საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N676 |
ავტორ(ებ)ი | ვახტანგ მენაბდე |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს ცენტრალულმა საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 აგვისტოს #104/2015 განკარგულებით 2015 წლის 31 ოქტომბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში (#11 საგარეჯო და #65 მარტვილი) დანიშნა შუალედური არჩევნები. ხოლო 2015 წლის 31 აგვისტოს #107/2015 განკარგულებით განსაზღვრა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, რომლის მიხედვითაც სახელწოდებები და ნომრები ემთხვევა „საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, სახელწოდებებისა და ნომრების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის №62/2012 განკარგულებით, №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებისათვის დამტკიცებულ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს. მოსარჩელე ვახტანგ მენაბდე რეგისტრირებულია საბურთალოს #3-ე საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულია 122 ათასი ამომრჩეველი. საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო თითქმის სამჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩვლებს. ამგვარად, მარტვილელ და საგარეჯოელ ამომრჩეველს რამდენჯერმე უფრო მეტი შანსი აქვს გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე ვიდრე საბურთალოელ ამომრჩველს. რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტს. ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით გაუქმდა 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საზღვრები, ხოლო გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან. მიუხედავად ამისა, ცენსკომ აღნიშნული დაგენილებებით დანიშნა შუალედური არჩევნები რითით დაძია საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილება. ცენსკო არჩევნების დანიშვნისა და საარჩვნო საზღვრების დადგენის აქტები თავისი შინაარსით ნორმატიული შინაარსის აქტებია, რადგან მას ყავს პირთა განუსაზღვრელი წრე და არაერთჯერადი გამოყენებისაა. ზემოაღნიშნული განკარგულება არღვევს მოსარჩელის უფლებას იმდენად გამოცემულია იმ პრინციპების საფუძვლეზე რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუცურად. ამის გამო შუალდური არჩევნებისას სადავო ნორმები უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხმის თანაბარი წონის უფლებას და ეწინააღდეგებიან კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირბები. ამგვარად ვახტანგ მენაბდე არის უფლებამოსილი მოსარჩელე, იდავო სადავმო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამგვარად, სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმეობის კანონის მე-18 მუხლის დასაშვებია რადგან:
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვახტანგ მენაბდე რეგისტრირებულია საბურთალოს #3-ე საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულია 122 ათასი ამომრჩეველი. საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო თითქმის სამჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს. საბურთალოს ოლქებში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების გაუფასურების, მასთან შედარებით მარტვილსა და საგარეჯოში მყოფი ამომრჩევლისათვის გადამეტებული წონის მინიჭებით საბურთალოს ამომრჩველი საქართველოს პარლამენტში ირჩვეს იმდენივე მაჟორიტარ დეპუტატს, რასაც მარტვილისა და საგარეჯოს ამომრჩველი. მოსარჩელის ინდივიდუალური საარჩევნო ხმა მათი საცხოვრებელი ადგილის გამო გახდა მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან მიმართებაში უთანასწორო შეფასების ობიექტი. საბურთალოს საარჩევნო ოლქების მოსახლეობა, რაოდენობიდან გამომდინარე, ამ ოლქის მაცხოვრებლებთან მიმართებაში შესაბამისად ორჯერ და სამჯერ მეტი დეპუტატით უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მოსარჩელე მიუთითებს რა ამომრჩევლების რაოდენობას შორის განსხვავებაზე, რითაც ერღვევა კონსტიტუციით თანაბრად გარანტირებული საარჩევნო ხმის უფლება, მაჟორიტარი დეპუტატისათვის მათ მიერ მიცემულ ხმებს მიეცეს ისეთივე წონა, რაც დასახელებულ საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩევლებს გააჩნიათ. ამგვარად, მოსარჩელე მოკლებულა შესაძლებლობას, სრულად ისარგებლონ ხმის მიცემისას ან დათვლისას კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებით მუხლით გარანტირებული თანასწორი საარჩევნო ხმის უფლებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/3/547 საქმეში არაკონსტიტუციურად ცნო 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით. სასამართლომ გადაწყვეტილების 22-ე პუნტში მიუთითა, რომ ,,საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“. სასამართლო დაეყრდნო რა ვენეციის კომისიის ხედვას გაიზიარა მისი სტანდარტი და განაცხადა რომ ჩვეულებრივ შემთხევაში გადახვევა მხოლო 10% შეიძლება იყოს განსაკუთრებულ შემთხვევაში კი 15%. ამით მან დაადგინა კნსტიტუციური ლავირების სივრცე, რომელსაც არსებითად სცდება სადავო შემთხვევა. ხოლო 30-ე პუნქტი სასამრთლომ განაცხადა, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ერთი ნაწილის ხმის „წონა“ მრავალჯერ აღემატება მეორე ნაწილის ხმის „წონას“, ეს იწვევს მაღალი ხარისხის დისპროპორციას’’ (როგორც ჩვენს შემთხვევაში) რაც წარმოადგენს არაკონტიტუციურ რეალობას და უნდა გაუქმდეს. ამავდროულად მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ იმ საარჩევნო ოლქების საზღვრები, სადაც არჩევნები ტარდება კონსტიტუციური თვალსაზრისით აღარ არსებობს, ამდენად ცესკოს მიერ არჩევნების ამ ოლქებში ჩატარება იწვევს მოსარჩელის უფლებების ხელახალ დარღვევას, რა უფლებებში აღდგენაც აღდგენაც შესაძლებელი გახდა №1/3/547 გადაწყვეტილების შედეგად. ამის გამო მისა ცესკოს მიერ განკარგულებით შუალდური არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ სახეზეა დისკრიმინაცია მე-14 მუხლის მიხედვით და კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი