ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1896 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | ეთერ მგალობლიშვილი |
თარიღი | 19 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი“ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი: „ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა“. | საქართველოს კონსტიტუცია 18-ე მუხლის მე-4 პუნქტი „ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“ |
საქართველოს კანონი„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 19 აპრილის ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლი. „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: “ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ეთერი მგალობლიშვილი, რომლის მიმართაც 1991 წლის დეკემბრიდან 2003 წლამდე პერმანენტულად ადგილი ჰქონდა პოლიტიკური რეპრესიის სხვადასხვა ფორმის ზემოქმედებას. რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით საქმეზე #3/645-06
● ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ეთერ მგალობლიშვილი იქნა აღიარებული რეპრესირებულად, სასამართლოს მიერ.
●
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართალოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი ალტერნატივით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისთვის
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს: „ფულადი კომპენსაციის ოდენობას, იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამარტლო არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.“
აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ მიუხედავად ზარალის ოდენობისა, ანდა სიმძიმისა, ფულადი ანაზღაურება პოლიტიკური რეპრესიისთვის, მათ შორის ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში შეადგენს 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე თანხას ანუ პირობითად სახელმწიფო იმ პირის სიცოცხლეს, რომელიც გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიების შედეგად, აფასებს 2 000 ლარად, ხოლო პირს, რომელიც იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 1 500 ლარად, ეს სიტყვები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. შეუძლებელია 2 000 ლარით ანაზღაურება მიიჩნეოდეს სრულად მაშინ, როცა საუბარია ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე, მის დასახიჩრებასა და ყველა იმ შემთხვევაზე, რასაც კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს.
ზემოხსენებულ მუხლში ცვლილების შეტანის შემდეგ განისაზღვრა კონკრეტული დრო, 1 წელი, იმისთვის რომ დაზარალებულმა სასამართლოს მიმართოს. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და აღიდგინოს დარღვეული უფლება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა