თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - "მდმა-სა" და "მეტამფეტამინის" შეძენა-შენახვისთვის
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1430 |
ავტორ(ებ)ი | თბილისის სააპელაციო სასამართლო |
თარიღი | 24 ივნისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის; კერძოდ, დიდ ოდენობად მიჩნეულია ნარკოტიკული საშუალება „მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) საერთო წონით 0,000305 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი(მარილი) წონით 0,000106 გრამი და სასჯელად დაწესებულია ხუთიდა რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა; | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკოსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მ-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) „საკოსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი.
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93 და 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) საერთო წონით 0,000305 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი(მარილი) წონით 0,000106 გრამი - დიდი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო. შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენით. ირაკლი ჩხეიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
2. ირაკლი ჩხეიძეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოა შესაბამის ორგანოებს;
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზაზა მესხმა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ირაკლი ჩხეიძის გამართლება;
4. შემდგომ მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გიორგი ტურაზაშვილმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა პალატამ მიმართოს წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რომელიც დანაშაულად თვლის ნარკოტიკული საშუალება - „მდმა (3,4-მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი)“ საერთო წონით 0,000305 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი (მარილი)“ წონით 0,000106 გრამის შეძენა/შენახვას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე; ასევე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 93 და 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) საერთო წონით 0,000305 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი(მარილი) წონით 0,000106 გრამს განსაზღვრავს როგორც დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს და აძლევს სპეციალურ შინაარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს;
5. საააპელაციო პალატას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. პალატას მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, ნარკოტიკული საშუალება „მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) საერთო წონით 0,000305 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი(მარილი) წონით 0,000106 გრამი- დიდი ოდენობით, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის”ა“ პუნქტი ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ნარკოტიკული საშუალება შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული.
დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - „მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) საერთო წონით 0,000305 გრამი და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი(მარილი) წონით 0,000106 გრამი- შეძენა და შენახვის გამო შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა