თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N874 |
ავტორ(ებ)ი | მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშ |
თარიღი | 13 მარტი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების რაიმე საფუძველი და ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვას შემდეგი გარემოებების გამო: 1. წარმოდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის №81/3 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით და შინაარსით, შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს 2. კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ, ე.ი. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ; 3. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. სარჩელში მითითებული სადაო საკითხები არის კონსტიტუციური სასამართლოს განსჯადი; 4. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არც აღნიშნულ საკითხებზე დავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქამდე განხილული არ ყოფილა |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად ცნოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47–ე მუხლის 1 ნაწილი და 48–ე მუხლის 1 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” (10 დეკემბერი, 1948 წელი) მე-8 მუხლით დადწესებულია, რომ: “ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.” “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს ავალებს ყველა პირი, რომლის უფლებები და თავისუფლებები შელახულია, “უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა.” ზემოთ აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები ასევე გარანტირებული და აღიარებულია “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი; ამ სარჩელში, შემდგომში _ “ევროკონვენციით”). ევროკონვენციის მე-6-ე მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებისას. აღნიშნული უფლების დიდ მნიშვნელობასა და მის ფუნდამენტურობას ნათლად მოწმობს ის ფაქტი, რომ სტრასბურგის ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა სწორედ სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას ეხება. კონვენციის მე-6-ე მუხლით უზრუნველყოფილი გარანტიები უფრო ყოვლისმომცველია სისხლის სამართალწარმოებისას, ვიდრე სამოქალაქო სამართალწარმოებისას. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზოგადი უფლება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე, რომელიც მოცულია კონვენციის მე-6(1) მუხლით, განმტკიცებულია კონკრეტული გარანტიებით, რომლებიც მოცემულია მე-6-ე მუხლის მე-2-ე და მე-3-ე პუნქტებში. მართალია, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება ნათლად არ არის განსაზღვრული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Gოლდერ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ დაადგინა, რომ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება მოცულია კონვენციის მე-6-ე მუხლით და წარმოადგენს მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს: `ამრიგად, სასამართლო, `ინტერპრეტაციის დამხმარე საშუალებებისადმი~ მიმართვის გარეშე, როგორც ეს განსაზღვრულია ვენის კონვენციის 32-ე მუხლით, მიდის იმ დასკვნამდე, რომ მე-6-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ნებისმიერი პირის უფლებას _ წარმოადგინოს სამოქალაქო უფლებებთან და ვალდებულებებთან, ასევე სისხლის სამართლის ბრალდებასთან დაკავშირებული საჩივარი სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე. ასე რომ, ეს მუხლი მოიცავს `უფლებას სასამართლოზე~, რომლის უფლება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე (რაც გულისხმობს სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოების აღძვრის უფლებას სასამართლოს წინაშე) წარმოადგენს მხოლოდ ერთ მხარეს. ამას ემატება მე-6-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი გარანტიები, რომლებიც ეხება სასამართლოს ორგანიზებასა და შემადგენლობას, სასამართლო პროცესების წარმართვას. ჯამში ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის პატიოსან და სამართლიან განხილვაზე~. აღნიშნული უფლების ეფექტურად განხორციელებამ, შესაძლოა, სხვა ვალდებულებებიც დააკისროს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს _ მაგალითად, ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ვალდებულება სამოქალაქო ხასიათის ისეთ საქმეებში, რომლებიც ამას საჭიროებენ მათი სირთულიდან გამომდინარე. საქმეში Fაულკნერ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ სამოქალაქო საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოუჩენლობა მიჩნეულ იქნა მე-6-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევად. კერძოდ, დადგინდა, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა განმცხადებლის უფლებას, განეხორციელებინა სასამართლოზე ეფექტური ხელმისაწვდომობა. სასამართლოს წინაშე აღნიშნულ საქმეზე მორიგება იქნა მიღწეული მას შემდგომ, რაც მთავრობამ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო სამართლებრივი დახმარების სისტემა სამოქალაქო საქმეებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გარკვევით აფიქსირებს თავის მიდგომას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შესახებ: “კომისიის შეხედულებით, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მათი რეალიზაციის სასამართლო გზა. სასამართლოს 1993 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეებს არ შეეძლოთ მიეღოთ ასეთი სარჩელი, ლახავს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის არსს.”, “კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე, განმარტებულ უნდა იქნეს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომელიც სხვათა შორის აცხადებს სამართლის უზენაესობას, როგორც ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო მონაპოვარს.” (Bრუმარესცუ ვ. ღომანია, 59,61). საქმეში “საფეხბურთო კლუბი “მრეტები” საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადი #38736/04, 13 ივლისი, 2007წ.) ევროპულმა სასამართლომ დააფიქსირა ასეთი დასკვნები: “39. თუმცა, სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ მე-6 (1) მუხლი უზრუნველყოფს ყველას ჰქონდეს უფლება ნებისმიერო საჩივრით, რომელიც ეხება მის სამოქალაქო უფლებებს და მოვალეობებს, მიმართოს სასამართლოს (. . . ). აქედან გამომდინარე, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ განმცხადებელს უფლება ჰქონდა მე-6 (1) მუხლის თანახმად, მისი საქმე განხილულიყო უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ 2004 წლის 30 იანვრის და 15 მარტის გადაწყვეტილებებით ამ უკანასკნელის მიმართ შეიზღუდა ეს უფლება.” “41. სასამართლო აცხადებს, რომ . . . შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის 1-ლ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.” “49. ზემოთ აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ უზენაესმა სასამართლომ ვერ შეძლო დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინტერესსა, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, განმცხადებლის ინტერესებს შორის დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით.” სახელმწიფოებს მინიჭებული აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება სასამართლოზე ხელმისაწვდომობის საშუალებათა უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ანუ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დადგენილ იქნეს გარკვეული შეზღუდვები სასამართლოზე ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები ზიანს არ უნდა აყენებდეს თვით ხელმისაწვდომობის უფლების ძირითად არსს, უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ კანონიერ მიზანს და უნდა იყოს პროპორციული. სასამართლოს მიერ განხილული შეზღუდვები მოიცავს, მაგალითად, სარჩელის და მისი უზრუნველყოფის გადასახადებს, კონკრეტული კატეგორიის მოსარჩელეთა მიერ სამართალწარმოების აღძვრის შეზღუდვას და ხანდაზმულობის ვადებს, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი ვერანაირი სახითა და ფორმით ვერ ვხედავთ ვერც პროპორციასა (ციცერონის განმარტებით - ანალოგია) და ვერც საჯარო-სამართლებრივი Yთუ კერძო ინტერესების ურთიერთ დაბალანსების საკითხს, `ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის~ მე-6 მუხლთან შესაბამისი. თუმცა უდავოა, ევროსასამართლოც იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ `არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე~ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, `სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება `თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე~. (იხ., Gოლდერ ჯუდგმენტ, პ. 19, პარა. 38, ქუოტინგ ტჰე `Bელგიან Lინგუისტიც~ ჯუდგმენტ ოფ 23 ჟულყ 1968, შერიეს A ნო. 6, პ. 32, პარა. 5). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი. გარდა ამისა, შეზღუდვა არ იქნება კონვენციის მე-6 მუხლის 1ლი პარაგრაფის შესაბამისი, თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არ იქნება დაცული გონივრული პროპორციულობა (.Aსჰინგდანე ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ საჩივრის # 8225/68,28.05.1985). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მეჰმეთ მეთექან ბერქთაში სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულდა გადაუხდელობის გამო მაშინ როცა ჩვენს მიერ გადახდილი იქნა 3000 ლარი გადასხდელი იყო 5000 ლარი. სასამართლო დაეყრდნო გასაჩივრებული აქტების ნორმებს და სხვა რაიმე დასაბუთება არ გაუკეთბია.სააპელცაიო სასამღთლოს აღნიშნული განჩინება უცვლელეად იქნა დსატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. სადაო ნორმები არის ძალზედ ზოგადი არ აკონკრეტებს თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებები უნდ აიქნას წარდგენილი სასამართლოში იმისათვის რომ მხარეს გათავისუფლდეს ბაჟის გადახდისაგან ან გადუვადდეს მას ბაჟის გადახდა. საკონსტიტუცის სასამართლოს არერტელ აღღუნშნავს რომ სამართლოს ნორმა უნდა იყოს კონკრეტული და გასაგები და არ უნდა ქმნიდეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ჩვენ შემთხვევაში სადაო ნორმების მიხევდით საკითხის გადაწყვეტა თუ რა ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად და რა არა მთლიანად არის დამოკიდებული კონკრეტული მოსამართლოს გადაწყვეტილებაზე რაც ქმნის კანონის ნორმის სხვაგდასხვაგვარი განმატრტების ინტერპერტაციის საშიშროებას და ეს პარქტიკაშიც ასე ხდება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ დავის საგანი შეეხებოდა მეჰმეთ მეთექან ბერქთაშის როგორც მესაკუთრის კონსტიტუციით და კანონით გარანტირებულ უფლებების შეზღუდვას რადგან დავის საგნი იყო მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშის კუთვნილი წილის მართვისაგან ჩამოშორება და მისი როგორც საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილებების შეჩრებას შპს ტამ გეოს პარტნიორთა 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა