• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"; შპს "ილიონი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1895
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ევა გოცირიძე,
ავტორ(ებ)ი „შპს ილიონი“, „შპს თრიალეთი“
თარიღი 19 სექტემბერი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1. საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 65-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: „მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“
საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 65-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: „მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი ალტერნატივა: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის 1-ელი ალტერნატივა: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი: უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თანაბრად ეძლევათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. უფასო საეთერო დრო არ ეძლევა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტის ან 39​1 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის მომენტში არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის - შპს „ილიონის“ და შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიერ, რომლებიც არის ავტორიზებული მაუწყებელი. შესაბამისი დოკუმენტი სარჩელს თან ერთვის;

● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;

● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 65-ე მუხლის 1-ელი პუნქტი გულისხმობს, რომ მაუწყებლობა ვალდებულია ეთერში გაუშვას უფასო სოციალური კლიპი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი უფასო რეკლამის გაშუქებას გულისხმობს.

ზემოხსენებული ორივე მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კერძოდ კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელ პუნქტს, რადგან რეკლამა და კლიპი არის პროდუქტი, როგორც სხვა ნებისმიერ პროდუქტში იხდის პარტია თანხას, ისე უნდა გადაიხადოს კლიპსა და რეკლამაშიც ფული. ეს მომსახურება არ უნდა იყოს უფასო.

ასევე აღნიშნული ნორმა არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის უფლებასაც. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ეს ნორმა კი ზღუდავს მედიის უფლებას საკუთარი შეხედულებისმებრ აირჩიოს სარეკლამო პროდუქცია. ასევე შესაძლოა კონკრეტული პარტიის და მედიის მოსაზრებები თანხვედრაში ვერ მოდიოდეს, მაგრამ ამის მიუხედვად, მაინც მოუწევს ასეთი პარტიისთვის რეკლამის, თანაც უფასოდ გაკეთება. აღნიშნული ნორმა არის არაპროპორციული და იწვევს მაუწყებლის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ