად და საქმის სრულფასოვან რითმში გასაგრძელებლად. იხ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის 1 ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი და თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემი იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები. აღნიშნული ნორმა მოქმედებს, როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული პროცესის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამის გარდა უნდა აღინიშნოს ის ყურადსაღები, გადამყვეტმნიშვნელოვანი საკვანძო სამართლებრივი გარემოება, რაც საკონსტიტუციო თვალსაზრისით უდიდეს პრობლემებს ქმნის იმ გაგებით, რომ პირდაპირ პროცესუალურ უფლებრივად ბოჭავს და ზღუდავს იმ პირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა ზედა ინსტანციების განხილვის პროცესში მონაწილეობას, რომლებსაც ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნიათ, (არა არიან ადვოკატები) თუმცა აქვთ მოსარჩელის რწმუნებულება/მინდობილობა, ამ ყველაფერთან ერთად გაწეული აქვთ დიდძალი პროფესიული შრომა, ენერგია, დროის ხარჯი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის პირველი ინსტანციის ეტაპზე მოსარჩელის ინტერესების სასიკეთოდ დასასრულებლად, დიდ წარმატებასაც კი აქვთ მიღწეული პირველ ინსტანციაში, მოსარჩელის წინაშე აქვთ აღებული უდიდესი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქმის პროცესუალურად ბოლომდე მიყვანის მხრივ ზედა ინსტანციებში, გამოირჩევიან მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევებით, აქვთ მოტივაცია და სტიმული სამართლებრივად მოცულობითი საქმის მაღალხარისხობრივად კეთების, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა იმის საშუალებას და შესაძლებლობას არ აძლევს მოსარჩელის არაადვოკატ მინდობილ/რწმუნებულ პირებს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვაში სააპელაციო და უზენაესი (საკასაციო) ინსტანციის ეტაპზე მათ მიიღონ მონაწილეობა და დაიცვან მოსარჩელის ინტერესების ზუსტად იმ ფორმით და ხარისხით, რითაც წარმატებას მიაღწიეს. ზუსტად ამით იქმნება იმის ოტენციური რისკი, საფრთხე საქმის გაფუჭების და ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი ზიანი პირდაპირ დგება, კერძოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე სხვას ვერ ენდობა და არ სურს ადვოკატის აყვანა საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით და სურს მისი მინდობილი/რწმუნებული პირის მონაწილეობა პროცესში მის შესაძლებლობებში დარწმუნებიდან გამომდინარე, ამის მიუხედავად ჩემს მიერ კონსტიტუციურ-სამართლებრივად სადავოდ ქცეული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსი, კერძოდ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე ამავე კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად, არ აძლევს ამის შესაძლებლობას და კატეგორიულად უკრძალავს ამის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფრო მკაფიო, აშკარა, უტყუარი და თვალსაჩინო, რომ იყოს ასეთი შემთხვევები, მინდა მოგახსენოთ ის, რომ მე გიორგი ცააძე, აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი, შემდგომში, როგორც საკონსტიტუციო სამართლებრივი წარმოების პროცესში მონაწილე, მოსარჩელე ფიზიკური პირი, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმე N 4/12998-19-ზე გახლავართ მოსარჩელე ქალბატონი ირინა ცააძის მინდობილი/რწმუნებული პირი პირველ ინსტანციაში, სადაც მოპასუხე მხარე არის საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დავის საგანი-ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მისი ადმინისტრაციული სამართლებრივი კანონმდებლობით დადგენილი მომზადების ან გამოცემის მოთხოვნათა დარვევისა და კანონთან წინააღმდეგობის გამო იმ სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მოსარჩელე ქალბატონი ირინა ცააძისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არ იყო შეფარდებული იმ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ნორმების საფუძველზე, რომლითაც რეალურადაც უნდა შეფარდებულიყო და რომელთა დარღვევის შედეგად უნდა მომხდარიყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, აქედან გამომდინარე სასამართლოს ვთოხვდით საქმის გადაკვალიფიცირებას, რაც დაკმაყოფილებული იქნა და ბათილად იქნა ცნობილი ძველი ინდ. აქტი სამართალდარღვევათა ოქმის სახით და დაევალა საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი სამართალდაღვევათა ოქმის შედგენა სხვა სამართლებრვი საფუძვლით, საქმე პირველ ინტანციის ეტაპზე მოსარჩელე ირინა ცააძის უფლებრივი ინტერესების სასიკეთოდ დასრულდა და წარმატებას მივაღწიეთ ჩემი მინდობილი/რწმუნებული პირის როლში ყოფნით, თუმცა საქმის სამართლებრივ მსვლელობას განვითარება სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე არ უწერია, რადგან მე, გიორგი ცააძე პირადად ადვოკატი არ ვარ და კანონი მიკრძალავს, მიზღუდავს ადმინისტრაციული საქმის განხილვის სააპელაციო და უზენაესი ინსტანციის ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლებას, როგორც მოსარჩელე ქალბატონი ირინა ცააძის მინდობილ/რწმუნებულ პირს, რათა დავიცვა მისი უფლებრივი ინტერესები, მიუხედავად ჩემს მიერ მიღწეული სამართლებრივი წარმატებისა და გაწეული შრომისა. ამით აღნიშნული საკანონმდებლო აკრძალვა ჩემს მიერ ზემოთხსენებული კონსტიტუციურ სამართლებრივად სადავოდ ქცეული ნორმათა ნორმატიული შინაარსით პირდაპირ არაპროპორციულად, არაგონივრულად, თანაზომიერების პრინციპის დარღვევით, ყოველგვარი ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნის გარეშე უხეშად ერევა პირადად ჩემი, მოცემული საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი, გიორგი ცააძის და ამავე დროს ქალბატონი ირინა ცააძის მინდობილი/რწმუნებული პირის დაცულ უფლებათა სფეროში, რითაც ყოველგვარი უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეზღუდული და შებოჭილი ვარ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული, გარანტირებული უფლებათა სრულფასოვნად რეალიზაციაში, რაც პირდაპირ კანონისა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება წოდებრივი ნიშნის მიხედვით და ირიბი ფორმით დისკრიმინაციის აკრძალვას. ამით უგულებელყოფილია პირადად ჩემი საპროცესო უფლებები, ფეხქვეშ გათელილია ყოველგვარი ლოგიკურ სამართლებრივი დასაბუთებისა და ახსნის გარეშე, ასევე არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემს სიტუაციაში მყოფი სხვა პირების. როგორც წინა სამართლებრივი პრაქტიკული შემთხვევის მაგალითზე დაყრდნობით ვისაუბრე და წარმოვადგინე სამართლებრივი დასაბუთება, არგუმენტაცია დაცულ უფლებათა სფეროში არალეგიტიმურად, არაპროპორციულად, არამართლოზომიერად, არაგონივრულად და გაუმართლებელი შესაძლო ჩარევის, მათი შესაძლო დარღვევის, უგულებელყოფის და ფეხქვეშ გათელვის, ანალოგიურ სიტუაციას აქვს ადგილი ადმინისტრაციული საქმე N 3/2873-20-ზე პირველი ინსტანციის განხილვის ეტაპზე, სადაც ასევე ვარ მინდობილი/რწმუნებული პირი მოსარჩელე ირინა ცააძის, ვითხოვდით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის უხეში დარღვევით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი ქალბატონი ირინა ცააძის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გადაყვანის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობას, სადაც ორი მოპასუხე იყო - ერთს მხრივ შსს-ს საპატრულ პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და 112-ის სამსახურისთვის დავალების მიმცემი, რომ ევაკუატორით გადაეყვანათ ქალბატონო ირინა ცააძის საკუთრებაში არსებული ავტომობილი, ხოლო მეორეს მხრივ თავად 112-ის სამსახური, როგორც დავალების შემსრულებელი სუბიექტი. ამ შემთხვევაში, მიუხედავად ჩემს მიერ გაწეული დიდი სამართლებრივი მსჯელობებისა, დასაბუთებისა და მოცულობითი შრომისა, სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული საქმის მიმართ ჩემი და ჩემი მარწმუნებელი პირის, მოსარჩელე ირინა ცააძის დიდი ინტერესის, მოტივაციის, სტიმულისა და უსამართლობის განცდის სამართლებრივი გზების მეშვეობით აღმოფხვრის არსებობისა გვსურს მოცემულ ადმინისტრაციული საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, როგორც სააპელაციო ისე შემდგომ საჭიროების შემთხვევაში უზენაეს (საკასაციო) ინსტანციაში, თუმცა საკანონმდებლო აკრძალვიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მინდობილ/რწმუნებულ არაადვოკატ პირს არ შეუძლია ზედა ინსტანციებში მისი უფლებების დაცვის განხორციელება, ამ სამართლებრივი რეგულაციის ფონზე ქალაბატონ ირინა ცააძეს იმის რესურსი ამ სიტუაციაში არ შესწევს ცალკე აიყვანოს ადვოკატი და სამართლებრივი დავა გააგრძელოს ზედა ინსტანციებში, რადგან ამის დროც არ აქვს ფიზიკურად და არც ფინანსური სახსრები მხოლოდ იმ მიზეზის გამო და საფუძვლიდან გამომდინარე, რომ კანონი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლად უზღუდავს მას და უკრძალავს, რომ მისთვის სასურველი წრიდან შეარჩიოს მინდობილი/წრმუნებული პირი, რომელიც კეთილსინდისიერად, მაღალ კვალიფიკაციურ დონეზე, ხარისხობრივად კარგად და სრულფასოვნად გაუძღვება მისი ინტერესების ეფექტურად დაცვას ზედა ინსტანციებში. აქ მოიაზრება იმ პირთა წრე, რომელსაც მოსარჩელე ენდობა, დარწმუნებულია მათ გონებრივ, აზროვნებით, პროფესიულ შესაძლებლობებში, პროფესიულ დიდხნიან გამოცდილებაში, ცოდნაში, საქმის კეთების ხარისხში და მის მიმართ მაღალ საპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და ზოგადად საქმის მიმართ კეთილსინდისიერად მიდგომაში, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი არ არიან ადვოკატები. აქედან გამომდინარე არის საფრთხე, რისკი იმისა, რომ ადმინისტრაციული პროცესი ვერ გაგრძელდეს ზედა ინსტანციებში და მოსარჩელის ინტერესებს მიადგეს როგორც მორალური, ისე მატერიალური, სამართლებრივი ზიანი იმის გამო, რომ მან ადვოკატის აყვანა ვერ მოახერხა ფინანსური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო და დავას განგრძობითი ხასიათი არ მიეცა. ზუსტად ანალოგიურ, იდენტურ და განსხვავებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე სამოქალაქო საქმეებზე სავსებით შესაძლებელია ამ საკანონმდებლო მოცემულობიდან გამომდინარე იმავე პრობლემის წინაშე დადგეს, როგორც მოსარჩელე, ისე მისი მინდობილი/რწმუნებული პირი, რითაც არსებითი ზიანი მიადგება მათ უფლებრივ ინტერესებს და დაზარალდება საერთო ჯამში მოსარჩელე. აქედან გამომდინარე მოსარჩელეს ორი ალტერნატიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, კერძოდ აიყვანოს ადვოკატი თუ ეს მიაჩნია მართებულად და ამისათვის ფინანსური რესუსრის გაწევა მისაღები და შესაძლებელია მისთვის, თუ მისი შეხედულებით, სურვილითა და ნებით შეარჩიოს მისთვის სასურველი მინდობილი/რწმუნებული პირი, ვისაც ის ენდობა და დარწმუნებულია მის პიროვნულ თვისებებსა და შესაძლებლობებში.ამისთვის უნდა არსებობდეს ორ საპროცესო უფლებას შორის თანაბარი, თანასწორი ბალანსის ზღვარი, რათა მათი თანაბარი შესაძლებლობით მოხდეს გამოყენება და ერთი არ იყოს შეზღუდული რეალიზაციის მხრივ მეორე უფლების ხარჯზე. ამ შემთხვევაში კანონმდებელი უნდა გამოვიდეს სამართლებრივი პრაქტიკული ინდექსის მიხედვით, კერძოდ რამდენია დაცვის მხარისათვის დადებითი, წარმატებული შედეგის მიღწევის მაჩვენებელი მინდობილი/რწმუნებული პირის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივ პროცესში სასამართლო ინსტანციებში მონაწილეობით და ადვოკატის მონაწილეობით ცალკე. ამის შემდეგ უნდა მოხდეს აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ურთიერთშედარება და ამის მიხედვით საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რაც პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული აღნიშნული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურსამართლებრივ ხასიათზე. აქ იბადება შეკითხვა იმისა, თუ რამდენად ლეგიტიმურად, გონივრულად, კონსტიტუციურად გამართლებულად, საფუძვლიანად, პროპორციულობის, თანასწორობისა და თანაზომიერების (ვიწრო გაგებით) პრინციპების დაცვით ხდება მოცემული საპროცესო კანონმდებლობების ნორმატიული შინაარსის მიხედვით პირთა მიმართ წოდებრივი ნიშნის მიხედვით გაკრვეულ უფლებათა შეზღუდვა, შებოჭვა და უფრო უარესს შემთხვევაში აკრძალვა, რამდენად არის ეს ეფექტური, ლეგიტიმურ საჯარო მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული, რამდენად არის უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები ზომიერებისა და მოცულობის მხრივ დაცული, მინიმალურია ეს შეზღუდვის სახე, მექანიზმი თუ მაქსიმალური კონსტიტუციური სამართლებრივი თვალსაზრისით ა.შ. სწორედ აქედან გამომდინარე აღნიშნული საპროცესო ნორმების კონსტიტუციურობის ხასიათის განსასაზღვრად კანონმდებელმა უნდა მოახდინოს მოცემული საკანონმდებლო ნორმების ნორმატიული შინაარსით განსასაზღვრი აკძალვითა და დაშვებით განპირობებული სამართლებრივი შედეგების ურთიერთშედარება, მათი ცალკეულად განსაზღვრა, შეფასება და ამის მიხედვით განისაზღვროს მათი კონსტიტუციურობა. უნდა მოხდეს ორი კონსტიტუციურსამართლებრივი სიკეთის ურთიერთშედარება და ამის მიხედვით დაცულ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნისა და საფუძვლის დადგენა. ასევე უნდა მოხდეს მოსალოდნელი საფრთხისა და რისკის ხარისხის, რეალურობისა და გონივრულობის გასანზღვრა თითოეული კონსტიტუციურად სადავოდ ქცეული ნორმების ნორმატიული შინაარსით აკრძალული და დასაშვები პროცესუალური უფლების შემთხვევაში. სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის ზედა ინსტანციებში მოსარჩელის მინდობილი/რწმუნებული პირის პროცესუალური აკრძალვის, დაუშვებლობის საკონსტიტუციო სამართლებრივი ახნის, გამართლებისა და დასაბუთების განსასაზღვრად ხაზგასასმელი, აღსანიშნავი და მოსახმობია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის 1 ნაწილის მე-2 დებულება, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან იმ თანამდებობის პირთა მეშვეობით, რომლებსაც წესდებით ან დებულებით შეუძლიათ ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედონ. აღნიშნული საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით ნებისმიერი კერძო კომპანიის, როგორც სამეწარმეო ისე არასამეწარმეო საქმიანობაზე ორიენტირებული იურიდიული პირების (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, სს, კს, კოოპერატივი და შპს) დამფუძნებელი, დირექტორი და კანონიერი წარმომადგენელი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ ადვოკატთა საკვალიფიკაციო დამადასტურებელი ცნობის არმქონე პირები, ანუ არაადვოკატი სუბიექტები და ასევე პროფესიით არაიურისტები, აძლევს იმის უფლებასა და შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე სასამართლოში განახორციელონ კომპანიის უფლებრივი ინტერესების დაცვა, წარმოადგინონ თავი როგორც მხარის დაცვის პოზიციაში თავად ორგანიზაციის, იურიდიული პირის დებულებისა და წესდების მიხედვით. კერძო კომპანიის უფლებრივი ინტერესების დაცვის პოზიციაში მყოფი წარმომადგენელი კომპანიის სახელით ამ შემთხვევაში მოქმედებს კომპანიასთან დადებული, მისთვის მიცემული მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე, რაც არის სამართლებრივი წინაპირობა იმისა, რომ მას გააჩნდეს უფლება საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით განახორციელოს კერძო კომპანიის ინტერესების დაცვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ადვოკატი არაა. კომპანიის დირექტორს და დამფუძნებელს კომპანიის წარმომადგენლისგან განსხვავებით არ ჭირდებათ მინდობილობა/რწმუნებულება, რადგან ისინი პირდაპირ კომპანიის სახელით მოქმედებენ და მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესში ნებისმიერი ინსტანციის ეტპაზე. ამ შემთხვევაში კერძო კომპანიის დირექტორი, დამფუძნებელი და კანონიერი წარმომადგენელი, ანუ (იურიდიული პირის მინდობილი/რწმუნებული პირი) პროცესუალურ უფლებრივად გათანაბრებულები არიან ადვოკატთან, მიუხედავად მათი პროფესიით შესაძლო არაიურისტობისა და კანონი თანაბრად აძლევს იმის პროცესუალურ შესაძლებლობას, რომ წარმოადგენდნენ კომპანიის ინტერესების დამცველებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხილვის საქმეზე ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში იმ სამართლებრივი, ყურადსაღები ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირის მინდობილ/რწმუნებულ პირს კანონი უზღუდავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესის ზედა ინსტანციის სასამართლოებში მხარის დაცვის პოზიციაში წარმომადგენლად ყოფნას, რაც მიმაჩნია, რომ არის ყოვლად უარგუმენტო, უსაფუძვლო, ალოგიკური და თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამო, კონსტიტუციურ სამართლებრივად გაუმართლებელი, რაც უდიდეს უფლებრივ დისბალანსს იწვევს ფიზიკური პირის მინდობილი/რწმუნებული პირის საპროცესო უფლებების რეალიზაციის მასშტაბსა და იურიდიული პირის მინდობილი/რწმუნებული პირის უფლებათა რეალიზაციის მასშტაბის ურთიერთშედარებისა და განსაზღვრის დროს პროცესუალური თანაბრობისა და თანასწორობის მხრივ. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ხდება ფიზიკური პირის მინდობილი/რწმუნებული პირის კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ უფლებაში ყოველგვარი ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძლისა და მიზნის გარეშე, გაუმართლებელი, არათანაზომიერი, არაგონივრული და არამართლზომიერი ჩარევა, რითაც სხვა ანალოგიურ საპროცესო ქმედუნარიან სუბიექტთან მიმართებით, მის შედარებისას ხდება უფლებრივად დაკნინება, შებოჭვა და შეზღუდვა მისი, რაც მდგომარეობს საერთო ჯამში ორ თანაბარ უფლებათა რეალიზაციის უნარითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი სუბიექტის მიმართ განსხვავებული, არათანასწორი მოპყრობა. გამოდის ის, რომ თუ ადვოკატს და იურიდიული პირის მინდობილ/რწმუნებულ პირს აქვს მხარის ინტერესების დაცვის განხორციელების უფლება და პროცესუალურად თანაბრად არიან მიჩნეულები, მაშინ მითუმეტეს ფიზიკური პირის მინდობილ/რწმუნებულ პირსაც უნდა ჰქონდეს და მისთვის ამ უფლების აკრძალვა საკონსტიტუციო სამართლებრივად ყოვლად გაუმართლებელი იქნება. ანალოგიური სამართლებრივი დისონანსის მქონე, წმინდა სამართლებრივად ალოგიკური, ირელევანტური, კონსტიტუციურად გაუმართლებელი, ლეგიტიმური მიზნის, საფუძვლისა და შედეგის არ მქონე, ასევე საჯარო ინტერესის არმქონე, თანასწორობისა და თანაზომიერების პრინციპთან შეუსაბამო გარემოების გამოვლენას აქვს ადგილი, როგორც წინა საპროცესო ნორმის შემთხვევაში იყო, ამ მოცემული ნორმის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის (არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე) მე-2 დებულების მიხედვით არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. ამ შემთხვეაშიც, როგორც წინა საპროცესო ნორმის ნორმატიული შინაარსის განხილვისა და ანალიზის მიხედვით იბადება ლოგიკური შეკითხვა, რომ თუ არასრულწლოვან მოსარჩელეს შეუძლია კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის გარეშე საკუთარი ინტერესების დაცვა სამოქალაქო საქმის წარმოების ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე, მაშინ რატომ არ შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური პირის მინდობილ/რწმუნებულ პირს დაცვის უფლების განხორცილება სამოქალაქო საქმის ნებისმიერი ინსტანციის ეტაპზე. თუ არასრუწლოვანი პროცესუალური უფლებების რეალიზაციის მხრივ გათანაბრებულია ადვოკატთან, მაშინ რატომ არ არის ის გათანაბრებული ფიზიკური პირის მინდობილ/რწმუნებულ პირთან, ანუ საერთო ჯამში ფიზიკური პირისთვის აღნიშნული უფლების აკრძალვა რა საჯარო მიზანს, სარგებელს ემსახურება და ზოგადად მიღწეულ იქნა თუ არა პროდუქტიული შედეგი ამით, რატომ ხდება ორი თანასწორი, ერთნაირი ადამიანის მიმართ განსხვავებული მოპყრობა.
ყოველივე ზემოხსენებული სამართლებრივი მსჯელობებიდან, ანალიზიდან და დასაბუთებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე ამავე კოდექსის 94-ე მუხლის 1 ნაწილის დ) პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლად და მათ შორის საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული მხოლოდ ადვოკატის შეცვლის უფლება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველი პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და აკრძალულია დისკრიმინაცია წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით, ვინაიდან აღნიშნული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსი ლეგიტიმური მიზნის გარეშე, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებების მიღმა, მინიმალური შეზღუდვის გარეშე, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების მხრივ - დასახული მიზნის მიღწევით უფრო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაზიანებით უხეშად არღვევს, ლახავს და კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ერევა პირთა უფლებების დაცულ სფეროში, რაც ყოვლად გაუმართლებელია და წინააღმდეგორბივი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან. კანონმდებელი ზემოხსენებული კონსტიტუციურად სადავო საპროცესო ნორმების ამჟამინდელი ნორმატიული შინაარსის მიხედვით ვერ აფასებს და ვერ განსაზღვრავს მოსალოდნელ სამართლებრივ რისკს, კერძოდ მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფიზიკური მინდობილი/მინდობილი პირისთვს გაკრვეული პროცესუალური უფლების აკრძალვის გაუქმებით, თუ რა პროდუქტიული შედეგი დადგება, შეზღუდული უფლებით განპირობებული სამართლებრივი სიკეთე, სარგებელი უფრო მეტია, თუ დასაშვები პროცესუალური უფლებით მოსალოდნელი სარგებელი, თუ ორივე თანაბარ სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს ა.შ. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუცირად ცნოს მოცემული საპროცესო ნორმების ნორმატიული შინაარსი, შევიდეს მათში ახალი სამართლებრივი ტესქტობრივი ფრაზა, დათქმა ნორმატიული შინაარსის სახით, რომელსაც აღარ ექნება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა მბოჭავი და შემზღუდავი ხასიათი, იქნება შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო შეთანხმებებთან, ხელშეკრულებებთან, კონვენციასა და პაქტთან, რაც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მაქსიმალურ დაცვაზე მინიმალური სამართლებრივი შეზღუდვით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა