საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N731 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ ჩხეიძე |
თარიღი | 1 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; სადავო ნორმები უშუალოდ შეეხო ზურაბ ჩხეიძეს და შესაბამისად, უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
ზურაბ ჩხეიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ „ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,, დ „ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 ( შვიდი ) წლის ვადით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 ( ერთი ) წლის ვადით. ამავე კოდექსის 59 -ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ ზ. ჩხეიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 ( შვიდი ) წლით. ,, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ზ. ჩხეიძეს სხვადასხვა ვადით ჩამოერთვა გარკვეული უფლებები. ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 აგვისტოს განაჩენით ზურაბ ჩხეიძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ „ ქვეპუნქტიდან ( 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია ) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,, დ „ ქვეპუნქტზე ( 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია ) , სასჯელის ნაწილში კი დარჩა უცვლელი. განაჩენის მიხედვით: 1. ზურაბ ჩხეიძემ გაურკვეველ დროსა და ვითარებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი ინახავდა თან. 2014 წლის 09 სქტემბერს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანზე დიდი დიღმისკენ ასახვევ საავტომობილო გზასთან არსებულ ტაქსოპარკთან ზურაბ ჩხეიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა 50.24 გრამის ოდენობით. 2. ზურაბ ჩხეიძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარშეფარდებული პირის მიერ
ზურაბ ჩხეიძე ამჟამად მოთავსებულია პენიტენციური დეპარტამენტის N 17 დაწესებულებაში. 2015 წლის 19 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ზ. ჩხეიძემ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო- საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე მითითებით და დაყრდნობით ითხოვა ზემოთმითითებული განაჩენების გადასინჯვა. თბილისის საააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ნოემბერს ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ზურაბ აკაკის ძე ჩხეიძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 04 აგვისტოს განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. განჩინებაში განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზ/აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ( 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია ) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენის და შენახვის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით კი ზურაბ ჩხეიძეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 50,24 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების ,, ნედლი მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვაში“ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,, დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არ აქვს ნაცნობი არაკონსტიტუციურად ზ. ჩხეიძის მიმართ გამოყენებული კანონი და მსჯავრდებულის შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებს ამ ნორმის საფუძველს.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,, დ „ ქვეპუნქტით არაერთგზისი ნაროკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის გათვალისწინებული სანქციის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით. 1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N 1/4/592 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი )
2.სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე, სანქცია გამოიყენება, მათ შორის არაერთგზისობის შემთხვევაში, თუ ბრალდებულს აღმოაჩნდება ნედლი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და მისი ოდენობა 70 გრამს არ აღემატება. ამდენად, არათანაბარზომიერი და არაპროპორციულია, არერთგზისი დანაშაულის ჩადენის გამო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებისას პიროვნებას განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, მითუმეტეს, რომ არაკონსტიტუციურადაა ცნობილი 70 გრამამდე მშრალი მარიხუანას შეძენა -შენახვისათვის მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. დავას არ უნდა იწვევდეს, რომ ნედლი მარიხუანა გამოშრომამდე უფრო მძიმეა, ვიდრე გამომშრალი, ამაზე მეტყველებს ,, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ „ საქართველოს კანონის დანართი N 2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები, კერძოდ, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაწესებულია მშრალ მარიხუანასთან მიმართებაში ორმაგ ოდენობებზე. მოცემულ შემთხვევაში არაერთგზისობის შემთხვევაში მსჯავრდებისას სასამართლოებს შეზღუდული აქვთ უფლება, გამოიყენონ არასაპატიმრო სასჯელი, მიუხედავად იმისა, თუ პიროვნება შეიძენს და შეინახავს ნარკოტიკულ ნივთიერება მარიხუანას. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მარიხუანასთან მიმართებაში არ უნდა იქნას გამოყენებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. კანონმდებელი ვალდებულია, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენთა მიმართ შექმნას გარანტიები, გამიჯნოს შემთხვევები, რათა მოსამართლეს მიეცეს საშუალება, ინდივიდუალურად განსაზღვროს სასჯელი და არ იყოს შეზღუდული განაჩენის გამოტანისას სასჯელის შეფარდებისას. სადავო ნორმა, თანასწორ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებმაც ჩაიდინეს არაერთგზისი დანაშაული და არაერთგზისობისას აღმოაჩნდათ სულ სხვა, ბევრად უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალება, ვიდრე მარიხუანაა. 4. აღნიშული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, გამოიყენოს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომაზე ნაკლები, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რისი უფლება კი მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს, შესაბამისად პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება ამ უკანასკენელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. პიროვნებას ეზღუდება, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. 5.ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ „ ქვეპუნქტით განსაზღვრული არაერთგზის ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვისთვის გათვალისწინებული სანქცია მარიხუანასთან მიმართებაში არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას და შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. 6. სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, კანონმდებელს ვერ ექნება დანაშაულებრივი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების ნორმატიულად ამოწურვის პრეტენზია. ამიტომაც მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის იმპერატიულად განსაზღვრისას და გაითვალისწინოს მასში მოსამართლის როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება ზედმეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხე, მითუმეტეს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ ნარკოტიკულ საშუალებებს არ გამიჯნავს მათი ხასიათის მიხედვით, მაშინ როდესაც განსხვავებულია მათი შედეგები, და შესაბამისად მათი სოციალური საშიშროების ხარისხი. ყოველივე, იმ ფონზე როდესაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების უმეტესი ნაწილი მსჯელობს მარიხუახის დეკრიმინალიზაციასა და პასუხისმგებლობის ზომების შემცირებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს აგრეთვე მე-16 მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა