კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1910 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
| ავტორ(ებ)ი | კახაბერ გოგოძე |
| თარიღი | 30 ოქტომბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| სამოაქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შემდეგი ქვეპუნქტები: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტის პირველი წინადადება - ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ |
| სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი: ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტის პირველი წინადადება - ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს კახაბერ გოგოძე, რომელიც არის მოსარჩელე აუქციონის ბათილობის საქმეზე. კახა გოგოძემ შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა ბაჟის გადავადება, რაზეც უარი ეთქვა (განჩინება და კერძო საჩივარი თან ერთვის), ხოლო საქართველოს ბანკს, რომელიც წარმოადგენს მეორე მხარეს აღნიშნულ საქმეზე, ბაჟის გადავადების თაობაზე მოთხოვნა დაუკმაყოფილდა (განჩინება თან ერთვის).
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართალოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი ალტერნატივით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისთვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა გულისხმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვისთვის მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს ნორმაში მითითებული ოდენობის თანხა. ბაჟები უნდა არსებობდეს, როგორც ყველა ქვეყანაშია, თუმცა საქართველოს სოციალური ფონი უნდა იქნეს გავითვალიწინებული და არ წავართვათ ადამიანს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ბაჟის ეს ოდენობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტის პირველი წინადადებას - ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“
აღსანიშნავია, რომ სასამართლოსთვის მიმართვისთვის განსაზღვრული ბაჟი გაცილებით აღემატება ქვეყნის მოსახლეობის შესაძლებლობებს და თავისი არსით ზღუდავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მიგვაჩნია, რომ არ არის ლეგიტიმური ბაჟის ოდენობა, ვინაიდან არასტაბილური შემოსწავლების მქონე მოქალაქეები ვერ იხდიან სასამართლო ბაჟს. იგი უნდა იყოს მინიმალური, რათა ყველასთვის შესაძლებელი იყოს ბაჟის გადახდა, მაგალითად, როგორც საფრანგეთშია ფიქსირებული მინიმალური ოდენობა ან როგორც გერმანიაში - დავის ღირებულების 1-2%. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ შეატყობინა ბანკმა ისე გაუყიდა ბინა, და ახლა მოსარჩელემ იმისათვის, რომ დააბრუნოს თავისივე ბინა, სთხოვენ ამ ბინის 3%-ის გადახდას, რასაც ვერ იხდის ფინანსური მდგომარეობის გამო. შესაბამისად მოსარჩელეს ეზღუდება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
საგულისხმოა ისიც, რომ საგამონაკლისო ნორმა მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე იმ პირებს ათავისუფლებს ბაჟის გადახდისგან, ვინც იღებს ფულად შემწეობას და ამ ჩარჩოს გარეთ რჩებიან ადამიანები, რომელთაც სოციალურის დასანიშნ ქულათა რაოდენობაზე მეტი ქულა აქვთ, თუმცა შემოსავალი მხოლოდ საარსებო მინიმუმისთვის ჰყოფნით. მათ სოციალურად დაუცველ პირთა მსგავსად არ შეუძლიათ ბაჟის გადახდა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა