• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ა(ა)იპ "ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1856
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ვასილ როინიშვილი,
ავტორ(ებ)ი ა(ა)იპ "ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია"
თარიღი 28 მარტი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

 

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
მე-40 მუხლის მე-2 ნაწილი: „თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტი: „კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.
182-ე მუხლის მე-2 ნაწილი: „სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტი: „კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 31¹-ე მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:

ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;

გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;

ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმების შესაბამისობას;

ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად;

ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კერძოდ:

1.1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას მოთხოვოს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურზე მეტი ოდენობით;

1.2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა და მოთხოვოს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ყველა განცალკევებულ მოთხოვნაზე, როცა სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება, სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან და სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პრი, რომლის საწესდებო მიზანია შპს „ჯაბა კრედიტის“ და მასთან დაკავშირებული სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის შედეგად დაზარალებული პირების მიერ განცდილი მატერიალური ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღების ხელშეწყობა (იხ. დანართი: ამონაწერი რეესტრიდან და წესდება).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ შპს „ჯაბა კრედიტის“ დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა მიითვისეს მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხები (თამასუქები), რომლებიც მათ შეტანილი ქონდათ შპს „ჯაბა კრედიტში“ და შპს „გრანდ ფინანსში“. სისისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა. შპს „ჯაბა კრედიტის“ ხელმძღვანელი პირები ცნობილი არიან დამნაშავედ; კერძოდ, ზანდა გოგოლაძე 2019 წლიდან იხდის სასჯელს, ხოლო ბაქარ ბოლოთაშვილი იძებნება ინტერპოლის მიერ (იხ. განაჩენი და ინტერპოლის ვებგვერდიდან ამონაბეჭდი).

დაზარალებულად ცნობილი მოქალაქეებისათვის მითვისებული თანხები არავის აუნაზღაურებია და დავა უნდა გაგრძელდეს სასამართლოში სამოქალაქო წესით. მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედებს ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“.

დაზარლებულმა მოქალაქეებმა თავიანთი მოთხოვნები დაუთმეს ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციას“; დღეის მდგომარეობით, იურიდიულად ეს უკანასკნელი გახლავთ მოთხოვნის უფლების მქონე პირი ზიანის ანაზღაურებასა და თანხების მიღებაზე. ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციას“ გააჩნია ფულადი მოთხოვნა შპს „ჯაბა კრედიტის“, შპს „გრანდ ფინანსის“, ბაქარ ბოლოთაშვილის, ზანდა გოგოლაძისა და სხვათა მიმართ, რომელთაც მიითვისეს მოქალაქეთა კუთვნილი თანხები.

მიუხედავად ამისა, საქართველოს საერთო სასამართლოებში გადაულახავ პრობლემად იქცა სარჩელის წარმოებაში მიღება, რომლის მიზეზი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობის თავისებური განმარტებაა. სარჩელზე გადახდილია ბაჟის მაქსიმალური ოდენობა - 5,000 ლარი, მაგრამ სასამართლო მოითხოვს რომ მიუხედავად ერთი სარჩელისა, ბაჟი გადახდილ იქნეს თოთოეული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მიხედვით (78 შემთხვევა). აღნიშნული კი, სადავო საკითხია.

სარჩელი 3-ჯერ იქნა შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, გასაჩივრდა კერძო საჩივრით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომაც იგივე პოზიცია გაიზიარა (იხ. სასამართლო განჩინებები).

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები თუ არა.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება“.

5. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.

საერთო სასამართლოები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნევენ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვას და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც გადხდას დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით თითოეულ შემთხვევაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების მიხედვით:

1) მე-40 მუხლის მე-2 ნაწილი:

„თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება“.

2) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი:

„სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია“.

მიუხედავად მოთხოვნის წარმოშობის ისტორიისა, რომ ეს მოთხოვნა 78 მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან წარმოიშვა, იგი დღეს წარმოადგენს ერთიან/გაერთიანებულ 1 მოთხოვნას და თანხების დაკისრებაც მოთხოვნილი იყო ჯამური სახით. იდენტურია დავის საგანი და მოპასუხეთა წრე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოითხოვა ბაჟის დაანგარიშება თითოეული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როცა ეს მოთხოვნები ცალ-ცალკე არ ყოფილა სასარჩელო მოთხოვნებად (იხ. სარჩელი).

მოსარჩელეს იმავე სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნის გაერთიანების უფლება აქვს ერთ სარჩელში ერთი და იმავე მოპასუხეთა მიმართ. ხოლო შემდეგ ეს მოთხოვნები ჯამდება და ბაჟის მაქსიმალური ოდენობა იურიდიული პირისათის არის 5000 ლარი. ბაჟის ქვითარი 5000 ლარის გადახდაზე ერთვოდა სარჩელს. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს მოთხოვნა 78 ერთეული შემთხვევაზე ცალ-ცალკე ბაჟის გადახდის მოთხოვნის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის შეუსაბამობით შეიძლება აიხსნას.

არსად არ არის მითითებული „სამოქალაქო საპროცესო კოდექში“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება „დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნების“ მიხედვით ცალ-ცალკე. სტანდარტი არის შემდეგი - დასაშვებია თუ არა ერთ სარჩელში რამდენიმე მოთხოვნის მოქცევა/გაერთიანება, ხოლო შემდეგ ეს მოთხოვნები ჯამდება და ბაჟის იხდება მაქსიმალური ოდენობის მუხედვით.

ამ ჩაკეტილ წრეში გამოსავალი პრაქტიკულად არ ჩანს, რაც დაზარალებულთა ასოციაციისათვის გადაულახავი ბარიერი გახდა.

ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციამ“ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუმცა უშედეგოდ. ყველამ საკითხი სასამართლო კომპეტენციად ჩათვალა (იხ. მიმართვა, საპასუხო წერილები).

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და პროცედურულ გარანტიებს.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ