საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N711 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ლოგუა |
თარიღი | 5 იანვარი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
03.06.2015 წელს 19:20 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მარიამ გოგორელიანის მიღებული იქნა დადგენილება მოსარჩელე გიორგი ლოგუას ბრალდების შესახებ (იხილეთ დანართი). დადგენილებიდან ირკვევა: ,,გიორგი ლოგუას ბრალი ედება იმაში, რომ მან ჩაიდინა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელება, რაც გამოიხატა შემდეგში: ,,გიორგი ლოგუამ 2013 წელს ატვირთა პორნოგრაფიული ნაწარმოები ვებ საიტზე geotorrents.com-ზე. ვებ-ჰოსტინგის მომხმარებლის სახელი და პაროლი ჰქონდა მას, რის გამოყენებით მან ატვირთა პორნოგრაფიის შემცველი ფოტო-ვიდეო ფაილები. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით 255-1;" ამგვარად, ბრალდებულს სადავო ნორმის საფუძველზე უკვე წაუყენეს ბრალი, მომავალში შესაძლოა მოხდეს მისი მსჯავრდება სადავო ნორმის საფუძველზე. ამგვარად, სადავო ნორმამ უკვე შელახა გიორგი ლოგუას უფლება იმით, რომ მას ბუნდოვანი ნორმის საფუძველზე წაუყენეს ბრალი, ხოლო მომავალში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს მისი მსჯავრდება. ამგვარად, გიორგი ლოგუა უფლებამოსილია, იდავოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 40-ე მუხლის მე-2 პუნქტით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 255 მუხლის 1 პუნქტი, ვინაიდან შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლის 3 პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შემოქემედებითი ნაწარმოების გავრცელება არ შეიძლება აიკრძალოს ან ჩაითვალოს უკანონოდ თუ აღნიშნული ქმედება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტის ფორმულირებით კი, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება მოცემულია როგორც უკანონო გავრცელება, შესაბამისად ყველა ფორმის გავრცელება ითვლება უკანონოდ არა იმიტომ, რომ ამით სხვა ადამიანის კანონიერი უფლებები შეილახა, არამედ იმიტომ რომ მუხლის ფორმულირება არის არასწორი და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კოსნტიტუციის 40 მუხლის 2 პუნქტს. ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცებულება ეკისრება მბრალდებელს. მაგრამ რეალურად სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტი პირდაპირ ბრალს დებს ადამიანს უკანონო ქმედების ჩადენაში და არ იძლევა საშვალებას გამორკვევის იყო თუ არა ესა თუ ის ქმედება უკანონო, რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ჩამოთვლილი თუ რა შემთხვევაშია სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები უკანონო. სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტი: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.“ აღნიშნული მუხლი აშკარად მიუთითებს თითქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს უკანონო გავრცელების, რეკლამირების ან დამზადების სახეებს, რაც რეალობას არ ასახავს. საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. ასევე ამავე მუხლის მიხედვით გაუგებარია თუ რა შემთხვევებშია პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება უკანონო, კანონი უბრალოდ გვეუბნება რომ უკანონოდ ჩადენილი ჩამოთვლილი ქმედებები არის დასჯადი, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება ეს ქმედებები ჩაითვალოს უკანონოდ, კანონში აღარ არის მითითებული. იმ შემთხვევაში როდესაც პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებით არცერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის კანონიერი უფლება არ ირღვევა და არც შეიძლება დარღვეულიყო, არ ირღვევა კანონი რადგანაც უკანონო გავრცელებას, რეკლამირებას და დამზადების სახეები არ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მაშინ გაუგებარია სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტის არსებობის საფუძვლები .სამწუხაროდ ასეთია ამ არაკონსტიტუციური და ფაქტიურად მკვდარი ნორმის გამოყენების სახე. სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგანაც პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებას და დანარჩენ ქმედებებს აიგივებს აპრიორი უკანონო გავრცელებასთან, აღნიშნული მუხლის მიხედვით დასჯადია უკანონო გავრცელება, დამზადება და რეკლამირება, მაგრამ რა შემთხვევებშია აღნიშნული ქმედებები უკანონო. ბრალმდებელი ვერ ხედავს განსხვავებას გავრცელებასა და უკანონო გავრცელებას შორის. ამასთან კანონი არ გვაძლევს განმარტებას რომელ შემთხვევებშია პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გავრცელება და რეკლამირება უკანონო,რითაც არსებითად ირღვევა ადამიანების კონსტიტუციური უფლებები. ( სსკ-ის 255 მუხლი 1 პუნქტი: 1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით). სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტის ფორმულირება არის არასწორი და არაკონსტიტუციური ვინაიდან „ პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება“ მოითხოვს მკაფიო განმარტებას თუ რა შემთხვევაშია ქმედება უკანონო, რა მტკიცებულებათა ერთობლიობა არის საფუძველი იმისა რომ დადგენილ ფაქტად მივიჩნიოთ დამზადება მოხდა უკანონოდ, გავრცელება მოხდა უკანონოდ ან რეკლამირება მოხდა უკანონოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არცერთი მუხლი არ არეგულირებს და არ განმარტავს იმ საკითხს თუ რა შემთხვევაშია 255 მუხლის 1 პუნქტში ჩამოთვლილი ქმედებები უკანონო. აღნიშნული მუხლის გამოყენებით 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა 50-მდე პიროვნებას, სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე. ამ მუხლით პროკურატურამ ბრალი წამიყენა არ ჩადენილი დანაშაულისათვის და ითხოვდნენ ჩემს პატიმრობას. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი გაუმართაობა იწვევს პირის კონსტიტუციური ფუნდამენტალური უფლებების დარღვევას, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. სსკ-ის 255 მუხლის 1 პუნქტში კანონი არ განმარტავს კონკრეტული ჩადენილი ქმედება რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ. ამის გამო ბრალდებას არ ჭირდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება, მაშინ როდესაც ქმედების კანონიერება ან უკანონობა მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი