შპს „ბელლა კოსტა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1228 |
ავტორ(ებ)ი | შპს „ბელლა კოსტა“ |
თარიღი | 24 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან: ა). ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ბ). შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გ). სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. დ). სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე).სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე–14, 24–2, 85–3, მუხლებით. ვ). კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში. ზ). სადავო კანონქევმდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე რომელიც კონსტიტუციური სარჩელით არ გასაჩივრებულა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად ცნოთ "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 65–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტის ნორმათა დანაწესი, რომლის მიხედვით: ნაწილი 2–ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეზე გაცემულ ლიცენზიებში". ნაწილი 3–საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს". გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14, 24 მუხლის მე–3 პუნქტის და 85–ე მუხლის მე–3 პუნქტის ნორმებს. გასაჩივრებული კანონის ნორმების მიხედვით დაცული არ არის თანასწორობის პრინციპი (კონსტიტუციის მუხლი 14), ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს გასაჩივრებული კანონით მონოპოლიზირებული უფლებები აქვს მინიჭებული (კონსტიტუციის მუხლი 24), რამდენადაც კანონით მინიჭებული აქვს უფლება წარმოადგინოს და დაიცვას ყველა მისთვის უცნობი მფლობელი ან მფლობელი რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მის რეპერტუარში. ანუ ყველა დროის და ყველა ეროვნების საავტორო და მომიჯნავე უფლება, რაც დაკავშირებულია საჯარო შესრულებასთან ან გაიგივებულია ასეთ შესრულებასთან კოლექტიური მართვის ორგანიზაციის, ჩვენს შემთხვევაში საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის რეპერტუარში შედის. ამასთან არა აქვს მნიშვნელობა გააჩნია თუ არა ასოციაციას ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან ხელშეკრულება, დადებული აქვს თუ არა სხვა ქვეყნების მსგავს ორგანიზაციასთან კონტრაქტი. ამ საფუძვლების არსებობის გარეშეც კანონი ანიჭებს უფლებას ასეთი პირები წარმოადგინოს ასოციაციამ და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა. გასაჩივრებული კანონის 65–ე მუხლის მე–3 პუნქტით აგრეთვე განსაზღვრულია კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ისეთი უფლება, რომელიც განაპირობებს მის აბსოლიტურ უპირატესობას მოსალოდნელ დავებში, რამდენადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს "სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე". (მუხლი 85–3). 2016 წლის ზაფხულში საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა შპს "ბელლა–კოსტა"–ს ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ქ.ბათუმში, მენავთობეთა დასახლებაში. შემდეგ წერილობით მოითხოვა შპს "ბელლა–კოსტა"–ს დირექციისაგან ამ ობიექტზე მუსიკის გახმოვანების უფლების მისაღებად ლიცენზიის მიღება. მიუთითა, რომ რამდენადაც ობიექტზე მუშაობს რესტორანი, კარაოკე და სპორტულ–გამაჯანსაღებელი საცურაო აუზი, ადგილი აქვს თვითეულში ფონოგრამით მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებას და თვითეულისათვის საჭიროა ლიცენზიების მიღება. გააფრთხილა წინაარმდეგ შემთხვევაში მათ აეკრძალებათ ასეთი ქმედების შესრულება. შპს "ბელლა კოსტამ" მოითხოვა წერილობით დაესაბუთებინა ასოციაციას მოთხოვნის სამართლიანობა და კანონიერება. თავის მხვრივ ასოციაციამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა აეკრძალოს შპს "ბელლა კოსტა"–ს მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება. სარჩელი წარმოებაშია მიღებული. ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. გასაჩივრებული კანონის გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ მოქმედი ნორმების პირობებში ასოციაციის მოთხოვნა წარმატებული იქნება, რადგან ამ კანონის მიხედვით მთავარია, რომ არსებობდეს მუსიკალური ნაწარმოების საჯარო სესრულების ფაქტი. ასეტი ფაქტი კი არსებობს აბსოლიტურად ყველა საზოგადოებრივი კვების, გასართობ თუ სხვა ადგილებში, რამდენადაც გასაჩივრებული კანონი საჯარო შესრულებას განმარტავს შემდეგნაირად: მუხლი 4, ქვეპუნქტი "რ" – საჯარო შესრულება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშების, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება), ან ნებისმიერი მაუწყებლობის შემცველობით, ადგილზე ( ადგილებზე) სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმული იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახების ახლობელ წრეს. სრულიად ცარიელ რესტორანში, საცურაო აუზში და კარაოკეში მუსიკალური ნაწარმოები თუ ხმოვანდება, ასოციაციას მაინც შეუძლია განაცხადოს პრეტენზია, რომ ადგილი აქვს საჯარო შესრულებას. ეს ერთი მხარეა, მთავარი მაინც ის არის, რომ გასაჩივრებული კანონის 65–ე მუხლის მე–2 და მესამე პუნქტებით მინიჭებული აქვს უფლებები, რომელიც გამოკვეთს მის უპირატესობას არსებულ ან მოსალოდნელ სამოქალაქო ურთიერთობაში, სასამართლო დავაში, რამდენადაც მტკიცებისაგან თავისუფალია. წარმოუდგენელია, რომ ჰონორარი, რომლის მიღებას ასოციაცია ითხოვს შპს "ბელლა კოსტა"–საგან ლიცენზიის მიღების სანაცვლოდ, ნაწილდებოდეს და უნაზღაურდებოდეს საავტორო ან მომიჯნავე უფლების მქონე პირს, მით უმეტეს თუ მისი იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება. სხვაგვარად: ვთქვათ, შპს "ბელლა–კოსტა"–ს ობიეკტზე სრულდება ცნობილი ჯეკსონის სიმღერები, რამდენად სარწმუნოა, რომ ამის უფლების მოსაპოვებლად გადახდილი თანხა ჯეკსონის უფლებამონაცვლეებამდე აღწევს და ა.შ. მიგვაჩნია, რომ თუკი ერთის მხვრივ გასაჩივრებული კანონის ნორმა მონოპოლიზირებულ მდგომარეოაბს ანიჭებს საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას, მეორე მხვრივ დასაბუთებული ეჭვით, კანონი ხელს უწყობს საერთაშორისო კრიმინალურ (მაფიურ) ფულის ე.წ. კეთებას. ამასთან აღვნიშნავთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების პერიოდში გავეცანით უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსიის, რუსეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის კანონმდელობას, რომელსიც არსად არ არის ჩადებული ის ნორმები, რომელიც მოცემულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის გასაჩივრებულ 65–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებში. გარკვეულ წილად სომხეთის შესაბამისი კანონი თითქოს ემსგავსება საქართველოს კანონს, მაგრამ მტკიცების ტვირთის საკითხები მხოლოდ საქართველოს კანონშია მოცემული. გასაჩივრებული კანონის და ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპთან მიმართებაში დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული არ არის. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა