• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე მანილა ზიროვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
      • 11.12.2020
      • N2/10/1210
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე მანილა ზიროვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1210
ავტორ(ებ)ი მანილა ზიროვა
თარიღი 27 აპრილი 2017

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, მანილა ზიროვას კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს განსახილველად მიიღების პირობებს, კერძოდ,

ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) შეტანილი არის უფლებამოსილი პირის - მანილა ზიროვას მიერ. მითითებული სადავო ნორმა აშკარად ლახავს მანილა ზიროვას უფლებას მიიღოს სარჩო (დახმარება) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს შესაბამისად;

გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხის კონსტიტუციურობაზე სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, ამავე პუნქტის ,,ა'''და ,,ვ’’ ქვეპუნქტებით;

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და, შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

  მოგახსენებ, რომ მარჩენალის დაკარგვის გამო საქართველოს ავიაციის ადმინისტრაციის #94 ბრძანებით 10.07. 2001 წელს დამენიშნა სარჩო ყოველთვიურად 655.40 (სამ სულზე), ხოლო პირადად მე სიცოცხლის ბოლომდე 218 ლარის ოდენობით, სამუდამოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 10.02.03წ. გადაწყვეტილებით (საქმე #3/180-03) და 21.04.03წ. #03-10-6537 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას ჩემს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 655.40 ლარისოდენობით (სამ სულზე).
2005 წლის 09 მარტის განცხადებით #ზ-9 მივმართე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას და საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99 წლის #48 ბრძანებულების და 11.09.03 წლის 443 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად მოვთხოვე სარჩოს თანხის გადაანგარიშება, რაც დაკმაყოფილებული იქნა და სარჩო განმესაზღვრა 794.66 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა ხდებოდა 2006 წლის 01. ოქტომბრამდე და მოვალის ლიკვიდაციის გამო სარჩოს თანხის გადახდა შეწყდა. შემდგომ განცხადებით მივმართე სასამართლოს სააღსრულებო ფურცელში ლიკვიდირებული მოვალის უფლებამონაცვლით შეცვლის მოთხოვნით, რის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 05.08.2010წ.განჩინებით სააღსულებო ფურცელში მოვალედ განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო 2007 წლის 17 აგვისტომდე. 2012 წლის 25 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრომ დაგვიფარა არსებული დავალიანება 2007 წლის 17 აგვისტომდე გადაანგარიშებული თანხის გათვალისწინებით (794.66 ლარი). ხოლო 2007 წლის აგვისტოს შემდეგ თანხის მიღება შეწყდა. საქ. Pპრეზიდენტის 17.08.07წ. # 428 ბრძანებულების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ დაასრულა მუშაობა და ყველა პირადი საქმე გადაეცა საქ. Eეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამ დროისათვის არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება სააღსრულებლო ფურცელი და ბრძანება ამ პირთათვის სარჩოს დანიშვნის თაობაზე არ გაუქმებულა, თანხის დარიცხვა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ შეწყდა უკანონოდ 2006 წ. 1 ოქტომბერს. შემდგომში მთელი რიგი სასამართლო პროცესების და სხვა და სხვა სამთავრობო ინსტანციებში, პარლამენტში, სამინისტროებში, მიმართვების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაიმეტა 11 თვის სარჩოს თანხის გადახდა ანუ თითოეულ სიაში რიცხულ პირს ჩაერიცხა შესაბამისი სარჩოს თანხა 2006წ. 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე.
მოგვიანებით 2014წ. 19 თებერვლის #176 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილებები 2013წ. 1 მარტის#45 დადგენილებაში რომლითაც თავისმხრივ ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული სააკაშვილის დროს მიღებული 2007წ. 24 მარტის #53 დადგენილება. განსაკუთრებით მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ არანაირი კანონიერი საფუძველი ავიატორთათვის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის გაუქმებისა მაშინდელ მთავრობას არ გააჩნდა თუმცა მათ ჰქონდათ მცდელობები სიმულიანტებად გამოეცხადებინათ ეს დამსახურებული ხალხი, რომლებიც უმაღლესი კლასის პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის გმირები და საქ. Mმთავრობის მიერ დაჯილდოებული მფრინავები და ეკიპაჟის წევრები აგრეთვე მათი დაღუპული კოლეგების ოჯახის წევრები.
ჩვენ არაერთგზის ვცადეთ შექმნილი სიტუაციის ხელისუფლებისთვის მიწოდება და კანონიერი უფლებების დაცვა, მაგრამ აღნიშნული პრობლემა დღემდე მოგვარებული არ არის, მიუხედავად საქ. მთავრობის მიერ 2014წ. 19 თებერვალს მიღებული დადგენილებისა იგი მაინც ვერ უზრუნველყოფს მფრინავთა და მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა ჯეროვან დაცვას. #45 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ვრცელდება მხოლოდ პროფდაავადებულ და დასახიჩრებულ ეკიპაჟის წევრებზე, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს დაღუპული ავიატორების კმაყოფაზე მყოფ მარჩენალ დაკარგულ პირებს, რომელთა სასარგებლოდ სასამართლოებს შესაბამისი მრავალწლიანი განხილვების შედეგად დანიშნული აქვთ სარჩოს ყოველთვიური მიღება. აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს კონტიტუციის მე-14 მუხლს დებულებებს - ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფა-ლია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნუ-ლი, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წა-რმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეო-ბისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - საქართველოს მოქალაქენი თა-ნასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტუ-რულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობ-რივი კუთვნილებისა.
აღნიშნულ კანონის მე -5 ე მუხლში შეტანილი იქნა რამოდენიმე ცვლილება კერძოდ მე-5 ე მუხლის დაემატა მეორე და მესამე პრიმა პუნქტები , სადაც მითითებულია 22 - დახმარება ასევე შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/ გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემაშეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითიმოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.
23 - დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სს„ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანისანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.“;
აღნიშნული პუნქტები აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მარჩენალ დაკარგულ ადამიანებს და ლახავს მათ კონსტიტუციურ უფლებებს მხოლოდ იმ გარემოებებიდა გამომდინარე რომ მათი ოჯახის წევრები სახვა და სხვა საწარმოში მუშაობდნენ მაგრამ ისინი ერთნაირად დაზარალებულები არიან რადგან მათ ოჯახის წევრები დაკარგეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და საქართველოს მოქალაქენი თა-ნასწორნი არიან მათი სოციალურ, ეკონომიკურ კუთვნილების მიუხედავად.
გამომდინარე აღნიშნულიდან საქ. მთავრობის #45 01.03.2016წ. დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი პრიმა მუხლი ლახავს ადამიანის კონსტიტუციას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე და მესამე პრიმა პუნქტებთან მიმართებაში

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ