საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გიუაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1260 |
ავტორ(ებ)ი | შალვა ნათელაშვილი, გიორგი გიუაშვილი |
თარიღი | 15 სექტემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №30;
ბ. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №13, № 1 4 და №15 დადგენილებები;
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1) საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №30 მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი: შპს ,,ყაზტრანსგაზ- თბილისი“ - 26,750/ 10,479/ 39,113; 2). საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №30 მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტი: შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ 26,750 / 19,620 / 48,254 3) საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №30 მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 61-ე პუნქტი სს ,,საქორგგაზი“: 26,750 / 19,680 / 48,314. 4). სემეკის 2017 წლის 18 ივლისის 13-ე დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლები: მუხლი-1 „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შპს ,,ყაზტრანსგაზ- თბილისი“ - 26,750 10,479 39,113 მუხლი -2 ,,შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0,5 თეთრი/კუბური მეტრი.“ |
№30 დადგენილების სადაო მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს ,,სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მამხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. სემეკის №30 დადგენილების ყველა სადაო მუხლი, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს ,, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებასა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან" სემეკის 2017 წლის 18 ივლისის 13-ე დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლები: ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს ,,სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მამხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. სემეკის №13-ე დადგენილების სადაო მუხლები, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს ,, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებასა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან" |
5). სემეკის 2017 წლის 18 ივლისის მე-14 დადგენილების 1 და 2 მუხლები: მუხლი 1 ,, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 63-ე პუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“: 26,750 19,620 48,254 მუხლი 2 -,,შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0,5 თეთრი/კუბური მეტრი. |
სემეკის მე-14 დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს ,,სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მამხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. მე-14 დადგენილება, ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს ,, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებასა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან" |
6). სემეკის 2017 წლის 18 ივლისის მე-15 დადგენილების 1 და 2 მუხლები : მუხლი 1 ,, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის 61-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სს ,,საქორგგაზი“: 26,750 19,680 48,314. მუხლი 2 - სს „საქორგგაზის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0,5 თეთრი/კუბური მეტრი. |
სემეკის მე-15 დადგენილება ეწინაარმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს ,,სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მამხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. სემეკის მე-15 დადგენილება ეწინაარმდეგება , ასევე ეწინაარმდეგება კონსტიტუციის39-ე მუხლს ,, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებასა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან" |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, საქართველოს კანონი ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-15 და მე-16 მუხლები, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ" მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი, იმავე კანონის 39-ე მუხლის ,,ა" პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არც ერთი საფუძველი, კერძოდ:
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს; კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 16-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული სადაო საკითხის არის, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, მასში მითითებული სადაო საკითხის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისად არ არის მიღებული გადაწყვეტილება, არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, ასევე შესაძლებელია მსჯელობა სადაო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადაო ნორმების შეუსაბამობა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, იგი სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის N1/3/136 გადაწყვეტილება საქმეზე „ მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და სემეკის წინააღმდეგ“). ამასთანავე, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის 30 დეკემბერს №1/3/136 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნო ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკ-ის 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი“, იმავე გადაწყვეტილებით ეთხოვა სემეკ-ს 2003 წლის 1 მარტამდე დაადგინოს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ახალი ტარიფები ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ის ასევე მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელია მოცემული საქმის განხილვის დროს, რადგან გადაწყვეტილების ეს ნაწილი ეთმობა სწორედ ტარიფის განსაზღვრისას იმ აუცილებელ მოთხოვნებს რაც უნდა იქნეს სავალდებულოდ გათვალისწინებული და გაზიარებული სემეკის მიერ, როდესაც საკითხი ეხება მომხმარებლისათვის ტარაფის განსაზღვრას. 2002 წლის გადაწყვეტილებაში მართალია საუბარია ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფზე, მაგრამ გადაწყვეტილება იმიტომაცაა საინტერესო და გასაზიარებელი, მასში საუბარია ზოგადად ტარიფის განსაზღვრისას სავალდებულო კრიტერიუმებზე, რაც ბუნებრივია საყურადღებო და მნიშვნელოვანია განსახილველ საქმეშიც, ასე მაგალითად გადაწყვეტილებაში სასამართლო ხაზგასმით უთითებს, რომ ,, სატარიფო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება. სამართლიანი ტარიფის არსებობა შესაბამისი სფეროს ნორმალური და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ვინაიდან ელექტროენერგიის სამოქალაქო ბრუნვა გულისხმობს კონკრეტულ მომხმარებელს, დაუშვებელია დადგინდეს ისეთი ტარიფები, რომელიც მას ამ ბრუნვიდან მოწყვეტს და მის მიღმა დააყენებს“ (გადაწყვეტილების მე-5 გვ. მე-4 პ), სწორედ იმიტომ სცნო მაშინ საკონსტიტუციო სასამარლომ ელ. ენერგიის ტარიფი არაკონსტიტუციურად, რომ სემეკის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი არ შეესაბამებოდა სოციალური, საჯარო წესრიგის მოთხოვნებს, რომლის მიზანსაც შეადგენს ის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების აბსოლუტური იგნორირება და მომხმარებლის, როგორც ბრუნვის მონაწილის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება. რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,სტაბილური სამომხმარებლო ტარიფი წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას“. 2002 წელს სარჩელის დაკმაყოფილების ერთერთი უმთავრესი პირობა გახვლათ სწორედ ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არათუ არსებული ტარიფის, არამედ მასზე ბევრად უფრო დაბალის გადახდაც კი არ შეეძლო. ასეთ ვითარებაში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი იქცა იმ ფაქტორად, რომელიც ხელს კი არ უწყობდა სამეწარმეო საქმიანობის (ბრუნვის) განვითარებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, არამედ დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე (გადაწყვეტილების მე-6 გვერდი , მე-4 პუნქტი) . მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის ფაქტი, რომ დღეს მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა მეტად სავალალოა, როდესაც სახეზე გვყავს ათიათასობით უმუშევარი და სოციალურად დაუცველი ოჯახი, ბუნებრივია მათთვის გაზის ტარიფის გაზრდა არამც თუ მათი უფლებების დაცვაზე, არამედ ამ უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე მიგვანიშნებს. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე იმპერატიულად ბრძანებს, რომ ,, ტარიფის დადგენისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მომხმარებელთა რეალური გადახდისუნარიანობა, რაც სამართლიანი ტარიფის განსაზღვრისა და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი პირობა იქნება“ (მე-5 პუნქტის ბოლო აბზაცი). მეტად მნიშვნელოვანია სასამართლოს მსჯელობა სამომხმარებლო ტარიფით გამოწვეული ტვირთის სუბსიდირებაზე სახელმწიფოს მხრიდან (იხ. გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ) ,, მოსახლეობის არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ტარიფით გამოწვეული ტვირთის სუბსიდირება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება სიმბოლურ ხასიათს კი არ უნდა ატარებდეს, არამედ რეალურად უნდა უმსუბუქებდეს მოსახლეობას ტარიფის ზრდით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაში (№1/1/126,129,158) საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნა: …. ,,ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს”. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფოს ამ ვალდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებაში. ელქტროენერგია, წყალი და ბევრი სხვა აუცილებელი მოხმარების საგნები ადამიანისათვის სასიცოცხლო სიკეთეებს მიეკუთვნება და ქვეყანა, რომელიც აშენებს სოციალურ სამართლებრივ სახელმწიფოს, ვალდებულია თავის თავზე იღებდეს არასტაბილური ეკონომიკის უარყოფით შედეგებს. ევროპის გაერთიანების საბჭოს 1981 წლის 27 ოქტომბრის რეკომენდაცია გაერთიანებაში ,,ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურის შესახებ” (81/924), რომელიც მიღებულია ლუქსემბურგში, იუწყება, რომ როცა შეუძლებელია დაბალი ტარიფების ხელოვნურად შენარჩუნება, მაგალითად სოციალური საფუძვლებით, ანტიინფლაციური პოლიტიკის მიზნებით, ამგვარ შემთხვევებში, თუკი ეს გამართლებულია, სხვა სახის ქმედებები უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთ ასეთ ქმედებად ჩვენს პირობებში სახელმწფოს მხრიდან აღებული მყარად გარანტირებული და სტაბილური ვალდებულება უნდა მივიჩნიოთ. ფასების კატასტროფული ზრდის პირობებშიც კი ხერხდებოდა სოციალური სტაბილურობის შენარჩუნება იმით, რომ პურზე ფასის ყოველი მომატება კომპენსირებადი იყო სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ არ განახორციელა არანაირი ქმედითი ღონისძიება მომხმარებლის ინტერესების დასაცავად და უმოწყალოდ და უსაფუძვლოდ გააძვირა არსებული გაზის ტარიფი ისე, რომ საერთოდ არ უფიქრია მომხმარებლის ისედაც უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაზე, გარდა ამისა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ მხარეს იმაში, რომ გაზზე ტარიფის გაზრდა აუცილებელი და გარდაუვალი იყო, ასევე არ იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სურვილი მომხმარებელს შეუმსუბუქოს ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებული ტვირთი. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ბრძანებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.აკრძალულიამონოპოლიური საქმიანობა, გარდა
კანონით დაშვებული შემთხვევებისა . მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“ . მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ მომხმარებლის უფლებები არ არის დაცული და სახელმწიფომ არ გაატარა არანაირი ეფექტური ღონისძიებები, არ მიიღო არანაირი ზომები მომხმარებლის უფლებების დასაცავად და ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფი მომხმარებელი გახდა კიდევ უფრო მძიმე ტვირთის მატარებელი. ასევე სახეზეა სწირედ მონოპოლიური საქმიანობა, რადგან ის ფაქტი, რომ მომხმარებელს არ აქვს საშუალება გააკეთოს არჩევანი და მიუხედავად მისი სურვილისა იძულებულია იყოს ერთი კონკრეტული კომპანიის მომხმარებელი, ასევე დიდ წილად განაპირობებს ამ კომპანიის მონოპოლიურ მდგომარეობას, უდავოა ბაზარზე რომ ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლის უფლებები მეტად იქნებოდა დაცული და კომპანიებიც ასე მარტივად ვერ მოახდენდნენ ტარიფის გაზრდის მოთხოვნას და მოპასუხეც ამ მიიღებდა მსგავს კაბალურ დადგენილებებს. უდავოა , რომ სადაო დადგენილებები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მას გააჩნია უამრავი სამართლებრივი ხარვეზი, რის გამოც დაირღვა მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებები, სადაო დადგენილებები ხელს უწყობენ გაზმომარაგების ოკუპაციის განხორციელებაში, ისედაც მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებს. სახელმწიფომ , გაზის მომწოდებელმა კომპანიებმა და სემეკმა მომხმარებელი ჩააგდო კაბალურ მდგომარეობაში. ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობის პირობებში მოსახლეობისათვის ფაქტობრივად შეუძლებელია დადგენილი ტარიფების გადახდა. მოსახლეობის 80% უძლურია შეწვდეს ასეთ ტარიფებს. სემეკმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, მიღებული დადგენილებებით აშკარად უგულებელყო როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე შექმნილი სოციალური მდგომარეობა. ვინაიდან გაზმომარაგების არც ერთ კომპანიას მომხმარებლებთან არ გაუფორმებია სათანადო ხელშეკრულება, ასეთ პირობებში კი გაუმიჯნავია მხარეთა უფლება-მოვალეობანი და მომხმარებელი უძლურია თავი დაიცვას მონოპოლიური ტარიფისაგან. ტარიფის დადგენის პროცესში უგულებელყოფილია მომხმარებლისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აშკარას ხდის კონსტიტიციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ დანაწესს, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. სემეკის და სახელმწიფოს წარმომადგენლების არც ართ არგუმენტში და განმარტებაში არ იკვეთება ტარიფის გაზრდის ობიექტური საფუძველი. მოსარჩელეების მიერ გამოთხოვილია სემეკიდან სადაო აქტები და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, რაც მოპასუხემ უგულველყო და დღემდე არაფერი არ წარმოგვიდგინა.
სადაო ნორმებისს შეუსაბამობა კონსტიტუციის 39-ე მუხლთან
აღნული მუხლის მიხედვით ,, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებასა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან", როგორც უკვე განვმართეთ გარდა იმისა, რომ გასაჩივრებული დადგენილებები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს ისინი, ასევე ეწინააღმდეგებიან სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებასა და გარანტიებს, ასე მაგალითად ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს” კერძოდ კი პაქტის მე-2 მუხლის 1 პუნქტი ,, წინამდებარე პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები ამ პაქტით აღიარებული უფლებების პროგრესულად სრული რეალიზაციისათვის ყველა სათანადო საშუალებებით, საკანონმდებლო ზომების მიღების ჩათვლით", იმავე პაქტის 11-ე მუხლის 1 პუნქტი ,, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს". ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის ,,ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად". საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად კონსტიტუციის 39-ე მუხლზე აპელირება შესაძლებელია, როდესაც უფლება არ არის მოცემული კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებითაა გათვალისწინებული, სწორედ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე მოზანშეწონილად მიგვჩნია ამ ნორმაზე მითითებაც, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ვიწროდ საუბრობს კონკრეტულად იმ საკითხზე, რაზეც დაობენ მოსარჩელეები. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამდენად 39‑ე მუხლში მოხსენიებული ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლებებია და სწორედ ისინია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის საგანი. კონსტიტუციის 39‑ე მუხლი კონკრეტულად უზრუნველყოფს იმ უფლებებს, რომლებსაც დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო ეყრდნობა, განსაკუთრებით ეს ეხება იმ უფლებებს, რომლებიც სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს . როდესაც კონსტიტუცია არ მიუთითებს კონკრეტულ უფლებებზე, მაგრამ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას, დაეხმაროს და შეუქმნას მის მოქალაქეებს შესაბამისი პირობები. კონსტიტუციის 39‑ე მუხლი, ძირითადად, აქცენტს აკეთებს იმ უფლებებზე, რომლებიც საჯარო ხელისუფლებისთვის მათი განხორციელების ვალდებულებებს წარმოშობს. ეს ვალდებულებები შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს, სწორედ ამ თვალსაზრისით იკვეთება 39‑ე მუხლში მოხსენიებული უფლებების გარკვეული მსგავსება სოციალურ უფლებებთან, იმდენად, რამდენადაც, სოციალური უფლებების გასაჩივრების შესაძლებლობაც ძალიან შეზღუდულია და მათი სარჩელის ობიექტის ზუსტ და კონკრეტულ განსაზღვრებაზეა დამოკიდებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი საუბრობს მომხმარებლის უფლებებზე და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ დავის განხილვისას, მაგრამ გარდა ამისა მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმავე სარჩელში 39-ე მუხლით გარანტირებული უფლების რეალიზაცია, რადგან 30-ე მუხლი არ იძლევა იმის ამომწურავ კონკრეტიზაციას რაზეც სურს მოსარჩელეებს დამატებით გაამახვილონ ყურადღება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი