საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N653 |
ავტორ(ებ)ი | ვაჟა ლონდარიძე |
თარიღი | 4 ივნისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების საფუძველი, ვინაიდან ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განჯადი; დ) მასში მითითებული სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ე) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ვ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
1983 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ვმუშაობდი შს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ქვემოქართლის სამხარეოს შს სამმართველოს უფროსის 2005 წლის 08 სექტემბრის ბრძანებით დროებით გადაყენებული ვიყავი დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ქვემოქართლის სამხარეოს შს მთვარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით სასამართლოს მიერ მსჯავრდების გამო განმათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 2006 წლის 18 აგვისტოს განაჩენით განმესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 08 ოქტომბრის დადგენილებით ჩემი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მომეხსნა ნასამართლეობა. დათხოვნისას შს ორგანოებში ნამსახურების სტაჟმა შეადგინა 21 წელი 11 თვე და 11 დღე. ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში ყოფნის სტაჟი 2 წელი და 29 დღე. დღემდე კომპენსაცია არ მაქვს დანიშნული, რაზედაც მივმართე შს ქვემოქართლის სამხარეო სამმართველოს, რაზედაც მათ მითხრეს უარი იმ მოტივით, რომ მე დათხოვნილი ვიყავი სამსახურიდან სისხლის სამართლის პასუგისგებაში მიცემის გამო, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ მუხლი 1პ. ,,2”-ით. ,,ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშვება, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა მართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო”. აღნიშნული უარი გავასაჩივრე სასამართლოში. რუსთავის საქალაქო სასამათლომ 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით უარი მითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გავასაჩივრე სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართომ 2014 წლის 26 სექტემბერს ასევე უარი მითხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2015 წელს 02 აპრილის განჩიბებით კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ჩემი საკასაციო საჩივარი. ამგვარად, ზემოთაღნიშნული კანონის თანახმად კომპენსაციის მოპოვების უფლება ვერ მოვიპოვე.
ზემოთაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ძველი კანონი იძლეოდა საშუალებას ამგვარი სიტუაციის დროს პენსიის (რომელიც 2006 წლის 1-ლი იანვრიდან შეიცვალა სახელმწიფო კომპენსაცია) მიღების კერძოდ საქართველოს კანონის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების
სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირი და მათი ოჯახის წევრთა უზრუნველყოფის შესახებ” (საქართველოს პარლამენტის უწყებანი 1996 წელი №2728/4 მუხლი 48 მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ,,პენსიის დანიშვნის ვადები, რომელიც ამოღებული იქნა 23.12.2005 №1459) მიხედვით ,,დაგვიანებით პენსიები შეიძლება დაინიშნოს სამსახურიდან დათხოვნისას თავისუფლების აღკვეთის მისჯასთნ დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის ადილებიდან განთავისუფლების შემდეგ პენსიის დანიშვნის შესახებ მიმართვის დღიდან.
ამავდროულად ურთიერთდაპირისპირებაში შედის ამ ახალი კანონის მუხლების პუნქტები, კერძოდ მუხლი 3 პ. ,,ა” კანონის ძირითდი პრინციპებია სამართლიანობა. მუხლის 5 პ. 1 ქ/პ ,,ა” ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია კანონით დადგენილი ნამსახურეობის ვადის ამოწურვა. კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეებს დაენიშნებათ, თუ დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურების 20 და მეტი კალენდარული წელი.
მოგახსენებთ, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველა პოლიციის თანამშრომელი მოიხსენია როგორც კორუფციონერები და დაიწყო მასობრივი დათხოვნები შს ორგანოებიდან, 2005 წლის 27 დეკემბრის მისი ხელმოწერით, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 1-ლი იანვრიდან, გამოქვეყნდა კანონი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”. ამ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბევრმა თანამშრომელმა დაკარგა კომპენსაციის მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი და მეც ვიყავი წახალისებული, დაჯილდოებული შს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ, გვქონდა კანონით დადგენილზე მეტი წელთა ნამსახურების სტაჟი და ერთი გადაცდომის გამო (შეიძლება იყოს არასწორი გადაწყვეტილება) სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ მივიღებთ კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმწიკვლოდ ვემსახურებოდით ქვეყანას და სახელმწიფოს წინაშე გავიარეთ განსაკუთრებული სამსახური და თქმა იმისა, რომ რაიმე გადაცდენის შემდეგ პირს ეკარგება უფლება მოიპოვოს კომპენსაციის მიღების უფლება, აგდებს დისკრიმინაციულ პირობებში ვინაიდან კანონით დადგენილი ნამსახურეობის წლების შესრულებისას პირი ავტომატურად ხდება კომპენსაციის მიმღები ანუ უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ის რომ მან შემდეგ ჩაიდინა გადაცდომა არ ნიშნავს რომ პირი დარჩეს კომპენსაციის გარეშე, ვინაიდან სასჯელის მოხდის შემდეგ პირმა შეიგნო თავისი დანაშული და ეს არ უნდა მოქმედებდეს მუდმივად. აქედან გამომდინარე ვთვლი რომ 1 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა იქნეს ძალადაკარგულად გამოცხადებული ანუ აღსდგეს წინა დათქმა სასჯელის მოხდის შემდეგ კომპენსაციის მიღება.
ამ კანონის მუხლის 1 პ. 2-ის მიღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლი, რომლის პრინციპული დებულებაა ის, რომ ,,სახელმწიყო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში”, სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა მიმართულია ნებისმიერი მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, აქედან გამომდინარე სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
აქვე მინდა დავსვა რიტორიკული კითხვა: რა კავშირშია კომპენსაციის დანიშვნა სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით? კომპენსაცია არის კანონით დადგენილი ნამსახურეობის წლებით მიღება და არა რაიმე სახის წახალისება, ანუ პირმა შეასრულა კომპენსაციისათვის დასანიშნი დადგენილი ნამსახურების წლები და შემდეგ გააგრძელა მუშაობა იმ მოტივით რომ იღებდა სრულფასოვან ხელფასს, უფრო მეტ თანხას ვიდრე კომპენსაციას, ანუ მას შეეძლო ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს გასულიყო თადარიგში მაგრამ არ გავიდა და თუ შემდეგ მოუხდა დისციპლინარული გადაცდომა და დაითხოვეს სამსახურიდან, მისთვის უნდა დაენიშნათ კომპენსაცია. რატომ ეკარგება ნამსახურეობა? ამ პუნქტიდან გამომდინარე, პირი ისჯება 2-ჯერ და მე ჩავარდი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილმა პარლამენტმა საჭიროდ ჩათვალა არაკონსტიტუციური უკანონო პუნქტის მიღება, დაირღვა იმ პირების კონსტიტუციური უფლება, რომლებსაც შეეძლოდ კომპენსაციის მიღება, კერძოდ ყოფილი თანამშრომლების ქონებრივი უფლებები, ვინაიდან ქონებრივი უფლების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით.
აქედან გამომდინარე 2005 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონის 1 მუხლის მე-2 პუნქტით უნდა იქნეს ძალადაკარგულად გამოცხადებული.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ ძალადაკარგულად გამოაცხადოთ საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” მუხლი 1 პ.2. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ ეკონომიური უფლებების რეალიზაცია საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის გასხვისებასთან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა