საქართველოს მოქალაქე რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N728 |
ავტორ(ებ)ი | რევაზ ლორთქიფანიძე |
თარიღი | 19 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1.სარჩელი აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, საქართველოს კანონის მე-15 და16 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტებს; 2. შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო; 3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; 4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება; 5. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოება: 2003 წლის 11 დეკემბრიდან -2010 წლის 10 დეკემბრამდე რევაზ ლორთქიფანიძე განთავსებული იყო სად. #7 დაწესებულებაში. იგი გათავისუფლებულ იქნა კალენდარულად; მტკიცებულება: ცნობის ასლი #015370, პ/საქმე #17; ფორმა „ბ“ გათავისუფლებისთანავე რ. ლორთქიფანიძეს დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია, როგორც კანონიერ ქურდს. ფაქტობრივად გააძევეს საქართველოდან. იგი დაბადებით და ნატურალიზაციით გახლავთ საქართველოს მოქალაქე. დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი. „საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია; სადავო ნორმა - შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პ. 2. ფაქტობრივი გარემოება: 2015 წლის 11 ნოემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დეპორტირებული და არაექსტრადირებული რევაზ ლორთქიფანიძე ბრალდებულის სახით, დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:00 საათზე. მტკიცებულება: ბრალდებულის დაკავების ოქმი; ქ. თბილისი, 2015 წლის 11 ნოემბერი. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა 1 სისხლის სამართლის საქმის #089250712001. დანაშაულის გარემოებანი: ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობის და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად ამბოხების მომზადების ფაქტებზე. კვალიფიკაცია 223 1 მუხლის მე-2 ნაწილი. განმარტება: საუბარია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - წინასაარჩევნო პერიოდზე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი: 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა კონსტიტუციის დაცვით მშვიდობიანი გზით. სადავო ნორმა - შეუსაბამოა რევაზ ლორთქიფანიძის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი 1-ლი პ; „ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია“; მე-40 მუხლის მე-2პ; „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცება ეკისრება ბრალმდებელს; 42-ე მუხლის მე-4პ. „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“. განმარტება: რევაზ ლორთქიფანიძის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საქმის მასალებით ყველა დანაშაულზე დამდგარი და აღსრულებული განაჩენები. მას ახალი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩუდენია. აქედან გამომდინარე, მისი დაკავება და ბრალის წარდგენა მათ შორის წინასწარი პატიმრობა ანტიკონსტიტუციური და არაჰუმანურია. მის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის რამოდენიმე მუხლი. რაც შეეხება სსკ-ის 223 1 მუხლს მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მსოფლმხედველობისათვის ადამინაის დასჯა არაკოანონიერია, თუ იგი გამყარებული არ არის ახალი მტკიცებულებებით. ჩვენთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მცნება „კანონიერი ქურდი“. რ. ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ახალი მტკიცებულებები, რაც ბრალეულობას დაადასტურებდა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წარმოდგენილია მის მიმართ დამდგარი და აღსრულებული განაჩენები, როგორც საქართველოში ასევე საფრანგეთში, რაზეც სასჯელი სრულად აქვს მოხდილი. 3. ფაქტობრივი გარემოება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად , რ. ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. იგი განთავსებული პ/დ #7 დაწესებულებაში, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 223 1 მუხლის მე-2 ნაწილით. წინა სასამართლოს სხდომის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 28 დეკემბერი. 2015 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ წინა სასამართლოს სხდომის ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ; მტკიცებულება: საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა; 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება; 4. ფაქტობრივი გარემოება: 2015 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა ბრალდებულ რ. ლორთქიფანიძის მიმართ, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის უცვლელად დატოვებისა და წინა სასამართლოს სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ. ჩვენს მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება ჩვენს მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩვენი საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. მტკიცებულება: 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება; საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება. სადავო ნორმა- შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი; „“ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია“. განმარტება: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, კერძოდ: დაპატიმრება გამოყენებულ უნდა იქნეს საგამონაკლისო ღონისძიების სახით, ის არ უნდა იყოს სავალდებულო ხასიათის და არ უნდა იქნას მიმართული დასჯის მიზნებისათვის. პატიმრობის საგამონაკლისო უფლება - ბუნება აღნიშნულ რეკომენდაციაში წარმოდგენილია სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის კონტექსტში. იმისათვის რომ წარმოდგენილი რეკომენდაცია პრაქტიკაში მოქმედებდეს აუცილებელია პროპორციულობის დაცვა, რაც ეროვნული კანონმდებლობით აკისრია, როგორც შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს ისე სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ წარმოებაში მიიღოთ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან მიგვაჩნია რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებები ეწინააღმდეგება სადავო ნორმას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 1 მუხლს, კერძოდ: პირს, რომელსაც აქვს თუნდაც კანონიერი ქურდის სტატუსი, მის მიმართ არსებობს დამდგარი და აღსრულებული განაჩენები, არ ჩაუდენია ახალი დანაშაული, არ არსებობს ახალი მტკიცებულებები, არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების უფლება. პირი არ უნდა იქნეს დაკავებული და მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა საქართველოს კონსტიტუციის უხეში რამოდენიმე მუხლის დარღვევით. აღნიშნული ქმედება ანტიკონსტიტუციური და არაჰუმანურია. ჩვენი საკონსტუტუციო სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: შეჩერდეს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მოქმედება კონსტიტუციის რამოდენიმე მუხლთან შეუსაბამობის გამო კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანამდე. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა