საქართველოს მოქალაქე კარლო გოგოტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N692 |
ავტორ(ებ)ი | კარლო გოგოტიშვილი |
თარიღი | 18 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ. მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. სარჩელში მითითებული ყველა სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მასში მითითებული სადაო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. საპატიო მიზეზით არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. სადაო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი. საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები მე ვარ ძალოვანი (პროკურატურის) პენსიონერი. 2005 წლის ბოლომდე ვღებულობდი თვეში 740 ლარს. 2006 წლის იანვრიდან ჩემი კუთვნილი პენსია შეამცირეს 180 ლარით და დღემდე ვღებულობ 560 ლარს. მიზეზი თუ რის საფუძველზე შემცირდა ჩემი საარსებო წყარო არავის უცნობებია. როცა ძირეულად დავინტერესდი ამ საკითხით მივაღწიე იმას, რომ მოვიპოვე 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი 32549 რს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შენარჩუნების და შეწყვეტის საფუძვლებს, წესს და პირობებს. ამ კანონში არაფერია ნათქვამი გამოცემის დროისათვის უკვე არსებულ იმ კანონზე, რომლითაც მე 740 ლარის ოდენობის პენსია დამენიშნა. სრულიად უსაფუძვლოდ აიკრძალა ამ კანონის მოქმედება და მიღებული კანონის მე-15 მუხლში ჩიაწერა: „კომპენსაციის ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან გავრცელდება მათ მიმღებ პირებზე, კომპენსაციის დანიშვნის მიუხედავად“. 2002 წლის 3 დეკემბერს მიღებულ კანონში N1795-Iს გარკვევით არის ნათქვამი, რომ დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი მოცულობის შემცირება (იხ. დანართი). ყველა კანონი და კანონქვემდებარე აქტი კრძალავს უკუქცევით მოქმედებას. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონში. ასეთ პირდაპირ გათვალსიწინებას იმ კანონში, რომლის საფუძველზე მე პენსია დამენიშნა ადგილი არ ჰქონია. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ასეთია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად. 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-6 მუხლით აღიკვეთა კანონიერად მოპოვებული ჩემი უფლების შენარჩუნება. ამ მუხლში, ჩამოთვლილ საკანონმდებლო აქტებს და მათ შორის საქართველოს ორგანულ კანონს პროკურატურის შესახებ, რომლითაც გაიცემოდა პენსიები ეწოდა კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია. დაევალა კომპეტენტურ ორგანოს კანონის ამოქმედებიდან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციები, ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობაში მოეყვანათ. მე-7 მუხლში კი გარკვევით ჩაიწერა, რომ კომპენსაცია სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობით არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. (ხუთას სამოცი). ჩემი საარსებო წყარო პენსიის სახით ათეული წლების მანძილზე არანორმალური შრომით მოვიპოვე, რათა მოხუცებულობის დროს ცოტა შვება მაინც მენახა. შრომითა და ჯაფით მოპოვებული ეს ქონება ერთი ხელის მოსმით გაცამტვერდა. როგორც აღვნიშნე, კანონის მე-15 მუხლში ჩაიწერა, რომ კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე კომპენსაციის დანიშვნის დროის მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ კანონს თუ იგი არ ამსუბუქებს, ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. იმავე მუხლის მე-9 პუნქტით, ყველასათვის არის გარანტირებული სახელმწიფო ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. თუ გადავხედავთ მომქმედ სამართლებრივ აქტებს დავრწმუნდებით, რომ ნორმათა კონსტიტუციასთან შესაბამისობა აუცილებელია. ნამდვილად ვალდებული იყო 2005 წლის 27 დეკემბერს გამოცემული კანონის ინიციატორი ამ შესაბამისობისათვის მიექცია ყურადღება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლში სასჯელის სახეებია ჩამოთვლილი და ყველასთვის გასაგებ ენაზე წერია, რომ ქონების ჩამორთმევა სასჯელის სახეა და იგი სასამართლო წესით უნდა განხორციელდეს. კონსტიტუციის მე-17 მუხლს დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვა და სასჯელის გამოყენება. მე მ. სააკაშვილის სათავეში ყოფნის დროს ეს უკანონო შეზღუდვები არ გამისაჩივრებია, რათა ვიცოდი, რომ მისი წრეგადასული ქმედებების პერიოდში ასეთი სახის მოთხოვნები ფუჭად ჩაივლიდა. ახლა, როცა ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა კანონისადმი პატივისცემა, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა, ადამიანების აბუჩად აგდების წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა, გადავწყვიტე, უხეშად და მოურიდებლად დარღვეული ჩემი კონსტიტუციური უფლებების აღსადგენად მივმართო კონსტიტუციურ სასამართლოს. გარდა იმისა, რომ მე, დაზარალებულ პენსიონერს ჩამომიყალიბდა ეს მოთხოვნა, ზემდგომი ორგანოების რჩევებიც მაქვს სახელმძღვანელოდ, რომლებმაც განიხილეს ჩემი განცხადებები და ამიხსნეს, რომ საქართველოში კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ერთადერთი ორგანო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა, რომლის ორგანული კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციურ უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონებს და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დაცვას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ ამიხსნა, რომ ისინი მოქმედებენ მათი ადმინისტრირების სფეროში შემავალი მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოები ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუძიათ ჩათვალონ კანონდარღვევად. თავისი წერილის ბოლო აბზაცში ასეთ დასკვნას აკეთებს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დაანგარიშება და თანხის ოდენობის განსაზღვრა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და ამ შემთხვევაში სააგენტოს სხვა რაიმე ქმედების ან უმოქმედობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. რაღა თქმა უნდა იგი ვერ დაუპირისპირდებოდა პირველ პირს, მაგრამ დღეს კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დკემბრის კანონის ზემოთ ჩამოთვლილი სადაო ნორმები, რომლებიც წრეგადასულად ზღუდავს ჩემს უფლებებს, რომელთა საფუძველზე ჩემი საარსებო წყარო , რომელიც შეადგენდა 740 ლარს შემცირდა 180 ლარით და მაქსიმალური ზღვარი აღარ აღემატებოდა 560 ლარს. მე და ჩემ მდგომარეობაში მყოფი ყველა დაზარალებული ღრმად ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ ამ აქტის გამოცემა არ ყოფილა დისკრეციული, არამედ იყო იმ პირველი პირის ახირება ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომელთა მიმართ შურისძიების მოტივით. თუმცა კანონმდებელი ასეთ შემთხვევასაც არ ტოვებს ყურადღების გარეშე და ითვალისწინებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით გათვალსიწინებულმა ფორმამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლების და ინტერესის შეზღუდ |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი