• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
      • 28.05.2019
      • N2/2/867
      • გადაწყვეტილება
    • რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
      • 17.05.2017
      • N2/9/867
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N867
ავტორ(ებ)ი რემზი შარაძე
თარიღი 23 იანვარი 2017

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი არ არსებობს, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:

1. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად მე უფლებამოსილი ვარ სარჩელით მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

2. საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლთან შესაბამისობა:

საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:ა) საქართველოს მოქალაქეებს.

3. საქართველოს კონსტიტუციის 89 მუხლის 1 ნაწილის ვ პუნქტთან და ამავე მუხლის 2-ე ნაწილთან შესაბამისობა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმარტებით.

საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მის ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

4. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ 16 მუხლთან შესაბამისობა:

ჩემი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩემს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადაო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მის მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული მაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. მტკიცებულება ადასტურებს კონსტიტუციის სარჩელის საფუძვლიანობას და ა.შ. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია;

2. კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;

3. სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის 1 ნაწილთან;

4. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის 21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილით ჩემი და სხვა პირთა საკუთრება გაუქმებულია, რადგან განმეორებით აუქციონზე ჩემი და სხვა პირთა საკუთრება ქონების საწყისი ფასი შეადგენს 0 (ნულ) ლარს. მაშინ როცა ჩემი საცხოვრებელი ბინა კომპეტენტური დაწესებულების მიერ შეფასებულია 51 000 ამერიკულ დოლარად. ამიტომ ის უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის 1 ნაწილთან შეუსაბამოდ.

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

ადრე სანამ 2010 წლის 28 ივნისს სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში მუხლი 74-ს გააუქმებდნენ და მძარცველურ კანონს და წესს მიიღებდნენ, პირველ აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა ყოფილიყო ნივთის საწყის ფასზე ნაკლები.

მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ და მთავრობამ სააღსრულებო წარმოების კანონში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა -მისი ბირთვი ამოიღეს. ამოიღეს ამ კანონის 74 მუხლი, რომლის მიხედვით მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება.

  1. აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყისს ფასზე ნაკლები.
  2. აუქციონზე ფასის საბოლოო შემოთავზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.
  3. (ამოღებულია)
  4. (ამოღებულია)
  5. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
  6. თუ აუქციონზე რეალიზებული ნივთიდან მიღებული თანხა კრედიტორის მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება ამ კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.

ამოიღეს ამ კანონის 77 მუხლი, რომლის მიხედვით მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი.

1. თუ პირველ აუქციონზე ან ამ კანონის 761 მუხლით გათვალისწინებული წესით არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს.

2. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება განმეორებით.

3. განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის ნახევარს, თუ კრედიტორის (კრედიტორების) მოთხოვნა და საფასური ამ ოდენობაზე ნაკლებია, მაშინ განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და საფასურის ჯამური ოდენობით. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ამ პუნქტით დადგენილ საწყის ფასზე ნაკლები.

3.1(ამოღებულია).

4.   თუ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს ეძლევა წინადადება ამ კანონის 771 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ნივთის ნატურით მიღების შესახებ.

4.1 ნივთის ნატურით მიღების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარმოდგენამდე ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ საწყის ფასად, ამ კანონის 761 მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

და აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო მინისტრი თავისი ან ზემდგომი თანამდებობის პირის სურვილის მიხედვით დაწერს ბრძანებასა და წესს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანება (მინისტრის ზ.ა დეიშვილის) ამ ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილის მიხედვით განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. ამ შემთხვევაში ორ პირს (სუბიექტს) შორის დავაში მთავრობის და ხელისუფლების უხეში ჩარევა კი არა, არამედ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე პირდაპირი დახმარებაა, რათა ნებისმიერი მოქალაქის რამდენიმე ათას ან მილიონ ლარად და დოლარად ღირებული ქონება 20-30 ჯერ ნაკლებ ფასად ხელში ჩაიგდო ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ამოფარებულმა მაფიოზურმა ჯგუფებმა. რიგითი მოქალაქის ბედი და საკითხი არც მას არც სხვას არ ადარდებთ.

საააღსრულებო კანონის მუხლი 45-ის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად ყადაღას არ ექვემდებარება:

ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებლია მოვალისათვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩემი საცხოვრებელი ბინა არის ნივთი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის, მოვალისათვის ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩემს ქონებაზე ყადაღის დადება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მოთხოვნებს. პირიქით მე უნდა მქონდეს უფლება და საშუალება, რომ რეალურ ფასად გავყიდო ჩემი ქონება და ამ შემთხვევაში იმ ბანკს გადავუხადო მისი კუთვნილი თანხა. ამ ბანკმა 51 000 ამერიკულ დოლარად შეფასებულ ქონებაში მომცა 33 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარი, იპოთეკის საგანი არის მხოლოდ ეს ბინა. ის სასამართლოს თხოვს ამ და სხვა ქონების და ანგარიშების დაყადაღებას, მაშინ როცა იპოთეკის საგანი არის მხოლოდ ეს ბინა და მას გადავუხადე 10 000 ამერიკული დოლარზე მეტი თანხა. წაიღოს მან ჩემი ბინა და დამიბრუნოს 10 000 ამერიკული დოლარი. ეს იქნება უფრო სამართლიანი, ვიდრე ჩემი ქონების საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების გამოყენებით მავანთა მიერ გროშებად ხელში ჩაგდება. ეს ხომ ძარცვაა. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება და მთავრობა ხელმძღვანელობს მათ წინამორბედთა მიერ მიღებული ანტი კონსტიტუციური კანონებით, ბრძანებებითა და დადგენილებებით. მათ თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ისეთი კანონი, ბრძანება და დადგენილება, რომლის მიხედვით ორმა პირმა (სუბიექტმა) ერთმანეთში ურთიერთშეთანხმებით ან სასამართლოში ურთიერთშეთანხმებით მოვახდინოთ რეალურ საბაზრო ფასად ჩვენი ქონების რეალიზაცია და კრედიტორმა მიიღოს თავისი კუთვნილი თანხა და მოვალე საგრძნობლად არ დაზარალდეს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი არ გახდეს და სახელმწიფოს დასახმარებელი არ გახდეს, რაც ისედაც ასიათასობით ჰყავს მას. მაქვს ერთადერთი იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაგებით მოეკიდება ჩემს და სხვა პირთა სამართლიან მოთხოვნებს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციურად ცნობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილს.

მოვითხოვ წარმოებაში მიიღოთ და დასაშვებად ცნოთ ჩემი სარჩელი.

მოვითხოვ საქმის არსებითად განხილვამდე შეაჩეროთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილის მოქმედება.

მოვითხოვ არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანების 3-ე მუხლის 3 ნაწილი.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ