ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1404 |
ავტორ(ებ)ი | ნანა სეფაშვილი, ია რეხვიაშვილი |
თარიღი | 25 თებერვალი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
ბ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 98 2011 წლის 27 ივლისი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
გ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 118 2012 წლის 13 ივლისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ - დებულება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის: - მუხ.14-ის მე-2 პუნქტი; მე-10 პუნქტის მეორე წინადადება; მუხ. 203 პ.2; მუხ. 204 პ.1; |
კონსტიტუციის მეორე თავიდან მუხ.9. პ.2; მუხ. 11.პ.1; მუხ.16 მუხ.12; მუხ.13-ის პ.1; |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანების: მუხ.11 „ა“, მუხ.12-ის პ.1; მუხ.27; მუხ.29-ის პ.1 „ა“; მუხ. 38. პ.3.; მუხ. 58 |
კონსტიტუციის მეორე თავიდან მუხ.9. პ.2; მუხ. 11.პ.1; მუხ.16 მუხ.12; მუხ.13-ის პ.1; |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანების 1 პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების მუხ.2-ის პუნქტები 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; |
კონსტიტუციის მეორე თავიდან მუხ.9. პ.2; მუხ. 11.პ.1; მუხ.16 მუხ.12; მუხ.13-ის პ.1; |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 31, პუნქტი 1; მუხ.60-ის პ.4 „ა“
2. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", მუხლი 19, პუნქტი 1, ქვ/პ "ე"; მუხლი 39, პუნქტი 1, ქვ/პ "ა";
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები არ არსებობს, რამეთუ:
ა) კონსტიტუციური სარჩელი თავისი ფორმით და შინაარსით პასუხობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი წარმოდგენილი გვაქვს უფლებამოსილ პირებს, თანახმად "საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პ. 1, ქვ/პ "ე" და 39-ე მუხლის პ. 1, ქვ/პ "ა";
გ) კონსტიტუციური სარჩელით წამოჭრილი სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან ეხება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის #98 და 2012წლის 13 ივლისის #118-ე ბრძანების რამდენიმე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობას და მათ არაკონსტიტუციურად ცნობას;
დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ განხილულა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარია და ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ მსგავსი საკონსტიტუციო სარჩელები (საქმე #2//604 და 2/4/581) გახმობილ იქნა მოსარჩელეთა მიერ)
ე) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხების მიმართ ხანდაზმულობის ვადა დარღვეული არ არის;
ზ) სადავო აქტი არის როგორც კანონის, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ნორმებიც.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. როგორც საქართველოს კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ", ასევე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტების 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და #118 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების რიგი ნორმების ბუნდოვანების გამო მათი არაკონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პ.1; მუხ.13-ის პ.1; მუხ.9 პ.2; მუხ.16 - თან მიმართებით , კერძოდ;
საქართველოში 2011 წელს დაიწყო სტანდარტული პირადობის მოწმობების ელექტრონული პირადობის მოწმობებით, ე.წ. ID-ბარათებით ჩანაცვლების პროცესი, რაც სამართლებრივად უზრუნველყოფილ იქნა როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, ასევე მის შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული 2011 წლის 27 ივლისის №98 და 2012წლის 13 ივნისის #118 (2012წლის 213 ბრძანება) ბრძანებებით. აღნიშნული ნორმატიული სამართლებრივი აქტების საფუძველზე დღემდე ხორციელდება მოქალაქეებზე ნებითა თუ მათი ნების საწინააღმდეგოდ უალტერნატივოდ ძირითადად ელექტრონული პირადობის მოწმობების/ბიომეტრიული პასპორტების გაცემა.
1.1. საქართველოს კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" თანახმად პირის საქართველოს მოქალაქეობის, მისი ვინაობის და საცხოვრებელ ადგილის დადასტურების (მუხ.12 პ.1) მიზნით საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი პირადობის მოწმობა (კანონისმუხ. 3. პ 2; მუხ.11-ის პ.1 „ა“) რომელიც არის ორგვერდიანი, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრთვე აფხაზურ ენაზე (მუხ.14-ის პ.1) და რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით (მუხ.13-ის პ.1) 14 წლიდან 18 წლამდე პირზე 4 წლის ვადით, ხოლო 18-წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით (მუხ.14-ის პ.2) კანონის მუხ.14-ის პ.3-ით განსაზღვრული რეკვიზიტებით, მ.შ. პ.“ვ“ - ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას გერბიანი ბეჭედი;
1.2. 6.07.2010წელს მითითებულ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად მუხ.14-ს დაემატა პ.4, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქის პირადობის ძირითადი დამადასტურებელი დოკუმენტი -პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტები და ამ მოწმობას კანონმდებლის მიერ ეწოდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელიც ივსება ქართულ და ინგლისურ ენაზე და რომლის რეკვიზიტები ასევე განისაზღვრა კანონის მუხ.14-ის პ.7-ით, მ.შ. პ. “ვ“- ფოტოსურათი.
1.3. ძირითად პირადობის მოწმობასთან ერთად კანონმდებლის მიერ საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული პირადობის ელექტრონული მოწმობის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა სააგენტოს ის ტერიტორიული სამსახური, რომელსაც აღნიშნულ უფლებამოსლებას მიანიჭებდა იუსტიციის მინისტრი (მუხ.14-ის პ.10), თუმცა კანონმდებელმა ამავე დროს მითითებულ ტერიტორიულ სამსახურებს მისცა უფლება გასცენ პირადობის არაელექტრონული მოწმობა ობიექტური გარემოებების არსებობის დროს 6 თვის ვადით (10.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.)
მიუხედავად იმისა, რომ კანონის მითითებული ჩანაწერის ქართულ ენოვანი განმარტების შედეგად ნათლად იკვეთება რომ: კანონის მუხ.13-ის პ.1-ით დადგენილი პირადობის მოწმობის გამცემი სამსახურიდან (სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით) გამოყოფილი უნდა ყოფილიყო ის სამსახურები, რომლებიც (რაც ნიშნავს განსხვავებული მახასიათებლის გამო საერთო ჯგუფიდან გამოყოფას) უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, შესაბამისად მხოლოდ აღნიშნულ (საერთო წესიდან გამოყოფილი მახასიათებელის მქონე) ტერიტორიულ სამსახურს მიენიჭა ობიექტურ გარემოებებში პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. იუსტიციის მინისტრის სადაო ბრძანებებით კანონმდებლის მიერ მითითებული განმასხვავებელი სიტყვები „რომელიც“, „აღნიშნული“ მიზნმიმართულად შეიცვალა სიტყვით „ყველა“, რაც გამორიცხავს დღეისათვის კანონმდებლის მიერ კანონის მუხ.14-ის პ.1-ით დადგენილ პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემას მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადებით განსაზღვრული მოქმედების ვადით
შესაბამისად კანონის მუხ.14.10-ის გათვალისწინებით იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა კანონქვემდებარე აქტები: 27.07.2011წ. იუსტიციის მინისტრის #98-ე ბრძანება, რომელმაც მუხ.27-ში ცალსახად მიუთითა, რომ პირადობის მოწმობას გასცემენ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები და ასევე 13.06.2012წ. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული იქნა #118-ე ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული სააგენტოს დებულების მუხ.2-ის პ.2; პ.3;, პ.4;, პ.5;, პ.6;, პ.7;, პ.8;, პ.9-ის ჩათვლით დღეს მოქმედ სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად (მუხ.14-ის პ.4) პირადობის ელექტრონული მოწმობა დაშვებულია „შეიძლება“-ს სახით (რაც მის სავალდებულოობას არ ადგენს) ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობას და არაელექტრონულ მოწმობას ობიექტურ გარემოებში მყოფ პირებზე 6 თვის ვადით. შესაბამისად მოსარჩელეს ნანა სეფაშვილს, ისევე როგორც ათი ათასობით მოქალაქეს, რომლებიც უარს ვაცხადებთ პირადობის ელექტრონული მოწმობის/ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე ჩვენი შინაგანი რწმენის/აზრის გამო, უარს გვეუბნებიან პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემაზე და გვაიძულებენ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ან უარი ვთქვათ ჩვენს შინაგან რწმენაზე/აზრზე და მივიღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა ან/და დავრჩეთ კონსტიტუციით ჩვენთვის აღიარებული უფლებებით სარგებლობის გარეშე.
ჩემს - მოსარჩელე ნანა სეფაშვილის, პირადობის არაელექტრონულ მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა რა 2016წელს მივმართე სააგენტოს თბილისი უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს (ვინაიდანმე ვერ მოვიძიე სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელსაც არ ექნებოდა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული) და მოვითხოვე ახალი მოქმედების ვადით პირადობის არაელექტრონული მოწმობა, მაგრამ ჩემი განცხადება სამსახურის მიერ ზაკ-ის მუხ.80-ის შესაბამისად კი არ იქნა გადაგზავნილი შესაბამის სამსახურში (კანონის მუხ.13-ის პ.1, მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადება) არამედ კანონის მუხ.14-ის პ.10-ისა და იუსტიციის მინისტრის #98 ბრძანების მუხ.25-ზე აპელირებით მივიღე უარი პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემაზე, რის გამოც კანონის მუხ.11-ის პ.1 „ა“; მუხ.13-ის; მუხ.14-ის პ.1-ის, მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადების, მუხ.16-ის, მუხ.18-ის საფუძველზე ჩემს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნა დაკმაყოფილებული იმავე საფუძვლებით, შემდგომ შეტანილი იქნა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ხოლო შემდგომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინებებით უარი მითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობას და პირადობის არაელექტრონული მოწმობა გარდა ობიექტური გარემოებებისა 6 თვის მოქმედების ვადით არ გაიცემა, კვლავ მითითება კანონის მუხ.14-ის პ.10-ზე, მინისტრის #98-ე ბრძანების მუხ.25-ში მითითებულ ობიექტურ გარემოებებზე, რომელსაც მე არ მივეკუთვნები.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით ანალოგიური მოთხოვნით სასამართლოებში მიმდინარეობს ასეულობით მოქალაქეთა სარჩელების განხილვა (იხ.დანართი) დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს (როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებს, მათ შორის რუის ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი ელგუჯა) საქმე 3/1749-18) აქვთ კანონის განსხვავებული განმარტება, სამივე ინსტანციის სასამართლოს (დღემდე უზენაესი სასამართლოს განჩინება მხოლოდ მოსარჩელე ნანა სეფაშვილის საქმეზეა მიღებული, რომელმაც საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად სცნო, თუმცა სრულად გაიზიარა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოთა დასაბუთება) არც ერთ მოსამართლეს არ გამოუთქვავს სხვა მოსაზრება გარდა ზევით მითითებული გარემოებისა.
აღნიშნულის საფუძველზე - მოსარჩელეებს მიგვაჩნია რა, რომ კანონის მუხ.11-ის პ.1 „ა“-ს (პირადობის დამადასტურებელ ძირითადი დოკუმენტია „პირადობის მოწმობა“ ); მუხ.12-ის (პირადობის მოწმობა არის ორ გვერდიანი, რომელიც ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აფხაზურ ენაზე მუხ.14-ის პ.3-ში მითითებული რეკვიზიტებით); მუხ.13-ის პ.1(პირადობის მოწობა გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით); მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადების (პირადობის მოწმობა გაიცემა 14-18წლამდე პირზე - 4წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე - 10წლის ვადით) გათვალისწინებით არ არის კანონით აკრძალული მოქალაქის ნების/არჩევანის საფუძველზე კანონის მუხ.16-ის თანახმად წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და მიიღოს ან კანონით დაშვებული პირადობის მოწმობა, რომელიც ძირითადად არის ე.წ. არაელექტრონული (კანონის მუხ.11-ის პ.1 „ა“; მუხ.12) ან/და საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ე.წ. პირადობის ელექტრონული მოწმობა (კანონის მუხ.14-ის პ.4), რომელიც გაუქმებულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7-ის პ.7-ის დარღვევით (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს რომლის შესასრულებლადაცაა გამოცემული) იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული #98-ე ბრძანებით დამტკიცებული წესის მუხ.27-ით (პირადობის მოწმობა გაიცემა მხოლოდ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ); მუხ.58-ის პ.1 – (ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ არა აქვთ მინიჭებული ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება) და #118-ე ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პ.2;, პ.3;, პ.4;, პ.5;, პ.6;, პ.7;, პ.8,; პ.9-ის ჩათვლით, (ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიენიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება) ფაქტიურად გაუქმდა სააგენტოსათვის კანონის მუხ.13-ის პ.1-ით და მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადებით მინიჭებული უფლება გასცეს დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობა (რომლის განმარტება მოცემულია კანონის მუხ.12-ში) 4-10 წლის ვადით, რაც დღეისათვის ვრცელდება მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიმართ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ასევე წარდგენილი იქნა მოსარჩელეთა და სხვა მოქალაქეთა კოლექტიური სარჩელი იუსტიციის მინისტრის #98 და #118 ბრძანებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცვლილებების შეტანის თაობაზე (საქმე 3/6669-18w.), მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ „administraciuli organoebis normaSemoqmedeba ver iqneba usazRvro, aRmasrulebeli xelisufleba ver iqceva sakanonmdeblo procesis Semadgenel nawilad da ver Secvlis mas, rasac gansaxilvel SemTxvevaSi sarCelSi miTiTebuli cvlilebiT iTxoven mosarCeleebi“. მართალია აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია აპელაციაში, მაგრამ უკვე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით მოსალოდნელი შედეგი არ იქნება განსხვავებული. რის გამოც იძულებული ვართ მოგმართოთ თქვენ და მოვითხოვოთ როგორც კანონის, ასევე მის შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტების სასამართლოების მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებული რიგი მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა.
როგორც ავღნიშნეთ გასაჩივრებული ნორმატიული სამართლებრივი აქტებით პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა პრაქტიკაში დაკანონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამავდროულად, ამავე ნორმატიული აქტების საფუძველზე, შემოღებულ იქნა ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის არსებითად უალტერნატივო წესი და ბიომეტრული მონაცემების გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებლად გამოცხადდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.
მიუხედავად იმისა რომ კანონის მუხ.13-ის პ.1 ადგენს პირადობის მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, იუსტიციის მინისტრის #98-ე ბრძანების მუხ.27 პირადობის მოწმობის გამცემ ორგანოდ ადგენს მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. მართალია ამავე ბრძანების გარდამავალ დებულებაში მუხ.58-ში მითითებულია, რომ სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმაშეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. ამ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, მაგრამ ფაქტიურად 2012წლიდან 118-ე ბრძანების შედეგად საქართველოში არ არსებობს ტერიტორიული სამსახური, რომელსაც არა აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული, რაც კანონის მუხ.14-ის პ.10-ის დათქმის გათვალისწინებით აუქმებს კანონის მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადებით განსაზღვრული მოქმედების (პირადობის მოწმობა გაიცემა 4-10წლის ვადით) პირადობის არაელექტრონული მოწმობის მიმართ მუხ.13-ის პ.1-ით დადგენილი სამსახურების მიერ შესრულებას, რაც ეწინააღმდეგება კანონს და ქმნის ბუნდოვანებას.
საინტერესოა ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე. ეს ნორმა დღემდე ამ სახითაა თუმცა 13.06.2012წლის გამოცემული 118-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულების პ.2-დან პ.9-ის ჩათვლით ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიენიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება.
კანონის თანახმად მოქალაქის პირადობის ძირითადი დამადასტურებელი დოკუმენტია - პირადობის მოწმობა, ხოლო სასამართლო თავისი განმარტებებით ძირითად სავალდებულო და ერთადერთ დამდასტურებელ დოკუმენტად ადგენს საერთო წესიდან გამონაკლისის სახით კანონმდებლის მიერ „შეიძლება“-ს სახით დაშვებულ ალტერნატიულ პირადობის ელექტრონულ მოწმობას.
როგორც ავღნიშნეთ კანონის მუხ.14-ის პ.4-ის თანახმად საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს . სიტყვა "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსათვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არა გონივრული და არა პროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის, სახელმწიფოს დაუძლეველ ინტერესის აუცილებლობის დასაბუთება. (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალის გადაწყვეტილება №3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფოს მხრიდან ერთადერთი დასაბუთებაა მხოლოდ ის, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა ეს არის პირადი მონაცემების დაცვის მაღალტექნოლოგიურად განვითარებული მექანიზმი, რომელიც როგორც იუსტიციის სამინისტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია მითითებული „თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია“, რაც გაზიარებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. თუმცა აღნიშნული განმარტება იმ გარემოებებში, რის გამოც მოსარჩელები, ისევე როგორც ათასობით მოქალაქე, დღესაც უარს ვაცხადებთ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე თავისი შინაგანი რწმენის/აზრის გამო - არ არის საკმარისი დასაბუთების და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მოქალაქისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების: სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის; ნების გამოხატვის შესაძლებლობის, მოქალაქეობის, შრომის, განათლების, საკუთრების, თვით განვითარების, და ა.შ. შეზღუდვის საფუძვლად. მითუმეტეს კანონი თვითონ ადგენს მითითებული დოკუმენტის არს და მიზანს - პიროვნების მოქალაქეობის, მის ვინაობის და საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, რაც პირადობის არაელექტრონული მოწმობის/არაბიომეტრიული პასპორტითაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხორციელდება.
მოსარჩელეები არ წარმოვადგენთ რა იუსტიციის მინისტრის #98-ე ბრძანების მუხ.25-ში მითითებული ობიექტურ გარემოებებში მყოფ პირებს, ასევე მუხ.58-ის პ.2-ით გათვალისწინებულ პირებს და უარს ვაცხადებთ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე ჩვენი შინაგანი რწმენის/აზრის გამო, ხოლო როგორც სააგენტო, ასევე მისი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები იუსტიციის მინისტრის მიერ 118-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად არ გასცემენ დაინტერესებულ პირზე არაელექტრონულ პირადობის მოწმობას 10 წლიანი მოქმედების ვადით, დატოვებული ვარ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე - ნანა სეფაშვილს სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს დროებითი განჩინების საფუძველზე გაცემულ პირადობის არაელექტრონულ მოწმობის 2018წლის 18 ოქტომბრიდან ვადის გასვლის გამო შეწყვეტილი მაქვს ყოველგვარი უფლების განხორციელების შესაძლებლობა. ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და პირადობის მოწმობის მოქმედების ვადით უქონლობის გამო ვერ მივიღე მონაწილეობა /ჩამომერთვა ხმის უფლება/; რეესტრში ვერ ვიღებ და ვერც განვკარგავ ქონებას /ჩამომერთვა საკუთრების უფლება/ ვერ გავდივარ ქვეყნის გარეთ, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით გადადგილებაც შეზღუდული მაქვს /დარღვეულია შეუზღუდავი გადაადგილების უფლება/ პროფესიით ვარ ადვოკატი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სიითი #2344;) ვერ ვახორციელებ კლიენტის წარმომადგენლობას სახელმწიფო დაწესებულებებში, რითაც შეზღუდული მაქვს შრომის უფლება და ა.შ. .
მართალია კანონის მუხ.111-ის პ.2. მითითებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ვერ განახორციელებ ვერც იუსტიციის სახლში რაიმე მომსახურებას, ვერც სანოტარო მოქმედებას, ვერც საბანკო მომსახურებას, ჯანდაცვის მომსახურებას და ა.შ. სხვა რაიმე დოკუმენტით თუ არ გაქვს პირადობის მოწმობა მოქმედების ვადით.
კონსტიტუციის მუხ.11-ის თანახმად ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანისფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, როგორც რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინება, შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. მიუხედავად აღნიშნულისა მოსარჩელების, ისევე როგორც ასობით ათას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქების, რომლებიც წარმოვადგენთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მქონე პირებს, მიმართ დარღვეულია კონსტიტუციის მუხ.11-ით გარანტირებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი:
1. მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს ისარგებლოს პროგრესული ე.წ. მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრონული პირადობის მოწმობით/ ბიომეტრიული პასპორტით შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და მიიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა/ ბიომეტრიული პასპორტი;
2. ასევე იუსტიციის მინისტრის 13.07.2011 წლის #98-ე ბრძანებით დამტკიცებული წესის მუხ.25-ით განსაზღვრულ ობიექტურ გარემოებებში მყოფ პირებს (მათ შორის პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ ნების გამოხატვა („ა“), თუმცა ვისაც შეუძლია ნების გამოხატვა და უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმბის/ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე, გასაჩივრებული აქტების საფუძველზე წართმეული აქვს ნების გამოხატვის/არჩევანის უფლება), ასევე ამავე ბრძანების მუხ.58-ის პ.2-ის თანახმად „დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში„ შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და მიიღონ პირადობის მოწმობა (ელექტრონული 10 წლის მოქმედების ვადით, თუ არაელექტრონული - 6თვის ვადით), ასევე ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღების შეუძლებლობისას მიიღონ არაბიომეტრიული პასპორტი 1 წლის მოქმედების ვადით ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
3. ამასთანავე ათიათასობით მოქალაქეს, რომელთაც დღესაც აქვთ როგორც უვადო, ასევე მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობა (იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად ასეთი დღეისათვის 749 537 მოქალაქეა), და პასპორტები და სარგებლობენ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,
4. ასევე კანონის მუხ.3-ის პ.2-ის თანახმად პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს,
პ.10-ის თანახმად საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
მუხ.14-ის პ.9-ის თანახმად პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით,
მუხ.202 პ.1-ის თანახმად საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.
ამავე მუხლისპ.8 -ს თანახმად არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
მაშინ, როცა
მოსარჩელეები, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მქონე პირები: ნანა სეფაშვილი, ია რეხვიაშვილი და ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც (იუსტიციის მინსიტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გათალისწინებით დაახლოებით 800 000 მოქალაქე) უარს ვაცხადებთ როგორც ელექტრონული პირადობის მოწმობის, ასევე ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე და არ წარმოვადგენთ როგორც ობიექტურ გარემოებებში მყოფ, ასევე #98-ე ბრძანების მუხ.58-ის პ.2-ით გათვალისწინებულ პირებს კანონის მუხ.14-ის პ.10-ის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული #98-ე ბრძანების მუხ.27-ის, მუხ.58-ის პ.1-ისა და 118-ე ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულებით დადგენილი ტერიტორიული სამსახურების ფუნქციების გათვალისწინებით დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის არაელექტრონული მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემაზე უარისა და ასევე არაბიომეტრიული პასპორტის გაცემის შეუძლებლობით, დარღვეულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის ძირითადი პრინციპი და სხვა შეხედულების გამო დისკრიმინაციის შედეგად, დატოვებულნი ვართ საკანონმდებლო რეგულაციების და შესაბამისად კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული უფლებების სარგებლობის შესაძლებლობის გარეშე.
თუმცა კონსტიტუციის მუხლი 4-ის პ.2-ის თანახმად სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ასევე მოქალაქეობის შესახებ კანონის მუხლი 4-ის თანახმად განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა: საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
კონსტიტუციის მუხლი 32 პ.3-ის თანახმად მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია, თუმცა ფაქტია, რომ მოსარჩელეები - კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მქონე პირები, იმის გამო რომ ჩვენი შინაგანი რწმენის/აზრის გამო უარს ვაცხადებთ პირადობის ელექტრონული მოწმობის/ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე და დღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ვართ (ნანა სეფაშვილს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე სააგენტომ უარი განაცხადა 2018წლის 19 ოქტომბრიდან პირადობის ახლი მოწმობის გაცემაზე, რის გამოც დღემდე ვრჩები პირადობის მოწმობის გარეშე, ია რეხვიაშვილი კი 2020წლის მაისიდან დღეს მოქმედი პირადობის მოწმობის ვადის გასვლის გამო გარდაუვლად აღმოჩნდება ამავე სიტუაციაში) და ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესის გამო შეზღუდული გვაქვს საქართველოს მოქალაქისათვის კონსტიტუციის მეორე თავით მინიჭებული ყველა უფლება მათ შორის: ყოველგვარი თანასწორობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების, ადამიანის ღირსების, რწმენის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საკუთრების განკარგვის, მიმოსვლის თავისუფლების, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცვის ძირითადი უფლებები და ა.შ., რაც რეალურად მოქალაქეობისა და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის იძულებით ჩამორთმევის ტოლფასია.
ჯერ კიდევ 2010 წელს კანონში ცვლილების განხორციელების დღიდან ელექტრონული პირადობის მოწმობის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა და დღესაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც დადასტურებულია 100 000 ხელმომწერ მოქალაქეთა მიმართვა/განცხადებაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2014წლის რეკომენდაციით, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2012წლის 5 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა და ათონის წმინდა მთის ოცივე მონასტრის წინამძღვრისა და წარმომადგენელთა ერთობლივ კრებაზე წმინდა კინოტის 5.5.2011წლის განცხადებით, წმინდა მამათა სწავლებით;
წმინდა კინოტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან ეს სისტემა ფლობს შესაძლებლობას, მარტივად გადასხვაფერდეს/შეიცვალოს, ვფიქრობთ რომ ქრისტიანთათვის ხილული საფრთხეა, ძალადობრივად დაირღვეს მათი რელიგიური თავისუფლება, ართმევს რა მათ შესაძლებლობას, თავისუფლად აღიარებდნენ თავიანთ რწმენასა და ქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემის გამოყენების ძალაუფლება გადადის გაურკვეველ ორგანიზაციათა ხელში, რაც სახელმწიფოს ან/და კერძო პირს მიემართება. სიადვილე საშუალებას აძლევს მათ, რომ მათი ხასიათის და მიხედვით მინიჭებულ ბარათში (გარკვეული ინფორმაცია) დაამატონ ან/და გამოაკლონ, ამასთან ერთად არსებობს გაუთვითცნობიერებელ მორწმუნეთა სახელით ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენების ალბათობაც, რის გამოც სთხოვდნენ საბერძნეთის ხელისუფალთ ელექტრონული სახის „სამოქალაქო პირის ბარათის“ ოფიციალურ დოკუმენტად გამოცემას მსვლელობა არ მისცეს, ხოლო მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ შეთანხმების მიხედვით დადგენილი ხმარებაში არსებული მათი საიდენტიფიკაციო საშუალება“.
სინოდმა განაჩინა, რომ მართალია ელექტრონული პირადობის მოწმობა არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვება. (თუმცა უშედეგოდ დღემდე არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა რაც ხელს შეუწყობდა პრობლემის გადაწყვეტას)
კომიტეტის მიერ იუსტიციის მინისტრისათვის 2014წელს გაგზავნილ რეკომენდაციაში მითითებულია რომ ბიომეტრიული მონაცემების გაცემა პირის ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იძულებიდან, რასაც ახორციელებს სახელმწიფო დღეს გასაჩივრებული აქტების საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. რეკომენდაციით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ცვლილების განხორციელება, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა იუსტიციის მინისტრის მიერ დღემდე არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, თუმცა მიგვაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის #118-ე ბრძანებით დამტკიცებულ სააგენტოს დებულებაში ტერიტორიული სამსახურების ფუნქციებში ცვლილების შეტანის შედეგად რამდენიმე ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების ჩამორთმევის, ან/და #98-ე ბრძანებით დამტკიცებული წესის მუხ.58-ის მე-2 პუნქტის შინაარსის ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა კანონის მუხ.13.1-ის, მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადების საფუძველზე, რასაც არ ასრულებს სადაო ნორმის - კანონის მუხ.14-ის პ.10-ით მინიჭებული უფლებამოსილებაზე აპელირებით.
დღეისათვის საზოგადოების ნაწილმა თავისი პროტესტი ელექტრონული პირადობის მოწმობის დამკვიდრების წინააღმდეგ გადმოიტანა სასამართლო კედლებში და შეეცადა მართლსაჯულების დახმარებით გადაეწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლოს მიერ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების განმარტების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით იძულებული ვართ მოვმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ ჩვენი როგორც დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის, - კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მქონე პირებისათვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის დაცვის მიზნით სადაო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ის, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია და მნიშვნელოვანი დასტურდება საქართველოს მასშტაბით სასამართლოებში ანალოგიურ სარჩელთა სიმრავლით, რომელიც ყოველდღიურად მატულობს თუნდაც იმ იმედით, რომ მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება სარჩელის უზრუნველყოფის სახით დავის დასრულებამდე ისარგებლონ სასამართლოს დროებითი განჩინების საფუძველზე გაცემული 6 თვის მოქმედების ვადით არაელექტრონული პირადობის მოწმობით. მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საჭიროებს საკანონმდებლო რეგულაციებით, მოქალაქეთა სამართლის წინაშე თანასწორობის, პიროვნების თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან/ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად პირადობის არაელექტრონული მოწმობის /არაბიომეტრიული პასპორტის მიღებისა და გამოყენების თანაბარ პირობებში დადგენას.
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მქონე პირები, ისევე როგორც ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც უარს აცხადებს არა პირადობის მოწმობის, არამედ პირადობის ელექტრონული მოწმობის/ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე გასაჩივრებული ნორმატიული აქტების საფუძველზე დატოვებულია სამართლებრივი სივრცის მიღმა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების შეზღუდვის შედეგად.
კანონის მუხ.14-ის პ.3 და პ.7-ში მითითებულია რეკვიზიტები, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს პირადობის მოწმობაში, მითითებულია რომ წარდგენილი უნდა იქნეს ფოტოსურათი, თუმცა იუსტიციის მინისტრმა თავისი 98-ე ბრძანებით სავალდებულოდ დაადგინა ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენა, რაც ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, თუმცა სამსახურების მიერ იმპერატიულად ხდება ბიომეტრიული ფოტოსურათის მოთხოვნა. იუსტიციის მინისტრი ყოველი ხერხით ცდილობს მოქალაქეთა მიზიდვას ელექტრონული მოწმობების ყოველგვარი საზღაურის გადასახადის გარეშე გაცემაზე. დღესაც გამოცხადებული აქვს აქცია პირადობის არაელექტრონული მოწმობის ნაცვლად უფასოდ პირადობის ელექტრონული მოწმობების დარიგებაზე. რაც გარკვეულწილად უკანონო ზემოქმედებაა ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეებზე.
კუთვნილი სტანდარტული პირადობის არაელექტრონული მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთილი გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიდეთ სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილედ, რომელთა დასამყარებლად პირადობის მოწმობის ფლობა უპირობოდ არის აუცილებელი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის არქონის პირობებში, ვერ ვახერხებთ საქართველოდან გასვლას საქმიანი თუ ტურისტული მიზნით, რითაც უხეშად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით უზრუნველყოფილი მიმოსვლის თავისუფლების ძირითადი უფლება, რაც არის დისკრიმინაცია ათასობით მოქალაქის,მათ შორის მოსარჩელეების, რომლებიც კვლავაც რჩებიან პირადობის მოწმობის თუ პასპორტის გარეშე.
ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მიზანი საქართველოს მოქალაქეთათვის მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი თუ კერძო მომსახურებებით მარტივად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებაა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს ეძლევა საშუალება დისტანციურად, დღეს უკვე ელექტრონული ხელმოწერისა საშუალებით ინტერნეტით გახსნას საბანკო ანგარიში, ნოტარიულად დაამოწმოს დოკუმენტები, რეგისტრაციაში გაატაროს ქონება ან ორგანიზაცია და შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი. გარდა ამისა, ელექტრონული მოწმობა მოქალაქეს გაუწევს სამგზავრო, საბანკო, დაზღვევის, სტუდენტური თუ სამსახურებრივი ბარათების მაგივრობას და ა.შ.
პირადობის მოწმობა, რომლის დანიშნულება კანონის თანახმად არის პიროვნების ვინაობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, დღეს უკვე ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ კანონის საფუძველზე დადგინდა ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ერთადერთ საშუალებად და მიუხედავად იმისა, რომ მითითებული კანონი არ ზღუდავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, საკუთარი არჩევანის შესაბამისად გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, ადმინისტრაციული ორგანოებიდან სავალდებულო ხდება დოკუმენტებზე ელექტრონული ხელმოწერის შესრულება, რაც შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობის გარეშე. და რაც ფაქტიურად ქმნის რეალურ საფრთხეს პირადობის არაელექტრონული მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობის თანაბარ პირობებში გამოყენებაზე: ვერ მიიღებ აუქციონებში მონაწილეობას, ვერ გააფორმებ დოკუმენტებს და ა.შ. ხოლო მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობა მერიის სამსახურებმა უარი უთხრეს ტაქსის ლიცენზიის გაცემაზე მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით დამტკიცებული წესი ითვალისწინებდა ლიცენზიის მისაღებად ელექტრონულ ხელმოწერას, ასევე მთავრობის 2018წლის 31 დეკემბერს #693 დადგენილებით დამტკიცებული „2019წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ სოფლის ექიმის პროგრამის თანახმად სოციალური მომსახურების სააგენტო ითხოვს რეგიონში სოფლის ექიმებთან ხელშეკრულებაზე (რომელსაც შრომითის ნაცვლად ეწოდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) ელექტრონულ ხელმოწერას, რასაც პირადობის არაელექტრონული მოწმობის მქონე მოქალაქე ვერ განახორციელებს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ზემოქმედებას მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობის მქონე პირებზე. და რაც უნდა აღმოიფხვრას პირადობის არაელექტრონული და ელექტრონული მოწმობის მოქმედების თანაბარად გამოყენებით მოქალაქეთა დისკრიმინაციის, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპისუხეში დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.
როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში რიგითი ადამიანების და მეცნიერთა (იურისტების, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების და ა.შ.) დიდი ნაწილი, მათ შორის მოსარჩელეებიც პირადობის ელექტრონული მოწმობის იძულებით დანერგვას უარყოფითად აფასებენ. ამასთან, ამგვარ დამოკიდებულებას ხშირად საფუძვლად უდევს როგორც სამართლებრივი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, ისე შინაგანი რწმენა, რელიგიური შეხედულებები.
მართალია იუსტიციის სამინისტრო აპელირებს ელექტრონული პირადობის მოწმობის საიმედოობაზე მის გაუყალბებლობაზე, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთი თანამედროვე საინფორმაციო სისტემა არ არის დაცული მანიპულირებისგან. უფრო მეტიც, რაც უფრო მარტივდება სისტემა, მით უფრო მარტივდება მასში შეღწევა ან მისი დაზიანება. ვერც ერთი უსაფრთხოების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ID-ბარათების ცენტრალიზებული სისტემის აბსოლუტურ დაცვას. სასამართლოს გადაწყვეტილებები ეყრდნობა იმ ერთადერთ გარემოებას, რომ ელექტრონული მოწმობები არის მაღალტექნოლოგიურად დაცული მოწმობა. თუმცა ფაქტია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა XXXV თავი კიბერდანაშაული. დღეს დღეობით კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტ თაღლითობა/ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით; ინტერნეტ სივრცეშიც ხდება ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა. ელექტრონული შესყიდვებისა და ელექტრონული ბანკინგის მეშვეობით კიბერ დამნაშავეებს წვდომა მისცეს სხვა პირთა ქონებისა და ფინანსებისადმი. მათ შეუძლიათ მოიპარონ პირის საბანკო მონაცემები, დააზიანონ სხვა პირის ინფორმაცია ან პროგრამა. ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს თვით შს სამინისტრო (იხ.დანართი).
ყოვლად დაუშვებელია, იმგვარი სისტემა, რომლის გამართული მუშაობა როგორც სახელმწიფო, ისე სოციალური სისტემის ყოველდღიური ფუნქციონირების საფუძვლად უნდა იქცეს, დადგეს მანიპულირების თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ. ამასთან ერთად, ცხადია, ID-ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების არსებობისას ინფორმაციის მოპოვება გაცილებით მარტივდება. სამწუხაროდ, ასევე მარტივდება აღნიშნულ დოკუმენტებზე არსებულ მონაცემებზე გარეშე პირთა წვდომის შესაძლებლობაც მათი მოპარვის შემთხვევაში, რამდენადაც სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. „წამკითხველები“ თავისუფალად ხელმისაწვდომი გახლავთ. აღნიშნულის გამო პროპორციულად იზრდება რიგით მოქალაქეთა ID-ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის ელ. მატარებელზე არსებული მონაცემების შეცვლის ან წაშლის საფრთხე დანაშაულებრივი განზრახვის მქონე პირთა მხრიდან (რასაც გვაფრთხილებდა ჯერ კიდევ 2011 წელს წმინდა მთის წმინდა კინოტი თავის განცხადებაში).
საზოგადოებაში ასევე დღესაც არსებობს ყურადსაღები და ანგარიშგასაწევი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები წარმოადგენს ანტიქრისტეს სისტემაში შემავალი გზის მეორე საფეხურს (პირადი ნომრის მიღების შემდეგ), რომლის მომდევნო საფეხურზე გადასვლა ე.წ. ელჩიპის ჩაყენება მსოფლიოში უკვე დაწყებულია და პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემდგომ, ასევე დაცულობის, კომფორტის და ა.შ. მოტივებით აუცილებელი გახდება ელჩიპების ჩაყენებაც, რის გამოც მათი შემოღება შეზღუდავს ადამიანის რწმენის თავისუფლებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითად უფლებებს. ეს უფლებანი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 და მე-16 მუხლებით არის დაცული და სხვა ასპექტების გარდა, ისინი ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ან მსოფლმხედველობრივი თავისუფლების პატივისცემასა და დაცვას და ასევე პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვას (მუხ.18) ითვალისწინებს. აღნიშნულ საფრთხეებს უშუალოდ უკავშირდება ის რელიგიური მოსაზრებებიც, რომელთა გათვალისწინებითაც როგორც ჩვენ მოსარჩელეებს, ასევე ათიათასობით მოქალაქეებს არ გვსურს ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის აღება. კერძოდ, მიგვაჩნია რა, რომ პირადობის ელექტრონული ბარათი არის ტოტალური კონტროლის სისტემის დანერგვის საშუალება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. რის გამოც მათი ფლობა ჩვენთვის პრინციპულად შინაგანი რწმენის/აზრის გამო მიუღებელია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული პირადობის მოწმობების/ბიომეტრიული პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესი უშუალოდ და უხეშად არღვევს მოსარჩელეთა სამართლის წინაშე თანასწორობის, ნების გამოხატვის, არჩევანის თავისუფლების უფლებებთან ერთად რწმენის/აზრის თავისუფლების ძირითად უფლებას. სახელმწიფო მოითხოვს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისაგან, მოიქცნენ საკუთარი რწმენის/აზრის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რაც მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად ნიშნავს მათდამი მოთხოვნას, თავიანთი ქცევით უარყონ საკუთარი შინაგანი რწმენა/აზრი.
ნებისმიერი რწმენა და მის შესაბამისად ცხოვრება, ზუსტად მისი კონკრეტული გამოვლინებებით რეალიზდება, ამიტომ, თუ პირი იძულებული იქნება მათზე უარი თქვას, ის ვერც კონკრეტული რწმენის/აზრის მიმდევარი იქნება. როდესაც კონკრეტული შინაარსის რწმენა დაცულია რწმენის თავისუფლებით და იმავდროულად მასში ხდება ისეთი ინტენსიური და უხეში ჩარევა, რაც ამ რწმენაზე უარის თქმის ტოლფასი ხდება, ეს ჩარევა შეიძლება შეფასდეს როგორც უფლების შინაგან სფეროში ჩარევა. რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლებით.
რწმენის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას დაქვემდებარებული ძირითადი უფლება. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, „რწმენის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური განვითარების მიმართულებები. წარმოადგენს რა ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ავტონომიის საყრდენს, რწმენის თავისუფლება იმავდროულად მთლიანად საზოგადოების არქიტექტურას განაპირობებს, მისი დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას გულისხმობს. რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის - რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება“. რწმენის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი და არსებითი შემადგენელი ნაწილია პიროვნების თავისუფალი ნება, მისი არჩევანის თავისუფლება, რომელიც ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესის შემოღებით უხეშად შეგვეზღუდა არა მხოლოდ მოსარჩელეებს, არამედ აგრეთვე დაინტერესებულ პირებს - საქართველოს ასი ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც არაერთგზის მიმართეს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირადობის არაელექტრონული მოწმობისა და არაბიომეტრიული პასპორტის ალტერნატიული ფორმის დაკანონების მოთხოვნით. მითუმეტეს სახელმწიფოს დამატებით არანაირი გაუთვალისწინებელი ხარჯი არ წარმოეშობა, რამეთუ როგორც პირადობის არაელექტრონული მოწმობის, ასევე არაბიომეტროული პასპორტის გაცემა დღესაც ხდება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებზე, ისიც შეზღუდული ვადით: პირადობის არაელექტრონული მოწმობის - 6 თვის ვადით, ხოლო არაბიომეტრიული პასპორტის - 1 წლის ვადით. თუმცა სახელმწიფოს ინტერესი ელექტრონული პირადობის მოწმობის ე.წ. ID-ზაციის პროექტის წარმატებით დასრულებისათვის იმდენად დიდია, რომ მზად არის უფასოდ მოახდინოს ელექტრონული პირადობის მოწმობების დარიგება, რასაც ახორციელებს სხვადასხვა აქციების სახით.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად აცხადებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი „გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს“. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეთა სურვილი, მიეცეთ შესაძლებლობა დაინტერესებულმა პირებმა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად მიიღონ პირადობის არაელექტრონული მოწმობა თუ არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტი, არ ლახავს სხვათა უფლებებს, მოცემულ შემთხვევაში, რწმენის თავისუფლების ძირითადი უფლების შეზღუდვა მოკლებულია თუნდაც ფორმალურ კონსტიტუციურ საფუძველს. რელიგიისა და მრწამსის გამოვლინების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის, ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ევროკონვენციის 9.2 მუხლი უშვებს შეზღუდვას რელიგიისა და მრწამსის გამოვლენასთან დაკავშირებით თუმცა საქმეში კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ ევროსასამართლო მკაცრად განმარტავს, რომ ამგვარი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ,,მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით” და თუ ეს მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი, ადგილი აქვს კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას.
ამრიგად, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება განეკუთვენება ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომელთა გარეშე სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო არ შეიძლება არსებობდეს. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება ნიშნავს, რომ პირი არ შეიძლება დაექვემდებაროს მოპყრობას, რომლის მიზანია აზროვნების წესის შეცვლა.
ევროპული კონვენციით დაცული რელიგიისა და რწმენის არსებითი უფლების შესახებ განხილულ საქმეებში ევროპულმა სასამართლომ ნათელი გახადა, რომ სახელმწიფომ არ უნდა სცადოს რელიგიის ან რწმენის განსაზღვრა. ეს ცნებები მოიცავს ,,ათეისტებს, აგნოსტიკოსებს, სკეპტიკოსებსა და ამ საკითხებისადმი გულგრილად განწყობილ პირებს’’ და შესაბამისად, იცავენ ყველას - ,,სწამს ან არ სწამს ღმერთი და მისდევს თუ არა აღმსარებლობას’’.
რელიგია ან რწმენა ძირითადად პირადული და სუბიექტურია და აუცილებელი არ არის მათი დაკავშირება რელიგიური ინსტიტუციებით მოწესრიგებულ რწმენასთან (სალვატიონის არმიის მოსკოვის დანაყოფი რუსეთის წინააღმდეგ (The Moscow Branch of the Salvation Army v. Russia), N 72881/01, 5 ოქტომბერი, § 57-58, ECHR 2006; ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ (Metropolitan Church of Bessarabia and others v. Moldova), N 45701/99, 14 დეკემბერი, § 114, ECHR 2001 ჰასანი და ჩაუსი ბულგარეთის წინააღმდეგ (Hasan and Chaush v. Bulgaria), [დიდი პალატა], N 30985/96, 26 ოქტომბერი, § 62 და 78, ECHR 2000)
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-9 მუხლი იცავს, როგორც უფლებას გწამდეს, ასევე რელიგიის გამოხატვის უფლებას, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება (ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ (Metropolitan Church of Bessarabia and others v. Moldova), N 45701/99, 14 დეკემბერი, § 114, ECHR 2001 39 59)
ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესის პირობებში, პირი იძულებულია ან საკუთარი რწმენისა და სინდისის არჩევანის საწინააღმდეგოდ იცხოვროს ან სოციალური ცხოვრებიდან სრულ იზოლაციას დაექვემდებაროს, რაც უხეშად ხელყოფს ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (10.12.1948წ.) მუხ.4 ცალსახად ადგენს „არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში“, ხოლო კონსტიტუციის მუხ.9 პ.2-ის თანახმად დაუშვებელია ადამიანის წამება, რაც მხოლოდ ადმიანის ფიზიკურ წამებას კი არ მოიცავს, არამედ აქ გაიგივებულია ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე იძულებით ზემოქმედებაც, რომელიც აიძულებს როგორც მოსარჩელეებს, ასევე იმ ათი ათასობით მოქალაქეებს, რომლებიც უარს ამბობენ პირადობის ელექტრონული მოწმობის/ბიომეტრიული პასპორტს მიღებაზე, იძულებულნი არიან უარი თქვან ყოველგვარ სასიცოცხლო სიკეთეებზე, მაგრამ დარჩნენ თავისი შინაგანი რწმენის/აზრის მატარებლები. სახარებაში ვკითხულობთ მთესვარის იგავს: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 6. და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. 9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!„ შესაბამისად მარტალია საქართველოს საპატრიარქომ წმინდა მთის წმინდა კინოტის მსგავსად არ გამოხატა თავისი პრინციპული მიდგომა მოცემულ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ვერც უარყო ელექტრონულ პირადობის მოწმობების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ითხოვა სახელმწიფოსაგან ალტერნატივის დაშვება. მართლმადიდებელ სამყაროში (და არა მარტო მართლმადიდებლებთან) აზრთა სხვადასხვაობა მითითებულ საკითხთან მიმართებაში 2011წლიდან დღემდე კვლავ არსებობს და არც თუ უსაფუძვლოდ.თვით ჩვენი არაერთი სასულიერო პირის სარჩელი იხილება დღეს სასამართლოებში სწორად არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების მოთხოვნით (იხ.დანართი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა ასევე ათი ათასობით დაინტერესებული მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, სადაო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად უნდა გაუქმდეს ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესი და დაშვებულ იქნეს მოქალაქის ნების გამოვლენის საფუძველზე როგორც პირადობის არაელექტრონული მოწმობის, ასევე არაბიომეტრიული პასპორტის 4-10 წლის მოქმედების ვადით აღების შესაძლებლობა და მათი გამოყენება ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტთთან თანაბარ პირობებში, რაც არაერთი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობითაა უზრუნველყოფილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი(რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენს მართლმამდიდებელ ქვეყანას), სულაც უარი თქვეს ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაზე, რასაც ID-ბარათების მიმართ მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ძირითად უფლებათა შეზღუდვის გაზრდილი რისკის გაცნობიერება დაედო საფუძვლად. დიდ ბრიტანეთში ტონი ბლერის მთავრობის გადაწყვეტილება ID-ბარათების შემოღების თაობაზე ჯერ გორდონ ბრაუნის მთავრობამ შეარბილა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ალტერნატიული ბარათების აღების შესაძლებლობა მიანიჭა, ხოლო მოგვიანებით დევიდ კემერონის მთავრობამ ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაზე სრულად თქვა უარი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უკვე რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია ჰქონდა ამ სფეროში განხორციელებული. იტალიაში რამდენიმე წლის წინ იქნა შემოღებული ელექტრონული პირადობის მოწმობები. თუმცა, ამ ქვეყანაში პირადობის მოწმობებს ადგილობრივი თვითმმართველობები გასცემენ და მათი თავშეკავებული პოზიციის გამო, დღემდე, პრაქტიკულად, მხოლოდ მუნიციპალიტეტების მცირე ნაწილში არის დაწყებული ID-ბარათების გაცემის პროცესი. აშშ-ში გადაწყვეტილება ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების თაობაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ, კონტროლის მექანიზმის გასაძლიერებლად იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად 2008 წელი განისაზღვრა. თუმცა, შტატების წინააღმდეგობის გამო, აღნიშნულმა ვადამ ჯერ 2013 წლამდე, ხოლო მოგვიანებით - 2017 წლამდე გადაიწია. დღევანდელი მდგომარეობით, ელექტრონული პირადობის მოწმობების ცენტრალიზებული სისტემის წინააღმდეგ 29 შტატი გამოდის(რაც მითითებულია კომიტეტის რეკომენდაციაშიც). საზღვარგარეთულ პრაქტიკაზე მსჯელობისას, შეგვიძლია გამოვიტანოთ საერთო დასკვნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების ხელისუფლებები და საზოგადოებები ავლენენ საკმაოდ ფრთხილ დამოკიდებულებას ელექტრონული პირადობის მოწმობების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, მათ შორის მოსარჩელეების ნეგატიური დამოკიდებულება ID-ბარათების მიმართ ლეგიტიმურია და გასათვალისწინებელი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის უალტერნატივო წესის გაუქმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში იქნა შეთანხმებული, არ მოითხოვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დატვირთვას ბიომეტრული მონაცემებით. მითუმეტეს კანონის მუხ.20.4 დაშვებულია ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემა მოქმედების 1 წლიანი ვადით, ხოლო ქვეყნის შიგნით პირადობის მოწმობის ელექტრობარათებით ჩანაცვლება არც ყოფილა მათი მოთხოვნა, რასაც ადასტურებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2014წლის რეკომენდაციით.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების/ბიომეტრიული პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესი არათანაზომიერად ზღუდავს და ლახავს ჩვენი და ასევე იმ მოქალაქეთა უფლებებს, რომლებიც უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის/ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით უზრუნველყოფილ სამართლის წინაშე თანასწორობის, ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების, ადამიანის ღირსების, რწმენის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საკუთრების განკარგვის, მიმოსვლის თავისუფლებისა და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცვის და ა.შ.. ძირითად უფლებებს;
საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიცირება საქართველოს სახელმწიფოს საკმარისად წარმატებით შეუძლია განახორციელოს არაელექტრონული პირადობის მოწმობებითა და ბიომეტრიული შემცველობის არმქონე პასპორტებითაც (მითუმეტეს ქვეყანაში მოქმედებს როგორც უვადო, ასევე ობიექტურ გარემოებებში გაცემული პირადობის არაელექტრონული მოწმობები/არაბიომეტრიული პასპორტები), ხოლო სახელმწიფოს დეკლარირებული სურვილი, საქართველოს მოქალაქეებს მიანიჭოს საზოგადოებრივი თუ კერძო მომსახურებებით მარტივად სარგებლობის შესაძლებლობა, ვერ განიხილება მოსარჩელეთა/ასი ათასობით მოქალაქის ძირითადი უფლებების შეზღუდვის თანაზომიერ საფუძვლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას სრულად, კერძოდ არაკონსტიტუცურად სცნოთ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პ.2-ის მეორე წინადადება; პ.10 -ის მეორე წინადადების, მუხ.203 პ.2 და პ.6-ის პირველი წინადადების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანების მუხ.11 „ა“, მუხ./12-ის პ.1, 27-ე, მუხ.29-ის პ.1 „ა“, მუხ.38; მუხ.58-ისა და იუსტიციის მინისტრის #118-ე ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების მუხ.2-ის პ.2;, პ.3;, პ.4;, პ.5;, პ.6;, პ.7;, პ.8; პ.9 - ის საფუძველზე უალტერნატივოდ ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესი, რომელიც შეუძლებელს ხდის მოსარჩელეთა (დაინტერესებულ პირთა ) მიერ პირადობის არაელექტრონული მოწმობისა და არაბიომეტრიული პასპორტის მიღებას 14-დან 18 წლამდე პირთათვის 4წლის, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10წლის მოქმედების ვადით და ელექტრონულ პირადობის მოწმობის/ბიომეტრიულ პასპორტის თანაბარ პირობებში გამოყენების შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა