ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1841 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
ავტორ(ებ)ი | ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ზურაბ ჩხვირკია, სოფიო გოზალიშვილი, გიგა აღდგომელაშვილი, ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი", ნატალია ქაჯაია, ნინო ბალანჩივაძე |
თარიღი | 17 სექტემბერი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
ბ. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი: “იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი: “საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი: თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი: “ყველას აქვს უფლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.” |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი: სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი: “დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი: “ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი: “ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში აწარმოოს ვიდეო- და ფოტოგადაღება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი: “სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე” რაც ბრძანების თანახმად, აკრედიტაციის მოწმობის შეჩერების საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს”. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესისმე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი: “საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი: „პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
ა)საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი;
ბ)საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
გ)“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31 მუხლი და 31პრიმა მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის/პირების მიერ: გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმატიული აქტის ამოქმედებით უკვე დაირღვა მოსარჩელეთა ინტერესები - 2023 წლის 05 მარტიდან 08 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა კიდეც მოსარჩელეებს:
ნათია ამირანაშვილი- ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - 2023 წლის 06 მარტს #1737/2-1/23 კორესპონდენციით ეცნობა, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის No1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას“, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, − „დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს“. 2023 წლის 2 მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივი სხდომის მიმდინარეობისას თქვენ დაარღვიეთ ორივე ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა…საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ შეიზღუდა აკრედიტაცია 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით.”
რუსუდან დუმბაძე - “ტელეკომპანია პირველი” - 2023 წლის 06 აპრილის #2659/2-1/23 კორესპონდენციით ეცნობა, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის No1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.“
“2023 წლის 06 აპრილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 13:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტით დასტურდება, რომ თქვენ დაარღვიეთ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიზღუდა აკრედიტაცია 2023 წლის 06 მაისის ჩათვლით. მოსარჩელესთან ერთად, აკრედიტაცია შეუჩერდა ოპერატორს.
თათია წოწონავა - “მთავარი არხი” - 2023 წლის 06 აპრილის #2660/2-1/23 კორესპონდენციით ეცნობა, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის No1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.“
“2023 წლის 06 აპრილს “მთავარი არხის” ეთერში 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტით დასტურდება, რომ თქვენ დაარღვიეთ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიზღუდა აკრედიტაცია 2023 წლის 06 მაისის ჩათვლით.
ზურაბი ჩხვირკია - “მთავარი არხი” - 2023 წლის 06 აპრილის #2658/2-1/23 კორესპონდენციით ეცნობა, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის No1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“, ხოლო ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა მათ შორის, ოპერატორი.
“2023 წლის 06 აპრილს “მთავარი არხის” ეთერში 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტით დასტურდება, რომ ჟურნალისტ თათია წოწონავასთან ერთად თქვენ დაარღვიეთ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიზღუდა აკრედიტაცია 2023 წლის 06 მაისის ჩათვლით.
სოფიო გოზალიშვილი - “ფორმულა” - 2023 წლის 06 აპრილის #2538/2-1/23 კორესპონდენციით ეცნობა, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის No1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.“
“2023 წლის 31 მარტს თქვენ დაარღვიეთ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც დასტურდება 2023 წლის 01 აპრილის გადაცემა “შაბათის ფორმულაში” გაშვებული სიუჟეტით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ შეიზღუდა აკრედიტაცია 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით.”
2024 წლის 04 ივნისის საქართველოს პარლამენტის აპარატმა ტელეკომპანია Formula • ფორმულა ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს ექვსი თვით შეუჩერა აკრედიტაცია. სადავო სიუჟეტი: https://shorturl.at/3IKJl
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა პირის მიმართ სანქციის უვადოდ გამოყენების პრაქტიკის შექმნა. სოფიო გოზალიშვილის მიმართ გამოყენებული სანქცია აუცილებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილს. უვადო შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის განვითარების მიზნით დადგენილს სტანდარტს. ამიტომ, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი.
გიგა აღდგომელაშვილი - “ფორმულა” - 2023 წლის 06 აპრილის #2578/2-1/23 კორესპონდენციით ეცნობა, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის No1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“, ხოლო ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა მათ შორის, ოპერატორი.
“2023 წლის 01 აპრილის გადაცემა “შაბათის ფორმულაში” გაშვებული სიუჟეტით დასტურდება, რომ სიუჟეტის ავტორთან, ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილთან ერთად თქვენ დაარღვიეთ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიზღუდა აკრედიტაცია 2023 წლის 04 მაისის ჩათვლით.
ხოლო კიდევ ერთ მოსარჩელეს - ა(ა)იპ “სტუდია მონიტორს” /მის წამომადგენლებს ჩამოართვა შესაძლებლობა მისი - გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ფლობდნენ მუდმივ აკრედიტაციას საქართველოს პარლამენტის შენობაში სამუშაოდ. აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში, სადავო აქტის მიღებამდე, ა(ა)იპ “სტუდია მონიტორის” წარმომადგენლები მუდმივად ფლობდნენ საპარლამენტო საშვს.
საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა დევნა და შევიწროვება ე.წ. რუსული კანონის მიღების პარალელურად, 2024 წლის მაისში სადავო სამართლებრივი აქტი გამოყენებული იყო არაერთხელ. მიმდინარე პერიოდში გამოვლინდა ოთხი ჟურნალისტის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტი:
მაკა ჩიხლაძე - 2024 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის აპარატმა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი გამომძიებელ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს პარლამენტარ გურამ მაჭარაშვილთან ინტერვიუს გამო ერთი თვით შეუჩერა აკრედიტაცია. სადავო მასალა: https://shorturl.at/1B0y3
ნინო ბალანჩივაძე - 2024 წლის 03 ივნისის საქართველოს პარლამენტის აპარატმა ტელეკომპანია მთავარი არხი • Mtavari Arkhi ჟურნალისტს ნინო ბალანჩივაძეს პარლამენტარ ერთი თვით შეუჩერა აკრედიტაცია. სადავო სიუჟეტი: “დასანქცირებულები | როგორ იმუშავებს, ვის შეეხება და როგორია ცხოვრება სანქციებით” https://shorturl.at/iL8w5
ნატალია ქაჯაია - 2024 წლის 03 ივნისს საქართველოს პარლამენტის აპარატმა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ნოდარ მელაძის შაბათი • nodar meladzis shabati გამომძიებელ ჟურნალისტს ნატალია ქაჯაიას ერთი თვით შეუჩერა აკრედიტაცია პარლამენტარ სოზარ სუბართან გასაუბრების გამო.
სადავო მასალა: “სანქციების გამოცხადების შემდეგ - შიდა ამბები ქართული ოცნების კულუარებიდან" bit.ly/3VsO64J
საგანგაშოა ის გარემოება, რომ 2024 წლის 04 ივნისის საქართველოს პარლამენტის აპარატმა ტელეკომპანია Formula • ფორმულა ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს ექვსი თვით შეუჩერა აკრედიტაცია. სადავო სიუჟეტი: https://shorturl.at/3IKJl
მიგვაჩნია, რომ აკრედიტაციის წესი (და მისი გამოყენების მავნე პრაქტიკა) არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ამასთანავე ვითვალისწინებთ სახალხო დამცველის 2023 წლის 07 აპრილის მოწოდებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს.
- კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესს. მოსარჩელეებს გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე 1 თვის ვადით შეუჩერდათ აკრედიტაცია საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სათანადო სუბიექტებს იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე;
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით;
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
- დავის საგანს წარმოადგენს ნორმატიული აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მოსარჩელეთა ინტერესის გათვალისწინებით შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
დამატებით გაცნობებთ, რომ მოსარჩელეებმა სადავო საკითხის შესასწავლად მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს, რომელმაც იდენტურ საქმესთან დაკავშირებით მოამზადა სასამართლოს მეგობრის პოზიცია და აღნიშნა, რომ შესაძლოა საფრთხე ექმნება კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (მუხლი 18) ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც პარლამენტის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილებებს.
მითითებული ნორმის (მუხლი 18.2) თანახმად, სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 6 თებერვალს პარლამენტის რეგლამენტის 18.2 მუხლის საფუძველზე მითითებით გამოსცა ნორმატიული აქტი - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“(შემდგომში „ბრძანება“) მიხედვით განსაზღვრულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრედიტაციის სახეები და წესი, აკრედიტაციის შეჩერებისა და გაუქმების საფუძველი. ბრძანების (მუხლი 2) თანახმად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში (რუსთაველის გამზირი 8) ჟურნალისტური საქმიანობის ნებართვა/აკრედიტაცია გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების (შემდგომ – მედიასაშუალება) ჟურნალისტზე ან ოპერატორზე 1 წლის ვადით, ყოველი კალენდარული წლისთვის და მოქმედებს კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ხოლო, სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა იმ ჟურნალისტზე/ოპერატორზე, რომელსაც არ აქვს საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია. მოსარჩელეებს მინიჭებული ჰქონდათ აკრედიტაციები და პროფესიულ მოვალეობებს საქართველოს პარლამენტის შენობაში ასრულებდნენ დადგენილი ნებართვის საფუძველზე.
ბრძანებაში ჩამოთვლილია (მუხლი 13) ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევებს. კერძოდ, თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. ხოლო, სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით. ბრძანების მე-14 მუხლის განსაზღვრავს აკრედიტირებული ჟურნალისტის საქართველოს პარლამენტის სასახლეში ყოფნის პერიოდს, ხოლო მე-15 მუხლში მოცემულია აკრედიტირებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: აკრედიტირებული ჟურნალისტი ვალდებულია:
ა) ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს
ინტერვიუ;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
ე) არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
ვ) დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს;
ზ) სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს;
თ) სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.
მოსარჩელეებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მეხუთე, ასევე მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიაჩნიაღ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შემდეგი ნაწილები:
2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 2.5. მუხლი: “იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 3.2. მუხლი “საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 13.1 მუხლის ჩანაწერი: თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 13.2 მუხლის ჩანაწერი: სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით; 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 14.3 პუნქტის ჩანაწერი “ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 1. გ. “ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში აწარმოოს ვიდეო- და ფოტოგადაღება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 13.4. მუხლის ჩანაწერი “დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 2. თ პუნქტის ჩანაწერი “სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე” რაც ბრძანების თანახმად, უკიდურესად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელით ისჯება - კერძოდ კი - აკრედიტაციის მოწმობის შეჩერების საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს. 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 2. გ პუნქტის ჩანაწერი “საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (მუხლი 18.2 ფ.) ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში გააგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებრივი სფერო
საქართველოს კონსტიტუციის (მუხლი 17.1.) თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. მითითებული კონსტიტუციური ჩანაწერი სათავეა აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლების დაცვის სხვა პრინციპებისა და წესების განმარტებისთვის. რომელსაც შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტი: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“[1]
„ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი, საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას, …მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები“[2].
მედიასაშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტიანი პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტიან რეალიზაციას[3].
გამოხატვის თავისუფლების სიკეთეებით სარგებლობის გარანტიაა საქართველოს კონსტიტუციის (მუხლი 17.3.) კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“[4].
კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ადგენს წინაპირობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისთვის, რაც გულისხმობს მათ ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას, მათ შესაძლებლობას, გარე ჩარევისაგან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ყველა შესაბამის საკითხზე, რაც კი მათ საქმიანობას შეეხება, დაწყებული მასმედიის საშუალების დაფუძნებიდან და მისი შიდა ორგანიზაციული საკითხებიდან, თვითრეგულაციის ჩათვლით, დამთავრებული ინფორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით.[5] ამავდროულად, როდესაც საქმე შეეხება კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის და არა ინფორმაციის გავრცელების საშუალების შეზღუდვას, იგი შეფასებადია არა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, არამედ ამავე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე.[6]
საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას წინაპირობები, სადაც მედიასაშუალებები დაცული იქნებიან იმგვარი ვალდებულებების დაწესებისაგან, რომლებიც დაუსაბუთებლად შეზღუდავენ მათ მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას მოახდენენ მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილ სარგებლობაზე.[7]
3. უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერებით ერთის მხრივ (მუხლი 17.1, 17.2 და 17.3) დაცულია გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების მიღებისა და გავრცელების უფლება, ხოლო მეორეს მხრივ, (მუხლი 17.5) განსაზღვრულია ჩამოთვლის უფლებათა შეზღუდვისთვის აუცილებელ კონსტიტუციურ სამართლებრივ გარანტიებს.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმები რომელიც საფუძველს აცლის ჟურნალისტების და ოპერატორების უფლებას თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობები საქართველოს პარლამენტის შენობაში.
აღსანიშნავია, რომ დარღვეული უფლებების აღდგენისა და შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად მოსარჩელეებმა სახალხო დამცველსაც მიმართეს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წლის 20 ივნისს საქმეზე წარმოება დაასრულა.[8] იდენტური შინაარსის დავასთან დაკავშირებით, Საქმეზე ნატალია ქაჯაია და “ტელეკომპანია პირველი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესის ნაწილობრივ გაუქმებას შეეხება, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება უკვე წარადგინა.
“მნიშვნელოვანია, სრულყოფილად განიმარტოს როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, აგრეთვე შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში ასახული გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტი. ამ კუთხით, არსებითია, სამართალშეფარდება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვითა და ქვეყანაში არსებული კონტექსტის მხედველობაში მიღებით”[9]
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის ანგარიშის[10] თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ავტორიზებულია 116 სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, ლიცენზირებულია 43 და ავტორიზებულია 6 რადიო მაუწყებელი. აქედან ღია საეთერო ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი იყო 19. ამას ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელის და აჭარის ტელევიზიის სამი არხი. შესაბამისად, 2022 წელს სულ 22 ღია საეთერო ეროვნული სამაუწყებლო არხი მაუწყებლობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინტერესს გამოიწვევს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 3.2. მუხლი, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა დაადგინა დისკრიმინაციული წესი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟიორთა შრომითი პირობების და სამუშაოს შესრულების შესაძლებლობასთან მიმართებით. შემოთავაზებული წესის თანახმად, “საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.” მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშული დისკრიმინაციული სტანდარტი ტოვებს თეორიულ შესაძლებლობას შეზღუდოს დამწყები თუ მოქმედი ჟურნალისტების სამუშაო არეალი, თუ ისინი ანაზღაურების გარეშე შეასრულებენ სამუშაოს.
მაშინ როდესაც, საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი მუხლი 18 -ით დადგენილია, რომ სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. (18.1. მუხლი) ამასთანავე მოპასუხე მხარისათვის ცნობილია, რომ ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 06 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურებისგარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.
საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ერთ-ერთი მოსარჩელის - სტუდია მონიტორის (ისევე როგორც მსგავსი სპეციფიური სამუშაო ფორმატის მედიასაშუალებების) უფლებების დარღვევის ფაქტს.
2023 წლის 06 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული #1/31/23 ბრძანება “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს შრომის კოდექსის ჩანაწერებს. კერძოდ, ბრძანების 2.5. მუხლის ჩანაწერი: “იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა.” სასამართლოს მოეხსენება, რომ შრომის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი. ამასთანავე აკრძალულია ნებისმიერი დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში. მედიაორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და წინა სამუშაო ამოცანების მიუხედავად, შესაძლებელია ჟურნალისტებმა მიიღონ დავალება ან/და შეიცვალონ სამუშაო პროფილი და მედიაორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე გააგრძელონ მუშაობა საპარლამენტო თემებზე. საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციის პირობებში იგულისხმება, რომ მედიასაშუალება ვალდებულიც კი არის გააშუქოს პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 06 თებერვლის ბრძანების შინაარსი, რომლითაც დადგინდა, რომ “ იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა” ზიანს მიაყენებს ორგანიზაციასა და თანამშრომელს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობას. რაც ერთის მხრივ, მოსარჩელე ჟურნალისტს უსპობს შესაძლებლობას შეიცვალოს საქმიანობის პროფილი და მეორეს მხრივ, მოსარჩელე “სტუდია მონიტორს”, როგორც დამსაქმებელს ართმევს შანსს საჭიროების მიხედვით, შეიცვალოს სამუშაო პროფილი ან/და ახალი სარედაქციო დავალებები მისცეს დასაქმებულ ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის (მუხლი 11.1 ) თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ბრძანების მოქმედების პირობებში მედიაორგანიზაციები, იძულებული არიან დისკრიმინაციულად მოეპყრონ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მომუშავე ანაზღაურებისგარეშე სტაჟიორებს და საჭიროების შემთხვევაში, სტაჟირების ფარგლებში პარლამენტში სამუშაოდ დაუშვან მხოლოდ ანაზღაურებადი სტაჟირების მონაწილეები და იგივე შესაძლებლობა არ მიეცემათ არაანაზღაურებადი სტაჟირების მონაწილეებს.
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 2023 წლის 1 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით შევიდა მედიის 8259 წარმომადგენელი.[11]
სასამართლოს ყურადღება გვსურს გავამახვილოთ გამოვლენის ტენდენციებზეც - ბრძანების გამოცემიდან (2023 წლის 06 თებერვლიდან) სარჩელის წარმოდგენამდე (2023 წლის 05 ივლისი) პერიოდში ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში არაერთხელ შეეშალათ ხელი, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ აღკვეთა, ასევე არ მოხდა სათანადოდა ეფექტური რეაგირება ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების დასაცავად. მაგალითად,
- 2023 წლის 20 თებერვალს “სტუდია მონიტორის” გადამღებ ჯგუფს არ მისცეს შესაძლებლობა ფურცლები შეეტანა პარლამენტის შენობაში https://bit.ly/3yuKFhP
- 2023 წლის 27 თებერვალს შპს “გაზეთი ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” ჟურნელისტს არ მისცეს შესაძლებლობა ფურცლები შეეტანა პარლამენტის შენობაში https://bit.ly/3ZD4leB
- 2023 წლის 02 მარტს პარლამენტის შენობიდან გამოაძევეს On.ge რედაქტორი თამარ გეგიძე “ფორმულას” ფოტოგრაფი, ვახტანგ ქარელი და ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია; https://bit.ly/3ybJ2Fr https://bit.ly/437fAgX
- 2023 წლის 29 ივნისს კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა პროტესტი გამოხატეს, მედიაგადაღება შეზღუდეს https://bit.ly/3PyuObF
2023 წლის 6 და 7 აპრილს პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ, “ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალიშვილს და გიგა აღდგომელაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა. (განცხადება: სახალხო დამცველი პარლამენტის აპარატის მიერ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთათვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს ეხმიანება ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3B9dUYt )
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
(მიმართვა ხელმისაწვდომია) ჟურნალისტთა დისკრიმინაციის შემთხვევებს სახალხო დამცველის აპარატი განიხილავდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წლის 20 ივნისს საქმეზე წარმოება დაასრულა.[12] იდენტური შინაარსის დავასთან დაკავშირებით, Საქმეზე ნატალია ქაჯაია და “ტელეკომპანია პირველი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესის ნაწილობრივ გაუქმებას შეეხება, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება უკვე წარადგინა.
ამდენად, ბრძანების არსებობის პირობებში, მოსარჩელეები მოკლებული არიან უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება. რითაც იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება. რადგან გასაჩივრებული ნორმებით ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებით, ასევე მესამე პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებაში ჩარევა.
4. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა
მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კონსტიტუციით (მუხლი 17) დაცულ უფლებებში ჩარევა შესაძლოა გამართლებული იყოს ისეთ შემთხვევებში, თუ არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი და შეზღუდვა შესაძლებელია პროპორციული საშუალებების გამოყენებით.
მოსარჩელეები ყურადღება ამახვილებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა აკრედიტაციის დოკუმენტის შეუსაბამობა საერთაშორისო პრაქტიკასთან:
ეუთოს სპეციალური ანგარიშის მიხედვით[13] დადგენილია სასურველი წესები აკრედიტაციასთან დაკავშირებით. ესენია:
- აკრედიტაცია არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ჟურნალისტური მუშაობის ზოგადი ნებართვა, არამედ მხოლოდ როგორც ჟურნალისტების მუშაობის ფასილიტატორი. მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ ჟურნალისტების მუშაობას პროცედურების მიღებით, რომლებიც საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს იმუშაონ მასპინძელ ქვეყანაში, ვიზების დროული გაცემის ჩათვლით. მთავრობებმა უნდა გააუქმონ რეგულაციები, რომლებიც მედიის პროფესიონალებისთვის ნებართვის საჭირო შემდგომ ფენას წარმოადგენენ.
- აკრედიტაცია არ უნდა იყოს სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველი მიეცეს თუ არა უფლება კონკრეტულ ჟურნალისტს დასწროს და გააშუქოს საჯარო ღონისძიება. გარდა ამისა, ღონისძიების აკრედიტაციის გაუქმების საფრთხე არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც კრიტიკული მოხსენების შინაარსის კონტროლის საშუალება.
- აკრედიტაციის გაცემის სახელმძღვანელო უნდა იყოს შედგენილი პლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით, უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, გამოყენებული იყოს მიუკერძოებლად და თვითნებური გამონაკლისების გარეშე. აკრედიტაციაზე უარის თქმას უნდა ახლდეს განმცხადებლის უფლება, დაადასტუროს უარის მიზეზები.
- აკრედიტაცია არის მრავალფეროვანი ანგარიშგების ხელშეწყობის საშუალება და არ უნდა იყოს დამოკიდებული დაუკავშირებელ ფაქტორებზე, როგორიცაა განათლება ან ტრენინგი. კანონმდებლობა, რომელსაც აქვს ნებადართული ხასიათი აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებით, ხელახლა უნდა გადაიხედოს პრესის კორპუსში პლურალიზმის შესანარჩუნებლად.
პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის პროცედურას ვხვდებით არაერთ ევროპულ სახელმწიფოში[14], თუმცა მნიშვნელოვანია აკრედიტაციის პროცედურით დადგენილი წესები ინფორმაციის მოპოვებისთვის გაუმართლებელ ბარიერს არ ითვალისწინებდეს და მედიას/მის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევდეს შეასრულოს პროფესიული მოვალეობა.
მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე (საერთაშორისო პრაქტიკები მედია აკრედიტაციასთან დაკავშირებით (ანგარიში ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rcHbA8
ქარტიის დასკვნის თანახმად, სამყაროს დემოკრატიულ ნაწილში, ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში modus operandi/მოქმედების ხერხი იყო, ახლა თავისუფალი და გამჭვირვალეა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თავისუფალი მედია არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, მედიათა საქმიანობის შეზღუდვა მავნებლური პოლიტიკის სიმპტომატური გამოვლინებაა. ქართულ მედიას უფრო და უფრო უძნელდება, როგორც საჯარო ინფორმაციის მიღება, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, როდესაც საქმე კომენტარს ან ინტერვიუს ეხება. აკრედიტაციის დაწესებით, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს გამჭვირვალეობისა თუ ღიაობის არავითარი მექანიზმი (როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაში ვნახეთ), ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება წარმოუდგენლად რთული გახდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების ანალიზი:
CASE OF MÁNDLI AND OTHERS v. HUNGARY
იდენტურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსარჩელეები სხვადასხვა ონლაინ მედია გამოცემებიდან, რომლებსაც უნგრეთის პარლამენტისგან მიღებული ჰქონდათ აკრედიტაცია 2016 წლის 25 აპრილის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. მათ უნგრეთის პარლამენტის შენობაში უნგრეთის ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებების თაობაზე ჩაწერეს რამდენიმე ინტერვიუ მმართველი კოალიციის პარტიის წევრებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან. პარლამენტის წევრებს კითხვები დაუსვეს წინასწარი შეთანხმების გარეშე პარლამენტის შენობის იმ ნაწილში, რომელიც არ იყო განკუთვნილი ვიფეო/ფოტო გადაღებისთვის და ინტერვიუების ჩაწერისას მომჩივნებმა პარლამენტის პრესს სამსახურისგან მიიღეს გაფრთხილება. ინტერვიუს ჩაწერის შემდგომ მომჩივნების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოქვეყნდა რამდენიმე ონლაინ მედიაში.
2016 წლის 26 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში პარლამენტის რეგლამენტის საფუძვლებზე მომჩივნებს შეუჩერა 5 თვით აკრედიტაცია. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ: „პრესსამსახურის განმეორებითი გაფრთხილების მიუხედავად ჟურნალისტებმა გააგრძელეს ჩაწერა და არ დატოვეს პარლამენტის ის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილი არ იყო ინტერვიუს ჩასაწერად. ნებართვის გარეშე ინტერვიუს ჩაწერის შედეგად ჟურნალისტების მიერ მოხდა პარლამენტში მოქმედი წესების წესების მიზანმიმართულად დარღვევა, რის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებს შეუჩერდათ აკრედიტაცია“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომჩივნებისთვის აკრედიტაციის 5 თვის ვადით შეჩერება გულისხმობდა მომჩივნებისათვის პარლამენტის შენობიდან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის ჩამორთმევას, რომელსაც მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისთვის. აღნიშულ ნაწილში სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყო კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ “პრესის თავისუფლება ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია პოლიტიკური ლიდერების შეხედულებების აღმოჩენისა და საზოგადოებაში გაზიარებისთვის. კონკრეტულად, პრესის თავისუფლება პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას შეხედულებების გამოხატვით გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, რაც თავისმხრივ მთლიან საზოგადოებას, გზას უხსნის თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ჟურნალისტების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხი, რაზეც არსებობდა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი“(§ 66);
„სასამართლო მხედველობაში იღებს ეროვნული კანონმდებლობას, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებებს, რომელიც შეზღუდვას აწესებს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეზღუდვის აუცილებლობის შეფასების გარეშე. მეტიც, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ პირთა მონაწილეობის შესაძლებლობას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა ეხებოდეს გადაწყვეტილება“ (§ 73)
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, ასევე გადაწყვეტილება აკრედიტაციის შეჩერების შესახებ არ ითვალისწინებს მომჩივნებისთვის მისი გასაჩივრებისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობას“ (§ 75) (გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი, ისე უფლების შეზღუდვის მიზნით გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები არ ითვალისწინებს მომჩივნებისთვის მისი გასაჩივრებისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობას. აქტში აღნიშული ჩანაწერები არ არის დაფიქსირებული).
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნებისთვის დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენდა პროპორციულ შეზღუდვას იმ ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის, რომელსაც კანონმდებლობა ისახავს მიზნად, რასაც ემატება პროცედურული გარანტიების არ არსებობა ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად“. (§ 77)
SELMANI AND OTHERS v. "THE FORMER YUGOSLAV REPUBLIC OF MACEDONIA"
2017 წლის 09 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დაცვამ მომჩივანი ჟურნალისტები, პარლამენტარებთან ერთად, გააძევა პარლამენტიდან და არ მისცა საშუალება საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მომხდარ მოვლენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში მთავრობა ჟურნალისტების პარლამენტიდან გაყვანის მიზეზად პარლამენტში წესრიგის დაცვას ასახელებდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გადაწყვეტილებაშ ხაზი გაუსვა ჟურნალისტების მნიშვნელოვან როლს და მათ ფუნქციას მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიას ზოგადად აქვს მოვალეობა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება რომ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიის ე.წ “watchdog” („მოდარაჯე ძაღლის“) როლი მნიშვნელოვანია და მაშინ, როდესაც ხდება მსგავსი მოვლენების გაშუქება, ჟურნალისტების ასეთი ადგილებიდან გაყვანის ნებისმიერი მცდელობა უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ შემოწმებას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჟურნალისტები საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან საზოგადოების მიერ არჩეული პარლამენტის წევრების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება პარლამენტის სესიებზე წარმოშობილ ნებისმიერ არეულობას (§ 75).
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევება მოხდა წესრიგის დასაცავად, ევროსასამართლომ აღნიშნული მიზეზი არ მიიჩნია საკმარისად და დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ჟურნალისტების პარლამენტის სესიიდან გაძევება აუცილებელი იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის და რომ „მწვავე სოციალურ საჭიროების მოთხოვნებს“ აკმაყოფილებდა, რის გამოც დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.
პოლიტიკოსების მაღალი თმენის ვალდებულება
Sürek v. Turkey § 61: კონვენციის 10.2 მუხლის თანახმად, პოლიტიკური დებატის შეზღუდვის ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატების შეზღუდვის შესაძლებლობა მცირეა.
Lingens v. Austria, § 42: მისაღები კრიტიკის საზღვრები უფრო ფართოა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსს და არა კერძო პირს. უკანასკნელისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავს შეგნებულად აყენებს, მისი სიტყვა და საქმე გარდაუვლად ხდება როგორც ჟურნალისტების, ისე მთლიანად, საზოგადოების მეთვალყურეობის ობიექტი, რის გამოც პოლიტიკოსს თმენის მეტი ვალდებულება მართებს.
Brasilier v. France, § 41: სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აზრის გამოხატვის ან საჯარო ინტერესის საკითხებზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის კონვენცია მცირე სივრცეს ტოვებს.
5. ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 17.5) ჩამოთვლის ყველა იმ შესაძლო ლეგიტიმურ მიზანს, რაც კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სიკეთეების შეზღუდვის საფუძველი გახდეს:
ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
- დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად;
- სხვათა უფლებების დასაცავად;
- კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად;
- სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
გასაჩივრებული ბრძანების მე-13 და მე-15 მუხლების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე აკრედიტირებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეიძლება შეუჩერდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც: ა. ჟურნალისტი ხელს უშლის პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
ბ. საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის ნებართვის გარეშე გადაიღებს მის სამუშაო ოთახს;
გ. საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების მიერ ინტერვიუს ჩაწერას უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს;
დ. საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე გადაიღებს მათ დოკუმენტებს, მათ ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანს ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
ე. დაუშვებს მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამს, სექსისტურ, დისკრიმინაციულ მიმართვას და მოქმედებას;
ვ. არ დაემორჩილება დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს;
ზ. სააკრედიტაციო მოწმობას გასასცემს სხვა პირს და თ. სააკრედიტაციო მოწმობას არ ატარებს გამოსაჩენ ადგილზე.
სასამართლოს მოვახსენებთ, “საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმის” შესახებ ბუნდოვანი ჩანაწერი იმთავითვე ქმნის ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის წინაპირობას, რადგან ფართო დისკრეცია ენიჭება აპარატის უფროსს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პარლამენტის სახელით წინა პერიოდებშიც შეეზღუდათ ჟურნალისტებს დაუსაბუთებლად გადაადგილება. პარლამენტის შენობაში სამუშაო პირობების შეზღუდვის წინაპირობების შესახებ ბრძანების ტექსტი ბუნდოვანია და ფართო დისკრეციას ანიჭებს აპარატის უფროსს შეაჩეროს მედიასაშუალების წარმომადგენელთა მუშაობა. რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ პრინციპებთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოსარჩელეების ინტერესია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად სასამართლომ შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზნისა და ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალების, ასევე, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის და დისკრეციის კანონმდებლობით განსაზღვრული ფარგლების დაცულობის საკითხი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში ყურადღება არ ეთმობა ჟურნალისტთა უფლებებს და მითითებას, რომ პარლამენტის ადმინისტრაცია იღებს პასუხისმგებლობას ჟურნალისტებს შეუქმნას სათანადო სამუშაო გარემო.
დასახელებული საფუძვლებიდან ბრძანების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ქცევის წესებს გააჩნიათ ისეთი ინტერესი როგორიცაა სხვათა უფლებების დაცვა და სხვათა უფლებების კონტექსტში პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება/წესრიგის დაცვა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინტერესები ჯდება კონსტიტუციის 17.5 მუხლის საფუძველში როგორიცაა „სხვათა უფლებების დაცვა“. თუმცა, მნიშვნელოვანია გამოირკვეს თუ რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება გააჩნდეს ბრძანების 15.2.გ ქვეპუნქტის საფუძველზე აკრედიტაციის შეჩერებას და უშვებს თუ არა კონსტიტუცია აღნიშნული ინტერესით მე-17 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.
გასაჩივრებული ნორმები აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების მიერ ინტერვიუს ჩაწერას უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტენ ინტერვიუს. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე. ამას მოწმობს უშუალოდ მოსარჩელეებითვის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაც, რომელსაც საფუძვლად დაედო ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც არ ისურვა პარლამენტის წევრებმა. მნიშველოვანია, რომ მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მათი
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული არცერთი საფუძველი არ ითვალისწინებს პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვას. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ მოსარჩელეები პარლამენტის წევრს ირაკლი ზარქუას კითხვას უსხვამდნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მოსაზრების დასაფიქსირებლად, რაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხია და რის გარშემოც მიმდინარეობს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია. ამდენად, პარლამენტარის პიროვნული თავისუფლების განვითარების თავისუფლებამ არ შეიძლება გადაწონოსჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება. რაც პროპორციულობის ეტაპზე შესამოწმებელი საკითხია. ჟურნალისტების მიერ კრიტიკული კითხვების დასმა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას გააცნობს არჩეული პარლამენტარების მოსაზრებებებს წარმოადგენს ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული პროცესების წარმართვის მნიშვნელოვან მექანიზმს. საზოგადოებას ყოველთვის გააჩნია ინტერესი იმაზე თუ რას ფიქრობენ მათ მიერ არჩეული პარლამენტარები კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. აღნიშნული მოსაზრებების მიღებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობა კი გააჩნიათ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ახორციელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას და პარლამენტარებს უსვამენ კითხვებს, მათ შორის ისეთ კრიტიკულ კითხვებსაც, რომელებზე პასუხის პარლამენტარებისთვის შესაძლოა სცდებოდეს დისკომფორტის ფარგლებს. თუმცა, დემოკრატიული სახელმწიფოში მოქმედი წესრიგისთვის უცხოა ისეთი შეზღუდვების არსებობა, რომელიც ჟურნალისტებს შესაძლებლობას არ მისცემდა პარლამენტარებისთვის დაესვათ კრიტიკული კითხვები, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობას წაართმევდა განეხორციელებინათ მთავარი პროფესიული ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირება.
ამდენად, სადავოა 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 1. გ. ჩანაწერი, რომლის თანახმად, „ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში აწარმოოს ვიდეო- და ფოტოგადაღება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.”
სასამართლოს მოვახსენებთ, რომ ფოტო და ვიდეო გადაღება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. აღნიშნული ბრძანების ნაწილი კი ითვალისწინებს ჟურნალისტების არაპროპორციულ შეზღუდვას და პრაქტიკაში, მაღალი ალბათობით, შექმნის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის წინაპირობებს. ჩანაწერი “განსაზღვრული ადგილიდან” გადაღების შესახებ ბუნდოვანია და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების საზიანოდ. ამასთანავე, შეზღუდვა ისეთ დისკრეციას აწესებს, რომელიც არ არის შეზღუდული კონკრეტული კრიტერიუმებით
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსად ზემოთ მოყვანილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, გასაჩივრებული ნორმებიც არ ითვალისწინებენ მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციების გათვალისწინების გარეშე; გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ არ ხდება იმის შეფასება რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული; გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომელბიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას. ამას ადასტურებს მოსარჩელე ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.
ამდენად, სადავო ნორმების მოქმედებას გააჩნია მსუსხავი ეფექტი როგორც ჟურნალისტების, ისე ოპერატორებისათვის პროფესიული საქმიანობის დაგეგმვისა და შესრულებისას საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „მსუსხავი ეფექტის“ რისკი ივლინდება იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის/სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც.
„„მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია“[15].
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმებს არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური ინტერესი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვა. ამდენად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მეხუთე, ასევე მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის N1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის:
2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 2.5. მუხლი: “იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 3.2. მუხლი “საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 13.1 მუხლის ჩანაწერი: თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 13.2 მუხლის ჩანაწერი: სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით; 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 14.3 პუნქტის ჩანაწერი “ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 1. გ. “ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში აწარმოოს ვიდეო- და ფოტოგადაღება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 13.4. მუხლის ჩანაწერი “დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.” 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 2. თ პუნქტის ჩანაწერი “სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე” რაც ბრძანების თანახმად, აკრედიტაციის მოწმობის შეჩერების საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს. 2023 წლის 06 თებერვლის 1/31/23 ბრძანების 15. 2. გ პუნქტის ჩანაწერი “საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (მუხლი 18.2 ფ.) ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში გააგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, II-59.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის N3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-18.
[6] იქვე, II-20.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, II-61.
[8] საქმისწარმოების დასრულების დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ
[9] სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სრულად ხელმისაწვდომია https://ln.run/3zXkp
[10] საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ
[11] საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 22 ივნისის კორესპონდენცია ხელმისაწვდომია აქ
[12] საქმისწარმოების დასრულების დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ
[13] Special Report: Accreditation of Journalists in the OSCE area Observations and Recommendations 25 October 2006 . დოკუმენტი ხელმისაწვდომია https://www.osce.org/files/f/documents/0/b/22065.pdf
[14]საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საერთასორისო პრაქტიკები მედია აკრედიტაციასთან დაკავშირებით https://bit.ly/3rcHbA8
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 8.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა