გიორგი სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი | 
| ნომერი | N1902 | 
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, | 
| ავტორ(ებ)ი | გიორგი სურმანიძე | 
| თარიღი | 1 ოქტომბერი 2025 | 
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება | 
|---|---|
| 1. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი: თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილი : ,,ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ | 
| 2. . ,, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11-ლი პუნქტი: 11. ,, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.” | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილი : ,,ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ | 
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, გიორგი სურმანიძის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე. ამას ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა გიორგი სურმანიძეს შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე.
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი განმარტავას მოძალადის ტერმინს, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ კანონში. სადავოა ეს ნორმა, ვინაიდან ერთ-ერთიი მხარე იწოდება მოძალადედ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისთაც კი გათვალისწინებულია ისეთი ტერმინი, ბრალდებული, რომელიც ადამიანისთვის ღირსების შემლახველი არ არის და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე პირი მოიხსენიება, როგორც ბრალდებული. სადავო ნორმა კი პირდაპირ პირს ანიჭებს მოძალადის სტატუსს და უგულვებელყოფს უდანაშაულობის პრეზუმციას, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პარაგრაფით არის გარანტირებული და ასევე საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით-,,ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ შესაბამისად დაუშვებელია პირს ეწოდოს მოძალადე, რომლის ბრალეულობაც ჯერ არ დამტკიცებულა.
2. ,, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11-ლი პუნქტიც წარმოადგენს სადავო ნორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირის მიმართ გამოიცემა შემაკავებელი ორდერი პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ, როდესდაც ჯერ მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობს და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაშიც წინააღმდეგობა იქმნება უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპთან და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ორივე სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის უდანაშაულობის პრეზუმციის ძირითად პრინციპთან და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა
