საქართველოს მოქალაქე გიორგი სეხნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N727 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი სეხნიაშვილი |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული ყველა სადაო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და გადაწყვეტილია კონსტიტუციით. მასში მითითებული არცერთი სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამარტლოს მიერ. რაც შეეხება ჩემს მიერ დაყენებული სადაო საკითხის მე-2 ნორმას, კერძოდ სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, ჩემთვის ცნობილია საკონსტიტუციო სასასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/2/646 საქმეზე, რაც ეხება 205 მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, მაგრამ ჩვენი შემთხვევა ვფიქრობ წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და განსხვავებულია 2015 წლის 15 სექტემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს №3/2/646 გადაწყვეტილებისაგან.
შესაბამისად სადაო ნორმები პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მირებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი. ა) მოსარჩელე გიორგი სეხნიაშვილის მიმართ, მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით, გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი ქასაკაშვილის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს გამოტანილი იქნა განაჩენი, სისხლის სამართლის №073040314001 საქმეზე. აღნიშნული განაჩენით, გიორგი სეხნიაშვილი სისლის სამართლის კოდექსის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გიორგი სეხნიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და „ე“ ქვეპქტით და მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. დამეთანხმებით, რომ მოსამართლის შინაგან დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების განხორციელებისას. მოსამართლის დამოუკიდებლობა კი გულისხმობს, რომ იგი თავისუფალია რაიმე ფაქტების ზემოქმედებისაგან, რაც მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას ხელს შეუშლის. აღნიშნულს ვერ ვიტყოდი ჩვენს შემთხვევაში ვინაიდან, გაურკვეველია რამ განაპირობა მოსამართლე გიორგი ქასაკაშვილის მხრიდან 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენის მიღება მსჯავრდებულ გიორგი სეხნიასვილის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში. სასამართლო სხდომაზე გამორკვეული იქნა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და უტყუარად იქნა დადგენილი, რომ გიორგი სეხნიაშვილის მიმართ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ჩვენს მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეში ძირითადად გამოიკვეთა ორი გარემოება მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულების სახით წარმოდგენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური, გენეტიკური, სერელოგიური ექსპერტიზის 01.05.2014წ.; ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური 02.04.2014წ.; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა 06.05.2014წ.; ტრასოლოგიური ექსპერტიზა, ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა 10.04.2014წ.; ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა 01.05.2014წ.; ალკოჰოლური თრობის სამედიცინო შემოწმება 24.04.2014წ.; ექსპერტიზის დასკვნები უტყუარად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი სეხნიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, კერძოდ გიგა ფარტენაძის ჯანმრტელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან რაიმე სახის შემხებლობა არ გააჩნია. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს 2014 წლის 04 მარტს №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში, №332-ე საკანში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის ჯანმრტელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა ბრალდების მოწმეები, №14 სასჯელაღსრულების პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების რეჟიმის ინსპექტორი როინ კაპანაძე და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი მალხაზ ბალანჩივაძე, რომლებიც მომხდარი ფაქტის დროს იმყოფებოდნენ ფხიზელ ცვლაში. მოცემულ საკონსტიტუციო სარჩელში სადაოდ ვხდი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რაც ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასაამრთლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, მოწმის დაკითხვისას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიებისას მოქმედებს მოწმის დაკითხვის დროებითი წესი, რაც ითვალისწინებს შემდეგს, 2015 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილის) დადგენილი წესით. ამრიგად, მოწმე თავდაპირველად იკითხება გამოძიებაში მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ბრალის წარდგენისას, ბრალდება ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს და მოწმეთა ჩვენებები გაცვლილი იქნა მხარეებს შორის მტკიცებულებათა სახით და სასამართლოში დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ მოწმის დაკითხვისა და ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ძალაში უნდა შესულიყო კანონი, მოწმის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის შესახებ და ვთვლი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტი, ის, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ჩვენება, გათვლილი იყო მოწმის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის წესის შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე მოწმის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის შესახებ კანონი ძალაში არ შესულა, რის გამოც დაუშვებელია უარყოფა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისა. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო გამოძიებისას საქმეზე მოწმით დაკითხულმა როინ კაპანაძემ და მალხაზ ბალანჩივაძემ დაადასტურეს, რომ ისინი ეთანხმებიან წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს. მოწმე როინ კაპანაძეა ის პირი, ვინც პირველმა დაინახა თუ რა ხდებოდა №322-ე საკანში. ციტირებას ვახდენ სასამართლო სხდომაზე როინ კაპანაძის მიერ მიცემული ჩვენებიდან. შეკითხვაზე - ეთანხმება თუ არა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, მან განმარტა, რომ ის ეთანხმება წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. შეკითხვაზე, გააფრთხილა თუ არა გამომძიებელმა წინასწარ ძიების დროს ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით, როინ კაპანაძემ განმარტა, რომ „თავისთვად გამომძიებელმა ამიხსნა, რომ უნდა დამეწერა სიმართლე“. შეკითხვაზე - ქონდა თუ არა საშუალება გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მისი აზრი დაეფიქსირებინა და თავისუფალი თხრობით აღეწერა ყველაფერი, განმარტა, რომ „როდესაც პირველი ჩვენება მივეცი 2014 წლი 04 მარტს, საუბარია როინ კაპანაძის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე, მაშინ ფაქტიურად ჩემი სიტყვები წარმოვთქვი, ჩემი აზრით და ჩემი ხელით დავწერე, რაც დავინახე, ის დავწერე, პირველი ჩვენება ჩემი ხელით დავწერე“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოწმე გამოძიების მიმდინარეობისას დაიკითხა ორჯერ და პოირველივე ჩვენება მისცა მომხდარი ფაქტიდან იმავე დღეს 2014 წლის 04 მარტს, სადაც უტყუარად ადასტურებს, რომ „გიორგი სეხნიაშვილი იდგა გიგა ფარტენაძის თავთან... გიორგი სეხნიაშვილს გიგა ფარტენაძისათვის არ დაურტყამს, და ჩვენების ბოლოს კვლავ ასაბუთებს, რომ მსჯავრდებული გიორგი სეხნიაშვილი იდგა, მხოლოდ იდგა გიგა ფარტენაძის თავთან საკნის შესასვლელში ზურგით ჩემსკენ“. ასევე უდაოა, რომ მოწმე გაფრთხილებულია ცრუ ჩვენების და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 371-ე, 3711 მუხლის საფუძველზე. ამრიგად მოწმე როინ კაპანაძემ სასამართლო გამოძიებისას დაადასტურა, მის მიერ გამოძიებაში 2014 წლის 4 მარტს, თავისივე ხელით დაწერილი ჩვენების სისწორე. როინ კაპანაძის პირველი ჩვენება მომხდარი ფაქტის იმავე დღესაა დაწერილი, მაშინ, როდესაც მოწმეს უკეთ ახსოვს რა მოხდა 2014 წლის 04 მარტს. 2014 წლის 08 მარტს როინ კაპანაძის მიერ მიცემული ჩვენება არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა 04 მარტის ჩვენებასთან მიმართებაშჲ. მეტად საყურადღებოა 2014 წლის 08 მარტის დაკითხვის ოქმზე მოწმე როინ კაპანაძის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ „04 მარტს გამომძიებელმა მისცა შესაძლებლობა, თავისუფალი თხრობით ჩამოეყალიბებინა ჩვენება და თავად დაწერა იგი, მისივე განმარტებით ჩვენებაში მითითებულია, რომ ციტირებას ვახდენ მისი სიტყვებისას, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო, რა დეტალზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, რა იყო არსებითი გამოძიებისათვის და რა არა, შესაძლებელია ჩვენებაში გამორჩენილი იყოს გარკვეული დეტალი...“. აღნიშნული განმარტებით მტკიცდება, რომ მასზე მოახდინეს ზემოქმედება, ვინაიდან ფაქტიურად შეეზღუდა თავისუფალი თხრობის უფლება. მან შეცვალა 2014 წლის 04 მარტის ჩვენება გიორგი სეხნიაშვილის მიმართ, გიგა ფარტენაძის ცემასთან დაკავშირებით და უარყო ის ფაქტი, რომ გიორგი სეხნიაშვილს გიგა ფარტენაძე არ უცემია. მოწმე როინ კაპანაძემ მისცა ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. უდაოა, რომ ჩვენების შეცვლა არ ეხება რაიმე დეტალის შევსებას. ამრიგად, წინასწარი გამოძიებისას ბრალდების მხარისათვის ცნობილი იყო, რომ მე-14 დაწესებულების თანამშრომელმა, როინ კაპანაძემ შეგნებულად მისცა ან მიაცემინეს ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ ჩვენება. ეს არის სწორედ ნათელი და თვალსაჩინო მაგალითი ბრალდების მხრიდან თუ როგორ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ბრალდებულთან დაპირისპირება, მათ ხელთ არსებული რესურსის ბოროტად გამოყენება. ამრიგად, სასამართლოში როინ კაპანაძის მიერ მიცემული ჩვენებისას სასამართლო პროცესზე, მოწმემ კვლავ მართლმსაჯულების შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, ერთის მხრივ უარყო ის ფაქტი, რომ გიორგი სეხნიაშვილს გიგა ფარტენაძე არ უცემია, ხოლო მეორეს მხრივ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული 2014 წლის 04 მარტს მისივე ხელით დაწერილი ჩვენების სიწორე, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ გიორგი სეხნიაშვილს გიგა ფარტენაძე არ უცემია. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სასამართლო სხდომის ოქმი. რაც შეეხება №14 დაწესებულების თანამშრომელს მალხაზ ბალანჩივაძეს, რომელიც 2014 წლის 03 მარტიდან, 04 მარტის 9 საათამდე მოწმე როინ კაპანაძესთან ერთად მორიგეობდა ფხიზელ ცვლაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, როგორც ავღნიშნე დაადასტურა და ვციტირებ მის მიერ მიცემულ ჩვენებას: „ხმაური გამოდიოდა №322-ე საკნიდან, პირველი საკანთან მივიდა როინ კაპანაძე, ჩამოაღო საკვებური და შეიხედა საკანში, მე ვიყავი მის უკან ვიდექი, დაიყვირა ემოციურად,... დამიძახა ექიმს დაუძახეო“. მოწმის სახით დაკითხვის დროს სასამართლოს სხდომაზე მალხაზ ბალანჩივაძემ შეკითხვის მიცემისას გაფრთხილებული იყო თუ არა გამომძიებლის მიერ ჩვენების მიცემის დროს ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ იგი გაფრთხილებული იყო ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. შეკითხვაზე - რამდენჯერ იქნა დაკითხული წინასწარი გამოძიებისას და ეთანხმებოდა თუ არა მიცემულ ჩვენებებ, განმარტა, რომ „ორჯერ დავიკითხე, ორივე ჩვენებას ვეთანხმები“. 2014 წლის 04 მარტს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოწმე მალხაზ ბალანჩივაძე განმარტავს: „როდესაც ვაწარმოებდით შემოვლას კვლავ გავიგონე ხმაური... დაუყონებლივ მივედით ხსენებულ საკანთან, როინ კაპანაძემ შეიხედა საკნის საკვებურიდან საკანში და მითხრა, რომ სასწრაფოდ ექიმი გამოვიძახოთ, რადგან მე მქონდა რაცია, იმავდროულად მან გააღო საკნის კარები, გამოვიძახე ექიმი, საკნის კარების გაღებისთანავე დავინახე, რომ სეხნიაშვილი გიორგი იდგა საკნის კარებთან“. 2014 წლის 09.03. ჩვენებაში მოწმე მალხაზ ბალანჩივაძე განმარტავს, შეკითხვაზე „რომ მე პირადად არ დამინახავს ურტყამდა თუ არა გიორგი სეხნიაშვილი გიგა ფარტენაძეს, როდესაც მე შევიხედე საკანში, ვიდრე როინ კაპანაძე გააღებდა ბოქლომს, დავინახე, რომ გიორგი სეხნიაშვილი შემობრუნებული იყ კარისაკენ სახით“. მოგვიანებით შეკითხვაზე განმარტავს, რომ „როინ კაპანაძემ მითხრა, როდესაც მან შეიხედა საკვებურში... სცემდა გიორგი სეხნიაშვილი“, მაშინ როდესაც თავად როინ კაპანაძე არ ადასტურებს გიორგი სეხნიაშვილის მიერ, გიგა ფარტენაძის ცემის ფაქტს. როგორც გამოძიებაში მიცემულ პირველ ჩვენებაში, ასევე გამოძიებაში მიცემული პირველი ჩვენების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისას, რა დროსაც განმარტა, რომ: „04 მარტის ჩვენება ჩემი სიტყვებით წარმოვთქვი, ჩემი აზრით და ჩემი ხელით დავწერე, რაც დავინახე ის დავწერე“, სადაც ადასტურებს, რომ გიორგი სეხნიაშვილი არ ცემდა გიგა ფარტენაძეს. ამრიგად უდაოა, რომ მოწმე მალხაზ ბალანჩივაძე არ წარმოადგენს სიმართლის მთქმელ მოწმეს, ეს არის მოწმე, რომელიც არ იძლევა სასამართლოსთვის სარწმუნო გარანტიებს. 2014 წლის 04 მარტს №14-ე დაწესებულებაში მომხდარი ფაქტის შესახებ დაწესებულების დანარჩენმა თანამშრომლებმა შეიტყვეს როინ კაპანაძისა და მალხაზ ბალანჩივაძისაგან. თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ როინ კაპანაძემ და მალხაზ ბალანჩივაძემ ასევე, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერგამომრიცხავი ჩვენება მისცეს სასამართლო გამოძიებისას, მომხდარი ფაქტის თანამშრომლებზე შეტყობინებასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, რომლებმაც არნიშნულის შესახებ შეიტყვეს როინ კაპანაძისაგან არ დაადასტურეს იმ ფაქტს, რომ გიორგი სეხნიაშვილი გიგა ფარტენაძეს ცემდა და, რომ მან გიგა ფარტენაძეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. მოსამართლისთვის ცნობილი იყო რა საქმის მასალები როინ კაპანაძისა და მალხაზ ბალანჩივაძის ჩვენებები წინასწარ ძიებაში უდაოდ უნდა დამდგარიყო საკითხი მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებიოთ, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა არ იწვევს ეჭვს, რასაც ვერ ვიტყოდი ჩვენს შემთხვევაში. სწორედ, სადაო ნორმიდან გამომდინარე, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ჩვენება, მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ მომცა უფლება მოწმე როინ კაპანაძისათვის და მალხაზ ბალანჩივაძისათვის დამესვა შეკითხვები სასამართლო პროცესზე, მათ მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, როცა მოწმეები ეთანხმებიან წინასწარ ძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორეს და ეს ჩვენებები განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებებისაგან. მოსამართლე, წინასწარ ძიებაში მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას აღიქვამდა, როგორც წინასწარ ძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებას. უშუალობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელია განაჩენს დაეყრდნოს საფუძვლად, საქმის არსებითად განხილვისას მხარეტა შეჯიბრებითობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპით უნდა იქნეს გამოკვლეული, მათ შორის მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია, ჩვენება. რასაც ვერ ვიტყოდი ჩვენს შემთხვევასი, ვინაიდან არ მომეცა საშუალება სწორედ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორუფლებიანობის პრონციპით გამომეკვლია მოწმე როინ კაპანაძისა და მალხაზ ბალანჩივაძის გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებსაც ეთანხმებოდნენ სასამართლო ძიების დროს. იმის გამო, რომ მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად მოწმის ჩვენება არის მხოლოდ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის გარემოებათა შესახებ, რის გამოც დაირღვა შეჯიბრებითობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპი. სისხლის სამართლის საქმესი მოწმე არის პირი, რომელიც აწვდის ინფორმაციას ჩვენების სახით, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს. მოწმის ჩვენებაზე უამრავი ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას. ჩვენს შემთხვევაში როინ კაპანაძისა და მალხაზ ბალანჩივაძის მხრიდან მიცემული ცრუ ჩვენება ვფიქრობ გამოწვეული იყო მათი დაშინების, ან მათ მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. ამრიგად, ვფიქრობ სადაო ნორმა არ იძლევა ბრალდებასთან თანაბარ პირობებში მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევის საშუალებას, რითაც ირღვევა შეჯიბრებითობის და თანასწორუფლებიანობის პრონციპი. ვთვლი, რომ სისხლის სამართლის პროცესის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის ნორმატიული შინაარსი უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს პრინციპს, რომ სამართიანობა ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ბ) საკონსტიტუციო სარჩელით სადაოდ ვხდი სისხლის სამართლის საპროესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც უშვებს პატიმრობის 9 თვანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას. ჩემთვის ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/2/646 საქმეზე, რაც ეხება 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას. ჩვენს შემთხვევასი ვთვლი, რომ გიორგი სეხნიაშვილის მიმართ მოხდა წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება. მე ვფიქრობ ჩვენი შემთხვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. მსჯავრდებული გიორგი სეხნიაშვილი 2014 წლის 26 მარტიდან. ბრალდების წაყენების მომენტიდან, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე იმყოფებოდა ქ. ქუთაისის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სამარტოვო საკანში, ელექტრონული ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც გააჩნდა დევნის განმახორციელებლ ორგანოს, გამოიყენა ბოროტად ჩემი დასაცავის მიმართ, წინასწარი პატიმრობის პერიოდთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდგომში, ბრალდებულ გიორგი სეხნიაშვილის მიმართ 2014 წლის 28 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, იმ მოტივით, რომ იგი მსჯავრდებული იყო სასამართლოს განაჩენით და სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2015 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ გიორგი სეხნიაშვილზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ და ერთ-ერთ ძირითად მოტივად მიუთითა, რომ იწურებოდა მისი სასჯელის მოხდის ვადა და თავისუფლდებოდა პატიმრობიდან. მართალია ბრალდებული გიორგი სეხნიაშვილი მსჯავრდებული იყო სასამართლოს განაჩენით და სასჩელს იხდიდა, მაგრამ აღნიშნული მსჯავრდების გამო არ შეზღუდვია არანაირი უფლება. ძველი მსჯავრდების გამო არ იმყოფებოდა დღიდან ბრალდების წარდგენისა 2014 წლის 26 მარტიდან სამარტოვო საკანში, ელექტრონული-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ 2015 წლის 15 დეკემბრამდე განაჩენის გამოტანამდე. დაუშვებელია უარყოფა იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწიებული ბრალდებით ეზღუდებოდა მთელი რიგი უფლებები გიორგი სეხნიაშვილის ბრალდების წაყენების დღიდან. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას არ ჩათვალა 117-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისათვის გიორგი სეხნიაშვილის მოთავსება სამარტოვო საკანში დღიდან დაკავებისა წინასწარი პატიმრობის ვადაში. ვთვლი, რომ სწორედ ეს არის ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის პერიოდთან დაკავშირებით დევნის განმახორციელებლი ორგანოს რესურსის ბოროტად გამოყენება, ვინაიდან გიორგი სეხნიაშვილს, როგორც ავღნიშნე უფლებები შეეზღუდა და მოთავსებული იქნა სამარტოვო საკანში სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდების წაყენებიდან 2014 წლის 26 მარტიდან 2015 წლის 26 მარტამდე (მათ შორის განაჩენის საბოლოო გამოტანამდე). თუ ბრალდებული სასჯელს სხვა ბრალდებისთვის იხდის და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ უფლებები ეზღუდება სწორედ ახალი ბრალდებისათვის და მის მიმართ ხორციელდება უფლების შემზღუდავი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორიცაა სამარტოვო საკანში განთავსება ელექტრონული ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, გიორგი სეხნიაშვილზე ახალი ბრალდების წარდგენიდან, 2014 წლის 26 მარტიდან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე, 2015 წლის 26 მარტამდე, ბრალდებულის უფლების შეზღუდვის პერიოდი უნდა იხილებოდეს, როგრც ახალი ბრალდების წინასწარი პატიმრობის ვადაში. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლელობას, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ მისი დაკავება არ მომხდარა ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ცნობილი უნდა იქნას არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტთან მიმართებით, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია და ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა არემატებოდეს 9 თვეს. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ა) სადაო ნორმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღნიშნული სადაო ნორმა არ იძლევა მოწმეთა ჩვენებების სრულყოფილად, შეჯიბრებითობისა და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე გამოკვლევის საშუალებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს პრინციპს, რომ სამართლიანობა ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ბ) სადაო ნორმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლელობას, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ მისი დაკავება არ მომხდარა ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ცნობილი უნდა იქნას არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტთან მიმართებით, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია და ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა არემატებოდეს 9 თვეს. ჩვენს შემთხვევაში ვთვლი, რომ სადაო ნორმა განსაკუთრებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა