• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

"სპს გერონტი აშორდია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1868
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი სპს გერონტი აშორდია
თარიღი 30 მაისი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1.“ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი

2.“სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება

“ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი მე-74 - “2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად”.

-ნორმატიული შინაარსის იმ ნაწილში, რომელიც ამ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას და, შესაბამისად, ამ ქონებით თავისუფლად სარგებლობის და ეფექტურად გამოყენების კანონიერი მოლოდინის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების გარეშე გაუქმებას ითვალისწინებს.

მე-19 მუხლი.

1.საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

31-ე მუხლი

1.ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვა უზრუნველყოფილია.

“სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტი - “უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები”;

-ნორმატიული შინაარსის იმ ნაწილში, რომელიც იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელების სახსრებით კანონიერად შექმნილი ქონების ანაზღაურების და სასამართლოსათვის მიმართვის უფლების გარეშე ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მე-19 მუხლი.

1.საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

31-ე მუხლი

1.ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვა უზრუნველყოფილია.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

1) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი;

2) საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

3) “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31 მუხლი და 311 მუხლი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე და საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს;

სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;

კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.

სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას იურიდიული პირებისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.

სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

სპს „გერონტი აშორდია“ (ს/N 215083709) წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, კოოპერატივი ბაზალტის, ერთი პირის საწარმო „ბაზალტის“, სპს „აშორდიას“ და სპს „გრიშა აშორდიას“ სამართალმემკვიდრეს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად მართლზომიერად ფლობდა სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყოფილ 10000 (ათიათასი) კვადრატულ/მეტრ მიწის ნაკვეთს ქ. ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე, რომელზედაც მფლობელობა ხორციელდება 1989 წლიდან და, რომელზედაც სახელმწიფოს მიერ გაცემული პროექტების საფუძველზე კანონიერად განახორციელა ინვესტიცია 1989-1991 წლებში - მიწის მოზვინვა/მოწყობის, შენობების, სარკინიგზო ლიანდაგის და კომუნიკაციების მშენებლობის სახით. აღნიშნული ფართიდან საკუთრებად რეგისტრირებულია 6000 (ექვსიათასი)კვ.მ 2012 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო დანარჩენი 4000 (ოთხიათასი)კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული სარკინიგზო ლიანდაგით და შენობებით, საკუთრებად რეგისტრირებული არ არის და კვლავ მართლზომიერ მფლობელობაში რჩება.

შესაბამისად, წარმოვადგენთ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელის უფლება დარღვეულია გასაჩივრებული ნორმებით.

უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულია, როგორც მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება, ასევე მართლზომიერი მფლობელობა/ამ ქონებით სარგებლობის და ეფექტური გამოყენების კანონიერი უფლება და ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონება და, რა თქმა უნდა, სამივე შემთხვევა ცალ-ცალკე, ერთმანეთის დამოუკიდებლად წარმოადგენს ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტებს და, შესაბამისად, ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ობიექტს. ასევე უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ყველას, ვისაც კონსტიტუციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, რაც უზრუნველყოფილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ასევე ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მასში შემავალი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლზე და საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაზე (სპს “გრიშა აშორდია” პარლამენტის წინააღმდეგ) აპელირებით ხდება მართლზომიერი მფლობელობის მიტოვებაზე მეწარმეების იძულება და ბიზნესის პარალიზება სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე, ხოლო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტის საფუძველზე ხდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელების მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიებით შექმნილი ქონების ჩამორთმევა/მითვისება სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე.

“ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლის საფუძველზე, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, მასზე მფლობელების მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონების ჩათვლით, მოექცა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის რეგულაციაში, რომლის მე-2 მუხლის უ1 პუნქტით, - “სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები”.

შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით სახელმწიფო კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ, საზოგადოებრივი საჭიროების არარსებობის მიუხედავად, კომპენსაციის და სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვით ახორციელებს მართლზომიერ მფლობელობის მიტოვებაზე მეწარმეების იძულებას და მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელების მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიებით შექმნილი ქონების ანაზღაურების გარეშე ჩამორთმევას/მითვისება და ბიზნესის ხელყოფას, რაც არ ჯდება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კრიტერიუმებში და თავსებადობაში არ მოდის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან და გაცემულ გარანტიებთნ.

2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს წარდგენილ სარჩელზე იმ გარემოებათა გამო, რომ აღნიშნულ საქმეზე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 74 საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის კანონიერი მოლოდინის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ იყო გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის იმ ნაწილში, რომელიც მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას/ამ ქონებით სარგებლობის და ეფექტური გამოყენების კანონიერი მოლოდინის გაუქმებას ითვალისწინებს.

გასაჩივრებული ნორმის რედაქცია არ შეიცავს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმების თაობაზე ჩანაწერს და, შესაბამისად, კანონმდებლის მიერ ამ ნორმის იმგვარი აღქმა და პრაქტიკაში გამოყენების სანქცირება, რომელიც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას/ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებისაგან გამოთხოვას და ამ ქონებით თავისუფლად სარგებლობის და ეფექტურად გამოყენების კანონიერი მოლოდინის სასამართლოსათვის მიმართვის და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების გარეშე ხელყოფას ითვალისწინებს, ნებისმიერისათვის წარმოუდგენელი და განუჭვრეტადი იყო, რამეთუ უძრავ ნივთზე საკუთრება და მართლზომიერი მფლობელოა სხვა და სხვა სახის ქონებრივი უფლებებია და ისინი ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოადგენენ ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტებს.

ამსთან, სასამართლოს არასოდეს უმსჯელია “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტის კონსტიტუციურობასთან მიმართებით.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს წარდგენილ სარჩელზე.

საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ევროსაბჭოს წევრი და ადამიანის უფლებათა კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნის უზენაესი კანონი, ადამინის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ნაწილში, ფაქტობრივად წარმოადგენს ევროპული კონვენციის იმპლემენტაციას და, შესაბამისად, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას რელევანტურია ამ აქტების, როგორც კონსტიტუციასთან ასევე ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში განხილვა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამომწურავად განმარტა საკუთრების უფლების არსი და დაადგინა, რომ „საკუთრების ცნებას კონვენციის დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან:

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი პირდაპირ ადგენს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული, როდესაც არსებობს სახელმწიფოს მიერ აშკარა მონაწილეობა ქონების გადაცემასა და გამოყენებაში (მაგ. უვადო სარგებლობა, დაშვება, მუნიციპალური მხარდაჭერა), ამ ქონებრივი მდგომარეობის უარყოფა ან შეზღუდვა ანაზღაურების გარეშე წარმოადგენს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.”

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს (ეადს) პრეცედენტულ პრაქტიკაში განმტკიცებულია, რომ საკუთრების უფლება (კონვენციის №1 ოქმის 1-ლი მუხლი) ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (კერძო სამართლის სუბიექტებზე).

ასევე უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ყველას, ვისაც კონსტიტუციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, რაც უზრუნველყოფილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ასევე ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებით.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და ამ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. სადავო მნიშვნელობის საკითხის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები.

აღნიშნულიდან გამომიდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლი შეიცავს თუ არა იმგვარ შინაარსს, რომელიც ამ მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას, ამ მიწის ნაკვეთების გამოთხოვას სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნას სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს შესაბამისი ჩანაწერით.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე იმ გარემოებათა გამო, რომ არც კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციის მოლოდინი და არც მართლზომიერი მფლობელობის უფლება არ ფარავს მფლობელების მიერ განხორციელებული ინვესტიციებით კანონიერად/სახელმწიფოს თანხმობით შექმნილ ქონებაზე უფლებას და აღნიშნული ნორმა ცალკე, მათგან დამოუკიდებლად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ სიკეთეს და ნებისმიერ პირს უფლება აქვს ამ სიკეთის დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულია, როგორც მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება, ასევე მართლზომიერი მფლობელობა/ამ ქონებით სარგებლობის და ეფექტური გამოყენების კანონიერი უფლება და ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონება და, რა თქმა უნდა, სამივე შემთხვევა ცალ-ცალკე, ერთმანეთის დამოუკიდებლად წარმოადგენს ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტებს და, შესაბამისად, ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ობიექტს. ასევე უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ყველას, ვისაც კონსტიტუციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, რაც უზრუნველყოფილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ასევე ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებით.

2. იურიდიული პირებისათვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ და უვადოდ გამოყოფა/მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემა და ამ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტების გაცემა ხდებოდა 1988-1996 წლებში, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების და ეკონომიკური განვითარების მიზნებით.

ასეთ მიწის ნაკვეთებზე იურიდიულმა პირებმა კანონის მიმართ ნდობის და სამართლის სტაბილურობის მოლოდინის საფუძველზე განახორციელეს ინვესტიციები სახელმწიფოს მიერ გაცემული პროექტების საფუძველზე - მიწის მოზვინვა-მოწყობის, შენობების და ხაზობრივი ნაგებობების (სარკინიგზო ლიანდაგის და სხვა კომუნიკაციების) მშენებლობის წესით. აღნიშნული ქონების შექმნაში სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია.

30 წელზე მეტია ამ მიწის ნაკვეთებს კერძო სამართლის იურიდიული პირები სახელმწიფოს თანხმობით კანონიერად ფლობენ და იყენებენ ბიზნესსაქმიანობისთვის.

ამ მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი დადასტურებულია ადგილობრივი ორგანოების (აღმასკომის/მერიის) დამოწმებული ამონახაზის/გეგმის/პროექტით ან სხვა სახით არსებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ასევე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული გეგმით/ამონახაზით და 2007 წლამდე მიწაზე ქონების გადასახდის გადამხდელთა საგადასახადო სიის მონაცემებით {„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით გათვალისწინებულის შესაბამისად}.

მიწის ნაკვეთებზე განლაგებული შენობა-ნაგებობების კანონიერად ინვესტირების და მფლობელობის ფაქტი ასევე დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული 2000-2007 წლების ორთოფოტოგეგმებით დაფიქსირებული დოკუმენტური მონაცემებით. მეტიც, ამ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობების ამჟამად არსებობის ფაქტი ასევე დგინდება ობიექტის ადგილზე დათვალიერების წესით, რაც უპირობოდ ნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული მიწის ნაკვეთით სარგებლობის და ეფექტური გამოყენების მოლოდინის და ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მასში შემავალი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლზე და საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაზე (სპს “გრიშა აშორდია” პარლამენტის წინააღმდეგ) აპელირებით ხდება მართლზომიერი მფლობელობის მიტოვებაზე მეწარმეების იძულება და ბიზნესის პარალიზება სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე, ხოლო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტის საფუძველზე ხდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელების მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიებით შექმნილი ქონების ჩამორთმევა/მითვისება სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე.

აღნიშნული პრაქტიკა უდავოდ ცხადყოფს შემდეგს:

3.1. მიუხედავად იმისა, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლი არ შეიცავს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმების თაობაზე ჩანაწერს, ის კანონმდებლის მიერ აღქმულია და პრაქტიკაში გამოყენება სანქცირებულია იმგვარად, რომ გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, 2012 წლის 01 იანვრიდან საზოგადეობრივი საჭიროების არარსებობის პირობებშიც კი, განახორციელოს მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერ მფლობელობის გაუქმება და ამ მიწის ნაკვეთის გამოთხოვა სასამართლოსათვის და კომპენსაციის გარეშე.

3.2. “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტი თავისი შინაარსით სახელმწიფოს უფლებას აძლევს, განახორციელოს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა ინვესტიციებით კანონიერად/სახელმწიფოს თანხმობით შექმნილი ქონების ჩამორთმევა/მითვისება სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე.

4. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლთან მიმართებით გამოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება (სპს “გრიშა აშორდია” პარლამენტის წინააღმდეგ) ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს წარდგენილ სარჩელზე იმ მარტივ გარემოებათა გამო, რომ აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი სარჩელი და გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ნორმატიული შინაარსის იმ ნაწილს, რომელიც 2012 წლის 01 იანვრიდან ამ მიწის ნაკვეთების საკუთრებად რეგისტრაციის უფლების აღკვეთას ითვალისწინებს და არ ეხება გასაჩივრებული ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ამ მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას/ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებისაგან გამოთხოვას და ამ ქონებით თავისუფლად სარგებლობის და ეფექტურად გამოყენების კანონიერი მოლოდინის სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე ხელყოფას ითვალისწინებს.

4.1. გასაჩივრებული ნორმის რედაქცია არ შეიცავს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმების თაობაზე ჩანაწერს და, შესაბამისად, კანონმდებლის მიერ ამ ნორმის იმგვარი აღქმა და პრაქტიკაში გამოყენების სანქცირება, რომელიც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას/ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებისაგან გამოთხოვას და ამ ქონებით თავისუფლად სარგებლობის და ეფექტურად გამოყენების კანონიერი მოლოდინის სასამართლოსათვის მიმართვის და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების გარეშე ხელყოფას ითვალისწინებს, ნებისმიერისათვის წარმოუდგენელი და განუჭვრეტადი იყო, რამეთუ უძრავ ნივთზე საკუთრება და მართლზომიერი მფლობელოა სხვა და სხვა სახის ქონებრივი უფლებებია და ისინი ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოადგენენ ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება არ შეიცავს მინიშნებასაც კი, რომ გასაჩივრებული ნორმა სასამართლომ კონსტიტუციასთან მიმართებით შეამოწმა მართლზომიერი მფლობელობის გაუქმების/ამ მიწის ნაკვეთით თავისუფლად და ეფექტურად სარგებლობის მოლოდინის ხელყოფის კონტექსტში.

5. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა ინვესტიციებით/სახელმწიფოს თანხმობით კანონიერად შექმნილი ქონება ცალკე წარმოადგენს ევროპული კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტებს, და, შესაბამისად, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 ქვეპუნქტი, რომელიც მფლობელთა ინვესტიციებით კანონიერად შექმნილი ქონების სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას და ანაზღაურების და სასამართლოს გარეშე ჩამორთმევას ითვალისწინებს, ცალკე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მიმართვის საფუძველს.

5.1. 2012 წლის 01 იანვრიდან იურიდიულ პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები მასზე განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონების ჩათვლით მოექცა “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის რეგულაციაში და, შესაბამისად, ამ მომენტიდან ამ კანონის მე-2 მუხლის უ1 ქვეპუნქტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო გახდა, რამეთუ ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელების მიერ კანონიერად/სახელმწიფოს თანხმობით განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონება, რომლის შექმნაში სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია, სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ ქვეყანაში მასობრივად ხორციელდება ამ ქონების სახელმწიფოს მიერ მითვისება სასამართლოს და ანაზღაურების გარეშე ჩამორთმევის/ექსპროპრიაციის წესით.

აღნიშნული ნორმის პირობებში, კერძო ინვესტიციებით კანონიერად შექმნილი ქონების ანაზღაურების გარეშე და სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვით ექსპროპრიაციის საშუალებები სახელმწიფოს გამყარებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 171-ე მუხლით.

სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით - “მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს”. ამავე კოდექსის 171-ე მუხლით - “ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც”.

5.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ იმ პირობებში, როდესაც იურიდიულ პირებს გაუუქმდათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 ქვეპუნქტის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, სახელმწიფოს შეეზღუდოს კონსტიტუციის ჩარჩოებს გარეთ გატანილი ძალაუფლება, რაც გამოყენებულია იმ მიზნებისათვის, რომ არაპროპორციული და მართლსაწინააღმდეგო ჩარევით მიითვისოს მართლზომიერი მფლობელების მიერ კანონიერად განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილ ქონება და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოახდინოს იურიდიული პირების მიერ ამ მიწის ნაკვეთების გამოყენებით წლების განმავლობაში დალაგებული ბიზნესის პარალიზება-ლიკვიდაცია.

5.3. საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 ქვეპუნქტის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე, რამეთუ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების 38-ე მუხლით დაადასტურა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საკითხი მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს დავის საგანს.

ამასთან, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 ქვეპუნქტის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არასოდეს შესულა.

6. საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ევროსაბჭოს წევრი და ადამიანის უფლებათა კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნის უზენაესი კანონი, ადამინის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ნაწილში, ფაქტობრივად წარმოადგენს ევროპული კონვენციის იმპლემენტაციას და, შესაბამისად, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას რელევანტურია ამ აქტების, როგორც კონსტიტუციასთან ასევე ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში განხილვა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამომწურავად განმარტა საკუთრების უფლების არსი და დაადგინა, რომ „საკუთრების ცნებას კონვენციის დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“.

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი პირდაპირ ადგენს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული, როდესაც არსებობს სახელმწიფოს მიერ აშკარა მონაწილეობა ქონების გადაცემასა და გამოყენებაში (მაგ. უვადო სარგებლობა, დაშვება, მუნიციპალური მხარდაჭერა), ამ ქონებრივი მდგომარეობის უარყოფა ან შეზღუდვა ანაზღაურების გარეშე წარმოადგენს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.”

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში განმტკიცებულია, რომ საკუთრების უფლება (კონვენციის №1 ოქმის 1-ლი მუხლი) ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (კერძო სამართლის სუბიექტებზე) და ქონებრივი ინტერესი დაცულია როგორც საკუთრება და, შესაბამისად, სარჩელში და წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში ლეგიტიმურადაა გამოყენებული ტერმინი საკუთრება.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში ასევე განმტკიცებულია, რომ იურიდიული პირების მართლზომიერი მფლობელობა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს მიერ გაცემულ უფლებებს და რომელზეც კომპანიებმა მოახდინეს ფინანსური ინვესტიციები, უპირობოდ წარმოადგენს დაცულ საკუთრებას კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად და ამგვარი მფლობელობის უარყოფა ან შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ, კომპენსაციის გარეშე, წარმოადგენს კონვენციის დარღვევას, "მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მე-13 მუხლით, ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე.

7. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამომწურავად განმარტა საკუთრების უფლების არსი და დაადგინა, რომ „საკუთრების ცნებას კონვენციის დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (“იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ”, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და “პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ”; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67614).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (CASE OF RYSOVSKYY v. UKRAINE https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107088 განაცხადი 29979/04, სადაც განმცხადებელი სარჩელს აფუძნებდა იმ გარემოებებზე, რომ ხელისუფლება ჩაერია მისთვის/იურიდიული პირისათვის/ფერმისათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესაძლებლობაში იმ ფორმით, რომ სახელმწიფომ მას გაუუქმა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება/მართლზომიერი მფლობელობა, სასამართლომ მართლზომიერი მფლობელობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ სიკეთედ ცნო და დაადგინა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების შესაბამისი კომპენსაციის გადახდის გარეშე ჩამორთმევით ადგილი ჰქონდა კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას და განმარტა, რომ - “როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად”.

მსგავს საკითხზე პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებითაც. საქმე “საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”/განაცხადი №18768/05. https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-150227 ), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მართლზომიერი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმის №1 მუხლის დარღვევად შეააფასა. ამავე გადაწყვეტილების 117-ე მუხლით ევროპული სასამართლომ დაადგინა, რომ ჩარევა განმცხადებლის მიერ მფლობელობის მშვიდობიან სარგებლობაში არ იყო კანონიერი, ხოლო მომყოლი, თვითნებური ხასიათის მატარებელი სამართლებრივი განხილვა უტოლდებოდა სამართლიანობის უარყოფას. ამ დასკვნის ფონზე ზედმეტია იმის გარკვევა, ჩარევა მართლზომიერ მიზნებს ემსახურეობდა თუ არა, და თუ კი, დაცული იყო თუ არა სამართლიანი ბალანსი (see, Akimova, cited above, §§ 39- 51, 27 September 2007, and Khamidov, cited above, §§ 141-145). 118. ამგვარად, ადგილი ჰქონდა № 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლის დარღვევას.

ასევე არსებობს სხვა პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის - საქმე “აკიმოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ”/განაცხადი N 1985/03 https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-82447 , სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ “თუ პირი ფლობს ქონებას სახელმწიფოს თანხმობით, ეს ქმნის დაცულ საკუთრებას, თუნდაც არა ოფიციალურად რეგისტრირებულს”;

საქმე “ბეილერი იტალიის წინააღმდეგ”/განაცხადი №33202/96, https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-58832, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრება არ ნიშნავს მხოლოდ „ფორმალურად დარეგისტრირებულს“, საკმარისია მოლოდინი, რომელიც კანონზე ან სახელმწიფოს პოზიციაზეა დაფუძნებული;

საქმე ბრონევსკი პოლონეთის წინააღმდეგ {Broniowski v. Poland (GC, 2004), App. No. 31443/96 https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-61828, სადაც სასამართლომ ქონებრივი ინტერესი და სახელმწიფოსგან შექმნილი მოლოდინი საკუთრებად აღიქვა და დაადგინა, რომ სახელმწიფო დაპირება საკუთრების დაბრუნებაზე - იქცა საკუთრებად. ასევე სხვა საქმეები, რომლითაც ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერი მფლობელობა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს მიერ გაცემულ უფლებებს ან ლიცენზიებს და რომელზეც კომპანიებმა მოახდინეს ფინანსური ინვესტიციები, შეიძლება ჩაითვალოს დაცულ საკუთრებად კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად და ამგვარი მფლობელობის უარყოფა ან შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ, კომპენსაციის გარეშე, შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის დარღვევად, "მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს (ეადს) პრეცედენტულ პრაქტიკაში განმტკიცებულია, რომ საკუთრების უფლება (კონვენციის №1 ოქმის 1-ლი მუხლი) ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (კერძო სამართლის სუბიექტებზე).

ეს პრინციპი მკაფიოდ არის გაჟღერებული: “So ქciété Anonyme Sotiris and Nikos Koutras ATTEE v. Greece” საქმეზე განაცხადი No. 39442/98, 16 ნოემბერი 2000 წელი https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-58994,სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული პირების საკუთრების უფლება დაცულია იმავე დონეზე, როგორც ფიზიკური პირების. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არ განასხვავებს სუბიექტების ფორმას”;

საქმე “AGOSI v. the United Kingdom” (Application no. 9118/80, Judgment of 24 October 1986. https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57418 ) ამ საქმეში, კომპანია იბრძოდა საკუთარი კონფისკებული ქონების დასაცავად. სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული პირი ფლობდა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებას;

საქმე “ISFIR v. Turkey” (Application no. 36107/03, Judgment of 14 February 2012. https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-95015 ), სადაც სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ქონებრივი უფლების დაცვის სტანდარტი არ არის დამოკიდებული პირის ფორმაზე;

საქმე “Capital Bank AD v. Bulgaria” (Application no. 49429/99, Judgment of 24 November 2005. https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-71299) სადაც სასამართლომ კვლავ დაადგინა, რომ შეიძლება კომპანიის ეკონომიკური უფლებების დარღვევა ჩაითვალოს კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის/საკუთრების უფლების დარღვევად”.

8. ერთია, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საზოგადოებრივი ინტერესების აუცილებლობის შეთხზული ინტერპრეტაციებით აღუკვეთო მართზომიერ მფლობელებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის უფლება და ამ წესით მას გაუქარწყლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის კანონიერი მოლოდინი და, შესაბამისად, წაართვა ამ ქონების განკარგვის და სამოქალაქო ბრუნვაში გაშვების შესაძლებლობა, მაგრამ მეორეა, რომ ამ მფლობელებს კანონში პირდაპირი ჩანაწერის გარეშე და საზოგადოებრივი ინტერესების აუცილებლობის შეთხზული ინტერპრეტაციებით, ერთი ხელის მოსმით, კომპენსაციის და სასამართლოს გარეშე გაუუქმო მართლზომიერი მფლობელობა და ასევე ანაზღაურების და სასამართლოს გარეშე ჩამოართვა სახელმწიფოს თანხმობით კანონიერად განხორციელებული ინვესტიციები, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმნიდა და ინარჩუნებდა, და ამ ფორმით მოახდინო ადამიანებში სამართლის მიმართ ნდობის და სამართლებრივი სტაბილურობის მოლოდინის ხელყოფა და ბიზნესის პარალიზება.

8.1. უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერ მფლობელობა გაუქმდეს და მასზე არსებული, მფლობელთა ინვესტიციებით კანონიერად შექმნილი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს, ჯერ უნდა მოხდეს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის აღმჭურველი აქტის გაუქმება მიწის ნაკვეთის გამომცემი ორგანოს, მისი სამართალმემკვიდრის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მფლობელს უნდა მიეცეს სასამართლოს წესით თავის დაცვის შესაძლებლობა.

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 პუნქტით -„თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლით - „თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა“.

სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი პუნქტით, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.

სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 პუნქტით - კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით.

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არათუ კანონიერად გამოცემული, არამედ კანონსაწინააღმდეგოდ გამოცემული აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებასაც არ უშვებს. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 პუნქტით, - “დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს”. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, “თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმებით, რომელთა საფუძველზეც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს გააუქმდათ მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობა და ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა მიერ ინვესტიციებით კანონიერად შექმნილი ქონება სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, სახელმწიფომ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოუყენებლად აქცია სამოქალაქო კოდექსის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული ნორმები და, შესაბამისად, წაართვა სასამართლოს მეშვეობით თავის დაცვის და კომპენსაციის მოთხოვნის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი ფუნდამენტური უფლებები, რითაც მოახდინა არა მარტო ამ ქონების მითვისება, არამდ ამ ქონების გამოყენებით ბიზნესის განხორციელების შესაძლებლობის ხელყოფა - ბიზნესის პარალიზება/ლიკვიდაცია.

9. მართლზომიერი მფლობელობის გაუქმება და მართლზომიერ მფლობელთა ინვესტიციებით კანონიერად შექმნილი ქონების სასამართლოს და კომპენსაციის გარეშე ჩამორთმევა არ წარმოადგენენ საზოგადოებრივ საჭიროებას და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციურ წესრიგთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით".

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით - “ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია”.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით - “ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

“ამასთან წინარე დებულებები ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად”.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით - “ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ”. მე-13 მუხლით - “ ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე”.

9.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმება და ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა მიერ ინვესტიციებით შექმნილი ქონების სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივ საჭიროებას, ანუ ის უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების კეთილდღეობას და არა ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესებს, თავიანთი შეხედულებისამებრ მოახდინოდ იურიდიული პირების ქონების მითვისება და ბიზნესის პარალიზება/ლიკვიდაცია.

ასეთ ნებასურვილის შემთხვევაშიც კი, ადამიანის უფლებათა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულებაა, ფორმალურად მაინც დაიცვას კონსტიტუცია და ადამინის უფლებათა ევროპული კონვენცია და ექსპროპრიაციით დაზარალებულ პირს მისცეს შესაძლებლობა სასამართლო წესით დაიცვან თავი.

განსახვავებულ მიდგომას არც ევროპული სასამართლო პრეცედენტული პრაქტიკა არ იცნობს.

9.3. გასაჩივრებულ ნორმების შემთხვევაში არ არსებობს საზოგადოებრი საჭიროება, რადგან შეუძლებელია, ადამიანის უფლებათა კონვენციის ხელშემკვრელმა ქვეყანამ და სამართლებრივი და დემოკრატიული მოწყობის სახელმწიფომ, თავისი შეხედულებისამებრ საზოგადოებრივ ინტერესად გაასაღოს მართლზომიერი მფლობელობის გამოთხოვა და ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა ინვესტიციებით კანონიერად/სახელმწიფოს თანხმობით შექმნილი ქონების ჩამორთმევა/მითვისება და ბიზნესის ხელყოფა, როგორც ამას 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილების (სპს “გრიშა აშორდია” პარლამენტის წინააღმდეგ) გამოტანისას ჰქონდა ადგილი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციის მოლოდინის გაუქმების კონსტიტუციასთან შესაბამისობა დაასაბუთა აღნიშნული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს მხრიდან იდენტიფიცირების და ადმინისტრირების საზოგადოებრივი საჭიროებით (მუხლი 63, 64), სადაც აღნიშნა, რომ “სახელმწიფოს აქვს საჯარო ინტერესი, რომ დროულად მოახდინოს იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც უკვე ათვისებულია და რომელთა ზოგადი წესით პრივატიზაცია არ დაიშვება. აღნიშნულის გარეშე გართულდება სახელმწიფო ქონების ეფექტიანი ადმინისტრაცია".გადასახადების ადმინისტრირება და სახელმწიფო ქონების ეფექტიანი მართვა საქართველოს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს.

10. არ არსებობს საზოგადოებრივი საჭიროება, რამეთუ მართლზომიერი მფლობელობის გაუქმება და მასზე მფლობელების მიერ კანონიერად ინვესტირებული ქონების ანაზღაურებით ან მის გარეშე ჩამორთმევა არანაირ აუცილებელ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს და, პირიქით, ქვეყანაში ხელყოფს კანონის მიმართ ნდობის და სამართლის სტაბილურობის მოლოდინს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას საკუთრების დაცულობის, სასამართლოსათვის მიმართვის, ბიზნესის თავისუფლების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფას და ნამდვილად არ ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1. არ წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების აბსურდული საფუძვლით, რადგან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები იდენტიფიცირებულია 1997 წლიდან - საგადასახდო ორგანოში მიწაზე ქონების გადამხდელთა აღრიცხვით/გადამხდელთა სიებით. გარდა ამისა, 2012 წლის 01 იანვრიადან გაუქმდა იურიდიულ პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწებზე კერძო საკუთრებად რეგისტრაციის უფლება, რაც ნიშნავს, რომ კერძო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და კერძო საკუთრებად რეგისტრირებულის გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას და ადმინისტრირებას ექვემდებარება, საბოლოოდ გაემიჯნა ერთამანეთს და სრულად არის იდენტიფიცირებული, რაზედაც მონაცემები არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც ამოიწურა ამ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების ისედაც აბსურდული პრობლემა.

10.2. არ წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას საგადასახადო ადმინისტრირების აბსურდული საფუძვლითაც, იმ მარტივ გარემოებათა გამო, რომ საგადასახადო კოდექსით, არ განასხვავებს მიწაზე საკუთრების შემთხვევას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის შემთხვევას და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ქონება ისევე იბეგრებოდა 1997 წლიდან (მიწის ნაკვეთზე ქონების გადამხდელთა სიებით) და იბეგრება დღესაც, როგორც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ქონება და, შესაბამისად, საგადასახდო ადმინისტრირება შეუფერხებლად ხორციელდებოდა და ხორციელდება დღესაც.

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ბ) პუნქტით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

- საქართველოს საგადასახოდო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

10.3. არ წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას ამ მიწის ნაკვეთის განკარგვის/გასხვისების თვალსაზრისით, რადგან უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობა არ წარმოადგენს ამ ნივთის გასხვისების დამაბრკოლებელ გარემოებას.

10.4. არ წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას ამ მიწის ნაკვეთების კერძო პირისათვის სარგებლობაში გადაცემის თვალსაზრისით, რადგან “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემას და ის უკვე არის მართლზომიერ მფლობელთა სარგებლობაში.

მეტიც, ამ კანონის 36-ე მუხლის 1“3” პუნქტით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

აღნიშნული ნორმა კი უპირობოდ ნიშნავს, რომ იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლება უვადოდ და უსასყიდლოდ აქვთ მოპოვებული ამ კანონის ამოქმედებამდე და გააჩნიათ შესაბამისი მტკიცებულებები, ამ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება არ უუქმდებათ და ამ რეგულაციით დაწესებული გადასახდელები მათზე არ ვრცელდება.

შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები არ ემსახურება საზოგადოებრივ საჭიროებას და როდესაც არ არსებობს მართლზომიერი მფლობელობის და მასზე მფლობელთა ინვესტივიებით შექმნილი ქონების ჩამორთმევის საზოგადოებრივი საჭიროება, აბსურდია მსჯელობა იმაზე, არის თუ არა არსებულ საზოგადოენრივ საჭიროებასა და საკუთრების ჩამორთმევას შორის სართლიანი ბალანსი დაცული და, რა თქმა უნდა, აბსურდია იმაზე მსჯელობაც, არარსებული საზოგადოებრი საჭიროებისათვის ქონების ანაზღაურების და სასამართლოს გარეშე ჩამორთმევა შესაბამისობაშია თუ არა კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმები წარმოადგენენ სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების არადემოკრატიულ მექანიზმს, რადგან მართლზომიერი მფლობელობა, ისევე, როგორც ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელთა ინვესტიციებით შექმნილი ქონება და კომპენსაციის მიღების და სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ევროპული სასამართლო პრეცედენტული პრაქტიკითაა აღიარებული და არცერთი მათგანი არ უშვებს საზოგადოებრივი საჭიროების არარსებობისას მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას და ამ მიწის ნაკვეთზე მფლობელთა ინვესტიციებით კანონიერად შექმნილი ქონების ექსპროპრიაციას სასამრთლოს და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე.

11. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და ამ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. სადავო მნიშვნელობის საკითხის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლი ითვალისწინებს თუ არა მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას და შეიცავს თუ არა იმგვარ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მართლზომიერი მფლობელობის/ამ ქონებით სარგებლობის და ეფექტური გამოყენების კანონიერი მოლოდინის გაუქმებას და ამ წესით საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, როგორც საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე, ასევე ანაზღაურების და სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 74 მუხლთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნას სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებას, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს შესაბამისი ჩანაწერით.

ამასთან, სასამართლომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ1 პუნქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე იმ გარემოებათა გამო, რომ არც კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციის მოლოდინი და არც მართლზომიერი მფლობელობის უფლება არ ფარავს მფლობელების მიერ განხორციელებული ინვესტიციებით კანონიერად/სახელმწიფოს თანხმობით შექმნილ ქონებაზე უფლებას და აღნიშნული ნორმა ცალკე, მათგან დამოუკიდებლად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ სიკეთეს და ნებისმიერ პირს უფლება აქვს ამ სიკეთის დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.

რაც შეეხება პრაქტიკას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი გამოყენაბა კონკრეტულად ჩვენთან მიმართებითაც განხორციელდა, როდესაც ჩვენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული ბეტონის კონსტრუქციის 125 გრძივი მეტრი ღობე 2016 წელს ანაზღაურების გარეშე ჩამოგვართვეს იმ საფუძვლით, რომ არ იყო რეგისტრირებული და აუქციონის წესით გაასხვისეს სხვა იურიდულ პირზე, და ამჟამად 04.01.03.843 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ხელში იმყოფება.

მსგავსი აქტი იგეგმება დანარჩენი მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული ნაგებობების მიმართაც, რის გამოც არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის სახელით და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და საპარლამენტო მდივნის მხრიდან წერილობით არაერთხელ ეთხოვა (2025 წლის 21 იანვარის რეგ.GOV 2 25 00001279; 2025 წლის 27 იანვარის რეგ.GOV 8 25 0000176 და 2025 წლის 02 მაისის რეგ.GOV 6 25 00011010) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ პასუხი გაეცა საკუთრების ჩამორთმევის პროცესებთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჭიროდ არ ჩათვალა რეაგირება და ქონების ანაზღაურების და სასამართლოს გარეშე ჩამორთმევის პროცესების სამართლებრივად დასაბუთება. შესაბამისად, როდესაც კონკრეტული სამინისტრო აიგნორებს არა მარტო მოქალაქეების, არამედ მთავრობის მიმართ პასუხიმგებლობას და ქონების ანაზღაურების და სასამართლოს გარეშე ჩამორთმევაზე არც მთავრობა რეაგირებს, უტყუარად მოწმობს, რომ გასაჩივრებული ნორმები სახელმწიფოს მხრიდან აღქმულია და გამოყენებულია საზოგადოებრივი საჭიროების არარსებობის პირობებში საკუთრების სასამართლოს და ანაზღაურების გარეშე ჩამორთმევის/მითვისების მიზნებისათვის (სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გასაჩივრებული ნორმები კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნოთ კონსტიტუციის მე-19 და 31-ე მუხლებთან მიმართებით.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ