არჩილ ფულარიანი ქალაქ ბაღდათის გამგეობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1431 |
ავტორ(ებ)ი | არჩილ ფულარიანი |
თარიღი | 3 ივლისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. 1997 წლის 20 მარტის ქ. ბაღდათის გამგეობის სხდომის №32 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1997 წლის 20 მარტის ქ. ბაღდათის გამგეობის სხდომის N №32 დადგენილება (საჩივრდება მთლიანად) |
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო ნაწილი2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ნაწილი 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება ნაწილი 3. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. მუხლი 19. საკუთრების უფლება ნაწილი 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები ნაწილი 2. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. ნაწილი 3. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
-საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 4. ნაწილი2. ნაწილი 4
მუხლი 6. ნაწილი3
მუხლი 19. ნაწილი 1.
მუხლი 31. ნაწილი 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
მუხლი 60.
მუხლი 75. ნაწილი 2. ნაწილი 3.
-საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
მუხლი 1. ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
მუხლი 19 ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
მუხლი 26 ნაწილი 2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ ლ“ და „ მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას: ა) ამოწმებს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;
ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესები.
მუხლი 39 ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
მუხლი 2. ნაწილი 1. ქვეპუნქტი დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს ორგანული კანონის 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებია რადგან:
-წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით;
-აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
-შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
-მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
-სადაო საკითხები სადაო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
-სადაო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს და სადაო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებულია გასაჩივრებული ნორმატიული აქტის უშუალო კავშირით, ჩემ სამართებლივ ინტერესებთან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სს „ქართული ფილმის“ სააუქციონო კომისიის 2009 წლის 18 თებერვალს მოწყობილ აუქციონზე შევიძინე ბაღდათში წერეთლის ქ. №4-ში სს „ქართული ფილმის“ საკუთრებაში არსებული ბაღდათის კინოთეატრი 675,56 კვ.მ მიწის ნაკვეთით.(დანართი 4 აუქციონში გამარჯვებულის ოქმი 18.02.2009 წ. ამონაწერი საჯარო რესტრიდან 17.03.2009წ.)
საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურში ჩემ მიერ შეძენილი 675,56 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას აღმოჩნდა, რომ ბაღდათის გამგეობას სადაო წერილი №221-ზე (დანართი 3) დაყრდნობით მითვისებული ქონდა და შემდეგ გასხვისებული ჩემ მიერ შეძენილი და სს „ქრთული ფილმის“ კუთვნილი და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული (დანართი 5 ქუთაისის ცენტრალური არქივის საარქივო ამონაწერი 01.09.2009წ. №01-16.11-ფ) ბაღდათის კინოთეატრის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი.
რეგისტრაციის შემდგომ აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთის მხრიდან მეზობელს სოსო გრძელიძეს მშენებლობა დაწყილი ქონდა ჩემ კუთვნილ მიწაზე, რაზედაც მივმართე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც არ იმსჯელა სადაო მიწის მიღება ჩაბარების აქტი №410 (დანართი 1) სიყალბეზე და მასზე დაყრდნობით ჩემი კუთვნილი 14.6 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიაკუთვნა სოსო გრძელიძეს.
სადაო ნორმატული აქტებით მე წამერთვა 28.56 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
ჩემი კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს:
ა. შეესაბამება მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
ბ. უფლებამოსილი ვარ შემოვიტანო საკონსტიტუციო სარჩელი, რადგან სადაო სამართლებრივი აქტებით წამერთვა კერძო საკუთრება.
გ. სადაო აქტების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
დ. სადაო აქტების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუწყვიტავს.
ე. სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
ვ. დაცულია კანონით დადგენილი სარჩელის შეტანის დადგენილი ვადა. (სსკ მუხლი 128 ნაწილი 3. ხანდაზმულობის საერტო ვადა შეადგენს 10 წელს.)
გთხოვთ მიიღოთ ჩემი სარჩელი განსახილველად.
მე ამოწურული მაქვს ყველა შესაძლო ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი.
ჩემი კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკისათვის რადგან მაგალითი იქნება საჯარო სამსხურის მოხელეებისათვის სამართებლივი აქტების გამოცემისას იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის პრონციპებიდან გამომდინარე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი:
ა) მიწის მიღება ჩაბარების აქტი №410 1997 წლის 17 მარტი, რადგან გორგი შაშუკი არ იყო კომლად რეგისტრირებული (დანართი 6 საარქივო ცნობა AA2010014136 23.08.2010), არ ფლობდა მიწის ნაკვეთს კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში, რასაც მოითხოვდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №48 1992 წლის 18 იანვარი. ნაწილი 5. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოთ გადადის მათ კერძო საკუთრებაში.
ბაღდათის საკრებულო არ იყო უფლებამოსილი საკუთრებაში გადაეცა გიორგი შაშუკისათვის „ბაღდათის კინოს“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.
მიწის მიღება ჩაბარების აქტი №410 1997 წლის 17 მარტი, მე წამერთვა ჩემ მიერ შეძენილი 14.6კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც ჩემი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 6. ნაწილი 3. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. მუხლი 19. საკუთრების უფლება ნაწილი 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ბ. დადგენილება №32 1997 წლის 17 მარტი, რომლითაც ბაღდათის გამგეობამ რეგისტრაციაში გაატარა და დაამტკიცა მიწის მიღება ჩაბარების აქტი №410 1997 წლის 17 მარტი. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები ნაწილი 2. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. ნაწილი 3. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 53 ნაწილი 3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
გაურკვეველია, რომელ „1996 წლის 20 მარტის დადგენილების და კანონი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაბამისად“ გამოიცა ეს აქტი და არ შეესაბამება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექს, კერძოთ მუხლი 53 ნაწილი 3. ადმინისტრაციულ-სამართებლივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართებლივი აქტი.
ვ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემული წერილი №221 2007 წლის 26 მარტი. ბაღდათის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი სადაო წერილი №221 2007 წლის 26 მარტი დაყრდნობით სახელმწიფო საკუთრებაში ან საკუთრებაში დაერეგისტრირებია მიწის ნაკვეთი . საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 75. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 53.
ბაღდათში არ არსებობდა საზოგადოებრივი ტუალეტი და მოცემული მიწის ნაკვეთი იყო „ბაღდათის კინოს“ მართლზომიერ მფლობელობაში (დანართი 5 ქუთაისის ცენტრალური არქივის საარქივო ამონაწერი 01.09.2009წ. №01-16.11-ფ), რომელიც შევიძინე მე არჩილ ფულარიანმა (დანართი 4 აუქციონში გამარჯვებულის ოქმი 18.02.2009 წ. ამონაწერი საჯარო რესტრიდან 17.03.2009წ.).
მიმაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ჩემ უფლებებში.
სარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის 18-ე მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებია რადგან:
-წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით;
-აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის 16-ე მუხლის მოთხოვნებს;
-შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
-მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
-სადაო საკითხი სადაო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
-სადაო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს და სადაო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა