ირაკლი დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1780 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი დოკვაძე |
თარიღი | 20 აპრილი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე- 19 მუხლის მე-2 ნაწილი. |
მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები. მე- 9 მუხლი . მე-13 მუხლის პირველი პუნქტი. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60. მუხლის მე- 4 პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტი. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და 31-ე პრიმა მუხლი .
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განსახილველად არმიღების საფუძვე-ლი, რადგან აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს საკო-ნსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: სარჩ-ელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. სარჩელი შედგენი-ლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკა-ციო ფორმის მიხედვით. ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და მასში სრულადაა გათვალისწინე-ბული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 31-ე (პრიმა) მუხლის დანაწესი მოთხოვნები.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, როგორც ამას ით-ვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ : ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტი-ტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გა-ნსჯადია, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის
მე-19 მუხლის პირველი ნაწილით : საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან საკონსტიტუციო წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: -- ,,ა“ პუნქტით: საქართველოს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების....შეაბამისობის....საკითხები და ,,ე“ პუნქტით : საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკ-ითხი;
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუ-ციით და ამდენად იგი გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრე-ტულ მუხლებთან მიმართებით.
სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტე-ბის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც გასაჩივრებული არ არის, ანუ სუბსი-დიურობის პრობლემა არ დგას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მხარე ვითხოვთ: არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 მუხლის მე-2 ნაწილი: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის, განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით. ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის:
ა)მე-4 მუხლი. სამართლებრივი სახელმწიფო. მე-2პუნქტი .-სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამი-ანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენ-აეს ადამიანურ ღირებულებებს.ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შე-ზღუდული არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართ-ლით.
სამართალი , ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობის განმსაზღვრელი ზოგად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და პასუხისმგებლობის მოწესრიგების სისტემაა, რომელსაც ახასიათებს: ნორმატულობა, ფორმალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და სანქცია, რომელთა შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი. ანუ შესაბამისი სამართლის დარგებით, რომლებიც ზემოქმედებენ შესაბამისი კანონებით. სისხლის სამართალში მას წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსი. რომლის 1 მუხლის 1 ნაწილით,-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაული და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის სამართლებრივ სასჯელს. სასჯელი კი განსა-ზღვრულია შესაბამისი მუხლით, რომელიც თავის მხრივ შედგება სამი ნაწილისაგან: ჰიპოთეზა, დისპოზიცია და სანქცია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19. მუხლით განსაზრვრულია ჰიპოთეზა და დისპოზიცია, ხოლო სანქციის საკითხი უგულებელყოფილია.
კანონის წინაშე ყოველმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ქმედებისათვის, ვისაც ბრალად შეერაცხება სამართლებრივი უსამართლობის ჩადენა, ხოლო სამართლიანობის საყოვე-ლთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემი-სას პირისთვის დაწესებული სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დანაშაუ-ლისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი კი თავისი არაკონკრეტულობითა და გავრცობითი შინაარსით წინააღმდეგობაშია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ მოქმედი სამართლის კონსტიტუციურ შემადგენელთან.
თუ გავითვალისწიონებთ, რომ თანამედროვე ქართული სასამართალო გადაწყვეტილებებში საქართველოს სს კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, აკუმლირებულია კერძო ნაწილის მთელ რიგ სისხლის სამართლებრივ დანაწესებთან ერთობლიობაში, რომლებიც ჩადე-ნილი და შერაცხული დანაშაულის სიმძიმით სხვადასხვა კატეგორიისაა და დანაშაულის ცნება უფრო ფართოა ვიდრე დანაშაულის შემადგენლობა, ამდენად ლოგიკურია დანაშაულის მცნე-ბისა და შემადგენლობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რასაც სწორედ მუხლის სანქციის ნაწილი ითვალისწინებს და რასაც ხშირ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს და ხდებიან გასაჩივრების მუდმივი ობიექტები. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან დანაშაული და სასჯელი სისხლისამართლებივი სამართლის ანუ სისხლის სამართლის კოდექსის ფუნქ-ცუონალური კანონქვემდებარე მცნებებია, ამდენად ყოველ კონკრეტულ დანაშაულს სამარ-თლის ვერდიქტით შეერაცხება და ენიშნება, კონკრეტული სასჯელი. დანაშაულის მცდელობა კი სწორედ ის სამართლებრივი დელიქტია, რომლის სამართლებრივი შეფასების შემდეგ, მის ჩადენაზე უნდა ამოქმედდეს შესაბამისი სასჯელი და არა ის, რაც მას დღეს აქვს მიკუთვნებული ანუ დაუსრულებელი დანაშაულისათვის განკუთვნილი სასჯელი, აღნიშნული კი ამ მოცე-მულობაში უნდა განხორციელდეს მცდელობისათვის, ევენტალური საფუძვლიდან გამომდინარე!
(გამოყენებული ლიტერატურა; 1.ალ.კვაშილავა,-სსკ ზოგადი ნაწილის კომენტარები. 2.მ.ტურავა.-სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილის მიმოხილვა. 3.ო.გამყრელიძე.-სისხლის სამართლებრივი პრობლემები. 4.ი.დვალაძე.- სს ზოგადი ნაწილი.სასჯელი და დანაშაული. 5.ქეთევან მჭედლი-შვილი-ჰედრიხი.- შესავალი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში)
ბ) მე-4 მუხლის მე- 5 პუნქტი: საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. დანაშაულის ჩადენის ე,წ. ,,ნორმალურ შემთხვევას“ წარმოადგენს დამთავრებული დანაშაული, რომელშიც დანაშაულის შემადგენელო-ბის ყველა ობიექტური და სუბიექტური ელემენტი სახეზეა.საქართველოს სს კოდექსის მე-19 მუხლიდან გამომდინარე უნდა შემოწმდეს პირმა მისი წარმოდგენით ჩაიდინა თუ არა ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დანაშა-ულის ჩასადენად. ამდენად ამ მიმართებით უნდა შეფასდეს სამართლებრივად ჩადენილი დანაშაული თუ ადგილი აქვს დანაშაულის მცდელობას სამართლიანი შეფასების სისტემით, რაც არის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი :- სამართლიანი სასამართლო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველია კონკრეტული დანაშაული და სასჯელი (სანქცია). მაგალითისთვის გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 22 პარაგრაფი.
(გამოყენებული ლიტერატურა: ზემოთ დასახელებული ნაშრომები და ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი უფლებები“. რედაქტორები: მანანა კობახიძე და ვლადიმერ .მკერვალიშვილი)
გ) მე-9 მუხლის მე- 2 პუნქტი..დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამც-ირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
-კანონის წინაშე ყოველმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ვისაც ბრალად შეერაცხება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.
-სამართლიანობის პრინციპი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას პირის მიმართ დაწესებული სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა.დამამცირებელი სასჯელად ითვლება ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ადამია-ნში წარმოშობს: შიშის, ტანჯვიასა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მისი უუნარობა და ხელყოს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი. ამასთან შეფარდებული სასჯელი მასში იწვევს იმ მორალურ-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რო-მელიც მის ცნობიერში აკუმლირდება შიშის, განცდისა და დამცირების ერთობლიობით. სასჯელის ფუნქციაა ობიექტური პასუხი დანაშაულისათვის და არა არარელევანტური ანუ დამამცირებელი სასჯელი, დანაშაულის მცდელობის დამთავრებულ დანაშაულად შერაცხვით.
საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი სორდიას N1/5/449 საქმეზე განმარტა: - ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე მისთვის არის რეალური.
(გამოყენებული ლიტერატურა: ზემოთ დასახელებული ნაშრომები და ვანდოვა ვესელინა, კონდაკი ირენეუშ და ფერნანდეს ბეთ: -წამების და არაადამიანური მოპყრობის აკ-რძალვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.)
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა