საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N930 |
ავტორ(ებ)ი | ანა ჯალაღონია |
თარიღი | 11 აპრილი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავდროულად, სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენეს ფიზიკური პირი ანა ჯალაღონია რომელის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლების დარღვევის რეალური საფრთხეც არსებობს სადავო ნორმებით და რომელთა უფლებების შელახვის მხრივ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები დადგეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ იქნება შეჩერებული სადავო ნორმის მოქმედება. კერძოდ, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მოპასუხეებს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და იპოთეკაერ ჯუმბერ კირტავას და მოსარჩელეებს - კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი ანა ჯალაღონიასა და ლაშა შელეგიას შორის. ანა ჯალაღონიასა და ლაშა შელეგიას კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს (იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი, მარტიროს ჩარდეხჩიანი, პეტრე საფარიანი, სერგო ვართანოვი, ქეთევან ტოტოღაშვილი, ასკან მანუკიანი, როზა პოღოსიანი, სვეტლანა პერეგულკო, ნოდარ გიგაშვილი და შოთა მექვაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,). სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენს საკუთრების მიმართ იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოება ჩატარდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსლულებლო ფურცლის საფუძველზე ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე , შეტყობინების ვერ ჩაბარების ფონზე და საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ,25 მუხლი მე-8 პუნქტი შესაბამისად იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილის დამატებით შეტყობინების გარეშე .კონსტიტუციის უზრუნველყოფილი ყველა უფლების დაღვევით,განსაკუთრებით იმ მოცემულობაში როდესაც სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას. შესაბამისად ამ ნორმათა მოქმედებამ სამართლებრივი და ფინანსური შედეგები სრულად გვართმევს შესაძლებლობას დავიცვათ საკუთარი და სხვა დაინტერესებულ პირთა უფლებები,გვართმევს საარსებო შესაძლებლობას,ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს,უხეშად არღვევს კეთილსინდისიერებისა და გულსხმიერების პრინციპს ,პირდაპირ და უშუალოდ -ზიანს აყენებს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ კანონიერ უფლებასა და ინტერესს. საჩელის წარმდგენის მიერ არაერთხელ იქნა დაყენებული დასაბუთებული შუამდგომლობა სააღსრულებლო წარმოების შეჩერების მოთხოვნით თუმცა ის ფაქტი საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენისათვის სააღსრულებლო წარმოების შესახებ ცნობილი იქნა მხოლოდ საჯარო აუქციონის გამოცხადების შემდეგ სრულად შეუძლებელი გახდა რაიმე სახით კონსტიტუციით უზრუველყოფილი უფებების განხორციელება ვინაიდან საჯაროდ გამოცხადებული უქციონის შეჩერება სასამრთლოს გზითაც შეუძლებელია. ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის მე-2. პუნქტი“ გულისხმობს რომ,ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე“. რაც უპირობოდ,პირდაპირ და უშუალოდ არღვევს მხარის უფლებას .ვინაიდან არ ხდება არც მოთხოვნილი ოდენობის კანონიერების დაგდენა , არც ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურება.ამასთანავე არსებული წინაპირობის ფარგლებში,თუ გავითვალისწინებთ რომ , საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ,25 მუხლი მე-8 პუნქტიში ამბობს „მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. გამომდინარე აქედან სახეზეა კონსტიტუციის არერთი მნიშვნელოვანი პრინციპის დაღვევა. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს რომ, კონსტიტუციის საფუძველზე მიღებული სამართლის ნორმები არაფერია სხვა თუ არა კონსტუტუციური სამართლის დადგენილი შინაარსის და პრინციპების დაკონკრეტება.რაც გულისხმობს კონსტიტუციის ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებას და ინტერპრეტაციას. სწორედ რომ კონსტიტუციიდან ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების განხორცილება როგორიცაა სამართლებრივი და დემოკრატიული სახემწიფოს პრინციპები. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები დაკავშირებულია სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ყველა სფეროსთან. ნებისმიერი სახემწიფო ორგანოს მოქმედება ,განსაკუთრებით თუკი ის ხელყოფს და/ან ზღუდავს ადამიანის უფლებებს უნდა განხორციელდეს კონსტიტუციის მეორე თავით დადგენილი პრინციპებისა და შეზღუდვების ფარგლებში. სააღსრულებლო საქმისწარმოების წარმოების საფუძლიდან გამომდინარე არსებულ ნორმათა აშკარა ანტიკონსტიტუციურობიდან და კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლების დამრღვევი ფორმულირებიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კონსტიტუციის უზრუველყოფილი არაერთ უფლების ,მათ შორის სასამართლიანი სასამართლოს და საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა . მაღალი ალბათობით, მოსამართლე მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ზემოაღნიშნულ ნორმებს დაუდებს საფუძვლად,რაც მხოლოდ გაამყარებს და ლეგიტიმურს გახდის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის ფაქტს. გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნომების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებთან. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი (04/11/2013) ცვლილება არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის მე-2. პუნქტი .“ ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასებით “საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. კონსტიტუცირი პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან“. აღსრულების ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოდავე მხარის უფლებასა ( დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. ისეთი მნიშველოვანი სიკეთის ხელყოფისას როგორიცაა მოქალაქის საკუთრების უფლება. მოთხოვნის ხასიათი და მოცულობა უნდა იყოს რეალური ,სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატური და დასაბუთებული. დაუშვებელია, აღსრულების ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. აღსრულების ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული დასაბუთებული მოთხოვნით. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს აღსრულების ღონისძიების გამოყენების საფუძველს. ყურადღება უნდა გამახვილდეს მოთხოვნის დასაბუთებაში . მიუღებელია კანონი გამომდინარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობის პრეზუმფციიდან, სწორედ უფლებათა და კანონით დაცულ თავისუფლებათა ამგვარი ხელყოფისაგან იცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და ასევე ყველა ის ბერკეტი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ხოლო სასამართლოს გარეშე აღსრულების ფურცელის გაცემის განცხადება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის ოდენობის დადასტურებულ .მოთხოვნა იმგვარად უნდა იქნეს დასაბუთებული, რომ აღსრულების ღონისძიების სასამართლოს გარეშე გამოყენების მომთხოვნა უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით იქნეს გამყარებული . სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომლის თანახმად „კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც კანონის ხარისხის მოთხოვნებს პასუხობს. კანონის ხარისხი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #1/3/407-26.12.2007“. სასამართლოს შეფასებით „განსაზღვრულობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშრებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე 2/3/406,408-30.10.2008). მიმააჩნია, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პრინციპებს. სადავო ნორმის აშკარა შეუსაბამობა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპთან იწვევს აგრეთვე იმას, რომ უზრუნველყოფს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტებას. ცალსახაა, რომ სადავო ნორმა ახდენს ჩარევას საკუთრებაში. ჩარევა ხდება იმგვარად, რომ მხარეს, რომლის წინააღმდეგ იწყება სააღსრულებლო წარმოება და რომლის საკუთრება ექცევა სააღსრულებლო წარმოების ქვეშ, ერთი მხრივ, ერთმევა შესაძლებლობა კორექტირება შეიტანოს დაკისრებული ( შეუსრულებელი ვალდებულების) ოდენობაში,მოთხოვნის ლეგიტიმურობაში,დასაბუთებაში და საკუთარი პოზიცია თუ მტკიცებულება წარმოადგინოს მოთხოვნილ არსთან მიმართებაში. მით უფრო , თუ ამ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით სააღსრულებლო წარმოება მიმდინარეობს საჯარო შეტყობინების საფუძველზე და მხარეს არ ეცნობება საკუთრების სარეალიზაციოდ მოქცევის შესახებ მხარემ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი განიცადოს იმ შემთხვევაშიც, თუ იძულებით აღსრულების ღონისძიებების შედეგების გასაჩივრების შემდეგ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოვა. ბუნებრივია, არც იმ პირს, რომელსაც ქონება გადაეცა სადავო ნორმის საფუძელზე, არ აქვს განცდა იმისა, რომ საბოლოოდ შესაძოა მას დარჩეს სადავო ნივთი. შესაბამისად, არც აღნიშნული პირი იქნება იმით დაინტერესებული, რომ სათანადოდ მოუფრთილდეს ქონებას დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. ყოველივე ამას შესაძლოა მოყვეს ქონების გაუვარგისება. საქართველოს საკონსტიტუციოო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სრულიად საპირისპირო დასკვნის შესაძლებლობას იძლევა სადავო ნორმა. მასში არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ნათელია, რომ არ არის დაკმაყოფილებული პროპორციულობის ტესტიც.4 საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა საჯარო ინტრესის შემადგენელი“. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო ნორმის შემთხვევაში, აღნიშნული პრინიცპები აშკარად და უპირობოდ დარღვეულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ანზორ თევზაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დაადგინა,რომ საკუთრების გარანტია გულისხმობს,არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უარყოფითი ზემოქმედებებისგან თავდაცვას,არამედ მისი მხრიდან პოზიტიური ი მოქმედებების განხორციელებას. როგორც სასამართლოს განმარტებიდან ჩანს,სახელმწიფო მხოლოდ ხელყოფისგან/შეზღუდვისგან დაცვა არ ევალება,არამედ ის ვალდებულია,რომ ხელი შეუწყოს საკუთრების უფლების თავისუფალ განკარგვას.ამასთან დაკავშირებით,მოიპოვება საკმაოდ საინტერესო პრეცედენტი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პრაქტიკაში,კერძოდ კი – სპორონგისა და ლორონტის საქმეზე მიღევებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა : „… კერძო საკუთრების შეზღუდვამ მესაკუთრეებს თავისუფლების განსაზღვრული დონე უნდა დაუტოვოს,სხვაგვარად,ის შეზღუდვა საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასი ხდება. იგივეს ამბობს ამერიკის კონსტიტუციის მე-5 შესწორება,სადაც ნათქვამია,რომ „შეზღუდვამ საკუთრება არ უნდა მოსპოს“. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29). ვინაიდან, სადავო ნორმა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენს საკუთრებაში არაპროპორციულ ჩარევას , პირდაპაირ და უშუალოდ, დასაბუთებების გარეშე, ხელყოფს პირის საკუთრების უფლებას- მიმააჩნია, რომ ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი (04/11/2013) ცვლილება არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებთან მიმართებით 44-ე მუხლის მეორე პუნქტი
ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2. მუნქტი .“ ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე“. რაც გულისხმობს რომ მოთხონვა პირის საკუთრების იძულებით აღსრულების ღონისძიებაში მოქცევას, მოთხოვნის ოდენობის ლეგიტიმურობის დადგენის გარეშე. როგორც ნორმის დებულებიდან ჩანს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლების ხელყოფა ხდება სათანადო დასაბუთებისა და შემოწმების გარეშე.ამავე დროს მეორე მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა გააქარწყლოს ან შეამციროს მოთხოვნის ოდენობა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყოველ ადამიანს აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი „დაცვის უფლება გარანტირებულია“ . მნიშვნელოვანია განსაკუთრებით გამახვილდეს ყურადღება იმაზე რომ,აღსრულების ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოდავე მხარის უფლებასა ( დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. ისეთი მნიშველოვანი სიკეთის ხელყოფისას როგორიცაა მოქალაქის საკუთრების უფლება. მოთხოვნის ხასიათი და მოცულობა უნდა იყოს რეალური ,სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატური და დასაბუთებული. დაუშვებელია, აღსრულების ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. აღსრულების ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული დასაბუთებული მოთხოვნით. კანონის ნორმა რომელიც ერთი მხარის ინტერესს,მით უფრო დაუსაბუთებელს, აპრიორი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს პირდაპირ და კონსტიტუციის მუხლი 44 მე-2 პუნქტის აშკარა დარვევაა,რაც გულისხმობს რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, როგორც სისხლისსამართლებრივ, ისე სამოქალაქოსამართლებრივ საქმეებზე. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. „ გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა, ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდიდარი პრაქტიკა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). მით უფრო , როდესაც ამ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით სააღსრულებლო წარმოება მიმდინარეობს საჯარო შეტყობინების საფუძველზე და მხარეს არ ეცნობება საკუთრების სარეალიზაციოდ მოქცევის შესახებ მხარემ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება განიცადოს იმ შემთხვევაშიც, თუ უფლების დამრღვევი ღონისძიებების გასაჩივრების შემდეგ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოვა. ბუნებრივია, არც იმ პირს, რომელსაც ქონება გადაეცა სადავო ნორმის საფუძელზე, არ აქვს განცდა იმისა, რომ საბოლოოდ შესაძოა მას დარჩეს სადავო ნივთი. შესაბამისად, არც აღნიშნული პირი იქნება იმით დაინტერესებული, რომ სათანადოდ მოუფრთილდეს ქონებას დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. ყოველივე ამას შესაძლოა მოყვეს ქონების გაუვარგისება. საქართველოს საკონსტიტუციოო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სრულიად საპირისპირო დასკვნის შესაძლებლობას იძლევა სადავო ნორმა. მასში არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ნათელია, რომ არ არის დაკმაყოფილებული პროპორციულობის ტესტიც. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა საჯარო ინტრესის შემადგენელი“. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო ნორმის შემთხვევაში, აღნიშნული პრინიცპები დარღვეულია. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29). საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას თუ დავესესხებით: „საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად: „პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა... დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში“ . . . „საქმის ზეპირი განხილვა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მხარეებს უკეთ დაასაბუთონ საკუთარი კანონიერი მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, ეხმარება მოსამართლეს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე გამოიტანოს ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 5). სხვა გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ზეპირი მოსმენა გამორიცხავს რა „საიდუმლო მართლმსაჯულებას”, როდესაც კანონზომიერია ეჭვები როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების არასწორი, თვითნებური გამოყენებისა, აფერმკრთალებს როგორც ცდუნებას სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა, ისე ეჭვებს ასეთი თვითნებობისა. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენა აძლიერებს როგორც მხარეთა, ისე საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულებისადმი, საბოლოო ჯამში კი, განაპირობებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა მეტ გამჭვირვალობას და ლეგიტიმურობას, ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/1/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II. პ.57). ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და არაკონსტიტუციურად ცნოთ ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-2. მუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ნოტარიუსი ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელს გასცემას ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. და ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის 5-ე პუნქტის მეორე წინადადება ,რომელიც გულისხმობს რომ.სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას ცნოთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და 44-ე მუხლის მეორე პუნქტითან მიმართებით და არაკონსტიტუციურად .
არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის 5-ე პუნქტის მეორე წინადადება „.სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას. მით უფრო , როდესაც ამ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით სააღსრულებლო წარმოება მიმდინარეობს საჯარო შეტყობინების საფუძველზე და მხარეს არ ეცნობება საკუთრების სარეალიზაციოდ მოქცევის შესახებ მხარემ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი შეიძება განიცადოს იმ შემთხვევაშიც, თუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვის შემდეგ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოვა. ბუნებრივია, არც იმ პირს, რომელსაც ქონება გადაეცა სადავო ნორმის საფუძელზე, არ აქვს განცდა იმისა, რომ საბოლოოდ შესაძოა მას დარჩეს სადავო ნივთი. შესაბამისად, არც აღნიშნული პირი იქნება იმით დაინტერესებული, რომ სათანადოდ მოუფრთილდეს ქონებას დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. ყოველივე ამას შესაძლოა მოყვეს ქონების გაუვარგისება. საქართველოს საკონსტიტუციოო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სრულიად საპირისპირო დასკვნის შესაძლებლობას იძლევა სადავო ნორმა. მასში არ იკვეთება ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ნათელია, რომ არ არის დაკმაყოფილებული პროპორციულობის ტესტიც. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა საჯარო ინტრესის შემადგენელი“. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო ნორმის შემთხვევაში, აღნიშნული პრინიცპები დარღვეულია. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29). ვინაიდან, სადავო ნორმა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენს საკუთრებაში არაპროპორციულ ჩარევას, მიგვაჩნია, რომ ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში მე-40 მუხლის 5-ე პუნქტის მეორე წინადადება „.სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომლის თანახმად „კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც კანონის ხარისხის მოთხოვნებს პასუხობს. კანონის ხარისხი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #1/3/407-26.12.2007“. სასამართლოს შეფასებით „განსაზღვრულობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშრებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე 2/3/406,408-30.10.2008). მიმააჩნია, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პრინციპებს. სადავო ნორმის აშკარა შეუსაბამობა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპთან იწვევს აგრეთვე იმას, რომ სასამართლოების მხრიდან განხორციედეს ნორმის სხვადასხვაგვარი, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგო, განმარტება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებში კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის შედეგად კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე (№ას-1338-1376-2014 ). საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ- ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების iნსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი . კიდევ უფრო უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სადავო ნორმის გამოყენებამ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანის ღირებულება და მოთხოვნის ოდენობა დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნება განსაზღვრული ,რამაც შესაძლოა გახდეს უსაფუძვლო გამდიდრების ლეგიტიმური წინაპირობა |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა