სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ა.ა.ი.პ კონსტიტუციის 42-ე მუხლი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac518 |
თარიღი | 21 სექტემბერი 2012 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №518 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
შესავალი“სასამართლო მეგობრის” წერილობითი მოსაზრების წარდგენის სამართლებრივი საფუძველი. 1. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე 14-ე (პრიმა) მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის, როგორც “სასამართლო მეგობრის” წერილობით მოსაზრებას. მოცემული საქმე ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის, რომელიც ითვალისწინებს: ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. ამ მუხლის პირველი ნაწილი წარმოდგენილია შემდეგი რედაქციით "ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი". საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის არსებული რედაქცია შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. სადაო რედაქცია არ აკონკრეტებს, თუ რა სახის დოკუმენტის გაყალბებას კრძალავს კანონი "სხვა საგადასახადო დოკუმენტის" სახით, არ არსებობს მითითება რაიმე სხვა ნორმატიულ აქტზე, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ განმარტება იმის თაობაზე, თუ რომელ "სხვა საგადასახადო დოკუმენტზეა" მითითება სისხსლის სამართლის კოდექსში. აRნიSნული დებულება მოსარჩელეს გასაCივრებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, რომელიც კანონიერების პრინციპს ადგენს. აRნიSნული Cანაწერი აწესებს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, რომ ნებისმიერი დანაSაული და სასჯელი მკაფიოიდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში. მოსარჩელე აპელირებს საქართველოს კონსტიოტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნებს და უთითებს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ვინაიდან სადაო ნორმა მოქცეულია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აწესრიგებს დანაშაულთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სამართლებრივად და ლოგიკურად არსებობს საფუძველი იმისა, რომ სადავო ნორმით პიროვნებას ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც მას ამ სახის დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია. ამდენად იგი მიიჩნევა, რომ სადავო ნორმა არღვევს სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს: "არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე", "არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე", არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე". სადავო ნორმას წარმოადგენს: ”ინფორმაცია “სასამართლო მეგობრის” თაობაზე კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამაTვრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძვნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები პროფესიონალი ადვოკატები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანცებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებSი. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და საზოგადებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით. კონსტიტუციის 42-ე მუხლს დაარსებიდან დღემდე არაერთი სარჩელის ინიცირება მოუხდენია საკონსტიტუციო სასამართლოში. ორგანიზაცია ამჟამადაც ახორციელებს პროექტს “საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა“, რომელიც სხვა აქტივობებთან ერთად გულისხმობს საკოსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე “სასამართლოს მეგობრის” წერილობითი მოსაზრებების წარდგენას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ორგანიზაციის გამოცდილების, მიმდინარე პროექტის მიზნებისა და სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხის მიმარ ორგანიზაციის დაინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სასამართლოსათვის ღირებული იქნება ჩვენი წერილობითი მოსაზრება.
განსახილველი საკითხის მნიშვნელობა ორგანიზაციის გადაწყვეტილება წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საკუთარი მოსაზრება კონსტიტუციურ სარჩელზე, “ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” განპირობა, განსახილველი საკითხის კერძოდ, კანონიერების პრინციპის მნიშვნელობამ. “სასამართლოს მეგობარს” მიაჩნია, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის განხილვა მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის კონტექსტში.
IV “სასამართლოს მეგობრის” მიერ განხილული საკითხები: ა.ა.ი.პ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" თავის წერილობით მოსაზრებაში განიხილავს, კანონიერების პრინციპს (nulla poena sine lege) არავითარი სასჯელი კანონის გარეSე. რაც ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული სამართალდარღვევად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს: “არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც, “ქმედობის დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება, სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.” კანონის არაორაზროვნებისა და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლისგან მოითხოვს გასაგები, არაორაზროვანი და კონკრეტული სისხლისსამარრთლებრივი ნორმების დადგენას, რათა მოქალაქეთათვის შესაძლებელი იყოს კანონის ნორმათა გაგება და ამ ნორმათა შესაბამისად მოქმედება. დაუშვებელია სისხლის სამართლის სფეროში ანალოგიის გამოყენება პირის საზიანოდ, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დასაშვებადაა მიჩნეული ანალოგია პირის სასარგებლოდ, რაც შეიძლება განხორციელდეს სამოსამართლეო სამართალშემოქმედებით. საკუთარ მოსაზრებაში სასამართლოს მეგობარი ყურადღებას გაამხვილებს კანონის არაორაზროვნებისა და წინასწარგანსაზღვრულობის პრინციპზე, რომელიც განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მუხლი7 და პრინციპი არავითარი სასჯელი კანონის გარეშე(nullum crimen sine lege)ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-7 მუხლის, თანახმად არავინ შეიძლება ცნობილ იქნეს ბრალდებულად სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში იმ ქმედების თუ უმოქმედობის გამო, რომლის ჩადენის დროს აღნიშნული ქმედება ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის თანახმად არ წარმოადგენდა დანაშაულს. გარანტია, რომელსაც ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი მოიცავს, წარმოადგენს სამართლის უზენაესობის არსებით ელემენტს. კონვენციის მფარველობის სისტემაში, აღნიშნულ გარანტიას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 92, გვ. 23), რასაც ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ამ მუხლიდან არავითარი გადახვევაა დასაშვები, ომიანობისა თუ სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი (იხ. Korbely v. Hungary, 19 სექტემბერი 2008, § 69, გვ. 37). რამდენადაც ეს მისი მიზნებიდან გამომდინარეობს, მე-7 მუხლი უნდა განიმარტებოდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის, მსჯავრდებისა და სასჯელისაგან პირთა დაცვის ეფექტური გარანტიები (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 92, გვ. 23). კონვენციის მე-7 მუხლი განამტკიცებს პრინციპს, რომ მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს დანაშაული და შესაბამისი სასჯელი (nullum crimen, nulla poena sine lege) (იხ. Achour v. France, 29 მარტი 2006, § 41, გვ. 12). იმ დროს, როდესაც კონვენციის მე-7 მუხლი კრძალავს არსებული დანაშაულის ფარგლების განვრცობას იმ ქმედებებამდე, რომლებიც ადრე არ წარმოადგენდნენ სისხლისსამართის დანაშაულს, ის აგრეთვე აწესებს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართალი არ შეიძლება ფართოდ განიმარტებოდეს ბრალდებულის საზიანოდ, მაგალითად კანონის ანალოგიის წესით (იხ. Kafkaris v. Cyprus, 12 თებერვალი 2008, § 138, გვ. 51). ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომ დანაშაული ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს კანონით განსაზღვრული (იხ. Streletz, Kessler and Krenz v. Germany, 22 მარტი 2001, § 50, გვ. 26). ტერმინი „კანონი“ მოიცავს ხარისხობრივ მოთხოვნებს, რომელთა შორისაცაა კანონის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნები (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 93, გვ. 24). („კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებში“ მოიაზრება საკანონმდებლო ნორმის განსაზღვრულობის ხარისხი, თუ რამდენად განსაზღვრული, მკაფიო და გასაგებია ის). „კანონი“ ზემოაღნიშნულ ხარისხობრივ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ორივე ჭრილში, როგორც დანაშაულის ცნების, ისე ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის კუთხით (იხ. Kafkaris v. Cyprus, 12 თებერვალი 2008, § 140, გვ. 52). ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მაშინ, როდესაც პირს, შესაბამისი დებულების შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლია, თუ საჭიროა, ნორმის სასამართლოების მიერ განმარტების მეშვეობითაც, იცოდეს, თუ რა ქმედებამ ან უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (იხ. Streletz, Kessler and Krenz v. Germany, 22 მარტი 2001, § 50, გვ. 26) და რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს მას ასეთი ქმედების ან უმოქმედობის ჩადენისათვის (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 93, გვ. 24). უფრო მეტიც, კანონი შესაძლოა კვლავაც აკმაყოფილებდეს „განჭვრეტადობის“ ხარისხობრივ მოთხოვნას, როდესაც პირს შეუძლია სათანადო სამართლებრივი კონსულტაციის გზით, გონივრულობის დონეზე, შეაფასოს ის შედეგები, რომლებიც კონკრეტულმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს (იხ. Kafkaris v. Cyprus, 12 თებერვალი 2008, § 140, გვ. 52). ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009), ევროსასამართომ აღნიშნა, რომ თანახმად ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის შინაარსისა, „მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა“ თანამდებობის ბოროტად გამოყენების დანაშაულის აუცილებელი შემადგენლობა იყო. ამ სისხლისსამართლებრივი ნორმის ტექსტი კი არ მიუთითებდა, თუ რა ითვლებოდა „მნიშვნელოვან ზიანად“ (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 99, გვ. 25). შესაბამისად, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის შინაარსი, მოცემულ შემთხვევაში, მოიცავდა ისეთ ფართო ცნებასა და ბუნდოვან კრიტერიუმებს და იძლეოდა იმდენად ფართო განმარტების შესაძლებლობას, რომ კითხვისნიშნის ქვეშ მყოფი სისხლისსამართლებრივი დებულება, აშკარად არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხობრივ მოთხოვნებს, რომლებსაც ევროკონვენციის მე-7 მუხლი მოიცავს ნორმის მკაფიოობის, სიცხადისა და მისი შედეგების განჭვრეტადობის თვალსაზრისით (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 101, გვ. 26). შედეგად, ევროსასამართლომ მოცემულ საქმეზე კონვენციის მე-7 მუხლის ცალსახა დარღვევა დაადგინა, ვინაიდან დაზარალებულს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, რომ მისი მოქმედება მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას გამოიწვევდა, ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (იხ. Liivik v. Estonia, 25 ივნისი 2009, § 104, გვ. 27). (ანუ, დაზარალებულს არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ მისი ქმედება გამოიწვევდა სახელმწიფო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ზიანის მიყენებას, ვინაიდან „მნიშვნელოვანი მორალური ზიანი“ საკმაოდ აბსტრაქტულ განსაზღვრებას წარმოადგენს და კანონი (სისხლის სამართლის კოდექსი) არ შეიცავდა დაზუსტებას, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი მორალური ზიანი, ანუ რაში შეიძლებოდა ასეთი ზიანი გამოხატულიყო).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა„კანონად“ შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” § 11, გვ. 11-12). კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” § 11, გვ. 11). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნა: „ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“). იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს, ეწინააღმდეგება თუ არა სადავო ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს (და შესაბამისად, ევროკონვენციის მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტს), არსებითი იქნება იმის განსაზღვრა, აკმაყოფილებს თუ არა სადავო ნორმა კანონის ხარისხობრივ მოთხოვნას, მისი მკაფიოობის, სიცხადისა და განჭვრეტადობის ჭრილში, ასევე, რამდენად ჰქონდა დაზარალებულს შესაძლებლობა, გონივრულობის ფარგლებში, თუნდაც სასამართლოების მიერ სადავო ნორმის განმარტების ან სამართლებრივი კონსულტაციის გზით, განეჭვრიტა მისი მოქმედების შედეგები, ანუ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობა. კონსტიტუციური დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ნორმის განსაზღვრულობა არის თუ არა იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” § 11, გვ. 12).
დასკვნაორგანიზაციის მიერ შემუშავებული “სასამართლო მეგობრის” წერილობითი მოსაზრებით, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე დოკუმენტით წარმოადგენილი მოსაზრებები, სასარგებლო აღმოჩნდება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, რადგანაც საკითხი შეეხება კანონის არაორაზროვნებისა და განსაზღვრულობის პრინციპს. აღნიშნული პრინციპი კანონმდებელისაგან მოითხოვს გასაგები, არაორაზროვანი და კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რათა მოქალაქეთათვის შესაძლებელი იყოს კანონის ნორმათა გაგება და ამ ნორმათა შესაბამისად მოქმედება. განხილული პრინციპთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანობის იდეა, რაც იმიას ნიშნავს, რომ კანონები სამართლიან ნორმებეს უნდა შეიცავდეს, სამართლიან წესებს უნდა ადგენდეს და ამ ნორმათა გამოყენებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოთა ან სასამართლოთა მხრივ სამართლიან, ანუ შინაარსობრივად გამართულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივყავდეთ. განსახილველი სამიდან კი ირკვევა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნორმის ბუნდოვანებას და ორაზროვნებას, რაც თავის მხრივ მიდის ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლებლობამდე.
თხოვნა: “საკონსტიტუციო სამართლაწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-14(პრიმა) მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის წერილობით მოსაზრებას “ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” კონსტიტუციურ სარჩელზე.ამავე მუხლის მე-4 პუნქტუის თანახმად გთხოვთ “კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები გამოიძახოთ სასამართლო სხდომაზე.
“სასამართლო მეგობარი” ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” |